პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იქცევა სირიის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად?! - ცხელი წერტილები მსოფლიოში
იქცევა სირიის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად?! - ცხელი წერტილები მსოფლიოში

ერთი შე­ხედ­ვით, ის­ტო­რი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, ომე­ბით, ძა­ლა­დო­ბი­თა და კონ­ფლიქ­ტებ­ში და­ღუ­პულ ადა­მი­ან­თა რა­ო­დე­ნო­ბით, სხვა ეპო­ქებ­თან შე­და­რე­ბით 21-ე სა­უ­კუ­ნე შე­იძ­ლე­ბა მშვი­დო­ბი­ა­ნა­დაც კი მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა, ფაქ­ტია ერ­თია - ომი, რო­გორც ფე­ნო­მე­ნი კვლავ გა­ნაგ­რძობს არ­სე­ბო­ბას და ხში­რად ის არა­ნაკ­ლებ სას­ტი­კია ვიდ­რე სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ.

გაზ­რდი­ლია ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო ხა­სი­ა­თის კონ­ფლიქ­ტე­ბის, კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ყო­ველ­დღი­უ­რად მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან ომე­ბის პირ­და­პი­რი თუ არა­პირ­და­პი­რი გავ­ლე­ნის შე­დე­გად. შიმ­ში­ლი, რე­სურ­სებ­ზე წვდო­მის შე­ზღუდ­ვა, და­ა­ვა­დე­ბე­ბი - ყვე­ლა კონ­ფლიქტს თან სდევს ეს ფაქ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლთა რა­ო­დე­ნო­ბას კი­დევ უფრო ზრდის. გარ­და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბი­სა, თა­ნა­მედ­რო­ვე ომებს თან სდევს ადა­მი­ან­თა უფ­ლე­ბე­ბის მა­სობ­რი­ვი დარ­ღვე­ვე­ბიც და რაც ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თოა სულ უფრო და უფ­როს მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა ტე­რო­რის­ტუ­ლი ომის საფრ­თხე.

სი­რია, ერა­ყი, ავ­ღა­ნე­თი, ნი­გე­რია, სამ­ხრეთ სუ­და­ნი, უკ­რა­ი­ნა, მექ­სი­კა - იმ ქვეყ­ნე­ბის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, სა­დაც ამ­ჟა­მად აქ­ტი­უ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი კონ­ფლიქ­ტე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ყვე­ლა­ზე დიდი სი­სას­ტი­კით მუს­ლი­მურ სამ­ყა­რო­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ-რე­ლი­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი გა­მო­ირ­ჩე­ვა. ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ცხე­ლი წერ­ტი­ლია.

სი­რია-ერა­ყის კრი­ზი­სი

2011 წელს სი­რი­ა­ში და­წყე­ბუ­ლი მთავ­რო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა ჯერ სა­მო­ქა­ლა­ქო ომში, ხოლო 4 წლის შემ­დეგ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ი­ა­რა­ღე­ბულ კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. სი­რი­ის ვრცელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერაყ­ში ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ­მა ჯი­ჰა­დის­ტურ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" მო­ი­პო­ვა კონ­ტრო­ლი. ამე­რი­კა და მისი პარტნი­ო­რე­ბი ებ­რძვი­ან რო­გორც "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს", ასე­ვე ბა­შარ-ალ-ასა­დის რე­ჟიმს. ამ ბრძო­ლა­ში ამე­რი­კის მხა­რეს აღ­მოჩ­ნდნენ თურ­ქე­თი, ქურ­თე­ბი და სი­რი­ის ზო­მი­ე­რი ოპო­ზი­ცია. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, რო­მე­ლიც სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ღიად ჩა­ერ­თო კონ­ფლიქ­ტში ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იბ­რძვის ასა­დის რე­ჟი­მის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად. კონ­ფლიქ­ტში ჩარ­თუ­ლია ირა­ნიც.

კონ­ფლიქტს და­წყე­ბი­დან დღემ­დე 300 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა, ხოლო მი­ლი­ო­ნო­ბით სი­რი­ე­ლი ლტოლ­ვი­ლად იქცა. 2015 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით სი­რი­ა­ში წელს კი­დევ 42 000-მდე ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად და ეს რი­ცხვი სა­ვა­რა­უ­დოდ კი­დევ გა­იზ­რდე­ბა. სი­რი­ის ომს ბევ­რი მე­სა­მე მსოფ­ლიო ომის პრო­ლო­გად მი­იჩ­ნევს, რად­გან აქ ერ­თმა­ნეთს კვეთს ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი.

სი­რი­ის ომი გავ­რცელ­და მე­ზო­ბელ ერაყ­შიც. მხო­ლოდ ამ წელს ერაყ­ში ომის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლია 12 000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი. ერაყ­ში ომი 2003 წლი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს და მთლი­ა­ნო­ბა­ში მან ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ი­წი­რა.

ის­რა­ე­ლი და პა­ლეს­ტი­ნა

ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში კვლავ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­უს­რუ­ლე­ბე­ლი კონ­ფლიქ­ტი ის­რა­ელ­სა და პა­ლეს­ტი­ნას შო­რის, რო­მე­ლიც 1948 წელს ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნით და­ი­წყო. ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლია თურ­ქეთ­შიც, სა­დაც მიმ­დი­ნა­რე წელს "ქურ­თის­ტა­ნის მუ­შა­თა პარ­ტი­ის" აქ­ტი­ვის­ტებ­სა და მთავ­რო­ბას შო­რის მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის ჩაშ­ლის შემ­დეგ კონ­ფლიქ­ტი და­ი­წყო. ეს კრი­ზი­სი მჭიდ­რო კავ­შირ­შია სი­რი­ა­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან. ქურ­თე­ბი თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან" კავ­შირ­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლია ავ­ღა­ნეთ­ში მომ­ხდა­რი ომე­ბის სე­რი­ის შე­დე­გად გარ­დაც­ვლილ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა. 1978 წელს ავ­ღა­ნეთ­ში და­წყე­ბუ­ლი შიდა და­პი­რის­პი­რე­ბა სი­რი­ის მსგავ­სად სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფლიქ­ტში გა­და­ი­ზარ­და. ავ­ღა­ნეთ­ში გა­და­იკ­ვე­თა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის და ამე­რი­კის ინ­ტე­რე­სე­ბი. ომის შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა ისე­თი გლო­ბა­ლუ­რი ტე­რო­რის­ტუ­ლი ქსე­ლე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ალ-ქა­ი­და და თა­ლი­ბა­ნი. მთლი­ა­ნო­ბა­ში 2 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა ავ­ღა­ნე­თის და­უს­რუ­ლე­ბელ ომს, ხოლო მიმ­დი­ნა­რე წელს და­ღუ­პულ­თა რი­ცხვმა უკვე 28 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

იქცევა სირიის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად?! - ცხელი წერტილები მსოფლიოში

იქცევა სირიის კრიზისი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად?! - ცხელი წერტილები მსოფლიოში

ერთი შეხედვით, ისტორიას თუ გადავხედავთ, ომებით, ძალადობითა და კონფლიქტებში დაღუპულ ადამიანთა რაოდენობით, სხვა ეპოქებთან შედარებით 21-ე საუკუნე შეიძლება მშვიდობიანადაც კი მოგვეჩვენოს, თუმცა, ფაქტია ერთია - ომი, როგორც ფენომენი კვლავ განაგრძობს არსებობას და ხშირად ის არანაკლებ სასტიკია ვიდრე საუკუნეების წინ.

გაზრდილია ეთნიკური, რელიგიური და საერთაშორისო ხასიათის კონფლიქტების, კონფლიქტების შედეგად გარდაცვლილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა. ყოველდღიურად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადამიანები იღუპებიან ომების პირდაპირი თუ არაპირდაპირი გავლენის შედეგად. შიმშილი, რესურსებზე წვდომის შეზღუდვა, დაავადებები - ყველა კონფლიქტს თან სდევს ეს ფაქტორები, რომლებიც მსხვერპლთა რაოდენობას კიდევ უფრო ზრდის. გარდა სიკვდილიანობისა, თანამედროვე ომებს თან სდევს ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევებიც და რაც ყველაზე სახიფათოა სულ უფრო და უფროს მასშტაბური ხდება ტერორისტული ომის საფრთხე.

სირია, ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, სამხრეთ სუდანი, უკრაინა, მექსიკა - იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც ამჟამად აქტიური შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს. ყველაზე დიდი სისასტიკით მუსლიმურ სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ-რელიგიური კონფლიქტები გამოირჩევა. ახლო აღმოსავლეთი მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილია.

სირია-ერაყის კრიზისი

2011 წელს სირიაში დაწყებული მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო ტალღა ჯერ სამოქალაქო ომში, ხოლო 4 წლის შემდეგ უკვე საერთაშორისო შეიარაღებულ კონფლიქტში გადაიზარდა. სირიის ვრცელ ტერიტორიაზე ერაყში ჩამოყალიბებულმა ჯიჰადისტურმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" მოიპოვა კონტროლი. ამერიკა და მისი პარტნიორები ებრძვიან როგორც "ისლამურ სახელმწიფოს", ასევე ბაშარ-ალ-ასადის რეჟიმს. ამ ბრძოლაში ამერიკის მხარეს აღმოჩნდნენ თურქეთი, ქურთები და სირიის ზომიერი ოპოზიცია. რუსეთის ფედერაცია, რომელიც სექტემბრის ბოლოს ღიად ჩაერთო კონფლიქტში ყველა ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ იბრძვის ასადის რეჟიმის შესანარჩუნებლად. კონფლიქტში ჩართულია ირანიც.

კონფლიქტს დაწყებიდან დღემდე 300 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო მილიონობით სირიელი ლტოლვილად იქცა. 2015 წლის მონაცემებით სირიაში წელს კიდევ 42 000-მდე ადამიანია გარდაცვლილი საომარი მოქმედებების შედეგად და ეს რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სირიის ომს ბევრი მესამე მსოფლიო ომის პროლოგად მიიჩნევს, რადგან აქ ერთმანეთს კვეთს ძლიერი სახელმწიფოების ინტერესები.

სირიის ომი გავრცელდა მეზობელ ერაყშიც. მხოლოდ ამ წელს ერაყში ომის შედეგად დაღუპულია 12 000-ზე მეტი ადამიანი. ერაყში ომი 2003 წლიდან მიმდინარეობს და მთლიანობაში მან ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი შეიწირა.

ისრაელი და პალესტინა

ახლო აღმოსავლეთში კვლავ მიმდინარეობს დაუსრულებელი კონფლიქტი ისრაელსა და პალესტინას შორის, რომელიც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნით დაიწყო. ვითარება დაძაბულია თურქეთშიც, სადაც მიმდინარე წელს "ქურთისტანის მუშათა პარტიის" აქტივისტებსა და მთავრობას შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ კონფლიქტი დაიწყო. ეს კრიზისი მჭიდრო კავშირშია სირიაში მიმდინარე მოვლენებთან. ქურთები თურქეთის ხელისუფლებას "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში ადანაშაულებდნენ.

კატასტროფულია ავღანეთში მომხდარი ომების სერიის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა. 1978 წელს ავღანეთში დაწყებული შიდა დაპირისპირება სირიის მსგავსად საერთაშორისო კონფლიქტში გადაიზარდა. ავღანეთში გადაიკვეთა საბჭოთა კავშირის და ამერიკის ინტერესები. ომის შედეგად წარმოიშვა ისეთი გლობალური ტერორისტული ქსელები, როგორებიცაა ალ-ქაიდა და თალიბანი. მთლიანობაში 2 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავღანეთის დაუსრულებელ ომს, ხოლო მიმდინარე წელს დაღუპულთა რიცხვმა უკვე 28 000-ს გადააჭარბა.

იხილეთ გაგრძელება

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა