საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი
"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი

"მე თო­ლია ვარ. კი, ნამ­დვი­ლად ასე მქვია და ვა­ღი­ა­რებ, ბევ­რს აკ­ვირ­ვებს ჩემი სა­ხე­ლი. მინ­და, ჩემს გო­გოს თქვე­ნი მეშ­ვე­ო­ბით კი­დევ ერთხელ, სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ვუ­ტყდე. იცის, რომ მიყ­ვარს. მა­საც მოვ­წონ­ვარ, მაგ­რამ ჩემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­გან თავს იკა­ვებს ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ამ­ბის გამო: მე ჩ ჰე­პა­ტი­ტი მაქვს. ვიცი, ძნე­ლია ავად­მყო­ფის გვერ­დით ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ეს და­ა­ვა­დე­ბა ხომ გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლიც არ არის? მა­ი­კო, მო­მე­ცი ძალა იმის­თვის, რომ გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა­ზე და­ვი­წყო ფიქ­რი და მშობ­ლებს ექიმ­თან გავ­ყვე. მარ­ტო არა­ფე­რი მინ­და, შენ­თან ერ­თად კი ნემ­სის ჩხვლე­ტა­საც გა­ვუძ­ლებ და იმე­დი მაქვს, მთებ­საც შევძრავ. გთხოვ, და­მეხ­მა­რე და ნურც სა­კუ­თარ გუ­ლის­თქმას ეტყვი - არას. ვიცი, ისევ გიყ­ვარ­ვარ!"

თო­ლი­ას გა­მოგ­ზავ­ნილ­მა წე­რილ­მა გული მატ­კი­ნა და ალ­ბათ, არც თქვენ, ჟურ­ნა­ლის ერ­თგულ მკი­თხველს დაგ­ტო­ვებ­დათ გულ­გრილს. არ შე­მეძ­ლო, ეს წე­რი­ლი უბ­რა­ლოდ და­მე­ბეჭ­და, ამი­ტომ ბიჭს და­ვუ­რე­კე და ვთხო­ვე, უფრო მეტი რამ ეამ­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე, შეყ­ვა­რე­ბულ­ზე...

- მად­ლო­ბა, რომ და­მი­კავ­შირ­დით. ვიცი, ჟურ­ნალ­ში წე­რი­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა, მაგ­რამ ხომ იცით, ზოგ­ჯერ ესეც ამარ­თლებს. მა­გა­ლი­თად, სულ მაქვს სურ­ვი­ლი, ვინ­მემ მე­სი­ჯის ნაც­ვლად, წე­რი­ლი გა­მო­მიგ­ზავ­ნოს. კარ­თან და­ტო­ვე­ბულ, გა­ზეთ­ში გახ­ვე­ულ წე­რილს რომ გახ­სნი და წა­ი­კი­თხავ, ამას ალ­ბათ, სულ სხვა მუ­ღა­მი აქვს. ასეა ახ­ლაც და შე­იძ­ლე­ბა, ჟურ­ნა­ლი არ იყი­დოს, მაგ­რამ თუ "გზა­ში" ჩემი წე­რი­ლი და­ი­ბეჭ­დე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვიზ­რუ­ნებ, რომ ის ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის ხელ­ში მოხ­ვდეს. ჰოდა, ამან იქ­ნებ, კი­დევ ერთხელ და­ა­ფიქ­როს და მიხ­ვდეს, არას­წო­რად მექ­ცე­ვა. ჩემს ნაც­ვლად ის რომ ყო­ფი­ლი­ყო ავად (ღმერ­თმა და­ი­ფა­როს ამის­გან, ცუ­დად ყოფ­ნას ნამ­დვი­ლად არ ვუ­სურ­ვებ), ყვე­ლა­ფერს გე­ფი­ცე­ბით, არ მი­ვა­ტო­ვებ­დი. შე­ვეც­დე­ბო­დი, ყო­ველ­თვის მის გვერ­დით ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. არ ვარ ეგო­ის­ტი. ნამ­დვი­ლად არ მინ­და, ჩემ გამო ვინ­მემ ცუ­დად, რა­მე­ში დამ­ნა­შა­ვედ იგ­რძნოს თავი, მაგ­რამ უკვე მარ­თლა არ შე­მიძ­ლია ამ გო­გოს გა­რე­შე არ­სე­ბო­ბა! რომ ვი­ცო­დე, არ ვუყ­ვარ­ვარ, შე­ვეშ­ვე­ბო­დი, მაგ­რამ ვიცი, ჩემ მი­მართ აქვს გრძნო­ბე­ბი და ამ გრძნო­ბებს თო­კავს ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რაც მა­ცო­ფებს!

- ერ­თმა­ნეთს დიდი ხა­ნია, იც­ნობთ?

- კი, დიდი ხა­ნია. მე­ო­თხე კლას­ში ვი­ყა­ვი, როცა ჩემს უბან­ში გად­მო­ვი­და. ჩემი და მისი მშობ­ლე­ბი მა­ლე­ვე და­მე­გობ­რდნენ. მერე, როცა სკო­ლა­ში მივ­დი­ო­დი, ზოგ­ჯერ მა­ი­კოს მა­ყო­ლებ­დნენ, - ხელი არ გა­უშ­ვა, კლას­ში შე­იყ­ვა­ნეო. თა­ვი­დან მე­ზა­რე­ბო­და ამ გო­გო­ნას პატ­რო­ნო­ბა და ერთი სული მქონ­და, თა­ვი­დან რო­დის მო­ვი­შო­რებ­დი. ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დი, რომ სკო­ლა­ში წას­ვლი­სას ამ "ტვირ­თის­გან" თავი და­მეხ­სნა და დე­და­მისს ვე­პა­რე­ბო­დი ხოლ­მე. მერე მსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, - რა­ტომ არ წა­იყ­ვა­ნეო? მეც, თავს ვი­მარ­თლებ­დი: დამ­რჩა-მეთ­ქი (იღი­მის).

- რო­დის მიხ­ვდი, რომ მის გვერ­დით სი­ა­რუ­ლი შენ­თვის ტვირ­თი არ იყო?

- ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით მოხ­და ანუ მა­შინ, როცა წა­მო­ვი­ზარ­დე და მივ­ხვდი, რომ გო­გოს გვერ­დით სი­ა­რუ­ლი არ "ტე­ხავ­და". პი­რი­ქით, მა­ი­კოს მეშ­ვე­ო­ბით, მთე­ლი მისი კლა­სი გა­ვი­ცა­ნი. და­ბალკ­ლა­სელ გო­გო­ნებს მოვ­წონ­დი და ამით ვა­მა­ყობ­დი. ბევ­რი მა­ი­კოს მე­გო­ბა­რი დამ­დევ­და უკან და მერე ამა­ზე ორი­ვე მაგ­რად ვხა­ლი­სობ­დით. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე და სტუ­დენ­ტი გავ­ხდი, სწო­რედ მა­შინ გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე, რომ რა­ღაც მაკ­ლდა და ეს რა­ღაც მის გვერ­დით სი­ა­რუ­ლი,

მას­თან ერ­თად დღის გა­ტა­რე­ბა იყო... ერთხე­ლაც, სიყ­ვა­რულ­ში გა­მო­ვუ­ტყდი და თა­ვა­დაც აღი­ა­რა: დიდი ხა­ნია, მიყ­ვარ­ხარ, მაგ­რამ ამას ვერ გე­უბ­ნე­ბო­დი. "გულ­ზე ვსკდე­ბო­დი", როცა ჩემი კლა­სე­ლე­ბი გეპ­რან­ჭე­ბოდ­ნე­ნო.

- მა­შინ არ იცო­დი, ავად რომ იყა­ვი?

- არა, არ ვი­ცო­დი... მოკ­ლედ, არა­ვის­თვის და­მი­მა­ლავს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რომ ვი­ყა­ვი და ეს მშობ­ლებ­საც ვუ­თხა­რი. ვი­ნა­ი­დან ჩე­მე­ბი მის დედ-მა­მას­თან მე­გობ­რობ­დნენ, და­მალ­ვას აზრი არ ჰქონ­და და მა­მა­მის­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე: სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ხომ არა­ფე­რი გექ­ნე­ბათ, თუ მა­ი­კო­ზე ვიზ­რუ­ნებ-მეთ­ქი? - არა, სიძე, შე ძვე­ლო, პი­რი­ქით, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­დე­ბა, თუ ერ­თად იქ­ნე­ბი­თო. მოკ­ლედ, "დაბ­რო" მქონ­და ყვე­ლა მხრი­დან. და­ახ­ლო­ე­ბით 4 თვე ყვე­ლა­ფე­რი მაგ­რად იყო. მერე გავ­ცივ­დი. თა­ვი­დან ში­ნა­უ­რუ­ლი მე­თო­დე­ბით ვმკურ­ნა­ლობ­დი, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა რომ გა­მირ­თულ­და, ვი­კად­რე ექიმ­თან მის­ვლა. გა­ირ­კვა, რომ იმუ­ნი­ტე­ტი და­მიქ­ვე­ით­და. ანა­ლი­ზე­ბი ამი­ღეს, რა­ღა­ცე­ბი იეჭ­ვეს და სა­ბო­ლო­ოდ, ჩ ჰე­პა­ტი­ტი და­მიდ­გი­ნეს. ეს ჩემ­თვის თავ­ზე ცის ჩა­მომ­ხო­ბის ტოლ­ფა­სი იყო. თით­ქოს, მეხი გა­ვარ­და და მე და­მე­ცა.

- და მა­ი­კო­მაც მა­შინ­ვე გკრა ხელი?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი

"როცა გაიგო, რაც მჭირდა, მიმატოვა" - c ჰეპატიტით დაავადებული ბიჭის ამბავი

"მე თოლია ვარ. კი, ნამდვილად ასე მქვია და ვაღიარებ, ბევრს აკვირვებს ჩემი სახელი. მინდა, ჩემს გოგოს თქვენი მეშვეობით კიდევ ერთხელ, სიყვარულში გამოვუტყდე. იცის, რომ მიყვარს. მასაც მოვწონვარ, მაგრამ ჩემთან ურთიერთობისგან თავს იკავებს ერთი მნიშვნელოვანი ამბის გამო: მე ჩ ჰეპატიტი მაქვს. ვიცი, ძნელია ავადმყოფის გვერდით ცხოვრება, მაგრამ ეს დაავადება ხომ განუკურნებელიც არ არის? მაიკო, მომეცი ძალა იმისთვის, რომ გამოჯანმრთელებაზე დავიწყო ფიქრი და მშობლებს ექიმთან გავყვე. მარტო არაფერი მინდა, შენთან ერთად კი ნემსის ჩხვლეტასაც გავუძლებ და იმედი მაქვს, მთებსაც შევძრავ. გთხოვ, დამეხმარე და ნურც საკუთარ გულისთქმას ეტყვი - არას. ვიცი, ისევ გიყვარვარ!"

თოლიას გამოგზავნილმა წერილმა გული მატკინა და ალბათ, არც თქვენ, ჟურნალის ერთგულ მკითხველს დაგტოვებდათ გულგრილს. არ შემეძლო, ეს წერილი უბრალოდ დამებეჭდა, ამიტომ ბიჭს დავურეკე და ვთხოვე, უფრო მეტი რამ ეამბა საკუთარ თავზე, შეყვარებულზე...

- მადლობა, რომ დამიკავშირდით. ვიცი, ჟურნალში წერილების გაგზავნა მოძველებული ფორმაა, მაგრამ ხომ იცით, ზოგჯერ ესეც ამართლებს. მაგალითად, სულ მაქვს სურვილი, ვინმემ მესიჯის ნაცვლად, წერილი გამომიგზავნოს. კართან დატოვებულ, გაზეთში გახვეულ წერილს რომ გახსნი და წაიკითხავ, ამას ალბათ, სულ სხვა მუღამი აქვს. ასეა ახლაც და შეიძლება, ჟურნალი არ იყიდოს, მაგრამ თუ "გზაში" ჩემი წერილი დაიბეჭდება, ყველანაირად ვიზრუნებ, რომ ის ჩემი საყვარელი ადამიანის ხელში მოხვდეს. ჰოდა, ამან იქნებ, კიდევ ერთხელ დააფიქროს და მიხვდეს, არასწორად მექცევა. ჩემს ნაცვლად ის რომ ყოფილიყო ავად (ღმერთმა დაიფაროს ამისგან, ცუდად ყოფნას ნამდვილად არ ვუსურვებ), ყველაფერს გეფიცებით, არ მივატოვებდი. შევეცდებოდი, ყოველთვის მის გვერდით ვყოფილიყავი. არ ვარ ეგოისტი. ნამდვილად არ მინდა, ჩემ გამო ვინმემ ცუდად, რამეში დამნაშავედ იგრძნოს თავი, მაგრამ უკვე მართლა არ შემიძლია ამ გოგოს გარეშე არსებობა! რომ ვიცოდე, არ ვუყვარვარ, შევეშვებოდი, მაგრამ ვიცი, ჩემ მიმართ აქვს გრძნობები და ამ გრძნობებს თოკავს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რაც მაცოფებს!

- ერთმანეთს დიდი ხანია, იცნობთ?

- კი, დიდი ხანია. მეოთხე კლასში ვიყავი, როცა ჩემს უბანში გადმოვიდა. ჩემი და მისი მშობლები მალევე დამეგობრდნენ. მერე, როცა სკოლაში მივდიოდი, ზოგჯერ მაიკოს მაყოლებდნენ, - ხელი არ გაუშვა, კლასში შეიყვანეო. თავიდან მეზარებოდა ამ გოგონას პატრონობა და ერთი სული მქონდა, თავიდან როდის მოვიშორებდი. ყველაფერს ვაკეთებდი, რომ სკოლაში წასვლისას ამ "ტვირთისგან" თავი დამეხსნა და დედამისს ვეპარებოდი ხოლმე. მერე მსაყვედურობდნენ, - რატომ არ წაიყვანეო? მეც, თავს ვიმართლებდი: დამრჩა-მეთქი (იღიმის).

- როდის მიხვდი, რომ მის გვერდით სიარული შენთვის ტვირთი არ იყო?

- ეს მოგვიანებით მოხდა ანუ მაშინ, როცა წამოვიზარდე და მივხვდი, რომ გოგოს გვერდით სიარული არ "ტეხავდა". პირიქით, მაიკოს მეშვეობით, მთელი მისი კლასი გავიცანი. დაბალკლასელ გოგონებს მოვწონდი და ამით ვამაყობდი. ბევრი მაიკოს მეგობარი დამდევდა უკან და მერე ამაზე ორივე მაგრად ვხალისობდით. სკოლა რომ დავამთავრე და სტუდენტი გავხდი, სწორედ მაშინ გავაანალიზე, რომ რაღაც მაკლდა და ეს რაღაც მის გვერდით სიარული,

მასთან ერთად დღის გატარება იყო... ერთხელაც, სიყვარულში გამოვუტყდი და თავადაც აღიარა: დიდი ხანია, მიყვარხარ, მაგრამ ამას ვერ გეუბნებოდი. "გულზე ვსკდებოდი", როცა ჩემი კლასელები გეპრანჭებოდნენო.

- მაშინ არ იცოდი, ავად რომ იყავი?

- არა, არ ვიცოდი... მოკლედ, არავისთვის დამიმალავს, შეყვარებული რომ ვიყავი და ეს მშობლებსაც ვუთხარი. ვინაიდან ჩემები მის დედ-მამასთან მეგობრობდნენ, დამალვას აზრი არ ჰქონდა და მამამისსაც დაველაპარაკე: საწინააღმდეგო ხომ არაფერი გექნებათ, თუ მაიკოზე ვიზრუნებ-მეთქი? - არა, სიძე, შე ძველო, პირიქით, ძალიან გამიხარდება, თუ ერთად იქნებითო. მოკლედ, "დაბრო" მქონდა ყველა მხრიდან. დაახლოებით 4 თვე ყველაფერი მაგრად იყო. მერე გავცივდი. თავიდან შინაურული მეთოდებით ვმკურნალობდი, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა რომ გამირთულდა, ვიკადრე ექიმთან მისვლა. გაირკვა, რომ იმუნიტეტი დამიქვეითდა. ანალიზები ამიღეს, რაღაცები იეჭვეს და საბოლოოდ, ჩ ჰეპატიტი დამიდგინეს. ეს ჩემთვის თავზე ცის ჩამომხობის ტოლფასი იყო. თითქოს, მეხი გავარდა და მე დამეცა.

- და მაიკომაც მაშინვე გკრა ხელი?

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია