მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს"
"თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს"

თუ პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა ვერ მოხ­დე­ბა მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით, მას მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს, - ამის შე­სა­ხებ ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რემ, ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლი­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის იმ გან­ცხა­დე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვის მიზ­ნით სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რა და­ი­წყო.

ნაც­ვლიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი სწო­რი არ არის.

"მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვი­სას უნდა არ­სე­ბობ­დეს კონ­კრე­ტუ­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ეტაპ­ზე არა მგო­ნია, რომ სა­ხე­ზე გვქონ­დეს. ამი­ტომ მო­ცე­მულ ეტაპ­ზე ამა­ზე სა­უ­ბა­რი ვფიქ­რობ, რომ არ არის სა­მარ­თლებ­რი­ვად სწო­რი. არ ვიცი რა სა­ფუძ­ველს შე­იძ­ლე­ბა გუ­ლის­ხმობ­დეს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, მაგ­რამ მე ვერ ვხე­დავ, რომ ეს სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობ­დეს. თუ პი­რის მი­მართ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­მო­ძი­ე­ბა, ან არ­სე­ბობს ეჭ­ვე­ბი, რომ შე­იძ­ლე­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­დეს რა­ი­მე ფორ­მით რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­ში პი­რი­ქით, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვერ მოხ­დე­ბა მის­თვის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ჩა­მორ­თმე­ვა. არც სა­ფუძ­ვლე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს ამას. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში პი­რი­ქით, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა უნდა შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს პირს და გა­მო­ძი­ე­ბა გაგ­რძელ­დეს", - გა­ნა­ცხა­და ანა ნაც­ვლიშ­ვილ­მა.

იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრომ ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის პრო­ცე­დუ­რე­ბი და­ი­წყო. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ა­კე­თა.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბით ეც­ნო­ბე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს – მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს უკ­რა­ი­ნა­ში, რო­მელ­საც მი­ე­ცე­მა გო­ნივ­რუ­ლი ვადა სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცი­ის ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბებ­ლად.

"სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მე-12 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე იმავდრო­უ­ლად არ შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა სა­ხელ­მწი­ფოს მო­ქა­ლა­ქე. "სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის 21-ე მუხ­ლის "გ" პუნ­ქტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის მიერ სხვა ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­პო­ვე­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის შე­წყვე­ტის სა­ფუძ­ველს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

"თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს"

"თუ პირის მიმართ გამოძიება მიმდინარეობს, პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს"

თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა, ასეთ შემთხვევაში პირიქით, მას მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს, - ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილიმა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის იმ განცხადების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით სამართლებრივი პროცედურა დაიწყო.

ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ მოცემულ ეტაპზე ამ თემაზე საუბარი სწორი არ არის.

"მოქალაქეობის ჩამორთმევისას უნდა არსებობდეს კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები, რომლებიც ამ ეტაპზე არა მგონია, რომ სახეზე გვქონდეს. ამიტომ მოცემულ ეტაპზე ამაზე საუბარი ვფიქრობ, რომ არ არის სამართლებრივად სწორი. არ ვიცი რა საფუძველს შეიძლება გულისხმობდეს იუსტიციის მინისტრი, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ეს საფუძველი არსებობდეს. თუ პირის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან არსებობს ეჭვები, რომ შეიძლება მონაწილეობდეს რაიმე ფორმით რაიმე დანაშაულში პირიქით, ამ შემთხვევაში ვერ მოხდება მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. არც საფუძვლები ითვალისწინებს ამას. ასეთ შემთხვევაში პირიქით, მოქალაქეობა უნდა შეუნარჩუნდეს პირს და გამოძიება გაგრძელდეს", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

იუსტიციის სამინისტრომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის პროცედურები დაიწყო. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

წულუკიანის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ წერილობით ეცნობება დაინტერესებულ პირს – მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში, რომელსაც მიეცემა გონივრული ვადა საკუთარი პოზიციის ჩამოსაყალიბებლად.

"საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა სახელმწიფოს მოქალაქე. "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის "გ" პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."