მსოფლიო
საზოგადოება

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია "რუსთავი 2"-ის სამოქმედო გეგმა - გვარამიას საგანგებო ბრიფინგი და "ანდერძი"
როგორია "რუსთავი 2"-ის სამოქმედო გეგმა - გვარამიას საგანგებო ბრიფინგი და "ანდერძი"

და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არც ერთი წუ­თით "რუს­თა­ვი 2" რა­ი­მე ტი­პის რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებ­ზე არ ფიქ­რობს, - ამის შე­სა­ხებ ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. [იხი­ლეთ ვი­დეო]

"ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ქვე­ყა­ნა­ში პრო­ცე­სე­ბი გამ­წვავ­და და გამ­წვა­ვე­ბა­ზე მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას ეკის­რე­ბა, რო­მელ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა იმის­თვის, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს სა­უ­ბა­რი და­ე­წყო სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვა­ზე, ყვე­ლა მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე იმის­თვის, რომ და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ, რო­მელ­მაც სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე და­ტო­ვა "რუს­თა­ვი 2" და იძუ­ლე­ბუ­ლი გაგ­ვხა­და ვე­ძე­ბოთ სხვა კონ­სტი­ტუ­ცი­ით გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გზე­ბი სა­ი­მი­სოდ, რომ და­ვიც­ვათ ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბი და თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად ამ იძუ­ლე­ბი­სა, მი­უ­ხე­და­ვად იმ რე­ჟი­მი­სა, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა გვამ­ყო­ფებს უკვე კვი­რე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უწყვე­ტი სტრე­სის, შან­ტა­ჟის, ზე­წო­ლის და ათსგვა­რი ცი­ლის­წა­მე­ბის ქვეშ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ სხვა­დას­ხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებს აქვთ სხვა­დას­ხვა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა იმის მი­მართ, თუ რო­გორ უნდა გან­ვი­თარ­დეს "რუს­თა­ვი 2"-ის საპ­რო­ტეს­ტო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ყველ­ფე­რი ამის მი­მართ, ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ არ­ჩე­უ­ლი გეგ­მა, ვუს­მენთ ყვე­ლას, მაგ­რამ ვიქ­ცე­ვით ისე, რო­გორც ჩვენ ვთვლით სა­ჭი­როდ", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ გეგ­მის დე­ტა­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ გა­აც­ნობს.

"ამ გეგ­მის დე­ტა­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ვერ გა­ვაც­ნობ, რად­გან ის ჩვე­ნი მო­წი­ნა­აღ­მდე­გეა, მაგ­რამ და­ნამ­დვი­ლე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არც ერთი წუ­თით, არც უახ­ლო­ეს წას­რულ­ში, არც აწ­მყო­ში და არ მო­მა­ვალ­ში "რუს­თა­ვი 2" არ ფიქ­რობს რა­ი­მე ტი­პის რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნა­რებ­ზე, მთავ­რო­ბის შეც­ვლა­ზე და იმის გა­მოც­ვლა­ზე, ვინც არის მთავ­რო­ბა­ში და ვი­ღა­ცის მთავ­რო­ბა­ში გაყ­ვა­ნა­ზე - ეს არ არის ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცია, ეს არ არის ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი. ჩვე­ნი ინე­ტერ­სი არის ერ­თა­დერ­თი და ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ეს ინ­ტე­რე­სი არის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი. ეს არის თა­ვი­სუფ­ლად მა­უ­წყებ­ლო­ბა და პრო­ცე­სე­ბის იმგვა­რად გა­შუ­ქე­ბა, რო­გორც ჩვენ მი­ვიჩ­ნევთ სა­მარ­თლი­ა­ნად, სწო­რად და სა­ჭი­როდ. ეს არის ერ­თა­დერ­თი ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სი და კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­მტკი­ცე­ბუ­ლი ლე­გი­ტი­მუ­რი ინ­ტე­რე­სი. რას ფიქ­რო­ბენ სხვა­და­სახ­ვა პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი, მათ შო­რის, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჩვენ­თვის არის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ამა­ვე ბრი­ფინგზე გვა­რა­მი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ დღეს სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში დარ­ჩე­ბა, მის მო­ვა­ლე­ო­ბას ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ მე ვრჩე­ბი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბა­ში, რად­გან ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც შე­ვე­დი და ვე­ღარ გა­მო­ვე­დი, ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას ზაალ უდუ­აშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ის მთა­ვა­რი სა­ხეა. ოღონდ არა­ვის ჰქონ­დეს იმე­დი, რომ ჩემი გას­ვლით რა­ი­მე შე­იც­ვლე­ბა. "რუს­თა­ვი 2" ჩვე­ნია", - ამ­ბობს გვა­რა­მია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორია "რუსთავი 2"-ის სამოქმედო გეგმა - გვარამიას საგანგებო ბრიფინგი და "ანდერძი"

როგორია "რუსთავი 2"-ის სამოქმედო გეგმა - გვარამიას საგანგებო ბრიფინგი და "ანდერძი"

დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით "რუსთავი 2" რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე არ ფიქრობს, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ თანამშრომლებთან ერთად დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. [იხილეთ ვიდეო]

"ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში პროცესები გამწვავდა და გამწვავებაზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ "რუსთავი 2"-ს საუბარი დაეწყო საკუთარი თავის დაცვაზე, ყველა მეთოდის გამოყენებაზე იმისთვის, რომ დაეცვა საკუთარი გამოხატვის თავისუფლება და ინფორმაციის მოპოვებისა და გავრცელების თავისუფლება.

საქართველოს მთავრობამ, რომელმაც სამართლიანი სასამართლოს გარეშე დატოვა "რუსთავი 2" და იძულებული გაგვხადა ვეძებოთ სხვა კონსტიტუციით გარანტირებული გზები საიმისოდ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლებები და თავისუფლებები, მიუხედავად ამ იძულებისა, მიუხედავად იმ რეჟიმისა, რომელშიც საქართველოს მთავრობა გვამყოფებს უკვე კვირეების განმავლობაში, უწყვეტი სტრესის, შანტაჟის, ზეწოლის და ათსგვარი ცილისწამების ქვეშ, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებულ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს აქვთ სხვადასხვა დამოკიდებულება იმის მიმართ, თუ როგორ უნდა განვითარდეს "რუსთავი 2"-ის საპროტესტო დამოკიდებულება ყველფერი ამის მიმართ, ჩვენ გვაქვს ჩვენს მიერ არჩეული გეგმა, ვუსმენთ ყველას, მაგრამ ვიქცევით ისე, როგორც ჩვენ ვთვლით საჭიროდ", - განაცხადა გვარამიამ.

როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გააცნობს.

"ამ გეგმის დეტალებს ხელისუფლებას ვერ გავაცნობ, რადგან ის ჩვენი მოწინააღმდეგეა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი წუთით, არც უახლოეს წასრულში, არც აწმყოში და არ მომავალში "რუსთავი 2" არ ფიქრობს რაიმე ტიპის რევოლუციურ სცენარებზე, მთავრობის შეცვლაზე და იმის გამოცვლაზე, ვინც არის მთავრობაში და ვიღაცის მთავრობაში გაყვანაზე - ეს არ არის ჩვენი კომპეტენცია, ეს არ არის ჩვენი ინტერესი. ჩვენი ინეტერსი არის ერთადერთი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინტერესი არის ხელშეუხებელი და სამართლიანი. ეს არის თავისუფლად მაუწყებლობა და პროცესების იმგვარად გაშუქება, როგორც ჩვენ მივიჩნევთ სამართლიანად, სწორად და საჭიროდ. ეს არის ერთადერთი ჩვენი ინტერესი და კონსტიტუციით განმტკიცებული ლეგიტიმური ინტერესი. რას ფიქრობენ სხვადასახვა პოლიტიკური პარტიები, მათ შორის, ხელისუფლება ჩვენთვის არის მეორეხარისხოვანი", - განაცხადა გვარამიამ.

ამავე ბრიფინგზე გვარამიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დღეს საგამოძიებო უწყებაში დარჩება, მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.

"იმ შემთხვევაში თუ მე ვრჩები საგამოძიებო უწყებაში, რადგან ყოფილა შემთხვევა, როდესაც შევედი და ვეღარ გამოვედი, ჩემს მოვალეობას ზაალ უდუაშვილი შეასრულებს, რომელიც ამ კომპანიის მთავარი სახეა. ოღონდ არავის ჰქონდეს იმედი, რომ ჩემი გასვლით რაიმე შეიცვლება. "რუსთავი 2" ჩვენია", - ამბობს გვარამია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."