პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის აქვს მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი - რას ამბობენ კულუარებში?
ვის აქვს მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი - რას ამბობენ კულუარებში?

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" ცნო­ბით, ამ ეტაპ­ზე იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ პრო­კუ­რო­რო­ბა­ზე წარ­დგე­ნი­ლია - კახა კა­ხიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რე­ბი. ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ თა­ვად წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

"კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თვის ვადა 13 ნო­ემ­ბრამ­დე. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, სა­ად­ვო­კა­ტო ბი­უ­რო­ებს, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ას, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, რომ მო­მა­წო­დონ მათ­თვის სა­ინ­ტერ­სო კან­დი­და­ტუ­რე­ბი. ჯერ მხო­ლოდ ორი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაა ჩემ­თან შე­მო­სუ­ლი, ეს არის კახა კა­ხიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც წა­მო­სუ­ლია აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი­დან და არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რი­დან. ვი­სურ­ვებ­დი, რომ უფრო მეტი კანდდი­ა­ტუ­რა შე­მო­ვი­დეს. გან­სა­კუთ­რე­ბულ აქ­ცენტს ვა­კე­თებს ქალ კან­დი­და­ტუ­რა­ზე, რად­გან 3-პი­რი­ან სი­ა­ში, რო­მე­ლიც უნდა შე­ვად­გი­ნო, მი­ნი­მუმ ერთი მა­ინც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სქე­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა იყოს", - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, 3-კა­ცი­ან სიას 14 ნო­ემ­ბერს, დი­ლით გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ საპ­რო­კუ­რო­რო კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის წესი შე­იც­ვა­ლა და გარ­თულ­და, რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­ბო­ლო­ოდ მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი მა­ინც მთავ­რო­ბი­სა და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­წყო­ბე­ბი იქ­ნე­ბა. კუ­ლუ­ა­რებ­ში უკვე ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი სწო­რედ ირაკ­ლი შო­თა­ძეს აქვს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლეა. ამ ვა­რა­უ­დის მთა­ვარ სა­ფუძ­ვალდ კი მის­და­მი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბულ ნდო­ბა­სა და კე­თილ­გან­წყო­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, თუ რით და­იმ­სა­ხუ­რა შო­თა­ძემ ეს, უც­ნო­ბია. კა­ხიშ­ვი­ლის შან­სე­ბი მა­ინც და მა­ინც დიდი არ უნდა იყოს. კუ­ლუ­ა­რებ­ში კი­დევ ერთ წო­ნი­ან კან­დი­და­ტუ­რა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ესაა ეკა ბე­სე­ლია, რო­მელ­საც, დიდი ალ­ბა­თო­ბით რამ­დნი­მე დღე­ში წა­რუდ­გე­ნენ წუ­ლუ­კი­ანს და ის მის შერ­ჩე­ულ სა­ბო­ლოო სა­მე­ულ­ში აუ­ცი­ლე­ბად იქ­ნე­ბა.

გაგ­რძე­ლე­ბა

ვის აქვს მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი - რას ამბობენ კულუარებში?

ვის აქვს მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი - რას ამბობენ კულუარებში?

"ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანისთვის საქართველოს მთავარ პროკურორობაზე წარდგენილია - კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები. ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ თავად წულუკიანმა განაცხადა.

''კონსულტაციებისთვის ვადა 13 ნოემბრამდე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უნივერსიტეტებს, საადვოკატო ბიუროებს, ადვოკატთა ასოციაციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საზოგადოების თითოეულ წევრს, რომ მომაწოდონ მათთვის საინტერსო კანდიდატურები. ჯერ მხოლოდ ორი შემოთავაზებაა ჩემთან შემოსული, ეს არის კახა კახიშვილისა და ირაკლი შოთაძის კანდიდატურები, რომლებიც წამოსულია აკადემიური წრეებიდან და არასამთავრობო სექტორიდან. ვისურვებდი, რომ უფრო მეტი კანდდიატურა შემოვიდეს. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებს ქალ კანდიდატურაზე, რადგან 3-პირიან სიაში, რომელიც უნდა შევადგინო, მინიმუმ ერთი მაინც განსხვავებული სქესის წარმომადგენელი უნდა იყოს'', - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე განმარტებით, 3-კაციან სიას 14 ნოემბერს, დილით გამოაქვეყნებს.

მიუხედავად იმისა, რომ საპროკურორო კანონში შეტანილი ცვლილებებით მთავარი პროკურორის არჩევის წესი შეიცვალა და გართულდა, როგორც ამბობენ, საბოლოოდ მნიშვენლოვანი მაინც მთავრობისა და ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის განწყობები იქნება. კულუარებში უკვე ლაპარაკობენ, რომ მთავარი პროკურორობის ყველაზე დიდი შანსი სწორედ ირაკლი შოთაძეს აქვს, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა. ამ ვარაუდის მთავარ საფუძვალდ კი მისდამი ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებულ ნდობასა და კეთილგანწყობას ასახელებენ, თუ რით დაიმსახურა შოთაძემ ეს, უცნობია. კახიშვილის შანსები მაინც და მაინც დიდი არ უნდა იყოს. კულუარებში კიდევ ერთ წონიან კანდიდატურაზე ლაპარაკობენ, ესაა ეკა ბესელია, რომელსაც, დიდი ალბათობით რამდნიმე დღეში წარუდგენენ წულუკიანს და ის მის შერჩეულ საბოლოო სამეულში აუცილებად იქნება.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ