მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება
ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება

ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მელ­მაც ერთი წლის წინ და­ტო­ვა ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2", კვლავ აქ­ტი­ურ ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­ში რჩე­ბა. უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ის რა­დიო "პა­ლიტ­რის" ახა­ლი ამ­ბე­ბის სამ­სა­ხურს ხელ­ძღვა­ნე­ლობს, თუმ­ცა "კუ­რი­ე­რის" და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტი ეკ­რან­ზე აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა.

Ambebi.ge-სთვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძე სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა და მისი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი სწო­რედ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში დაბ­რუ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მა­ი­სუ­რა­ძე ზუსტ თა­რიღს არ ასა­ხე­ლებს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ უახ­ლო­ეს ერთ თვე­ში ის "პა­ლიტ­რა TV"-ს ეთერ­ში გა­მოჩ­ნდე­ბა.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ თა­ვის მხრივ, სი­ახ­ლე­ე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა თა­ვად არხი, სა­დაც მალე მა­ყუ­რე­ბე­ლი ირაკ­ლი მა­ი­სუ­რა­ძეს იხი­ლავს. "პა­ლიტ­რა TV" ახა­ლი ამ­ბე­ბის არ­ხად გა­და­კეთ­დე­ბა და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ეთე­რით მა­უ­წყებ­ლო­ბას 30 ნო­ემ­ბრი­დან და­ი­წყებს.

რა ამ­პლუ­ა­ში წარ­სდგე­ბა მა­ი­სუ­რა­ძე გა­ნალ­ხე­ბულ "პა­ლიტ­რა TV"-ზე და რო­გო­რია მისი გან­წყო­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი სა­ე­თე­რო პა­უ­ზის შემ­დეგ, ამის შე­სა­ხებ ის Ambebi.ge-ს ესა­უბ­რა.

- გი­დას­ტუ­რებთ, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში კვლავ დავ­ბრუნ­დე­ბი ეთერ­ში. სწო­რედ ახლა "პა­ლიტ­რა TV"-ს გუნდთან ერ­თად ახა­ლი, სა­ხეც­ვლი­ლი ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბის­თვის მუ­შა­ო­ბის პრო­ცეს­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. არხი 30 ნო­ემ­ბრი­დან მა­ყუ­რე­ბელს ახალ ამ­ბებს სა­ათ­ში ერთხელ შეს­თა­ვა­ზებს, რო­მელ­შიც იხი­ლავთ მთა­ვარ ამ­ბებს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­დან, ასე­ვე მსოფ­ლი­ო­დან. ჩვენ ყვე­ლა სფე­როს მო­ვი­ცავთ: პო­ლი­ტი­კა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ეკო­ნო­მი­კა, კულ­ტუ­რა... არხზე ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვა­შუ­ქებთ ახალ ამ­ბებს. ეს იქ­ნე­ბა სა­მა­უ­წყებ­ლო ფორ­მა­ტი, რომ­ლის ანა­ლო­გი ქარ­თულ ტე­ლე­სივ­რცე­ში არ არ­სე­ბობს.

- ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ "პა­ლიტ­რა TV"-ს გა­ნახ­ლე­ბულ ეთერ­ში თქვენ ტე­ლე­წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ი­თაც და­უბ­რუნ­დე­ბით მა­ყუ­რე­ბელს. რო­გორც ვი­ცით, გარ­და ახა­ლი ამ­ბე­ბის გა­მოშ­ვე­ბი­სა, სა­კუ­თა­რი ყო­ველ­დღი­უ­რი თოქ­შო­უს­თვი­საც ემ­ზა­დე­ბით...

- არ­ხის გა­ნახ­ლე­ბულ ეთერ­ში ნამ­დვი­ლად შევ­თა­ვა­ზებ მა­ყუ­რე­ბელს ყო­ველ­დღი­ურ პო­ლი­ტი­კურ თოქ-შოუს. გა­და­ცე­მა დე­ბა­ტე­ბის ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა. ნუ მი­წყენთ, მაგ­რამ ამ დრო­ი­სათ­ვის მეტს ვე­რა­ფერს გე­ტყვით. სხვა დე­ტა­ლებს ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ი­გებთ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება

ირაკლი მაისურაძე ეკრანზე ახალი პოლიტიკური თოქ-შოუთი ბრუნდება

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ირაკლი მაისურაძე, რომელმაც ერთი წლის წინ დატოვა ტელეკომპანია "რუსთავი 2", კვლავ აქტიურ ჟურნალისტიკაში რჩება. უკვე რამდენიმე თვეა, ის რადიო "პალიტრის" ახალი ამბების სამსახურს ხელძღვანელობს, თუმცა "კურიერის" დატოვების შემდეგ ჟურნალისტი ეკრანზე აღარ გამოჩენილა.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მაისურაძე სიახლეებისთვის ემზადება და მისი სამომავლო გეგმები სწორედ ტელევიზიაში დაბრუნებას უკავშირდება. მაისურაძე ზუსტ თარიღს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ უახლოეს ერთ თვეში ის "პალიტრა TV"-ს ეთერში გამოჩნდება.

ჩვენთვის ცნობილია, რომ თავის მხრივ, სიახლეებისთვის ემზადება თავად არხი, სადაც მალე მაყურებელი ირაკლი მაისურაძეს იხილავს. "პალიტრა TV" ახალი ამბების არხად გადაკეთდება და განახლებული ეთერით მაუწყებლობას 30 ნოემბრიდან დაიწყებს.

რა ამპლუაში წარსდგება მაისურაძე განალხებულ "პალიტრა TV"-ზე და როგორია მისი განწყობა ერთწლიანი საეთერო პაუზის შემდეგ, ამის შესახებ ის Ambebi.ge-ს ესაუბრა.

- გიდასტურებთ, რომ უახლოეს მომავალში კვლავ დავბრუნდები ეთერში. სწორედ ახლა "პალიტრა TV"-ს გუნდთან ერთად ახალი, სახეცვლილი ახალი ამბების გამოშვებისთვის მუშაობის პროცესში ვარ ჩართული. არხი 30 ნოემბრიდან მაყურებელს ახალ ამბებს საათში ერთხელ შესთავაზებს, რომელშიც იხილავთ მთავარ ამბებს როგორც საქართველოდან, ასევე მსოფლიოდან. ჩვენ ყველა სფეროს მოვიცავთ: პოლიტიკა, საზოგადოება, ეკონომიკა, კულტურა... არხზე ყველა მიმართულებით გავაშუქებთ ახალ ამბებს. ეს იქნება სამაუწყებლო ფორმატი, რომლის ანალოგი ქართულ ტელესივრცეში არ არსებობს.

- ჩვენთვის ცნობილია, რომ "პალიტრა TV"-ს განახლებულ ეთერში თქვენ ტელეწამყვანის ამპლუითაც დაუბრუნდებით მაყურებელს. როგორც ვიცით, გარდა ახალი ამბების გამოშვებისა, საკუთარი ყოველდღიური თოქშოუსთვისაც ემზადებით...

- არხის განახლებულ ეთერში ნამდვილად შევთავაზებ მაყურებელს ყოველდღიურ პოლიტიკურ თოქ-შოუს. გადაცემა დებატების ფორმატის იქნება. ნუ მიწყენთ, მაგრამ ამ დროისათვის მეტს ვერაფერს გეტყვით. სხვა დეტალებს ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებზე მოგვიანებით გაიგებთ...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია