მოზაიკა
მსოფლიო

21

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 20:19-დან არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
პოლიტიკა
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია
"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია

ყო­ფი­ლი პლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვი­ცი­ნეთ, ვი­ღა­და­ვეთ, ვი­კა­ი­ფეთ მთავ­რო­ბის უუ­ნა­რო­ბა­ზე და არამ­ხო­ლოდ მათ­ზე... იმე­დია, არ მჭირ­დე­ბა ახლა მტკი­ცე­ბა, რომ ამ ქვეყ­ნის უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე მეტი ტრა­გი­კუ­ლი თუ სა­ბე­დის­წე­რო რამ მი­ნა­ხავს, გა­მო­მიც­დია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვწერ სწო­რედ ამ ყვე­ლა­ფერს:

ეს ქვე­ყა­ნა დღეს კი­დევ ერთ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ას, სის­ხლი­ან და­პი­რის­პი­რე­ბას ვე­ღარ გა­და­ი­ტანს! 1990 წლის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბა თით­ქმის გა­ნა­ხევ­რდა, ეკო­ნო­მი­კურ პა­რა­მეტ­რებ­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. პი­რა­დად მე მხარს ვუ­ჭერ და­უნ­დობ­ლად გა­უს­წორ­დენ მას, ვი­საც ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლის სურ­ვი­ლი აქვს!

სი­სუ­ლე­ლე­ებს და ენით ზურ­გის ფხა­ნას თავი და­ა­ნე­ბეთ! მერე გვი­ან იქ­ნე­ბა წუ­წუ­ნი და თით­ზე კბე­ნა­ნი. არც უმ­რავ­ლე­სო­ბის კონ­ფორ­მიზ­მი დაგ­ვი­ვი­წყე­ბია, როცა ურე­მი გა­დაბ­რუნ­დე­ბა ხოლ­მე. ფაქ­ტია, რომ ეს სა­უბ­რე­ბი შედ­გა და მათ ნამ­დვი­ლო­ბას არც ფი­გუ­რან­ტე­ბი უარ­ყო­ფენ. ვინ ჩა­წე­რა, რო­გორ - მე­ა­სე­ხა­რის­ხო­ვა­ნია!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გარ­და შიდა სა­მარ­თლებ­რი­ვი მე­ქა­ნიზ­მე­ბის ამოქ­მე­დე­ბი­სა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოს დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს, სა­ერ­თა­შო­რი­სო და უცხო­ურ სტრუქ­ტუ­რებს და ასე­ვე ამ სა­უბ­რებ­ში ავად ხსე­ნე­ბულ აშშ სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენტს: ვის, რა­ტომ და რა ფორ­მით, რა მე­ქა­ნიზ­მით უჭერ­დნენ ისი­ნი მხარს და ჰქონ­დათ თუ­ა­რა ინ­ფორ­მა­ცია, რო­გორც ამ სა­უბ­რე­ბი­დან ჩანს, რომ მათი რე­აქ­ცი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბი­სა და ძა­ლა­დობ­რი­ვი პრო­ცე­სე­ბის ტრი­გე­რი უნდა გამ­ხდა­რი­ყო?! სხვა­თა შო­რის, მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ას არა­ერ­თი ასე­თი ფაქ­ტია ახ­სოვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში...

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი წლით ადრე შე­ი­ა­რა­ღე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გათ­ვლა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კურ ბანკროტს შე­უძ­ლია. მას, ვი­საც მშვი­დო­ბი­ა­ნად გა­მარ­ჯვე­ბის არა­ვი­თა­რი შან­სი არა აქვს. სა­ა­კაშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე წავა, რომ ძა­ლა­უფ­ლე­ბა და­იბ­რუ­ნოს და მერე ნა­ხავთ "ნი­ა­თი­ანს" და უნი­ა­თოს!

პი­რა­დად სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ვი­ტყვი: ჩემ­თვის ეს ქვე­ყა­ნა არც ივა­ნიშ­ვი­ლი­საა და არც მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაა! თუმც, რა თქმა უნდა, ისი­ნიც მისი ნა­წი­ლი არი­ან... თუ რამე მა­ი­ძუ­ლებს, რომ მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, ან ია­რა­ღიც კი ავი­ღო ხელ­ში - ეს არის აქ მშვი­დო­ბის, სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. იმი­ტომ, რომ:

ეს ყვე­ლა­ფე­რი უკვე ბევ­რჯერ მაქვს ნა­ნა­ხი.

პ.ს. მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­ე­კი­დეთ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს, თუ სა­ერ­თოდ გინ­დათ, რომ გქონ­დეთ!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია დღეს გაიმართება

"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია

"მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდნენ მას, ვისაც სისხლიანი დაპირისპირების სურვილი აქვს" - ცოტნე გამსახურდია

ყოფილი პლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია გუშინ გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ვიცინეთ, ვიღადავეთ, ვიკაიფეთ მთავრობის უუნარობაზე და არამხოლოდ მათზე... იმედია, არ მჭირდება ახლა მტკიცება, რომ ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში აბსოლუტურ უმრავლესობაზე მეტი ტრაგიკული თუ საბედისწერო რამ მინახავს, გამომიცდია. აქედან გამომდინარე ვწერ სწორედ ამ ყველაფერს:

ეს ქვეყანა დღეს კიდევ ერთ დესტაბილიზაციას, სისხლიან დაპირისპირებას ვეღარ გადაიტანს! 1990 წლის შემდეგ მოსახლეობა თითქმის განახევრდა, ეკონომიკურ პარამეტრებზე აღარ ვლაპარაკობ. პირადად მე მხარს ვუჭერ დაუნდობლად გაუსწორდენ მას, ვისაც ზემოხსენებულის სურვილი აქვს!

სისულელეებს და ენით ზურგის ფხანას თავი დაანებეთ! მერე გვიან იქნება წუწუნი და თითზე კბენანი. არც უმრავლესობის კონფორმიზმი დაგვივიწყებია, როცა ურემი გადაბრუნდება ხოლმე. ფაქტია, რომ ეს საუბრები შედგა და მათ ნამდვილობას არც ფიგურანტები უარყოფენ. ვინ ჩაწერა, როგორ - მეასეხარისხოვანია!

ხელისუფლებამ გარდა შიდა სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედებისა, აუცილებლად უნდა მიმართოს დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და უცხოურ სტრუქტურებს და ასევე ამ საუბრებში ავად ხსენებულ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტს: ვის, რატომ და რა ფორმით, რა მექანიზმით უჭერდნენ ისინი მხარს და ჰქონდათ თუარა ინფორმაცია, როგორც ამ საუბრებიდან ჩანს, რომ მათი რეაქციები საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებისა და ძალადობრივი პროცესების ტრიგერი უნდა გამხდარიყო?! სხვათა შორის, მსოფლიო ისტორიას არაერთი ასეთი ფაქტია ახსოვს, განსაკუთრებით მესამე ქვეყნებში...

არჩევნებამდე ერთი წლით ადრე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე გათვლა მხოლოდ პოლიტიკურ ბანკროტს შეუძლია. მას, ვისაც მშვიდობიანად გამარჯვების არავითარი შანსი არა აქვს. სააკაშვილი ყველაფერზე წავა, რომ ძალაუფლება დაიბრუნოს და მერე ნახავთ "ნიათიანს" და უნიათოს!

პირადად საკუთარ პოზიციას ვიტყვი: ჩემთვის ეს ქვეყანა არც ივანიშვილისაა და არც მხოლოდ ქართული ოცნებაა! თუმც, რა თქმა უნდა, ისინიც მისი ნაწილი არიან... თუ რამე მაიძულებს, რომ მივიღო მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში, ან იარაღიც კი ავიღო ხელში - ეს არის აქ მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება. იმიტომ, რომ:

ეს ყველაფერი უკვე ბევრჯერ მაქვს ნანახი.

პ.ს. მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდეთ საკუთარ მომავალს, თუ საერთოდ გინდათ, რომ გქონდეთ!", - წერს გამსახურდია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს