სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრისტი ყიფშიძის წარმატების ფორმულა
კრისტი ყიფშიძის წარმატების ფორმულა

21 წე­ლია, პო­დი­უმ­ზე დგას. ყო­ველ­თვის ფორ­მა­შია და ამი­ტო­მაც, ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით იწ­ვევს სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ზე.

რა არის კრის­ტი ყიფ­ში­ძის წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლა და რო­დის გრძნობს ის თავს ყვე­ლა­ზე თა­ვი­სუფ­ლად? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე მო­დელ­მა გუ­ლახ­დი­ლად გვი­პა­სუ­ხა.

ბავ­შვო­ბა

- ძა­ლი­ან ბე­ჯი­თი, ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ჯერ კი­დევ სა­ბავ­შვო ბა­ღის ასა­კი­დან, აქ­ტი­უ­რად გახ­ლდით ჩარ­თუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, სპექ­ტაკ­ლებ­ში... მიყ­ვარ­და წიგ­ნე­ბის კი­თხვა. გა­მუდ­მე­ბით ვკი­თხუ­ლობ­დი ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ზღაპ­რებ­სა და მო­თხრო­ბებს. ჯერ კი­დევ სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე ვი­ცო­დი წერა-კი­თხვა.

- ცელ­ქი იყა­ვი?

- ვერ ვიხ­სე­ნებ, რომ ჩემი სი­ცელ­ქით ვინ­მე გა­მებ­რა­ზე­ბი­ნოს. ისე კი, მეტ-ნაკ­ლე­ბად ყვე­ლა ბავ­შვი მო­უს­ვე­ნა­რია... გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ უზ­რდე­ლუ­რად არას­დროს მოვ­ქცე­ულ­ვარ... ჩემი და რომ და­ი­ბა­და, თურ­მე, მშობ­ლებს ეში­ნო­დათ: ნე­ტავ, დედ­მა­მიშ­ვილს რო­გორ მი­ი­ღებ­სო?

- პირ­ვე­ლად რომ და­ი­ნა­ხე, იეჭ­ვი­ა­ნე?

- არა, არ მი­ეჭ­ვი­ა­ნია... მახ­სოვს, ყუ­რა­დღე­ბა არც კი მი­მიქ­ცე­ვია მის­თვის. რა­ღაც­ნა­ი­რად, "იგ­ნო­რი~ გა­ვუ­კე­თე (იცი­ნის)...

- ახლა ეჭ­ვი­ა­ნობ?

- არა, თა­მა­მად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­ზე არას­დროს ვეჭ­ვი­ა­ნობ.

- მშობ­ლე­ბის­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად, შე­ნიშ­ვნას რის გამო იღებ­დი?

- მშობ­ლებს ყო­ველ­თვის ვუ­ჯე­რებ­დი. ერთხელ რომ რა­ღა­ცის გამო მი­საყ­ვე­დუ­რებ­დნენ, მე­ო­რედ იმას აღარ გა­ვა­კე­თებ­დი. მოკ­ლედ, დამ­ჯე­რი გო­გო­ნა ვი­ყა­ვი (იღი­მის).

- სა­ბავ­შვო ბაღ­ში სი­ა­რუ­ლი მოგ­წონ­და?

- სა­ბავ­შვო ბაღი სახ­ლთან ძა­ლი­ან ახ­ლოს იყო და ჩემი ოთა­ხის ფან­ჯრე­ბი­დან იქა­უ­რო­ბა კარ­გად ჩან­და. ერთხელ, როცა სურ­დო მქონ­და და ბაღი გა­ვაც­დი­ნე. მთე­ლი დღე ფან­ჯრის რა­ფა­ზე ვი­ჯე­ქი და ვე­ლო­დე­ბი, რო­დის გა­მო­ვი­დოდ­ნენ ჩემი მე­გობ­რე­ბი ბა­ღი­დან, რომ მათ­თვის ფან­ჯრი­დან შო­კო­ლა­დე­ბი ჩა­მე­ყა­რა.

- ანუ მე­გობ­რე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა ბავ­შვო­ბი­დან იცი?

- კი, მე­გობ­რებ­სა და საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს უყუ­რა­დღე­ბოდ არას­დროს ვტო­ვებ.

გა­მო­უ­ყე­ნე­ბე­ლი პრო­ფე­სია

- ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ყო­ველ­თვის მოგ­წონ­და?

- დიახ, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ყოფ­ნა ბავ­შვო­ბი­დან­ვე მიყ­ვარს. მიღ­წე­უ­ლით არას­დროს ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი... 21 წე­ლია, სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი და ჩემი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა ეტაპ­ზე, დიდი ინ­ტე­რე­სი­თა და მონ­დო­მე­ბით ვა­კე­თებ­დი საქ­მეს. მინ­და, მო­მა­ვალ­ში უფრო მეტს მი­ვაღ­წიო და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნი ვიყო.

- გარ­და იმი­სა, რომ მო­დე­ლი ხარ, რა პრო­ფე­სია გაქვს?

- სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ რა­ტომ­ღაც, უცხო ენებ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მთე­ლი 5 წელი ვის­წავ­ლე. ჩემი სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ო­დი 90-იან წლებს და­ემ­თხვა. ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი პე­რი­ო­დი. სწავ­ლის­თვის ძა­ლი­ან ცუდი პი­რო­ბე­ბი გვქონ­და. თუმ­ცა, უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა მა­ინც მო­ვა­ხერ­ხე.

- რო­მელ უცხო ენას ფლობ?

- პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის პე­და­გო­გი ვარ.

- ამ პრო­ფე­სი­ით ოდეს­მე გი­მუ­შა­ვია?

- არას­დროს და სი­მარ­თლე გი­თხრათ, სურ­ვი­ლიც არას­დროს გამ­ჩე­ნია.

იღ­ბა­ლი და საქ­მის სიყ­ვა­რუ­ლი ... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

კრისტი ყიფშიძის წარმატების ფორმულა

კრისტი ყიფშიძის წარმატების ფორმულა

21 წელია, პოდიუმზე დგას. ყოველთვის ფორმაშია და ამიტომაც, ყველა წარმატებული ქართველი დიზაინერი სიამოვნებით იწვევს საკუთარ ჩვენებაზე.

რა არის კრისტი ყიფშიძის წარმატების ფორმულა და როდის გრძნობს ის თავს ყველაზე თავისუფლად? - ამ და სხვა კითხვებზე მოდელმა გულახდილად გვიპასუხა.

ბავშვობა

- ძალიან ბეჯითი, ჭკვიანი ბავშვი ვიყავი. ჯერ კიდევ საბავშვო ბაღის ასაკიდან, აქტიურად გახლდით ჩართული ღონისძიებებში, სპექტაკლებში... მიყვარდა წიგნების კითხვა. გამუდმებით ვკითხულობდი ჩემთვის საინტერესო ზღაპრებსა და მოთხრობებს. ჯერ კიდევ სკოლაში შესვლამდე ვიცოდი წერა-კითხვა.

- ცელქი იყავი?

- ვერ ვიხსენებ, რომ ჩემი სიცელქით ვინმე გამებრაზებინოს. ისე კი, მეტ-ნაკლებად ყველა ბავშვი მოუსვენარია... განებივრებული ვიყავი, მაგრამ უზრდელურად არასდროს მოვქცეულვარ... ჩემი და რომ დაიბადა, თურმე, მშობლებს ეშინოდათ: ნეტავ, დედმამიშვილს როგორ მიიღებსო?

- პირველად რომ დაინახე, იეჭვიანე?

- არა, არ მიეჭვიანია... მახსოვს, ყურადღება არც კი მიმიქცევია მისთვის. რაღაცნაირად, `იგნორი~ გავუკეთე (იცინის)...

- ახლა ეჭვიანობ?

- არა, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საყვარელ ადამიანებზე არასდროს ვეჭვიანობ.

- მშობლებისგან ყველაზე ხშირად, შენიშვნას რის გამო იღებდი?

- მშობლებს ყოველთვის ვუჯერებდი. ერთხელ რომ რაღაცის გამო მისაყვედურებდნენ, მეორედ იმას აღარ გავაკეთებდი. მოკლედ, დამჯერი გოგონა ვიყავი (იღიმის).

- საბავშვო ბაღში სიარული მოგწონდა?

- საბავშვო ბაღი სახლთან ძალიან ახლოს იყო და ჩემი ოთახის ფანჯრებიდან იქაურობა კარგად ჩანდა. ერთხელ, როცა სურდო მქონდა და ბაღი გავაცდინე. მთელი დღე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ველოდები, როდის გამოვიდოდნენ ჩემი მეგობრები ბაღიდან, რომ მათთვის ფანჯრიდან შოკოლადები ჩამეყარა.

- ანუ მეგობრების პატივისცემა ბავშვობიდან იცი?

- კი, მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს უყურადღებოდ არასდროს ვტოვებ.

გამოუყენებელი პროფესია

- ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის მოგწონდა?

- დიახ, ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდანვე მიყვარს. მიღწეულით არასდროს ვკმაყოფილდები... 21 წელია, სამოდელო საქმიანობას ვეწევი და ჩემი ცხოვრების ყველა ეტაპზე, დიდი ინტერესითა და მონდომებით ვაკეთებდი საქმეს. მინდა, მომავალში უფრო მეტს მივაღწიო და საზოგადოებისთვის ყოველთვის საინტერესო ადამიანი ვიყო.

- გარდა იმისა, რომ მოდელი ხარ, რა პროფესია გაქვს?

- სკოლის დამთავრების შემდეგ რატომღაც, უცხო ენებზე ჩავაბარე. უნივერსიტეტში მთელი 5 წელი ვისწავლე. ჩემი სტუდენტობის პერიოდი 90-იან წლებს დაემთხვა. ეს იყო ყველაზე საშინელი პერიოდი. სწავლისთვის ძალიან ცუდი პირობები გვქონდა. თუმცა, უნივერსიტეტის დამთავრება მაინც მოვახერხე.

- რომელ უცხო ენას ფლობ?

- პროფესიით ინგლისური ენის პედაგოგი ვარ.

- ამ პროფესიით ოდესმე გიმუშავია?

- არასდროს და სიმართლე გითხრათ, სურვილიც არასდროს გამჩენია.

იღბალი და საქმის სიყვარული ... განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება