საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"
The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"

ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა: "ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მა­მა­ჩემს იც­ნობ­დნენ, ჩემს და­ნახ­ვა­ზე ცრემ­ლე­ბი მოს­დით, რად­გან ჩვენ ძა­ლი­ან ვგა­ვართ. ბევ­რს არ აქვს ჩვენ­ნა­ი­რი ღრმუ­ლე­ბი ლო­ყებ­ზე. ჩემ­თვის ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო სა­სა­მარ­თლოს გზის გავ­ლა, მაგ­რამ მა­მა­ჩე­მი მებ­რძო­ლი იყო და მე უნდა მივ­ყო­ლო­დი მის მემ­კვიდ­რე­ო­ბას და და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა, რომ მისი შვი­ლი ვარ. ახლა რუ­სეთ­ში უნდა წა­ვი­დე დნმ-ის ტეს­ტის გა­სა­კე­თებ­ლად. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღ­დგა."

მი­ლი­არ­დე­რი ოლი­გარ­ქის "სა­ი­დუმ­ლო ქა­ლიშ­ვილ­მა" მი­სი­ვე ქვრივ­თან უმაღ­ლეს სა­სა­მარ­თლო­ში დავა მო­ი­გო. გა­მო­ტა­ნი­ლი ვერ­დიქ­ტის თა­ო­ბა­ზე ბიზ­ნეს­მე­ნის სხე­უ­ლის ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შებ­ზე დაყ­რდნო­ბით ჩა­ტარ­დე­ბა დნმ-ის ტეს­ტი, რო­მელ­საც ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა ითხოვ­და ბენ­დუ­ქი­ძის ქო­ნე­ბა­ზე უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

კახა ბენ­დუ­ქი­ძე 2014 წლის 13 ნო­ემ­ბერს 58 წლის ასაკ­ში, ცი­უ­რიხ­ში გა­და­ტა­ნი­ლი გუ­ლის ოპე­რა­ცი­ი­დან ერთი კვი­რის თავ­ზე, ლონ­დონ­ში, სას­ტუმ­რო "ინ­ტერ­კონ­ტი­ნენ­ტალ­ში" გარ­და­იც­ვა­ლა.

მას შემ­დეგ მისი ქვრი­ვი ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვა და ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა (რო­მე­ლიც ირ­წმუ­ნე­ბა, რომ გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი და მემ­კვიდ­რეა) 1 მი­ლი­არ­დად შე­ფა­სე­ბუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის­თვის იბ­რძვი­ან. და­ვის მთა­ვა­რი სა­კი­თხი ოლი­გარ­ქის სხე­უ­ლი­დან აღე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბი გახ­და, რომ­ლე­ბიც ბრი­ტა­ნე­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის ბრძა­ნე­ბით და­ლუ­ქუ­ლი ინა­ხე­ბა ლონ­დონ­ში.

ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვა იმედ­და­კარ­გუ­ლი იყო, რად­გან არ მი­უწ­ვდე­ბო­და ხელი ნი­მუ­შებ­ზე დნმ-ის ტეს­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რო­მე­ლიც, მისი თქმით, და­ამ­ტკი­ცებს, რომ ბენ­დუ­ქი­ძე მისი ნამ­დვი­ლი მამა იყო.

თუმ­ცა, ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვა, რო­გორც ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლე, ასე­ვე და­ჟი­ნე­ბით მო­ი­თხოვ­და ნი­მუ­შე­ბის მხო­ლოდ მის­თვის გა­და­ცე­მას. ოთხშა­ბათს ლონ­დო­ნის უმაღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ ოლი­გარ­ქის სხე­უ­ლი­დან აღე­ბულ ნი­მუ­შებ­ზე კონ­ტრო­ლის უფ­ლე­ბა გონ­ჩა­რო­ვას გა­დას­ცა. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ნი­მუ­შე­ბი უსაფრ­თხოდ უნდა გა­იგ­ზავ­ნოს მოს­კოვ­ში ტეს­ტის ჩა­სა­ტა­რებ­ლად. რო­გორც გონ­ჩა­რო­ვა აცხა­დებს, ეს სა­ბო­ლო­ოდ და­ა­დას­ტუ­რებს მის წარ­მო­შო­ბა­სა და ბენ­დუ­ქი­ძის ქო­ნე­ბი­სად­მი მისი მო­თხოვ­ნის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას. კახა ბენ­დუ­ქი­ძე, რო­მელ­მაც ქო­ნე­ბა რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე და ფი­ლან­თრო­პი მის მშობ­ლი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­და.

ცო­ცხა­ლი ნარ­ჩე­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბი მისი სხე­უ­ლი­დან გაკ­ვე­თის პრო­ცეს­ში აი­ღეს ვეს­ტმინ­სტე­რის გა­მომ­ძი­ებ­ლის, ფი­ო­ნა ვილ­კოქ­სის და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნით. ამ­ჟა­მად ის და­ლუ­ქუ­ლია და ინა­ხე­ბა ლონ­დონ­ში, Imperial College-ის ტოქ­სი­კო­ლო­გი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.

ნა­ტა­ლია ზო­ლო­ტო­ვა, ხე­ლოვ­ნე­ბის ექ­სპერ­ტი და მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ბენ­დუ­ქი­ძე­ზე 1999 წელს და­ქორ­წინ­და, 24 წლის ანას­ტა­სია გონ­ჩა­რო­ვას გა­მო­ჩე­ნამ­დე ბიზ­ნეს­მე­ნის მემ­კვიდ­რედ ით­ვლე­ბო­და. ქვრი­ვი აცხა­დებს, რომ მას წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და მისი ქმრის ქა­ლიშ­ვი­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ, ვიდ­რე ის მო­უ­ლოდ­ნე­ლად არ გა­მოჩ­ნდა დაკ­რძალ­ვა­ზე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"

The telegraph: "ქართველი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" ლონდონში სასამართლო მოიგო"

ანასტასია გონჩაროვა: "ადამიანებს, რომლებიც მამაჩემს იცნობდნენ, ჩემს დანახვაზე ცრემლები მოსდით, რადგან ჩვენ ძალიან ვგავართ. ბევრს არ აქვს ჩვენნაირი ღრმულები ლოყებზე. ჩემთვის ძალიან რთული იყო სასამართლოს გზის გავლა, მაგრამ მამაჩემი მებრძოლი იყო და მე უნდა მივყოლოდი მის მემკვიდრეობას და დამემტკიცებინა, რომ მისი შვილი ვარ. ახლა რუსეთში უნდა წავიდე დნმ-ის ტესტის გასაკეთებლად. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სამართლიანობა აღდგა."

მილიარდერი ოლიგარქის "საიდუმლო ქალიშვილმა" მისივე ქვრივთან უმაღლეს სასამართლოში დავა მოიგო. გამოტანილი ვერდიქტის თაობაზე ბიზნესმენის სხეულის ქსოვილის ნიმუშებზე დაყრდნობით ჩატარდება დნმ-ის ტესტი, რომელსაც ანასტასია გონჩაროვა ითხოვდა ბენდუქიძის ქონებაზე უფლების მოსაპოვებლად.

კახა ბენდუქიძე 2014 წლის 13 ნოემბერს 58 წლის ასაკში, ციურიხში გადატანილი გულის ოპერაციიდან ერთი კვირის თავზე, ლონდონში, სასტუმრო "ინტერკონტინენტალში" გარდაიცვალა.

მას შემდეგ მისი ქვრივი ნატალია ზოლოტოვა და ანასტასია გონჩაროვა (რომელიც ირწმუნება, რომ გარდაცვლილის ქალიშვილი და მემკვიდრეა) 1 მილიარდად შეფასებული მემკვიდრეობისთვის იბრძვიან. დავის მთავარი საკითხი ოლიგარქის სხეულიდან აღებული ნიმუშები გახდა, რომლებიც ბრიტანელი გამომძიებლის ბრძანებით დალუქული ინახება ლონდონში.

ანასტასია გონჩაროვა იმედდაკარგული იყო, რადგან არ მიუწვდებოდა ხელი ნიმუშებზე დნმ-ის ტესტის ჩასატარებლად, რომელიც, მისი თქმით, დაამტკიცებს, რომ ბენდუქიძე მისი ნამდვილი მამა იყო.

თუმცა, ნატალია ზოლოტოვა, როგორც ბიზნესმენის მეუღლე, ასევე დაჟინებით მოითხოვდა ნიმუშების მხოლოდ მისთვის გადაცემას. ოთხშაბათს ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ ოლიგარქის სხეულიდან აღებულ ნიმუშებზე კონტროლის უფლება გონჩაროვას გადასცა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიმუშები უსაფრთხოდ უნდა გაიგზავნოს მოსკოვში ტესტის ჩასატარებლად. როგორც გონჩაროვა აცხადებს, ეს საბოლოოდ დაადასტურებს მის წარმოშობასა და ბენდუქიძის ქონებისადმი მისი მოთხოვნის სამართლიანობას. კახა ბენდუქიძე, რომელმაც ქონება რუსეთში დააგროვა, მოგვიანებით ძალიან პოპულარული პოლიტიკური მოღვაწე და ფილანთროპი მის მშობლიურ საქართველოში გახდა.

ცოცხალი ნარჩენების ნიმუშები მისი სხეულიდან გაკვეთის პროცესში აიღეს ვესტმინსტერის გამომძიებლის, ფიონა ვილკოქსის დაჟინებული მოთხოვნით. ამჟამად ის დალუქულია და ინახება ლონდონში, Imperial College-ის ტოქსიკოლოგიის განყოფილებაში.

ნატალია ზოლოტოვა, ხელოვნების ექსპერტი და მწერალი, რომელიც ბენდუქიძეზე 1999 წელს დაქორწინდა, 24 წლის ანასტასია გონჩაროვას გამოჩენამდე ბიზნესმენის მემკვიდრედ ითვლებოდა. ქვრივი აცხადებს, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა მისი ქმრის ქალიშვილის არსებობის შესახებ, ვიდრე ის მოულოდნელად არ გამოჩნდა დაკრძალვაზე.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია