პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს - ბოკერიას პასუხი
"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს - ბოკერიას პასუხი

"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, ხელს შე­ვუშ­ლით თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ქმე­დე­ბებს, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს გიგა ბო­კე­რი­ამ "რუს­თა­ვი 2"-ის კო­ლექ­ტი­ვის გან­ცხა­დე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც "რუს­თა­ვი 2" სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით და­ი­ცავს თავს.

"რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბაა, თა­ვად გან­სა­ზღვროს, თუ რო­გორ და­ი­ცავს თა­ვის შე­ნო­ბას და ტე­რი­ტო­რი­ას. ჩვე­ნი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უფ­ლე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და არა "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­და­სა­წყვე­ტი, რომ წინ აღ­ვუდ­გეთ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მცდე­ლო­ბას, ჩა­ახ­შოს ქვე­ყა­ნა­ში ის ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, რო­მე­ლიც მას ხელს უშ­ლის. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ხელს შე­ვუშ­ლით თუ არა ივა­ნიშ­ვი­ლის ასეთ არა­კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ქმე­დე­ბებს", - გა­ნა­ცხა­და გიგა ბო­კე­რი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ჩა­ნა­წე­რებს, რო­გორც გიგა ბო­კე­რი­ამ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში და­კი­თხვა­ზე შეს­ვლამ­დე გა­ნა­ცხა­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" სა­ჯა­როდ აცხა­დებ­და, რომ ძა­ლით "რუს­თა­ვი 2"-ის წარ­თმე­ვას ფი­ზი­კუ­რად წინ აღუდ­გე­ბო­და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ით.

"ეს იყო ცნო­ბი­ლი დიდი ხა­ნია და ეს პო­ზი­ცია დღე­საც არის ძა­ლა­ში. დიდი ხა­ნია გვაქვს სა­უ­ბა­რი რო­გორ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, კერ­ძოდ, რო­გორ შე­ვებ­რძო­ლოთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვით, ძა­ლა­დო­ბით "რუს­თა­ვი 2"-ის ფი­ზი­კუ­რად ხელ­ში ჩაგ­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. ამ დის­კუ­სი­ი­სას ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი გა­ნი­ხი­ლე­ბა ამ შე­ნო­ბის და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დაც­ვის­თვის. რაც შე­ე­ხე­ბა "ბო­ე­ვი­კებს", ყვე­ლას­თვის ნა­თე­ლია, რომ აქ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ხალ­ხზე კი არ იყო სა­უ­ბა­რი, არა­მედ სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ ჩვენ, ჩვე­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ით წი­ნა­აღ­დე­გო­ბა უნდა გა­ვუ­წი­ოთ იმას, რა­საც გეგ­მავს ივა­ნიშ­ვი­ლი და რა­საც, იმე­დია, გა­და­ი­ფიქ­რებს", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მა­ნამ­დე უკ­რა­ი­ნუ­ლი "ვი­კი­ლიქ­სის" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სა­უ­ბა­რი არის ბოდ­ვა და ფაბ­რი­კა­ცია.

"ის სა­უ­ბა­რი არის ბოდ­ვა და ფაბ­რი­კა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ამ სა­უ­ბარს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მახ­სოვს, რად­გან ხში­რად მი­წევს ჩემს კო­ლე­გებ­თან სა­უ­ბა­რი, ამის ში­ნა­არსს ვა­დას­ტუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ბოდ­ვას, რომ ჩვენ უნდა მოგ­ვეკ­ლა ვი­ღაც ადა­მი­ა­ნი, ეს არის ის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც თა­ვი­დან­ვე ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმ­მა და­გეგ­მა, რომ წა­იყ­ვა­ნოს პრო­ცე­სე­ბი, შე­შინ­დეს ხალ­ხი და ჩვენ დაგ­ვაბ­რა­ლოს ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა, რომ ვი­თომ ვი­ღა­ცას ვეს­ხმო­დით თავს. ჩვენ ვი­ცავთ ჩვენს უფ­ლე­ბას და ამ უფ­ლე­ბის წი­თე­ლი ხაზი დღეს გა­დის "რუს­თა­ვი 2"-ზე", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, გა­ნი­ხი­ლე­ბო­და ყვე­ლა ვა­რი­ან­ტი, რომ­ლი­თაც ხელს შე­უშ­ლიდ­ნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის თა­ო­ბა­ზე.

"რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რი­კა­დებს, არა­ნა­ი­რი ბა­რი­კა­დე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წინ არ არის. თუ ივა­ნიშ­ვი­ლი ხელს არ აი­ღებს ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბის­კენ, მათ მშვი­დო­ბი­ა­ნი მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ით და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით. ჩვე­ნი ამო­ცა­ნა ეს არის რომ მოხ­დეს და ხელი აი­ღოს მან ამის მცდე­ლო­ბა­ზე. თუ თვლის, რომ მე ვარ "ბო­ე­ვი­კი", მე ვარ მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ვიბ­რძო­ლებ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვას, ბო­კე­რი­ას თქმით, ასე­თი უფ­ლე­ბის რე­ზერ­ვა­ცი­ას ახ­დენ­დნენ.

"ჩვენ ბა­რი­კა­დე­ბი არ აღგ­ვი­მარ­თია, თუმ­ცა ასე­თი უფ­ლე­ბის რე­ზერ­ვა­ცი­ას ვახ­დენ­დით. იქ სა­დაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­დაგ­მას ნა­ბი­ჯებს ტი­რა­ნი­ის­კენ, მო­ქა­ლა­ქე­ებს არა მარ­ტო უფ­ლე­ბა აქვთ, არა­მედ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ და­იც­ვან თა­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს - ბოკერიას პასუხი

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს - ბოკერიას პასუხი

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი არ არის, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის არაკონსტიტუციურ ქმედებებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ის კოლექტივის განცხადების საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც "რუსთავი 2" საკუთარი ძალებით დაიცავს თავს.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების სრული უფლებაა, თავად განსაზღვროს, თუ როგორ დაიცავს თავის შენობას და ტერიტორიას. ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების უფლება, ვალდებულებაა და არა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების გადასაწყვეტი, რომ წინ აღვუდგეთ ბიძინა ივანიშვილის მცდელობას, ჩაახშოს ქვეყანაში ის ინსტიტუტები, რომელიც მას ხელს უშლის. ჟურნალისტების გადაწყვეტილებაზე არ არის დამოკიდებული, ხელს შევუშლით თუ არა ივანიშვილის ასეთ არაკონსტიტუციურ ქმედებებს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება გუშინ გამოქვეყნებულ ჩანაწერებს, როგორც გიგა ბოკერიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე შესვლამდე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" საჯაროდ აცხადებდა, რომ ძალით "რუსთავი 2"-ის წართმევას ფიზიკურად წინ აღუდგებოდა მანიფესტაციით.

"ეს იყო ცნობილი დიდი ხანია და ეს პოზიცია დღესაც არის ძალაში. დიდი ხანია გვაქვს საუბარი როგორ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, კერძოდ, როგორ შევებრძოლოთ ხელისუფლებას კონსტიტუციის დარღვევით, ძალადობით "რუსთავი 2"-ის ფიზიკურად ხელში ჩაგდების შემთხვევაში. ამ დისკუსიისას ყველა ვარიანტი განიხილება ამ შენობის და ტელეკომპანიის დაცვისთვის. რაც შეეხება "ბოევიკებს", ყველასთვის ნათელია, რომ აქ შეიარაღებულ ხალხზე კი არ იყო საუბარი, არამედ საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენ, ჩვენი მანიფესტაციით წინააღდეგობა უნდა გავუწიოთ იმას, რასაც გეგმავს ივანიშვილი და რასაც, იმედია, გადაიფიქრებს", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მანამდე უკრაინული "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული საუბარი არის ბოდვა და ფაბრიკაცია.

"ის საუბარი არის ბოდვა და ფაბრიკაცია. რაც შეეხება ამ საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ არ მახსოვს, რადგან ხშირად მიწევს ჩემს კოლეგებთან საუბარი, ამის შინაარსს ვადასტურებ. რაც შეეხება იმ ბოდვას, რომ ჩვენ უნდა მოგვეკლა ვიღაც ადამიანი, ეს არის ის მიმართულება, რა მიმართულებითაც თავიდანვე ივანიშვილის რეჟიმმა დაგეგმა, რომ წაიყვანოს პროცესები, შეშინდეს ხალხი და ჩვენ დაგვაბრალოს ძალადობის პროვოცირება, რომ ვითომ ვიღაცას ვესხმოდით თავს. ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებას და ამ უფლების წითელი ხაზი დღეს გადის "რუსთავი 2"-ზე", - განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, განიხილებოდა ყველა ვარიანტი, რომლითაც ხელს შეუშლიდნენ ხელისუფლების მხრიდან ძალადობრივი ქმედების განხორციელებას, "რუსთავი 2"-ის ხელში ჩაგდების თაობაზე.

"რაც შეეხება ბარიკადებს, არანაირი ბარიკადები ტელეკომპანიის წინ არ არის. თუ ივანიშვილი ხელს არ აიღებს ძალადობრივი ქმედებებისკენ, მათ მშვიდობიანი მანიფესტაციით დავუპირისპირდებით. ჩვენი ამოცანა ეს არის რომ მოხდეს და ხელი აიღოს მან ამის მცდელობაზე. თუ თვლის, რომ მე ვარ "ბოევიკი", მე ვარ მოქალაქე, რომელიც ვიბრძოლებ თავისუფლებისთვის", - განაცხადა გვარამიამ.

რაც შეეხება ბარიკადების აღმართვას, ბოკერიას თქმით, ასეთი უფლების რეზერვაციას ახდენდნენ.

"ჩვენ ბარიკადები არ აღგვიმართია, თუმცა ასეთი უფლების რეზერვაციას ვახდენდით. იქ სადაც ხელისუფლება გადაგმას ნაბიჯებს ტირანიისკენ, მოქალაქეებს არა მარტო უფლება აქვთ, არამედ ვალდებულება აქვთ დაიცვან თავის თავისუფლება", - განაცხადა ბოკერიამ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."