"ნაციონალური მოძარობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება. ის სუს-ში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ერთად გამოცხადდა.
გიგა ბოკერია ე.წ. მოდულის შენობასთან მეუღლემ, თამარ ჩერგოლეიშვილმა მიაცილა. "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერს თანაპარტიელებიც თან ახლდნენ.
გვარამია და ბოკერია ე.წ. მოდულის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხავაზე ერთად შევიდნენ. ბოკერია დაკითხვაზე ადვოკატის გარეშე გამოცხადდა, გვარამიასთან ერთად კი ადვოკატი ოთარ კახიძე იმყოფება. მათი დაკითხვა ეხება გუშინ გამოქვეყნებულ აუდიომასალებს.
ე.წ. მოდულის შენობასთან გვარამიას და ბოკერიას მხარდამჭერები არიან შეკრებილი.