პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დავალებები მიიღო გვარამიამ სააკაშვილისგან - "საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება"
რა დავალებები მიიღო გვარამიამ სააკაშვილისგან - "საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება"

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა uareview.in.ua ავ­რცე­ლებს აუ­დიო ჩა­ნა­წერს, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში ასა­ხუ­ლია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გიგა ბო­კე­რი­ას სა­უ­ბა­რი.

უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა uareview.in.ua-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აუ­დი­ო­მა­სა­ლის მი­ხედ­ვით, რომ­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას "რუს­თა­ვი 2"-ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ეკი­თხე­ბა და იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა­ზე მიდ­გე­ბა საქ­მე, რე­ვო­ლუ­ცი­ი­ის სცე­ნარს სთა­ვა­ზობს. სა­უბ­რის მი­ხედ­ვით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რა­მი­ას ბა­რი­კა­დე­ბის აღ­მარ­თვის­კენ მო­უ­წო­დებს. სა­ა­კაშ­ვი­ლი გვა­რა­მი­ას ეუბ­ნე­ბა, რომ "იშო­ვონ ბო­ე­ვი­კე­ბი" და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში სრო­ლით დას­რულ­დე­ბა.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ| სა­ა­კაშ­ვი­ლი-ბო­კე­რი­ას სა­უბ­რის ტექ­სტუ­რი ვერ­სია - და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და და­პი­რის­პი­რე­ბის ინ­სპი­რი­რე­ბის გეგ­მა

სა­ა­კაშ­ვი­ლი:-რაო, ძმაო ნი­კო­ლოზ, და­ი­ღა­ლე?

გვა­რა­მია:-და­ვი­ღა­ლე, ოღონდ მარ­თლა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: ცოტა გა­ამ­ხნე­ვე შენი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი!

გვა­რა­მია: გამ­ხნე­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან, უბ­რა­ლოდ ცოტა დაბ­ნე­უ­ლე­ბი არი­ან. დღეს იქ იჯდა ყვე­ლა და იმ ტიპ­მა ისე­თე­ბი ქნა...

სა­ა­კაშ­ვი­ლი: შემ­დეგ­ზე მი­ი­ღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

გვა­რა­მია: გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს, მთა­ვა­რია რას იზამს, აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილ­ში გვე­ში­ნია ყვე­ლას და იმე­დია...

სა­ა­კაშ­ვი­ლი:-აღ­სრუ­ლე­ბის ნა­წილს მი­ი­ღებს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად.

გვა­რა­მია:-და მერე, რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნია?

სა­ა­კაშ­ვი­ლი:- უნდა წახ­ვი­დეთ რე­ვო­ლუ­ცი­ურ სცე­ნარ­ზე, უნდა მო­უ­წო­დოთ ხალ­ხს დაც­ვის­კენ, უნდა გა­მაგრდეთ, ბა­რი­კა­დე­ბი გა­ა­კე­თოთ, მო­ი­მა­რა­გოთ წყა­ლი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად უნდა იყოს მრა­ვალკ­ვი­რი­ა­ნი "სთენ­დო­ფი". ახ­ლა­ვე უნდა და­ი­წყოთ ამის მომ­ზა­დე­ბა. ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ციხე-სი­მაგ­რე უნდა გა­ა­კე­თოთ.

გვა­რა­მია:-მეს­მის.

სა­ა­კაშ­ვი­ლი:- გარ­შე­მო დაც­ვის ხაზი, კარ­ვე­ბი. ეგ არის ერ­თა­დერ­თი გზა, მანდ სხვა გზა არ არ­სე­ბობს. ის კონ­ცერ­ტი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მო­ა­წყოთ და ასე. ბა­რი­კა­დე­ბი სას­წრა­ფოდ უნდა აა­შე­ნოთ, არ­სე­ბო­ბენ ამის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა რთუ­ლი იყოს მისი გახ­სნა. შემ­დე­გი სცე­ნა­რი იქ­ნე­ბა აღე­ბა, რო­მე­ლიც არ უნდა და­ვუშ­ვათ. 1500-2000 კაცი ყო­ველ­თვის იმუ­შა­ვებს, რომ გა­გა­მაგ­რონ. რო­გორც კი გა­მაგრდე­ბით ერთი კვი­რა, ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბათ.

გვა­რა­მია: შე­მო­სა­ვალ­ში გამ­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ და­მეხ­მა­როს ვინ­მე.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: -რა შე­მო­სა­ვა­ლი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­აა, ომია.

გვა­რა­მია: -ხელ­ფა­სი? რა­ღა­ცა ხომ უნდა მივ­ცე ხალ­ხს, საჭ­მე­ლი ხომ უნდა ჭა­მონ.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: ეგ ხო, მაგ­რამ აქ არის სა­უ­ბა­რი კვი­რა­ზე. რა მა­ინ­ტე­რე­სებს, კონ­ცერ­ტი 23-ში სად არის, რა ად­გილ­ზე?

გვა­რა­მია: თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე.

სა­ა­კაშ­ვი­ლი: - 22-ში უნდა იყოს გარ­შე­მო კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი და ჩა­მო­ყა­ლიბ­დი მაგ სცე­ნარ­ზე, იშო­ვეთ "ბა­ე­ვი­კე­ბი". სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეს სრო­ლით დამ­თავ­რდე­ბა.

გვა­რა­მია: და­მი­ლაგ­დე­ბა ახლა გო­ნე­ბა­ში და ხვალ დი­ლი­დან მივ­ხე­დავ.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მარ­თლებ­რი­ვი დახ­მა­რე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნის შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებს მი­მარ­თა, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ლე­ვან იზო­რი­ამ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მოხ­დე­ბა მე­დი­ით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და ავ­თენ­ტუ­რო­ბის დად­გე­ნა, ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა და და­ი­კი­თხე­ბა ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი პირი.

იხი­ლეთ დე­ტა­ლე­ბი| სუს-ის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა - რა რე­ა­გი­რე­ბას მო­ახ­დენს სა­ხელ­მწი­ფო სკან­და­ლურ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა დავალებები მიიღო გვარამიამ სააკაშვილისგან - "საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება"

რა დავალებები მიიღო გვარამიამ სააკაშვილისგან - "საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება"

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua ავრცელებს აუდიო ჩანაწერს, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარი.

უკრაინული გამოცემა uareview.in.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, რომლის ავთენტურობა დადასტურებულია, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციიის სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში სროლით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ| სააკაშვილი-ბოკერიას საუბრის ტექსტური ვერსია - დაძაბულობისა და დაპირისპირების ინსპირირების გეგმა

სააკაშვილი:-რაო, ძმაო ნიკოლოზ, დაიღალე?

გვარამია:-დავიღალე, ოღონდ მართლა.

სააკაშვილი: ცოტა გაამხნევე შენი თანამშრომლები!

გვარამია: გამხნევებულები არიან, უბრალოდ ცოტა დაბნეულები არიან. დღეს იქ იჯდა ყველა და იმ ტიპმა ისეთები ქნა...

სააკაშვილი: შემდეგზე მიიღებს გადაწყვეტილებას.

გვარამია: გადაწყვეტილებას მიიღებს, მთავარია რას იზამს, აღსრულების ნაწილში გვეშინია ყველას და იმედია...

სააკაშვილი:-აღსრულების ნაწილს მიიღებს ერთმნიშვნელოვნად.

გვარამია:-და მერე, როგორ წარმოგიდგენია?

სააკაშვილი:- უნდა წახვიდეთ რევოლუციურ სცენარზე, უნდა მოუწოდოთ ხალხს დაცვისკენ, უნდა გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთოთ, მოიმარაგოთ წყალი და ჩვეულებრივად უნდა იყოს მრავალკვირიანი "სთენდოფი". ახლავე უნდა დაიწყოთ ამის მომზადება. ჩვეულებრივად ციხე-სიმაგრე უნდა გააკეთოთ.

გვარამია:-მესმის.

სააკაშვილი:- გარშემო დაცვის ხაზი, კარვები. ეგ არის ერთადერთი გზა, მანდ სხვა გზა არ არსებობს. ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ასე. ბარიკადები სასწრაფოდ უნდა ააშენოთ, არსებობენ ამის სპეციალისტებიც, რომ რაც შეიძლება რთული იყოს მისი გახსნა. შემდეგი სცენარი იქნება აღება, რომელიც არ უნდა დავუშვათ. 1500-2000 კაცი ყოველთვის იმუშავებს, რომ გაგამაგრონ. როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ძალიან გაუჭირდებათ.

გვარამია: შემოსავალში გამჭირდება, მაგრამ დამეხმაროს ვინმე.

სააკაშვილი: -რა შემოსავალი, ჩვეულებრივი რევოლუციაა, ომია.

გვარამია: -ხელფასი? რაღაცა ხომ უნდა მივცე ხალხს, საჭმელი ხომ უნდა ჭამონ.

სააკაშვილი: ეგ ხო, მაგრამ აქ არის საუბარი კვირაზე. რა მაინტერესებს, კონცერტი 23-ში სად არის, რა ადგილზე?

გვარამია: თავისუფლების მოედანზე.

სააკაშვილი: - 22-ში უნდა იყოს გარშემო კონსტრუქციები და ჩამოყალიბდი მაგ სცენარზე, იშოვეთ "ბაევიკები". საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება.

გვარამია: დამილაგდება ახლა გონებაში და ხვალ დილიდან მივხედავ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისთვის უკრაინის შესაბამის სამსახურებს მიმართა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

მისივე განმარტებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე მოხდება მედიით გავრცელებული ჩანაწერების წარმომავლობისა და ავთენტურობის დადგენა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და დაიკითხება ყველა შესაბამისი პირი.

იხილეთ დეტალები| სუს-ის საგანგებო განცხადება - რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო სკანდალურ აუდიოჩანაწერებზე

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."