რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს დაკვეთით სტუდია "პილოტმა" გადაიღო ანიმაციური ფილმი, რომელიც აშკარად იდეოლოგიური დატვირთვისაა და მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთი და საქართველო ერთმორწმუნე ქვეყნები არიან. ანიმაციის დასაწყისში გაკვრით საუბარია საქართველოს უძველეს ისტორიაზე, ხოლო შემდეგ მას მოსდევს ქართული ზღაპარი "შავი ყორნის საჩუქრები", რომლის მთავრი გმირი, სულელი გლეხი მანამ ვერ სწავლობს ჭკუას, სანამ თავში კეტი არ მოხვდება.