საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - "კორტების საქმის" ვერდიქტი და ვაზაგაშვილის დედის კომენტარი
ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - "კორტების საქმის" ვერდიქტი და ვაზაგაშვილის დედის კომენტარი

ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით დამ­ნა­შა­ვედ ხუთი ბრალ­დე­ბუ­ლი­დან ორი - ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა და გი­ორ­გი ცა­ა­ძე სცნეს.

წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში, საბ­რალ­დე­ბო მუხ­ლებ­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ ნა­წი­ლობ­რივ გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი, ნა­წი­ლობ­რივ კი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი დად­გა. კერ­ძოდ, მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ერთ პუნ­ქტში გა­მარ­თლდა და ორში გამ­ტყუნ­და გი­ორ­გი ცა­ა­ძე. მას სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა ამ­ნის­ტი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­დე­გად. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას, იგი ცა­ა­ძის მსგავ­სად გა­მარ­თლდა ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ნა­წილ­ში, ხოლო დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და მა­საც სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად 12 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

თბი­ლი­სის სპეც­რაზ­მის ყო­ფილ უფ­როსს, კახა ნა­კანს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა გა­და­უკ­ვა­ლი­ფი­ცირ­და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის მუხ­ლით და მას სა­ბო­ლო­ოდ გა­ნე­სა­ზღვრა 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 2012 წლის ამ­ნის­ტი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის შე­დე­გად.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­დევ ერთ ბრალ­დე­ბულ ლე­ვან ბე­რო­ძეს, იგი ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის ბრალ­დე­ბის ნა­წილ­ში დამ­ნა­შა­ვედ იქნა ცნო­ბი­ლი და სა­ბო­ლოო სას­ჯე­ლად 3 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და. ამ საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ გრი­გოლ კვი­ნი­კა­ძეს, რო­მე­ლიც რო­გორც ცნო­ბი­ლია ქვე­ყა­ნა­ში არ იმ­ყო­ფე­ბა უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ბრალ­დე­ბით 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­ე­ფარ­და. მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვილ­მა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. მან აღ­ნიშ­ნა, რომ დაც­ვის მხა­რე ე.წ. კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ას და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბას უწო­დებს, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლის გან­ცხა­დე­ბით, და­კა­ვე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი დარ­ღვე­უ­ლი იყო და ამ ფაქტს სის­ხლი­ა­ნი სპე­ცო­პე­რა­ცია ეწო­და, რო­მე­ლიც კრი­მი­ნა­ლუ­რად გან­ვი­თარ­და.

მო­სა­მარ­თლე ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლის გა­ნა­ჩენს ე.წ. კორ­ტე­ბის საქ­მე­ზე ხმა­უ­რი მოჰ­ყვა. ზუ­რაბ ვა­ზა­გაშ­ვი­ლის დე­დის ცი­ა­ლა შა­ნა­ვას თქმით, მა­შინ რო­დე­საც უდა­ნა­შა­უ­ლო მამა-შვი­ლი შე­ი­წი­რეს მკვლე­ლებ­მა, აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­ნა­ჩე­ნი მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და საკ­მა­ოდ მცი­რეა.

"რაც კორ­ტებ­თან მოხ­და, მკვლე­ლე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტს იმ­სა­ხუ­რებ­დნენ. მსგავ­სი უსა­მარ­თლო­ბა არ მი­ნა­ხავს", - გა­ნა­ცხა­და ცი­ა­ლა შა­ნა­ვამ.

ვა­ზა­გაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა სა­სა­მარ­თლოს დარ­ბა­ზი ხმა­უ­რის ფონ­ზე და­ტო­ვეს. მო­სა­მარ­თლის მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამ­დნენ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბიც. ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლის ნინო ხვი­ტი­ას თქმით, ეს პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა და იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ჭეშ­მა­რი­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. მი­სი­ვე თქმით, მითი იმის შე­სა­ხებ, რომ ბად­რი კოჭ­ლა­მა­ზაშ­ვი­ლი ობი­ექ­ტუ­რი მო­სა­მარ­თლეა, და­იმ­სხვრა, რად­გა­ნაც სა­სა­მარ­თლომ პრო­კუ­რა­ტუ­რის დაკ­ვე­თა შე­ას­რუ­ლა. ფირ­ცხა­ლა­ვას მე­უღ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ისი­ნი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად აპი­რე­ბენ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

იხი­ლეთ ვი­დეო: "იურა ვა­ზა­გაშ­ვი­ლის ან­დერ­ძი შე­ას­რუ­ლეს?!" - გა­ნა­ჩე­ნი ე.წ კორ­ტე­ბის სპე­ცო­პე­რა­ცი­ის საქ­მე­ზე

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - "კორტების საქმის" ვერდიქტი და ვაზაგაშვილის დედის კომენტარი

ირაკლი ფირცხალავას და გიორგი ცააძეს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ - "კორტების საქმის" ვერდიქტი და ვაზაგაშვილის დედის კომენტარი

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავედ ხუთი ბრალდებულიდან ორი - ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე სცნეს.

წარდგენილ ბრალდებაში, საბრალდებო მუხლებში ბრალდებულების მიმართ ნაწილობრივ გამამტყუნებელი, ნაწილობრივ კი გამამართლებელი განაჩენი დადგა. კერძოდ, მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის გადაწყვეტილებით, განზრახ მკვლელობის მუხლით დამამძიმებელ გარემოებებში ერთ პუნქტში გამართლდა და ორში გამტყუნდა გიორგი ცააძე. მას საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა ამნისტიის გათვალისწინების შედეგად. რაც შეეხება ირაკლი ფირცხალავას, იგი ცააძის მსგავსად გამართლდა ფალსიფიკაციის ნაწილში, ხოლო დამნაშავედ იქნა ცნობილი განზრახ მკვლელობის მუხლით და მასაც საბოლოო სასჯელად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

თბილისის სპეცრაზმის ყოფილ უფროსს, კახა ნაკანს განზრახ მკვლელობის ბრალდება გადაუკვალიფიცირდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით და მას საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა 2012 წლის ამნისტიის გათვალისწინების შედეგად.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულ ლევან ბეროძეს, იგი ფალსიფიკაციის ბრალდების ნაწილში დამნაშავედ იქნა ცნობილი და საბოლოო სასჯელად 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ამ საქმეზე ბრალდებულ გრიგოლ კვინიკაძეს, რომელიც როგორც ცნობილია ქვეყანაში არ იმყოფება უკანონო დაკავების ბრალდებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა განაჩენის გამოცხადებამდე განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ დაცვის მხარე ე.წ. კორტების სპეცოპერაციას დაკავების ღონისძიებას უწოდებს, თუმცა მოსამართლის განცხადებით, დაკავების ღონისძიებებთან დაკავშირებული სტანდარტები დარღვეული იყო და ამ ფაქტს სისხლიანი სპეცოპერაცია ეწოდა, რომელიც კრიმინალურად განვითარდა.

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილის განაჩენს ე.წ. კორტების საქმეზე ხმაური მოჰყვა. ზურაბ ვაზაგაშვილის დედის ციალა შანავას თქმით, მაშინ როდესაც უდანაშაულო მამა-შვილი შეიწირეს მკვლელებმა, აღნიშნული განაჩენი მისთვის მიუღებელია და საკმაოდ მცირეა.

"რაც კორტებთან მოხდა, მკვლელები გაცილებით მეტს იმსახურებდნენ. მსგავსი უსამართლობა არ მინახავს", - განაცხადა ციალა შანავამ.

ვაზაგაშვილების ოჯახის ახლობლებმა სასამართლოს დარბაზი ხმაურის ფონზე დატოვეს. მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მსჯავრდებულების ახლობლებიც. ირაკლი ფირცხალავას მეუღლის ნინო ხვიტიას თქმით, ეს პროცესი არ დასრულებულა და იმედი გამოთქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით მომავალში იქნება ჭეშმარიტი გადაწყვეტილება მიღებული. მისივე თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ბადრი კოჭლამაზაშვილი ობიექტური მოსამართლეა, დაიმსხვრა, რადგანაც სასამართლომ პროკურატურის დაკვეთა შეასრულა. ფირცხალავას მეუღლის ინფორმაციით, ისინი განაჩენის გასაჩივრებას აუცილებლად აპირებენ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო: "იურა ვაზაგაშვილის ანდერძი შეასრულეს?!" - განაჩენი ე.წ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია