ანიფსა ჩეხოვა და გურამ ბაბლიშვილი
ცნობილმა რუსმა ტელეწამყვანმა ანფისა ჩეხოვამ და მისმა ქართველმა მეუღლემ ოფიციალურად წელს, სეიშელის კუნძულებზე იქორწინეს. პლაჟზე შემდგარი ქორწილის ერთადერთი სტუმარი მათი 3 წლის ვაჟი სოლომონი იყო.
ნაძეჟდა მიხალკოვა და რეზო გიგინეიშვილი
რუსეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა და რუსმა მსახიობმა ჯვარი 2011 წლის 29 ოქტომბერს საქართველოში, ქალაქ სიღნაღში დაიწერეს. ქორწილი ნადიამ და რეზომ წინანდალში გადაიხადეს. გიგინეიშვილის მეუღლე ცნობილი რუსი რეჟისორის, ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილია.
ვერა ბრეჟნევა და კონსტანტინ მელაძე
მომღერალ ვერა ბრეჟნევას პროდიუსერ კონსტანტინ მელაძის ქორწილი ყველასთვის მოულოდნელობა აღმოჩნდა. მათ საიდუმლოდ იტალიაში იქორწინეს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქორწილი ტოსკანას სანაპიროზე, ფორტე-დეი-მარმიში შედგა. როგორც მოსალოდნელია, ვერა და კონსტანტინე თაფლობის თვეს ტოსკანას სანაპიროზე გაატარებენ.
ივან ურგანტი და ნატალია კიკნაძე
რუსი ტელევარსკვლავი და ქალების გულთამპყრობელი, ივან ურგანტი ქართველ ნატალია კიკნაძეზეა დაქორწინებული. ნატალია კიკნაძე ცნობილი კომენტატორის, ტელეარხ "სპორტის" გენერალური დირექტორის, ვასილ კიკნაძის ძმის შვილი და ქართველი ბიზნესმენის, ვახტანგ კუტალიას ყოფილი ცოლია. კუტალიასგან მას 2 შვილი ჰყავს, ურგანტთან კი ერთი ქალიშვილი, რომელსაც წყვილი ნატალიას უფროს შვილებთან ერთად ზრდის.
ლევ გეიხმანი და ქეთა თოფურია
ქეთა თოფურია 2013 წლის 9 სექტემბერს ბიზნესმენ ლევ გეიხმანს გაჰყვა ცოლად. საქორწინო ცერემონია მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ "ბარვიხაში" გაიმართა, სადაც 500-ზე მეტი სტუმარი იყო მიწვეული. ქორწინებამდე თოფურია რუსეთში მოღვაწე ებრაელ ბიზნესმენს სამი წელი ხვდებოდა. წყვილს წელს ზაფხულს პირველი ქალიშვილი ეყოლათ.