საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა
დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა

მწე­რა­ლი და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გუ­შინ­დე­ლი სკან­და­ლუ­რი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს:

"დამ­ნა­შა­ვე რე­ჟი­მი უნდა გა­სა­მარ­თლდეს

დიდი ხა­ნია ამ­ჟა­მინ­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვაფრ­თხი­ლებ­დით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ყვე­ლა შანსს გა­მო­ი­ყე­ნებ­და, რომ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბა და სა­ჭი­რო იყო სი­მარ­თლის კო­მი­სი­ის შექ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა. ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მაა: ბი­ო­ლო­გი­უ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი გა­რე­მო თავ­ზე გვენგრე­ვა, ადა­მი­ა­ნებს ტყუ­ი­ლად იჭე­რენ და უამ­რა­ვი სა­გა­რეო საფრ­თხეა - არა მარ­ტო რუ­სე­თი­დან მომ­დი­ნა­რე. ამ დროს მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად აპი­რებს პრო­ვო­ცი­რე­ბა გა­უ­კე­თოს უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბის 'ცხვირ-პი­რის და­ნაყ­ვას' და ტყვი­ის როლ­საც კი. ამ დროს ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სრუ­ლი­ად უნი­ა­თო მთავ­რო­ბა პი­ა­რის მხა­რეს პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­რა­ფერს უპი­რის­პი­რებს კარ­გად ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნა­ლურ ჯგუფს. უკვე ცხად­ზე ცხა­დია, რომ მთე­ლი ეს კამ­პა­ნია სა­ა­კაშ­ვილ­მა და მის­მა ამ­ფსო­ნე­ბა არა 'სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის' და მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და­წყეს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ძა­ლა­დო­ბით ხელ­ში ჩაგ­დე­ბის გზით. სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ისი­ნი პრო­ვო­ცი­რე­ბას უკე­თე­ბენ შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქტს. სა­ა­კაშ­ვი­ლის, ბო­კე­რი­ას და მათს მსგავს ლი­დე­რებს რო­გორც ეტყო­ბა არ­სე­ნალ­ში აღა­რა­ფე­რი დარ­ჩე­ნია გარ­და 'ცხვირ-პი­რის და­ნაყ­ვი­სა'.

რა­ტომ არის რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ მშვიდ­ბი­ა­ნად და კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში ნა­ცის­ტუ­რი-ნე­ო­ლი­ბე­რა­ლურ-ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მი ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­დეს? რა­ტომ ხდე­ბა ისე რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ ბან­დი­ტე­ბის ჯგუფს აძ­ლევს ასე თა­ვი­სუფ­ლად მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას?

ამის მი­ზე­ზი ისაა, რომ პი­რა­დად ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ზუს­ტად იმ ძა­ლას ეყ­რდნო­ბა, რო­მე­ლიც მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლის და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის შექ­მნი­ლია - ეს არის კარ­გად ჩა­სუ­ქე­ბუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რის ზონ­დერე­ბი. ეს რა­მო­დე­ნი­მე 'კუნთმა­გა­რი ბიჭი', ორი­ვე პარ­ტი­ა­შია გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი - რო­გორც ნა­ცებ­ში, ასე­ვე ქო­ცებ­ში. და ამ დაჯ­გუ­ფე­ბებს შო­რის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა ქვე­ყა­ნას და­ღუპ­ვის პი­რას მი­ი­ვანს.

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რომ საბ­ჭო­თა კგბ-ს ლე­ი­ტე­ნან­ტია და მის სტრუქ­ტუ­რებ­ში ნა­მუ­შე­ვა­რი, რო­მელ­საც კარ­გად აქვს ნას­წავ­ლი ძა­ლა­დო­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა - ამას ის 2003 წლის ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის წი­ნაც ცდი­ლობ­და რომ არა ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას და სხვა პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ფაქ­ტო­რი - უკვე სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ეს ადა­მი­ა­ნი არის ძა­ლა­უფ­ლე­ბის მა­ნი­ა­კი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი მა­ღა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით არას­დროს კმა­ყო­ფილ­დე­ბა და მუ­დამ ცდი­ლობს თა­ვი­სი ქვე­ყა­ნა ჩა­ით­რი­ოს ომსა და ძა­ლა­დო­ბა­ში. სწო­რედ ამი­ტომ - მისი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა დიდი ძა­ლა­დო­ბის მან­ქა­ნა - ათა­სო­ბით ზონ­დე­რით და მკვლე­ლით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ფე­რი დღემ­დე - ვი­მე­ო­რებ დღემ­დე ემორ­ჩი­ლე­ბა პო­ლი­ცი­უ­რი მან­ქა­ნის ინ­ტე­რე­სებს, რო­მე­ლიც და­ნარ­ჩენ მსო­ახ­ლე­ო­ბას სა­კუ­თარ მონა-მორ­ჩი­ლად აღიქ­ვამს და არ არი­დე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნი­სა­თის არც 'ცხვირ-პი­რის და­ნაყ­ვას' და სრო­ლა­საც კი.

დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლა­დო­ბის მო­ნო­პო­ლია ხალ­ხის მიერ არ­ჩე­ულ მთავ­რო­ბას კი არა - სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბის ხელ­შია. გიგა ბო­კე­რი­ას გუ­შინ­დელ­მა სა­უ­ბარ­მა 'მა­ესტროს' ეთერ­ში კი­დევ ერთხელ გვაჩ­ვე­ნა რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არა­ფერ­ზე გამ­ჩე­რებ­ლე­ბი არ არი­ან - ის, რომ თვი­თონ ამ პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნი­კე­ბი­სათ­ვის არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი 'წი­თე­ლი ხაზი', რომ მათ­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცოხ­ლე არა­ფერს ნიშ­ნავს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ი­დან­ვე უნდა და­ი­წყოს ძა­ლა­დო­ბის და პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მის გა­სა­მარ­თლე­ბა. ეს არ არის მხო­ლოდ ნა­ცის­ტუ­რი პარ­ტი­ის გა­სა­მარ­თლე­ბა. ეს არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის თა­მა­დო­ბით ყვე­ლა იმ ძა­ლის და სტრუქ­ტუ­რის გა­სა­მარ­თლე­ბა, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ხალ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და უსინ­დი­სოდ იყე­ნებს ძა­ლა­დო­ბის მო­ნო­პო­ლი­ას და კუნთმა­გარ ბი­ჭებს.

2012 წელს პრაქ­ტი­კუ­ლად მთელ­მა ქვე­ყა­ნამ მხა­რი და­უ­ჭი­რა ძა­ლა­დობ­რი­ვი რე­ჟი­მის მშვი­დო­ბი­ან ჩა­ნაც­ვლე­ბას. მაგ­რამ ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ­მა ძა­ლამ ეს საქ­მე სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­ა­კე­თა. ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბე­ბი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, შსს სავ­სეა ძვე­ლი ნა­ცის­ტუ­რი კად­რე­ბით - მათ გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბას გა­დაყ­ვა იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა. მათი ხე­ლი­დან და­ი­ღუ­პა ბესო ხარ­ძი­ა­ნი და კი­დევ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი. პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მი ისევ და ისევ მარ­თავს ქვე­ყა­ნას და იმის მა­გივ­რად რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის-მაგ­ვარ მო­ძა­ლა­დე­ებს პა­სუ­ხი აგე­ბი­ნოს და იზო­ლი­რე­ბა გა­უ­კე­თოს, თვი­თონ მშვე­ნივ­რად ერ­გე­ბა ამ ძა­ლა­დო­ბის მან­ქა­ნას და სა­კუ­თა­რი კე­თილ­დღე­ო­ბის­თვის და რაც მთა­ვა­რია ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იყე­ნებს.

სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­მარ­თლის კო­მი­სია - რაც ჩვენ გუ­შინ ბა­ტონ პრე­ზი­დენტს შევ­თა­ვა­ზეთ და იმე­დი გვაქვს რომ ის პო­ზი­ტი­უ­რა­დე გა­მო­ეხ­მა­უ­რე­ბა ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას. არ­სე­ბობს გა­მოც­დი­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს ბევრ ქვე­ყა­ნა­ში.

სწო­რედ ამი­ტომ არის სა­ჭი­რო პო­ლი­ცი­უ­რი რე­ჟი­მის, რო­გორც ასე­თი გა­სა­მარ­თლე­ბა, სა­დაც ამ რე­ჟი­მის არ­ქი­ტექ­ტო­რებს მი­ნი­მუმ აუკ­რძა­ლა­ვენ პო­ლი­ტი­კა­ში და სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბა­ში ხე­ლე­ბის ფა­თურს.

დროა ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გონს მო­ვი­დეს და სა­კუ­თა­რი ხალ­ხი და­იც­ვას 'ცხვირ-პი­რის და­ნაყ­ვის­გან' და სრო­ლის­გა­ნაც.

აღარ შე­იძ­ლე­ბა ამ­დენ ძა­ლა­დო­ბა­ში ცხოვ­რე­ბა".

დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა

დროა ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას "ცხვირ-პირის დანაყვისგან" - ირაკლი კაკაბაძის მიმართვა

მწერალი და უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინდელი სკანდალური აუდიო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს:

"დამნაშავე რეჟიმი უნდა გასამართლდეს

დიდი ხანია ამჟამინდელ ხელისუფლებას ვაფრთხილებდით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყველა შანსს გამოიყენებდა, რომ ქვეყანაში ძალადობა და საჭირო იყო სიმართლის კომისიის შექმნა საზოგადოების წარმომადგენლებისა. ქვეყანაში ისედაც უამრავი პრობლემაა: ბიოლოგიური და სოციალური გარემო თავზე გვენგრევა, ადამიანებს ტყუილად იჭერენ და უამრავი საგარეო საფრთხეა - არა მარტო რუსეთიდან მომდინარე. ამ დროს მიშა სააკაშვილი ხელოვნურად აპირებს პროვოცირება გაუკეთოს უდანაშაულო ადამიანების 'ცხვირ-პირის დანაყვას' და ტყვიის როლსაც კი. ამ დროს ღარიბაშვილის სრულიად უნიათო მთავრობა პიარის მხარეს პრაქტიკულად ვერაფერს უპირისპირებს კარგად ორგანიზებულ კრიმინალურ ჯგუფს. უკვე ცხადზე ცხადია, რომ მთელი ეს კამპანია სააკაშვილმა და მისმა ამფსონება არა 'სიტყვის თავისუფლებისათვის' და მედიის დამოუკიდებლობისთვის დაწყეს, არამედ ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდების გზით. სწორედ ამიტომაა, რომ ისინი პროვოცირებას უკეთებენ შეიარაღებულ კონფლიქტს. სააკაშვილის, ბოკერიას და მათს მსგავს ლიდერებს როგორც ეტყობა არსენალში აღარაფერი დარჩენია გარდა 'ცხვირ-პირის დანაყვისა'.

რატომ არის რომ დღევანდელი ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდბიანად და კანონის ფარგლებში ნაცისტური-ნეოლიბერალურ-ავტოკრატიული რეჟიმი ისტორიას ჩაბარდეს? რატომ ხდება ისე რომ ხელისუფლება ამ ბანდიტების ჯგუფს აძლევს ასე თავისუფლად მოქმედების საშუალებას?

ამის მიზეზი ისაა, რომ პირადად ირაკლი ღარიბაშვილი ზუსტად იმ ძალას ეყრდნობა, რომელიც მიშა სააკაშვილის და ვანო მერაბიშვილის შექმნილია - ეს არის კარგად ჩასუქებული სპეცსამსახურის ზონდერები. ეს რამოდენიმე 'კუნთმაგარი ბიჭი', ორივე პარტიაშია გადანაწილებული - როგორც ნაცებში, ასევე ქოცებში. და ამ დაჯგუფებებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება ქვეყანას დაღუპვის პირას მიივანს.

მიხეილ სააკაშვილი რომ საბჭოთა კგბ-ს ლეიტენანტია და მის სტრუქტურებში ნამუშევარი, რომელსაც კარგად აქვს ნასწავლი ძალადობის პროვოცირება - ამას ის 2003 წლის ვარდების რევოლუციის წინაც ცდილობდა რომ არა ზურაბ ჟვანიას და სხვა პოლიტიკოსების ფაქტორი - უკვე საყოველთაოდ ცნობილია. ისიც ცნობილია, რომ ეს ადამიანი არის ძალაუფლების მანიაკი, რომელიც თავისი მაღალი მდგომარეობით არასდროს კმაყოფილდება და მუდამ ცდილობს თავისი ქვეყანა ჩაითრიოს ომსა და ძალადობაში. სწორედ ამიტომ - მისი მმართველობის პერიოდში შეიქმნა დიდი ძალადობის მანქანა - ათასობით ზონდერით და მკვლელით. საქართველოში ყველაფერი დღემდე - ვიმეორებ დღემდე ემორჩილება პოლიციური მანქანის ინტერესებს, რომელიც დანარჩენ მსოახლეობას საკუთარ მონა-მორჩილად აღიქვამს და არ არიდება ნებისმიერი უდანაშაულო ადამიანისათის არც 'ცხვირ-პირის დანაყვას' და სროლასაც კი.

დღეს საქართველოში ძალადობის მონოპოლია ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას კი არა - სხვადასხვანაირი პოლიტიკური ჯგუფების ხელშია. გიგა ბოკერიას გუშინდელმა საუბარმა 'მაესტროს' ეთერში კიდევ ერთხელ გვაჩვენა რომ ეს ადამიანები არაფერზე გამჩერებლები არ არიან - ის, რომ თვითონ ამ პოლიტიკური მანიკებისათვის არ არსებობს არანაირი 'წითელი ხაზი', რომ მათთვის ადამიანის სიცოცოხლე არაფერს ნიშნავს.

საქართველოში დღეიდანვე უნდა დაიწყოს ძალადობის და პოლიციური რეჟიმის გასამართლება. ეს არ არის მხოლოდ ნაცისტური პარტიის გასამართლება. ეს არის ნაციონალური მოძრაობის თამადობით ყველა იმ ძალის და სტრუქტურის გასამართლება, რომელიც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არაკეთილსინდისიერად და უსინდისოდ იყენებს ძალადობის მონოპოლიას და კუნთმაგარ ბიჭებს.

2012 წელს პრაქტიკულად მთელმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ძალადობრივი რეჟიმის მშვიდობიან ჩანაცვლებას. მაგრამ ამ არჩევნებში გამარჯვებულმა ძალამ ეს საქმე სათანადოდ ვერ გააკეთა. ძალოვანი უწყებები, პროკურატურა, შსს სავსეა ძველი ნაცისტური კადრებით - მათ გამოაშკარავებას გადაყვა იური ვაზაგაშვილის ცხოვრება. მათი ხელიდან დაიღუპა ბესო ხარძიანი და კიდევ არაერთი ადამიანი. პოლიციური რეჟიმი ისევ და ისევ მართავს ქვეყანას და იმის მაგივრად რომ სააკაშვილის-მაგვარ მოძალადეებს პასუხი აგებინოს და იზოლირება გაუკეთოს, თვითონ მშვენივრად ერგება ამ ძალადობის მანქანას და საკუთარი კეთილდღეობისთვის და რაც მთავარია ძალაუფლებისთვის იყენებს.

სწორედ ამიტომ არის საჭირო საზოგადოებრივი სიმართლის კომისია - რაც ჩვენ გუშინ ბატონ პრეზიდენტს შევთავაზეთ და იმედი გვაქვს რომ ის პოზიტიურადე გამოეხმაურება ამ ინიციატივას. არსებობს გამოცდილება მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

სწორედ ამიტომ არის საჭირო პოლიციური რეჟიმის, როგორც ასეთი გასამართლება, სადაც ამ რეჟიმის არქიტექტორებს მინიმუმ აუკრძალავენ პოლიტიკაში და საჯარო ცხოვრებაში ხელების ფათურს.

დროა ეს ხელისუფლება გონს მოვიდეს და საკუთარი ხალხი დაიცვას 'ცხვირ-პირის დანაყვისგან' და სროლისგანაც.

აღარ შეიძლება ამდენ ძალადობაში ცხოვრება".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს