სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შოუბიზნესური ნათელ-მირონობა - ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები
შოუბიზნესური ნათელ-მირონობა - ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

ცნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ-მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ვინ ვისი ნათ­ლი­აა, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE გი­ამ­ბობთ.

მომ­ღერ­ლე­ბი თიკა ჯამ­ბუ­რია და ნინი ქარ­სე­ლა­ძე, ასე­ვე რე­ჟი­სო­რი და­ვით დო­ი­აშ­ვი­ლი ლელა წურ­წუ­მი­ას და მა­მუ­ლი­ჩას ქა­ლიშ­ვი­ლის, მა­რი­კოს ნათ­ლი­ე­ბი არი­ან. თი­კამ და ნი­ნიმ პა­ტა­რა მა­რი­კო რამ­დე­ნი­მე წლის წინ მო­ნათ­ლეს, მა­შინ თა­ვა­დაც ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის მხრივ ნინი ქარ­სე­ლა­ძის ნათ­ლია მომ­ღე­რა­ლი ლიზა ბაგ­რა­ტი­ო­ნია.

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ნათ­ლი­ე­ბი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე და მაია ჯა­ბუა არი­ან. რო­გორც ნინი ამ­ბობს, რაც დედა, ეკა კა­ხი­ა­ნი ახ­სოვს, იმ დრო­ი­დან ახ­სოვს თამ­რი­კო და მაია, რომ­ლე­ბიც მისი მე­ო­რე დე­დე­ბი არი­ან. რო­გორც ნი­ნიმ ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში გა­ნა­ცხა­და, სიმ­ღე­რის გარ­და თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძის­გან მას ტრავ­მე­ბიც და­ე­ნათ­ლა, რად­გან ხში­რად იღებს სხვა­დას­ხვა სა­ხის ტრავ­მებს და ტრავ­მა­ტო­ლო­გი­ურ­ში ნაც­ნო­ბი სა­ხეა.

ცნო­ბი­ლი ნათ­ლი­ე­ბი ჰყავს ნი­ნის ქა­ლიშ­ვილს, ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძეს. მისი ნათ­ლი­ე­ბი ქრის­ტი­ნე იმე­და­ძე, ქეთა თო­ფუ­რია, სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი და თაკო გა­ჩე­ჩი­ლა­ძე არი­ან.

მომ­ღე­რა­ლი თამ­რი­კო ჭო­ხო­ნე­ლი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის, ბე­რას ნათ­ლი­აა. ბერა მომ­ღე­რალ­მა პა­ტა­რა ასაკ­ში მო­ნათ­ლა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ბოლო დროს სა­კუ­თარ ნათ­ლულ­თან ხში­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ აქვს.

თა­ვად რე­პერ ბერა ივა­ნიშ­ვილს რამ­დე­ნი­მე ნათ­ლუ­ლი ჰყავს, მისი ნათ­ლუ­ლე­ბი არი­ან კახი კა­ლა­ძის უფ­რო­სი ვაჟი ლე­ვა­ნი­კო და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­სა­მე ვაჟი გაბ­რი­ე­ლი. პა­ტა­რა ლე­ვა­ნი­კო 2011 წელს გაქ­რის­ტი­ან­და, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვაჟი კი 2015 წლის აგ­ვის­ტო­ში მო­ი­ნათ­ლა. ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ნათ­ლუ­ლია ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანას­ტა­სია კა­კა­ბა­ძეც.

ღა­რი­ბაშ­ვი­ლის შვი­ლის ნათ­ლო­ბა

ტი­კა­რა­ძის შვი­ლის ნათ­ლო­ბა

ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის ვა­ჟის ბე­რუ­კას ნათ­ლი­ე­ბი კი პატ­რი­არ­ქი ილია მე­ო­რე და რე­პე­რი ამი­კო ჯა­ნე­ლი­ძე არი­ან.

პი­ა­ნისტ თა­თია შა­რან­გი­ას მე­სა­მე ვაჟი ენ­დრიუ-ალე­სან­დრო შე­ლია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის და ამ­ჟა­მად თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვილ­მა მო­ნათ­ლა.

მსა­ხი­ო­ბი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ერთ-ერ­თია ოთხი ნათ­ლი­ი­დან, რომ­ლებ­მაც ფო­ტოგ­რაფ გოგა ჩა­ნა­დი­რის ქა­ლიშ­ვი­ლი ანი­ტა მო­ნათ­ლეს.

ტე­ლე­წამ­ყვან გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას ქა­ლიშ­ვილს ლი­ლეს რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ნათ­ლია ჰყავს, მათ შო­რის დე­დის და მა­მის მე­გობ­რე­ბი - ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი ნინო ხოშ­ტა­რია და თიკა ფა­ცა­ცია, "მო­ამ­ბის" წამ­ყვა­ნი მა­რი­ამ ვა­შა­ძე, ასე­ვე მომ­ღე­რალ სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის მე­უღ­ლე, პრო­დი­უ­სე­რი ლაშა ბას­ლან­ძე.

მსა­ხი­ო­ბი ეკა ან­დრო­ნი­კაშ­ვი­ლი დუტა სხირტლა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლის, სო­ფოს ნათ­ლი­აა. ეკას კი­დევ ერთი ნათ­ლუ­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მუ­ნა ბუხ­ნი­კაშ­ვი­ლია. ეკას სულ ოთხი ნათ­ლუ­ლი ჰყავს და ნათ­ლის­ღე­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ხში­რად მას­პინ­ძლობს მათ.

მსა­ხი­ო­ბი კოტე თო­ლორ­და­ვა, რო­მე­ლიც 2015 წელს გარ­და­იც­ვა­ლა, მსა­ხი­ობ ლე­ვან ყო­ჩიშ­ვი­ლის ვა­ჟის ნათ­ლია იყო. ლე­ვა­ნი და კოტე უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მე­გობ­რობ­დნენ და ბო­ლოს და­ნა­თე­სავ­დნენ კი­დეც. ერ­თად თა­მა­შობ­დნენ სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი".

მკითხველის კომენტარები / 53 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გური
4

ქართული შოუ-ბიზნესის, ანუ ქართული საძონძეთის კარიკატურული ელიტა:)))😂

)))
11

გაიხაროს "რუბრიკის დედამ" სიღრმიეული კვლევის ჩატარებისთვის. იმედია გაგრძელდება, ელენე კუტალაძე ვის მონათლავს ან ნინო ბადურაშვილის როიალში ვიოლინოს ვინ შეინახავს, ყოლიფერი გვაინტერესებს...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან
ავტორი:

შოუბიზნესური ნათელ-მირონობა - ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

შოუბიზნესური ნათელ-მირონობა - ცნობილი ნათლიების ცნობილი ნათლულები

ცნობილ ადამიანებს ერთმანეთთან ნათელ-მირონობა აკავშირებთ. ვინ ვისი ნათლიაა, ამის შესახებ AMBEBI.GE გიამბობთ.

მომღერლები თიკა ჯამბურია და ნინი ქარსელაძე, ასევე რეჟისორი დავით დოიაშვილი ლელა წურწუმიას და მამულიჩას ქალიშვილის, მარიკოს ნათლიები არიან. თიკამ და ნინიმ პატარა მარიკო რამდენიმე წლის წინ მონათლეს, მაშინ თავადაც ბავშვები იყვნენ. თავის მხრივ ნინი ქარსელაძის ნათლია მომღერალი ლიზა ბაგრატიონია.

მომღერალ ნინი ბადურაშვილის ნათლიები თამრიკო ჭოხონელიძე და მაია ჯაბუა არიან. როგორც ნინი ამბობს, რაც დედა, ეკა კახიანი ახსოვს, იმ დროიდან ახსოვს თამრიკო და მაია, რომლებიც მისი მეორე დედები არიან. როგორც ნინიმ ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, სიმღერის გარდა თამრიკო ჭოხონელიძისგან მას ტრავმებიც დაენათლა, რადგან ხშირად იღებს სხვადასხვა სახის ტრავმებს და ტრავმატოლოგიურში ნაცნობი სახეა.

ცნობილი ნათლიები ჰყავს ნინის ქალიშვილს, ელენე კუტალაძეს. მისი ნათლიები ქრისტინე იმედაძე, ქეთა თოფურია, სალომე გოგიაშვილი და თაკო გაჩეჩილაძე არიან.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერას ნათლიაა. ბერა მომღერალმა პატარა ასაკში მონათლა. როგორც თავად ამბობს, ბოლო დროს საკუთარ ნათლულთან ხშირი ურთიერთობა აღარ აქვს.

თავად რეპერ ბერა ივანიშვილს რამდენიმე ნათლული ჰყავს, მისი ნათლულები არიან კახი კალაძის უფროსი ვაჟი ლევანიკო და ირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟი გაბრიელი. პატარა ლევანიკო 2011 წელს გაქრისტიანდა, პრემიერ-მინისტრის ვაჟი კი 2015 წლის აგვისტოში მოინათლა. ბერა ივანიშვილის ნათლულია ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის უმცროსი ქალიშვილი ანასტასია კაკაბაძეც.

ღარიბაშვილის შვილის ნათლობა

ტიკარაძის შვილის ნათლობა

ბერა ივანიშვილის ვაჟის ბერუკას ნათლიები კი პატრიარქი ილია მეორე და რეპერი ამიკო ჯანელიძე არიან.

პიანისტ თათია შარანგიას მესამე ვაჟი ენდრიუ-ალესანდრო შელია ყოფილი პრემიერის და ამჟამად თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა მონათლა.

მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი ერთ-ერთია ოთხი ნათლიიდან, რომლებმაც ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის ქალიშვილი ანიტა მონათლეს.

ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ქალიშვილს ლილეს რამდენიმე ცნობილი ნათლია ჰყავს, მათ შორის დედის და მამის მეგობრები - ტელეწამყვანები ნინო ხოშტარია და თიკა ფაცაცია, "მოამბის" წამყვანი მარიამ ვაშაძე, ასევე მომღერალ სალომე ბაკურაძის მეუღლე, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე.

მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი დუტა სხირტლაძის ქალიშვილის, სოფოს ნათლიაა. ეკას კიდევ ერთი ნათლული მსახიობი თამუნა ბუხნიკაშვილია. ეკას სულ ოთხი ნათლული ჰყავს და ნათლისღების დღესასწაულზე ხშირად მასპინძლობს მათ.

მსახიობი კოტე თოლორდავა, რომელიც 2015 წელს გარდაიცვალა, მსახიობ ლევან ყოჩიშვილის ვაჟის ნათლია იყო. ლევანი და კოტე უნივერსიტეტიდან მეგობრობდნენ და ბოლოს დანათესავდნენ კიდეც. ერთად თამაშობდნენ სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები".