გუშინ, უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua -მ მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიოჩანაწერები გაავრცელა, მისი ავთენტურობა როგორც გვარამიამ, ისევე ბოკერიამ დაადასტურა.
მომხდარს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ეცდება ჟურნალიტების და მათი საქმიანობის მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას:
"სიმართლე გითხრათ, შემეცოდა გვარამია მიშას ხელში...
ამ ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "რუსთავი 2"ის მთავარი პრობლემა არის არა ის, რომ რომელმე პარტიას ან იდეოლოგიას უჭერს მხარს, არამედ ის, რომ გუშინდელმა ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეალური მესაკუთრე არის კონკრეტული პარტია და მისი ლიდერი (და არა ვინმე ყარმანაშვილი, რომელიც საერთოდ არ გამოჩენილა და მგონი სახეზე თანამშრომლებიც ვერ ცნობენ) და ეს პარტია ყოველთვის ეცდება ჟურნალიტების და მათი საქმიანობის მხოლოდ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოყენებას, მათ შორის ბინძური მეთოდებით. ამიტომ ახლა მაინც გადამწყვეტი სიტყვა ჟურნალისტებმა უნდა თქვან და არა გვარამიამ.
თავის დროზე, 2007 წლის მოვლენების დროს"იმედის" ჟურნალისტებიც დავდექით ანალოგიური გამოწვევის წინაშე, როდესაც ჩვენი მეპატრონე ერთ მშვენიერ დღეს პოლიტკური პარტიის ლიდერი და პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე გახდა და იმ ჟურნალსიტებმა, რომლებიც პატარკაციშვილი-კოდუას საუბრის გამოქვეყნების შემდეგაც დავრჩით ტელვიზიაში, მივიღეთ, შეიძლება დღესაც ბევრისთვის საკამათო, მაგრამ, ჩემი აზრით ერთადერთი სწორი და პრინციპული გადაწვეტილება, რითიც არხის მესაკუთრეს არ მივეცით საშუალება ჩვენ გაურკვეველი მიზნებისთვის გამოვეყნებინეთ და ამით საპრეზიდენტო არჩევნების წინ დიდი სმაქალაქო დაპირისპირებაც ავიცილეთ თავიდან.
ჩვენ არ დაგვიწყია იმის მტკიცება, რომ ბადრი ჩვენი ტელევიზიის ხელმძღვანელებს მხოლოდ რჩევებს აძლევს და ჩვენთან არაფერ შუაშია, მიუხედავდ იმისა, რომ ფორმალურად ტელევიზიის მესაკუთრე ვინმე ჯავრიშვილი იყო" - წერს მეტრეველი.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ელაპარაკება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს.
საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად სროლით დასრულდება.