პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რევოლუციური ვნებები შეინახოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს" - რა ხდებოდა FB-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ
"რევოლუციური ვნებები შეინახოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს" - რა ხდებოდა FB-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ

უკ­რა­ი­ნულ გა­მო­ცე­მა uareview.in.ua-ზე სკან­და­ლუ­რი აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გავ­რცელ­და, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აუ­დი­ო­ჩა­ნა­წერ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ნიკა გვა­რა­მი­ას, ასე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და გიგა ბო­კე­რი­ას სა­უ­ბა­რია ასა­ხუ­ლი. ამ ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა:

ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე:

"ინ­სტრუქ­ტა­ჟის ტონი.

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ა­სუს­ტა.

ძა­ლი­ან უნდა გინ­დო­დეს ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა, რომ ასე­თი რამ მის­ცე ხელ­ში.

"რუს­თა­ვი 2" უნდა გა­დარ­ჩეს რო­გორც კრი­ტი­კუ­ლი არხი. ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­მო­დე­ბა სწო­რედ კრი­ტი­კუ­ლად გან­წყო­ბი­ლი არ­ხის გა­ნად­გუ­რე­ბას ისა­ხავს მიზ­ნად სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აზ­რზე ზე­მოქ­მე­დე­ბის გზით. მეტს არა­ფერს.

უკა­ნო­ნო მოს­მე­ნებ­ზე - ახა­ლი არა­ფე­რი, ისე­დაც ვი­ცო­დით.

იმე­დია ჩვე­ნი წა­მოს­ვლის მი­მართ არ­სე­ბულ კი­თხვა­თა ნა­წილს მა­ინც გა­ე­ცა პა­სუ­ხი".

ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი:

"ვი­საც დიდი ხა­ნია ყელ­ში ქონ­და ამო­სუ­ლი მი­შას ლი­დე­რო­ბა, პო­ლი­ტი­კო­სო­ბა, აქ­ტი­უ­რო­ბა, ნიჭი, ეფექ­ტუ­რო­ბა, იდე­ა­ლის­ტო­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა, იმ ხალ­ხზე რა თქმა უნდა, მძი­მედ იმოქ­მე­დებ­და იმის გა­გო­ნე­ბა, რომ დაიხ, მიშა დღე­საც არის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ფორ­მა­ლუ­რი და რე­ა­ლუ­რი ლი­დე­რი. ის დღე­საც ჩვე­ნი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეა, მას­თან რე­გუ­ლა­რუ­ლი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი გვაქვს და მას­თან ერ­თად ვგეგ­მავთ პარ­ტი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას მა­შინ, რო­დე­საც ის პო­ლი­ტი­კურ დევ­ნი­ლო­ბა­შია უკ­რა­ი­ნა­ში. ის დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის იმი­ტომ, რომ და­ჭე­რის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მის­მა გუნ­დმა გა­და­წყვი­ტა ასე და არა მან თვი­თონ (ამ დე­ტალ­ზე ოდეს­მე ვრცელ მო­გო­ნე­ბა­საც დავ­წერ). სი­მარ­თლეა ის, რომ დღეს ის უფრო რე­ა­ლუ­რად ხე­დავს იმ საფრ­თხე­ებს, რა­საც ივა­ნიშ­ვი­ლის დიქ­ტა­ტუ­რა უქა­დის ქვე­ყა­ნას, ვიდ­რე ბევ­რი აქ მყო­ფი.

ხოლო, ვი­საც ეს­მის იმ 9 წლის მნიშ­ვნე­ლო­ბა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და ვინც პი­რად გრძნო­ბებ­ზე მაღ­ლა აყე­ნებს ქვეყ­ნის ინ­ტე­რესს, ისიც უნდა ეს­მო­დეს, რომ ის 9 წელი არ იქ­ნე­ბო­და მი­შას გა­რე­შე. უნდა ეს­მო­დეს, რომ ის 9 წელი არ იქ­ნე­ბო­და მი­შას გა­რე­შე. უნდა ეს­მო­დეს ისიც, რომ დღეს მი­შას ლან­ძღვით, მი­შას­გან გა­მი­ჯვნით ას­რუ­ლე­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლის და კრემ­ლის ყვე­ლა­ზე სა­ნუკ­ვარ ოც­ნე­ბას. თა­ვად გან­სა­ჯეთ ეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და სა­ერ­თო საქ­მის­თვის კარ­გია, თუ ცუდი!

კონ­სტი­ტუ­ცი­ის, მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის და ხალ­ხის ნე­ბის ფეხ­ქვეშ გამ­თე­ლავ უზურ­პა­ტორ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას კი მხო­ლოდ ხალ­ხის ურ­ყე­ვი ნება შე­ა­კა­ვებს. ბა­რი­კა­დე­ბი და სა­მო­ქა­ლა­ქო და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის სხვა ფორ­მე­ბი ერ­თა­დერ­თი ბრძო­ლის ია­რა­ღია ხალ­ხის ხელ­ში დიქ­ტა­ტუ­რის წი­ნა­აღ­მდეგ მშვი­დო­ბი­ან ბრძო­ლა­ში".

მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე:

"და კი­დევ, უბ­რა­ლოდ, გან­მარ­ტე­ბის­თვის... თუ და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ­სე­ბობს, სწო­რე­დაც კა­ნო­ნი ავა­ლებს შე­სა­ბა­მის უწყე­ბას, რომ აწარ­მო­ოს ყვე­ლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბა, მათ შო­რის ფა­რუ­ლი, დიახ მოს­მე­ნაც. ეს ხდე­ბა ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში, ამის გა­რე­შე სა­ხელ­მწი­ფო არ არ­სე­ბობს და ეს კარ­გად იცის გვა­რა­მი­ამ! მაგ­რამ დე­მა­გო­გია, ხომ მათი სტი­ლია! სწო­რე­დაც რომ დრო­უ­ლო­ბა და ოპე­რა­ტი­უ­ლო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას და თუ ვინ­მეს ამ ქვე­ყა­ნა­ში მო­უს­მე­ნენ, მხო­ლოდ კა­ნო­ნის დაც­ვით და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი და ეში­ნო­დეთ მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლებს, ვის თავ­შიც მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მე­ბი იხარ­შე­ბა, ადა­მი­ა­ნებს არა­ვინ უს­მენს და არა­ვინ ერ­ჩის! აწი, გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გა­არ­კვი­ოს, ვინ რას გეგ­მავ­და, ვინ ის­მენ­და, ვინ სად რა ატ­ვირ­თა და ა.შ."

ნი­ნია კა­კა­ბა­ძე:

"და "რუს­თა­ვი 2"-ის საქ­მე­ზე ამ­ბო­ბენ, რომ არის კერ­ძო პი­რებს შო­რის დავა

რაც არ უნდა იყოს, მე ამ ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს მჭრი­დე­ბა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მაკ­რი­ტი­კე­ბე­ლი და ჩა­საფ­რე­ბუ­ლი, გავ­ლე­ნი­ა­ნი მე­დია, რო­მე­ლიც არ მის­ცემს მათ სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვი­სუფ­ლად გა­მომ­გუ­დონ გა­ზპ­რო­მის გა­ზით, და­მა­შო­რონ და­სავ­ლეთს, ამი­შე­ნონ პა­ნო­რა­მე­ბი, გა­ა­ყალ­ბონ არ­ჩევ­ნე­ბი და ა.შ. გინდ მი­შა­სი იყოს და გინდ გრი­შა­სი.

მი­შას რაც შე­ე­ხე­ბა, მისი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი ვნე­ბე­ბი მის­თვის შე­ი­ნა­ხოს, თით­ზე იჩხვლი­ტოს და სა­კუ­თა­რი სის­ხლი დაღ­ვა­როს.

რე­ვო­ლუ­ცი­ას რაც შე­ე­ხე­ბა, არა­ვის უნდა ძა­ლა­დო­ბა და სის­ხლი, აქამ­დეც ვამ­ბობ­დი და ახ­ლაც ვამ­ბობ, რომ და­ვი­ცავ რუს­თა­ვი 2-ს ფი­ზი­კუ­რა­დაც და მო­რა­ლუ­რა­დაც. არ მი­ვი­ღებ იმ უკა­ნო­ნო გა­და­წყვტი­ლე­ბას, რო­მელ­საც ეს აპო­ლი­ტი­კუ­რი მო­სა­მარ­თლე გა­მო­ი­ტანს, კერ­ძო პი­რებს შო­რის და­ვის საქ­მე­ში!"

ირაკ­ლი კა­კა­ბა­ძე:

"ბო­დიშს ვიხ­დი წი­ნას­წარ ამ გან­ცხა­დე­ბის­თვის: მიშა და ნა­ცე­ბო, თქვენ დე­დებს რა ვუ­თხა­რი - კი­დევ სის­ხლისღვრა და ბა­რი­კა­დე­ბი გინ­დათ?! არ მოგ­ბეზ­რდათ ამ­დე­ნი სის­ხლისღვრა და ხალ­ხის გა­უ­ბე­დუ­რე­ბა?!.. აღარ შე­უძ­ლია ხალ­ხს თქვე­ნი მა­მა­ძაღ­ლო­ბის ატა­ნა - და თქვენ პრო­ვო­ცი­რე­ბას უკე­თებთ იმას რომ ხალ­ხმა ცოდ­ვა და­ი­დოს და და­გე­რი­ოთ! ეს იქ­ნე­ბა თქვე­ნი და თქვენ­თან ერ­თად ამ ლენ­ჩი და დოყ­ლა­პია ქოც­ნა­ცუ­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლი! ხალ­ხს არ უნდა ძა­ლა­დო­ბა - ხალ­ხს არ უნდა ახა­ლი მკვლე­ლო­ბე­ბი - ხალ­ხს არ უნდა სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა! გა­ეთ­რი­ეთ ამ პო­ლი­ტი­კი­დან და გახ­დით მე­ე­ზო­ვე­ე­ბი - ცო­ცხე­ბის ხმა­რე­ბის მეტი მა­ინც არა­ფე­რი იცით და ამით მო­ი­ტანთ სარ­გე­ბელს მხო­ლოდ! გა­ეთ­რი­ეთ სა­ჯა­რო ცხოვ­რე­ბი­დან - თქვენ ავან­ტი­უ­რის­ტე­ბის ხრო­ვის წევ­რე­ბო!"

სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი:

"ჩე­მის აზ­რით ესეც მომ­ზა­დე­ბუ­ლი მა­ხეა!!!!!!

ამ სა­უ­ბარ­ზე (უკ­რა­ე­ნელ­ბის მიერ ჩა­წე­რილს თუ თვით მი­შა­სი გავ­რცე­ლე­ბულს) ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ რამე რე­ა­გი­რე­ბას მის­ცემს, ჩაჯ­დე­ბა კი­დევ ერთხელ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ ყა­ლიბ­ში ! გვა­რა­მი­ას რომ დაბ­რალ­დეს სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის გან­ზრახ­ვა და ამის გამო და­ი­ჭი­რონ, უკვე მზად ექ­ნე­ბათ ლო­ზუნ­გე­ბი და დე­მარ­შე­ბი : "ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვა" "მოს­მე­ნე­ბის აღ­დგე­ნა" და ასე შემ­დეგ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა კი­დევ ერტხელ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­და­ვა!...

ამი­ტომ ჩემი რჩე­ვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას : "გა­ა­ტა­რეთ!" ეს გან­გებ ჩა­წე­რი­ლი დი­ა­ლო­გია, არა­ფერს ნიშ­ნავს თუ არა იმას, რომ ნელ­ნე­ლა ეწუ­რე­ბათ ნა­ცებს თე­მე­ბი და მსხვერ­პლის მან­ტია ეხე­ვათ ტან­ზე....

ამი­ტომ ყვე­ლა­ზე სწო­რი მიდ­გო­მა არის სი­წყნა­რე, და არ აყო­ლე­ბა! არც სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა გვე­მუქ­რე­ბა, არც სა­ხელ­მწი­ი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა ! ჩვენ გვე­მუქ­რე­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი და არა მგრა­დი პო­ლი­ტი­კა! და­ნარ­ცე­ნი არის არის მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის შექ­მნის მცდე­ლო­ბა, რო­მელ­საც მხო­ლოდ ერთი".

მა­რი­ამ სა­ჯა­ია:

"თა­ვი­სუფ­ლად მსუნ­თქა­ვე­ბო", ბი­ძი­ნას რომ იწა­მებთ, ტყუ­ი­ლის და სიც­რუ­ის ღმერ­თს მსხვერ­პლიც შეს­წი­რეთ.

და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა (უპა­სუ­ხეთ კი­თხვებს): სა­ნამ რ2-ს და "ნა­ცებს" რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის მცდე­ლო­ბას და­აბ­რა­ლებთ, იფიქ­რეთ:

- თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­ვარ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, სად­მე მი­ვარ­დნა-შე­ვარ­დნა­ზე არის სა­უ­ბა­რი?

- თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­ვარ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რომც აა­წყონ ბა­რი­კა­დე­ბი და იყ­ვნენ გა­მაგ­რე­ბუ­ლი რა შავ­დე­ბა?

- თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­ვარ­დე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, რო­გორ მო­ა­წყო­ბენ რე­ვო­ლუ­ცი­ას?

აი­ღოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ხელი თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის შე­ზღუდ­ვა­ზე, ძა­ლა­დო­ბის­კენ მო­წო­დე­ბა­ზე, ძა­ლა­დო­ბა­ზე, დიქ­ტა­ტუ­რის დამ­ყა­რე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე და ვერც ვე­რა­ვინ ვერ მო­უ­წყობს რე­ვო­ლუ­ცი­ას.

თავ­დას­ხმას თავ­დაც­ვა რომ მოყ­ვე­ბა (თუკი "ვა­ზე­ლი­ნი­ა­ნი" არ ხარ), ეს ცხად­ზე უცხა­დე­სია. ასე ვფიქ­რობ მე და ასე ვი­მოქ­მე­დებ:

- თუ თავს და­მეს­ხმე­ბი­ან, გავ­ცემ პა­სუხს;

- თუ შე­ზღუ­და­ვენ ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გავ­ცემ პა­სუხს;

- თუ რ2-ის შე­ზღუდ­ვით საფრ­თხეს შე­უქ­მნი­ან ჩემი გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას, გავ­ცემ პა­სუხს.

გი­ორ­გი კან­დე­ლა­კი:

"უკაც­რა­ვად და რამე ხომ არ გა­მო­მე­პა­რა?

სა­უ­ბა­რი არის სად­მე მი­ვარ­დნა-შე­ვარ­დნა-დამ­ხო­ბა­ზე? არა. სა­უ­ბა­რია ვინ­მეს­თვის რა­მის სრო­ლა­ზე? არა. რუს­თა­ვი2-ის ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ ჩახ­შო­ბა ნიშ­ნავს თუ არა ამ ქვეყ­ნის პერ­სპექ­ტი­ვის მრა­ვა­ლი წლით მოს­პო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს და­ჩა­ჩა­ნა­კე­ბას, გა­ღა­რი­ბე­ბას, კრი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ას, უბ­რა­ლოდ გა­ბან­ძე­ბას და რუ­სე­თის­კენ ბევ­რად უფრო სწრა­ფად წათ­რე­ვას? 100% ნიშ­ნავს.

ხომ ამარ­თლებს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ძა­ლა­დო­ბას და ოპო­ზი­ცი­ის 20-ზე მეტ ოფის­ში მი­ვარ­დნას (მერე რა რომ ჭოჭი მის­ცეს და "და­ზად­ნა" - ამ ჩა­ნა­წე­რის დროს ასე იყო)? ამარ­თლებს. არის თუ არა მსგავ­სი რი­ტო­რი­კა გა­ვე­შე­ბუ­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან სი­სუ­ლე­ლის ჩა­დე­ნის ალ­ბა­თო­ბა­ზე სპე­კუ­ლი­რე­ბის და გან­სჯის სა­ფუძ­ვე­ლი? არის. გა­სუ­ლია თუ არა ურ­თმე­ლი­ძე სა­მარ­თლებ­რი­ვი ჩარ­ჩო­დან და იქ­ცე­ვა თუ არა რო­გორც ჯიბ­გი­რი? ზუს­ტა­დაც რომ. ზრდის თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი იმის ალ­ბა­თო­ბას რომ მძე­ვა­ლი ურ­თმე­ლი­ძის ხე­ლით გა­ზპ­რო­მის აქ­ცი­ო­ნე­რი შე­ეც­დე­ბა რუს­თა­ვი2-ის დახ­შო­ბას? ზრდის.

და რა არის გა­საკ­ვი­რი იმა­ში რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის სა­სი­ცო­ცხლო ინ­ტე­რე­სია რუს­თა­ვი2-ის დაც­ვა? არა­ფე­რი. ეს აქამ­დე არ თქმუ­ლა? თქმუ­ლა. ადას­ტუ­რებს თუ არა ეს ჩა­ნა­წე­რე­ბი რომ ნიკა გვა­რა­მი­ას სწო­რედ მთავ­რო­ბა აშან­ტა­ჟებ­და? ადას­ტუ­რებს. და იმას რომ მტრუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს აგენ­ტუ­რის ნაც­ვლად ე.წ. სუსი სა­კუ­თარ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ებ­რძვის? ამა­საც.

ბევ­რად უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი არაა ჩემ­თვის და ჩემი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლე­ბის­თვის დარ­ჩე­ნი­ლი წლის პარ­ლა­მენ­ტის დე­ბა­ტებ­ში და ცი­ვი­ლი­ზე­ბულ კამ­პა­ნი­ა­ში გა­ტა­რე­ბა? ცხა­დია რად­გან ყვე­ლა სა­კი­თხზე - ჯან­დაც­ვი­დან და პენ­სი­ე­ბი­დან და­წყე­ბუ­ლი და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - ოც­ნე­ბას 100:1-ს ვუ­გებთ. მაგ­რამ თუ ივა­ნიშ­ვი­ლი ამის­თა­ნა ეს­კა­ლა­ცი­ა­ზე მი­დის ჩვენც და ყვე­ლას ვი­საც არ უნდა ამ ქვეყ­ნის გა­ზპ­რო­მის აქ­ცი­ებ­ში და­ხურ­და­ვე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გარ­და რამე არ­ჩე­ვა­ნი გვრჩე­ბა? არა მგო­ნია.

ივა­ნიშ­ვილს უნდა ეყოს გო­ნი­ე­რე­ბა და ხელი აი­ღოს რუს­თა­ვი2-ის და­უფ­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ზე. პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი და ჭი­დი­ლი დარ­ჩეს ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და ყვე­ლა მო­გე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა, მისი ჩათ­ვლით.

შუ­რის­ძი­ე­ბა არ იქ­ნე­ბა რად­გან ამის­თვის ახალ მთავ­რო­ბას უბ­რა­ლოდ არ ეც­ლე­ბა".

ნინო და­ნე­ლია:

"1. ისევ გვის­მე­ნენ; 2. მიშა გა­სა­კა­ვე­ბე­ლია; 3. 22-მდეა ჩა­ნა­წე­რი გა­კე­თე­ბუ­ლი და არა­ვი­თა­რი ბა­ე­ვი­კე­ბი და რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი რ2თან არ არის, რო­გორც ჩანს, მი­შას რა­დი­კა­ლურ პო­ზი­ცი­ას არ იზი­ა­რე­ბენ პარ­ტი­ა­ში და არ აყო­ლია რ2. გა­მო­სა­ვა­ლი: მის­ცენ რ2-ს სა­სა­მარ­თლოს ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ გა­მო­ი­ტა­ნოს მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნის მყი­სი­ე­რი აღ­სრუ­ლე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. და­აბ­რუ­ნოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პრო­ცე­სე­ბი დე­მოკ­რა­ტი­ულ, არა­ძა­ლა­დობ­რივ კა­ლა­პოტ­ში. ახლა ესაა მათი უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა".

ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვი­ლი:

"ვინც ისე­დაც არ აპი­რებ­დით "რუს­თა­ვი 2"-ის დაც­ვას, მო­გე­ცათ სა­ბა­ბი wink emoticon

არა­და თქვენს იმე­დად არც არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვართ. ყვე­ლა­ფე­რი, რაც ივა­ნიშ­ვილს გა­უ­ვი­და - საყ­დრი­სის დან­გრე­ვი­დან და­წყე­ბუ­ლი პა­ნო­რა­მის პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბით დამ­თავ­რე­ბუ­ლი - გა­უ­ვი­და მხო­ლოდ ერთი მი­ზე­ზის გამო: იყ­ვნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სახ­ლში ჯდო­მას არ­ჩევ­დნენ პრინ­ცი­პით "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის გვერ­დით ხომ არ დავ­დგე­ბი".

ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­ინც ვი­გებ­დით იმის გამო, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას ივა­ნიშ­ვი­ლი არ აკონ­ტრო­ლებ­და. თუ ეს შე­იც­ვლე­ბა, იქ­ნე­ბა ახა­ლი საყ­დრი­სე­ბი და ახა­ლი პა­ნო­რა­მე­ბი. და დღეს უკვე დამ­ძი­მე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ერთ დღეს ისე დამ­ძიმ­დე­ბა, აღა­რა­ვინ გა­უ­წევს მნიშ­ვნე­ლო­ბას, ვისი ლი­დე­რო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი.

ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბა კი ყო­ველ­თვის სა­ხი­ფა­თოა.

და­ი­ცა­ვი "რუს­თა­ვი 2"!!!"

და­ვით დარ­ჩი­აშ­ვი­ლი:

"ამ ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ერთი რამე უდა­ოა - სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ოპო­ზი­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ფსბ-სთან თა­ნამ­შრომ­ლობს.

თავ­და­პირ­ვე­ლად "კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი", "ბა­ე­ვი­კე­ბი", "იდი­ო­ტე­ბი" ჩემს "ნა­ტიფ" ყურ­საც ეხა­მუ­შა. მაგ­რამ ტვი­ნი ხომ იმის­თვი­საა, "მე­ო­რე ფიქ­რიც" მი­ა­ყო­ლო ემო­ცი­ას. თუ ურ­თმე­ლი­ძე შეკ­რუ­ლია, ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ოპო­ზი­ცი­ურ ოფი­სებ­ზე ქო­ფა­კებს გე­შავს და ფსბ-სთან სა­ი­ტე­ბით თა­ნამ­შრომ­ლობს, სწო­რე­დაც, რომ "კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი", "ბა­ე­ვი­კე­ბი" და "იდი­ო­ტე­ბი"!"

ზაზა ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი:

"სწო­რედ ასეა! - "ამ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ ჩვენ ვართ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის საფრ­თხის ქვეშ. თუ არ იქ­ნე­ბა აცი­ლე­ბუ­ლი თა­ვი­დან ძა­ლა­დობ­რი­ვი ქმე­დე­ბე­ბი, ასე­თი საფრ­თხის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მთლი­ა­ნად ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­ე­კის­რე­ბა. ასე­ვე მო­ვი­თხოვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გან­მარ­ტოს ამ ჩა­ნა­წე­რე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა, მო­პო­ვე­ბის კა­ნო­ნი­ე­რე­ბა და ის, თუ რო­გორ მოხ­ვდა ეს აუ­დიო მა­სა­ლა უკ­რა­ი­ნულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში"

გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძე:

"ვინ­მეს ეგო­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის­თვის რუს­თა­ვის დათ­მო­ბას სა­კუ­თა­რი თა­ვის ხი­ფათ­ში ჩაგ­დე­ბის გა­რე­შე ვფიქ­რობ­დით?

ივა­ნიშ­ვი­ლი კი ყვე­ლა­ფერ­ზეა წამ­სვლე­ლი და ჩვენც მზად უნდა ვი­ყოთ არ და­ვა­ნე­ბოთ ქვეყ­ნის ბედი".

რე­დაქ­ცია| თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სტა­ტია ნა­ხეთ თეგ­ზე #სკან­და­ლუ­რი აუ­დიო ჩა­ნა­წე­რი

იხი­ლეთ ასე­ვე|შო­კის­მომ­გვრე­ლი ჩა­ნა­წე­რი: მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ნიკა გვა­რა­მი­ას რე­ვო­ლუ­ცი­ის­კენ მო­უ­წო­დებს?

თუ გა­ის­ვრი­ან, გა­ის­რო­ლონ" - უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტის მტკი­ცე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი-ბო­კე­რია გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მა­ვენ

ნიკა გვა­რა­მი­ას რე­აქ­ცი­ე­ბი Facebook-ზე სკან­და­ლუ­რი ჩა­ნა­წე­რის შემ­დეგ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"რევოლუციური ვნებები შეინახოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს" - რა ხდებოდა FB-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ

"რევოლუციური ვნებები შეინახოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს" - რა ხდებოდა FB-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ

უკრაინულ გამოცემა uareview.in.ua-ზე სკანდალური აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც მითითებულია, რომ აუდიოჩანაწერში მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბარია ასახული. ამ ფაქტს სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა:

ზურაბ ჯაფარიძე:

"ინსტრუქტაჟის ტონი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის დაცვა მნიშვნელოვნად დაასუსტა.

ძალიან უნდა გინდოდეს ივანიშვილის გამარჯვება, რომ ასეთი რამ მისცე ხელში.

"რუსთავი 2" უნდა გადარჩეს როგორც კრიტიკული არხი. ამ ჩანაწერების გამოდება სწორედ კრიტიკულად განწყობილი არხის განადგურებას ისახავს მიზნად საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით. მეტს არაფერს.

უკანონო მოსმენებზე - ახალი არაფერი, ისედაც ვიცოდით.

იმედია ჩვენი წამოსვლის მიმართ არსებულ კითხვათა ნაწილს მაინც გაეცა პასუხი".

ჩიორა თაქთაქიშვილი:

"ვისაც დიდი ხანია ყელში ქონდა ამოსული მიშას ლიდერობა, პოლიტიკოსობა, აქტიურობა, ნიჭი, ეფექტურობა, იდეალისტობა, პატიოსნება, იმ ხალხზე რა თქმა უნდა, მძიმედ იმოქმედებდა იმის გაგონება, რომ დაიხ, მიშა დღესაც არის ნაციონალური მოძრაობის ფორმალური და რეალური ლიდერი. ის დღესაც ჩვენი პარტიის თავმჯდომარეა, მასთან რეგულარული კონსულტაციები გვაქვს და მასთან ერთად ვგეგმავთ პარტიის საქმიანობას მაშინ, როდესაც ის პოლიტიკურ დევნილობაშია უკრაინაში. ის დღეს საქართველოში არ არის იმიტომ, რომ დაჭერის რეალური საფრთხის გათვალისწინებით მისმა გუნდმა გადაწყვიტა ასე და არა მან თვითონ (ამ დეტალზე ოდესმე ვრცელ მოგონებასაც დავწერ). სიმართლეა ის, რომ დღეს ის უფრო რეალურად ხედავს იმ საფრთხეებს, რასაც ივანიშვილის დიქტატურა უქადის ქვეყანას, ვიდრე ბევრი აქ მყოფი.

ხოლო, ვისაც ესმის იმ 9 წლის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის და ვინც პირად გრძნობებზე მაღლა აყენებს ქვეყნის ინტერესს, ისიც უნდა ესმოდეს, რომ ის 9 წელი არ იქნებოდა მიშას გარეშე. უნდა ესმოდეს, რომ ის 9 წელი არ იქნებოდა მიშას გარეშე. უნდა ესმოდეს ისიც, რომ დღეს მიშას ლანძღვით, მიშასგან გამიჯვნით ასრულებენ ივანიშვილის და კრემლის ყველაზე სანუკვარ ოცნებას. თავად განსაჯეთ ეს ჩვენი ქვეყნისთვის და საერთო საქმისთვის კარგია, თუ ცუდი!

კონსტიტუციის, მედიის თავისუფლების, ოპოზიციის და ხალხის ნების ფეხქვეშ გამთელავ უზურპატორ ხელისუფლებას კი მხოლოდ ხალხის ურყევი ნება შეაკავებს. ბარიკადები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის სხვა ფორმები ერთადერთი ბრძოლის იარაღია ხალხის ხელში დიქტატურის წინააღმდეგ მშვიდობიან ბრძოლაში".

მანანა კობახიძე:

"და კიდევ, უბრალოდ, განმარტებისთვის... თუ დანაშაულის მომზადების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია არსებობს, სწორედაც კანონი ავალებს შესაბამის უწყებას, რომ აწარმოოს ყველა აუცილებელი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული, დიახ მოსმენაც. ეს ხდება ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში, ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს და ეს კარგად იცის გვარამიამ! მაგრამ დემაგოგია, ხომ მათი სტილია! სწორედაც რომ დროულობა და ოპერატიულობა განაპირობებს დანაშაულის პრევენციას და თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მოუსმენენ, მხოლოდ კანონის დაცვით და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს დაცული და ეშინოდეთ მხოლოდ კრიმინალებს, ვის თავშიც მზაკვრული გეგმები იხარშება, ადამიანებს არავინ უსმენს და არავინ ერჩის! აწი, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ რას გეგმავდა, ვინ ისმენდა, ვინ სად რა ატვირთა და ა.შ."

ნინია კაკაბაძე:

"და "რუსთავი 2"-ის საქმეზე ამბობენ, რომ არის კერძო პირებს შორის დავა

რაც არ უნდა იყოს, მე ამ ქვეყნის მოქალაქეს მჭრიდება ამ ხელისუფლების მაკრიტიკებელი და ჩასაფრებული, გავლენიანი მედია, რომელიც არ მისცემს მათ საშუალებას თავისუფლად გამომგუდონ გაზპრომის გაზით, დამაშორონ დასავლეთს, ამიშენონ პანორამები, გააყალბონ არჩევნები და ა.შ. გინდ მიშასი იყოს და გინდ გრიშასი.

მიშას რაც შეეხება, მისი რევოლუციური ვნებები მისთვის შეინახოს, თითზე იჩხვლიტოს და საკუთარი სისხლი დაღვაროს.

რევოლუციას რაც შეეხება, არავის უნდა ძალადობა და სისხლი, აქამდეც ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ დავიცავ რუსთავი 2-ს ფიზიკურადაც და მორალურადაც. არ მივიღებ იმ უკანონო გადაწყვტილებას, რომელსაც ეს აპოლიტიკური მოსამართლე გამოიტანს, კერძო პირებს შორის დავის საქმეში!"

ირაკლი კაკაბაძე:

"ბოდიშს ვიხდი წინასწარ ამ განცხადებისთვის: მიშა და ნაცებო, თქვენ დედებს რა ვუთხარი - კიდევ სისხლისღვრა და ბარიკადები გინდათ?! არ მოგბეზრდათ ამდენი სისხლისღვრა და ხალხის გაუბედურება?!.. აღარ შეუძლია ხალხს თქვენი მამაძაღლობის ატანა - და თქვენ პროვოცირებას უკეთებთ იმას რომ ხალხმა ცოდვა დაიდოს და დაგერიოთ! ეს იქნება თქვენი და თქვენთან ერთად ამ ლენჩი და დოყლაპია ქოცნაცუნების დანაშაული! ხალხს არ უნდა ძალადობა - ხალხს არ უნდა ახალი მკვლელობები - ხალხს არ უნდა სამოქალაქო დაპირისპირება! გაეთრიეთ ამ პოლიტიკიდან და გახდით მეეზოვეები - ცოცხების ხმარების მეტი მაინც არაფერი იცით და ამით მოიტანთ სარგებელს მხოლოდ! გაეთრიეთ საჯარო ცხოვრებიდან - თქვენ ავანტიურისტების ხროვის წევრებო!"

სალომე ზურაბიშვილი:

"ჩემის აზრით ესეც მომზადებული მახეა!!!!!!

ამ საუბარზე (უკრაენელბის მიერ ჩაწერილს თუ თვით მიშასი გავრცელებულს) ხელისუფლება თუ რამე რეაგირებას მისცემს, ჩაჯდება კიდევ ერთხელ ნაციონალების მიერ მომზადებულ ყალიბში ! გვარამიას რომ დაბრალდეს სახელმწიფო გადატრიალების განზრახვა და ამის გამო დაიჭირონ, უკვე მზად ექნებათ ლოზუნგები და დემარშები : “ადამიანის უფლებების დარღვევა” “მოსმენების აღდგენა” და ასე შემდეგ და ხელისუფლება კიდევ ერტხელ თავის მართლების რეჟიმზე გადავა!...

ამიტომ ჩემი რჩევა ხელისუფლებას : “გაატარეთ!” ეს განგებ ჩაწერილი დიალოგია, არაფერს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნელნელა ეწურებათ ნაცებს თემები და მსხვერპლის მანტია ეხევათ ტანზე....

ამიტომ ყველაზე სწორი მიდგომა არის სიწყნარე, და არ აყოლება! არც სამოქალაქო დაპირისპირება გვემუქრება, არც სახელმწიიფო გადატრიალება ! ჩვენ გვემუქრება მხოლოდ ხელისუფლების შეცდომები და არა მგრადი პოლიტიკა! დანარცენი არის არის მოდელირებული რეალობის შექმნის მცდელობა, რომელსაც მხოლოდ ერთი".

მარიამ საჯაია:

"თავისუფლად მსუნთქავებო", ბიძინას რომ იწამებთ, ტყუილის და სიცრუის ღმერთს მსხვერპლიც შესწირეთ.

და საშინაო დავალება (უპასუხეთ კითხვებს): სანამ რ2-ს და "ნაცებს" რევოლუციის მოწყობის მცდელობას დააბრალებთ, იფიქრეთ:

- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, სადმე მივარდნა-შევარდნაზე არის საუბარი?

- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, რომც ააწყონ ბარიკადები და იყვნენ გამაგრებული რა შავდება?

- თუ ხელისუფლება არ შევარდება ტელევიზიაში, როგორ მოაწყობენ რევოლუციას?

აიღოს ხელისუფლებამ ხელი თავისუფალი სიტყვის შეზღუდვაზე, ძალადობისკენ მოწოდებაზე, ძალადობაზე, დიქტატურის დამყარების მცდელობაზე და ვერც ვერავინ ვერ მოუწყობს რევოლუციას.

თავდასხმას თავდაცვა რომ მოყვება (თუკი "ვაზელინიანი" არ ხარ), ეს ცხადზე უცხადესია. ასე ვფიქრობ მე და ასე ვიმოქმედებ:

- თუ თავს დამესხმებიან, გავცემ პასუხს;

- თუ შეზღუდავენ ჩემს თავისუფლებას, გავცემ პასუხს;

- თუ რ2-ის შეზღუდვით საფრთხეს შეუქმნიან ჩემი გამოხატვის თავისუფლებას, გავცემ პასუხს.

გიორგი კანდელაკი:

"უკაცრავად და რამე ხომ არ გამომეპარა?

საუბარი არის სადმე მივარდნა-შევარდნა-დამხობაზე? არა. საუბარია ვინმესთვის რამის სროლაზე? არა. რუსთავი2-ის ივანიშვილის მიერ ჩახშობა ნიშნავს თუ არა ამ ქვეყნის პერსპექტივის მრავალი წლით მოსპობას, საქართველოს დაჩაჩანაკებას, გაღარიბებას, კრიმინალიზაციას, უბრალოდ გაბანძებას და რუსეთისკენ ბევრად უფრო სწრაფად წათრევას? 100% ნიშნავს.

ხომ ამართლებს ღარიბაშვილი ძალადობას და ოპოზიციის 20-ზე მეტ ოფისში მივარდნას (მერე რა რომ ჭოჭი მისცეს და „დაზადნა“ - ამ ჩანაწერის დროს ასე იყო)? ამართლებს. არის თუ არა მსგავსი რიტორიკა გავეშებული ივანიშვილის მხრიდან სისულელის ჩადენის ალბათობაზე სპეკულირების და განსჯის საფუძველი? არის. გასულია თუ არა ურთმელიძე სამართლებრივი ჩარჩოდან და იქცევა თუ არა როგორც ჯიბგირი? ზუსტადაც რომ. ზრდის თუ არა ეს ყველაფერი იმის ალბათობას რომ მძევალი ურთმელიძის ხელით გაზპრომის აქციონერი შეეცდება რუსთავი2-ის დახშობას? ზრდის.

და რა არის გასაკვირი იმაში რომ საქართველოს მომავლის სასიცოცხლო ინტერესია რუსთავი2-ის დაცვა? არაფერი. ეს აქამდე არ თქმულა? თქმულა. ადასტურებს თუ არა ეს ჩანაწერები რომ ნიკა გვარამიას სწორედ მთავრობა აშანტაჟებდა? ადასტურებს. და იმას რომ მტრული სახელმწიფოს აგენტურის ნაცვლად ე.წ. სუსი საკუთარ საზოგადოებას ებრძვის? ამასაც.

ბევრად უფრო კომფორტული არაა ჩემთვის და ჩემი თანაპარტიელებისთვის დარჩენილი წლის პარლამენტის დებატებში და ცივილიზებულ კამპანიაში გატარება? ცხადია რადგან ყველა საკითხზე - ჯანდაცვიდან და პენსიებიდან დაწყებული და საგარეო პოლიტიკით დამთავრებული - ოცნებას 100:1-ს ვუგებთ. მაგრამ თუ ივანიშვილი ამისთანა ესკალაციაზე მიდის ჩვენც და ყველას ვისაც არ უნდა ამ ქვეყნის გაზპრომის აქციებში დახურდავება წინააღმდეგობის გარდა რამე არჩევანი გვრჩება? არა მგონია.

ივანიშვილს უნდა ეყოს გონიერება და ხელი აიღოს რუსთავი2-ის დაუფლების მცდელობაზე. პოლიტიკური პროცესი და ჭიდილი დარჩეს ინსტიტუტებში და ყველა მოგებული დარჩება, მისი ჩათვლით.

შურისძიება არ იქნება რადგან ამისთვის ახალ მთავრობას უბრალოდ არ ეცლება".

ნინო დანელია:

"1. ისევ გვისმენენ; 2. მიშა გასაკავებელია; 3. 22-მდეა ჩანაწერი გაკეთებული და არავითარი ბაევიკები და რკინის კონსტრუქციები რ2თან არ არის, როგორც ჩანს, მიშას რადიკალურ პოზიციას არ იზიარებენ პარტიაში და არ აყოლია რ2. გამოსავალი: მისცენ რ2-ს სასამართლოს ყველა ინსტანციის გავლის საშუალება, არ გამოიტანოს მოსამართლემ განაჩენის მყისიერი აღსრულების გადაწყვეტილება. დააბრუნოს ხელისუფლებამ პროცესები დემოკრატიულ, არაძალადობრივ კალაპოტში. ახლა ესაა მათი უმთავრესი ამოცანა".

ზურაბ ჭიაბერაშვილი:

"ვინც ისედაც არ აპირებდით "რუსთავი 2"-ის დაცვას, მოგეცათ საბაბი wink emoticon

არადა თქვენს იმედად არც არასოდეს ვყოფილვართ. ყველაფერი, რაც ივანიშვილს გაუვიდა - საყდრისის დანგრევიდან დაწყებული პანორამის პროექტის დამტკიცებით დამთავრებული - გაუვიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო: იყვნენ ადამიანები, რომლებიც სახლში ჯდომას არჩევდნენ პრინციპით "ნაციონალების გვერდით ხომ არ დავდგები".

ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას მაინც ვიგებდით იმის გამო, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკას ივანიშვილი არ აკონტროლებდა. თუ ეს შეიცვლება, იქნება ახალი საყდრისები და ახალი პანორამები. და დღეს უკვე დამძიმებული მდგომარეობა ერთ დღეს ისე დამძიმდება, აღარავინ გაუწევს მნიშვნელობას, ვისი ლიდერობით მიმდინარეობს ქუჩის პროტესტი.

ასეთი განვითარება კი ყოველთვის სახიფათოა.

დაიცავი "რუსთავი 2"!!!"

დავით დარჩიაშვილი:

"ამ ჩანაწერებიდან ერთი რამე უდაოა - საქართველოს სპეცსამსახურები ოპოზიციის წინააღმდეგ ფსბ-სთან თანამშრომლობს.

თავდაპირველად "კონსტრუქციები", "ბაევიკები", "იდიოტები" ჩემს "ნატიფ" ყურსაც ეხამუშა. მაგრამ ტვინი ხომ იმისთვისაა, "მეორე ფიქრიც" მიაყოლო ემოციას. თუ ურთმელიძე შეკრულია, ღარიბაშვილი ოპოზიციურ ოფისებზე ქოფაკებს გეშავს და ფსბ-სთან საიტებით თანამშრომლობს, სწორედაც, რომ "კონსტრუქციები", "ბაევიკები" და "იდიოტები"!"

ზაზა ბიბილაშვილი:

"სწორედ ასეა! - "ამ შემთხვევაში სწორედ ჩვენ ვართ ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის ქვეშ. თუ არ იქნება აცილებული თავიდან ძალადობრივი ქმედებები, ასეთი საფრთხის არსებობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მთლიანად ხელისუფლებას დაეკისრება. ასევე მოვითხოვთ ხელისუფლებამ განმარტოს ამ ჩანაწერების წარმომავლობა, მოპოვების კანონიერება და ის, თუ როგორ მოხვდა ეს აუდიო მასალა უკრაინულ ინტერნეტ სივრცეში"

გიორგი ბარამიძე:

"ვინმეს ეგონა, რომ ივანიშვილისთვის რუსთავის დათმობას საკუთარი თავის ხიფათში ჩაგდების გარეშე ვფიქრობდით?

ივანიშვილი კი ყველაფერზეა წამსვლელი და ჩვენც მზად უნდა ვიყოთ არ დავანებოთ ქვეყნის ბედი".

რედაქცია| თემასთან დაკავშირებული ყველა სტატია ნახეთ თეგზე #სკანდალური აუდიო ჩანაწერი

იხილეთ ასევე|შოკისმომგვრელი ჩანაწერი: მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს?

თუ გაისვრიან, გაისროლონ" - უკრაინული საიტის მტკიცებით, სააკაშვილი-ბოკერია გადატრიალებას გეგმავენ

ნიკა გვარამიას რეაქციები Facebook-ზე სკანდალური ჩანაწერის შემდეგ

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს