პოლიტიკა
საზოგადოება

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსების საზღვარგარეთული გამოსვლები - სამი პრეზიდენტის მრჩეველი მათ კორექტულობასა და ტაქტიანობაზე
ქართველი პოლიტიკოსების საზღვარგარეთული გამოსვლები - სამი პრეზიდენტის მრჩეველი მათ კორექტულობასა და ტაქტიანობაზე

ექ­სპერ­ტი, სამი პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ვე­ლი - სოსო ცინ­ცა­ძე ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის სა­ზღვარ­გა­რე­თუ­ლი გა­მოს­ვლე­ბის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა და მათი მოხ­სე­ნე­ბე­ბის კო­რექ­ტუ­ლო­ბა­სა და ტაქ­ტი­ა­ნო­ბას აფა­სებს:

პრე­მი­ე­რი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი

- თუ ვი­სა­უბ­რებთ პრე­მი­ე­რის, რო­გორც ჩვენ­ნა­ი­რი პა­ტა­რა და ღა­რი­ბი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლის გა­მოს­ვლა­ზე გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბლე­ა­ზე, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ ტარ­დე­ბა, ეს იყო ზო­მი­ე­რი და უპ­რე­ტენ­ზიო გა­მოს­ვლა. სხვა რამ პრე­მი­ერს არც მო­ე­თხო­ვე­ბო­და. ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ხში­რად გა­მო­დი­ან ევ­რო­საბ­ჭო­ში და იქ უკვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბია. მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ უტაქ­ტო და არა­დიპ­ლო­მა­ტი­უ­რია, ქვეყ­ნი­სათ­ვის წამ­გე­ბი­ა­ნია. ევ­რო­საბ­ჭოს რე­ზო­ლუ­ცია შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვე­წო­ნოს, შე­იძ­ლე­ბა - არა, მაგ­რამ ერთი რამ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ მისი ავ­ტო­რე­ბი ევ­რო­პე­ლი ამომ­რჩევ­ლე­ბის მიერ შერ­ჩე­უ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი არი­ან. ისი­ნი ფორ­მა­ლუ­რად მა­ინც გა­მო­ხა­ტა­ვენ ევ­რო­პე­ლე­ბის აზრს. გარ­და ამი­სა, ევ­რო­კავ­შირ­სა და ნა­ტო­ში ჩვე­ნი მი­ღე­ბა, სამ­წუ­ხა­როდ თუ სა­ბედ­ნი­ე­როდ, რე­ფე­რენ­დუ­მის გზით არ ხდე­ბა, ევ­რო­პე­ლი დი­ა­სახ­ლი­სე­ბი არ გა­მო­დი­ან და არ აფიქ­სი­რე­ბენ, სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­კავ­შირ­ში მი­ი­ღონ თუ არა. ამას პო­ლი­ტი­კო­სე­ბი წყვე­ტენ და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს.

ერთი გან­ცხა­დე­ბა - ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რის - ქალ­ბა­ტო­ნი კო­ბა­ხი­ძი­სა, შე­იძ­ლე­ბა მო­ვიშ­ვე­ლი­ოთ, რო­მელ­მაც თქვა, რომ ის ბრალს სდებს... "მე ბრალს ვდებ" ის­ტო­რი­უ­ლი რეპ­ლი­კა იყო, რო­მე­ლიც ემილ ზო­ლამ თქვა სტა­ტი­ა­ში და ბო­დი­ში ახლა, ზოლა და კო­ბა­ხი­ძე ცოტა სხვა გან­ზო­მი­ლე­ბებ­ში არი­ან. ვის სდებს ბრალს? გა­სა­გე­ბია, რომ ამ დროს მხედ­ვე­ლო­ბა­ში კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ჰყავ­და, მაგ­რამ თვი­თონ ევ­რო­საბ­ჭოს­თვის, რო­გორც ინ­სტი­ტუ­ტის­თვის, ეს ბრალ­დე­ბა უკვე ზო­გა­დია და ყვე­ლა სა­კუ­თარ თავ­ზე იღებს. ისი­ნი ამ დის­კუ­სი­ა­ში ღიად არ ჩა­ებ­მე­ბი­ან, მაგ­რამ არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა გა­ვი­გო, ვიწ­რო წრე­ში თა­ვის­თვის თქვან, მათ სა­პარ­ლა­მენ­ტო ეთი­კაც კი არ იცი­ა­ნო.

არ ვიცი, რა შე­ფა­სე­ბა მივ­ცე იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქმე­დე­ბას, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ან­თი რო­ყიო და უტაქ­ტო გან­ცხა­დე­ბე­ბით ქვე­ყა­ნას ევ­რო­პას აშო­რე­ბენ. ეს დი­ა­ლო­გის ევ­რო­პუ­ლი სტი­ლი არ არის. ისი­ნი თა­ვი­ანთ შე­ნიშ­ვნებ­შიც კი ძალ­ზე მო­ზო­მი­ლე­ბი არი­ან და ოფი­ცი­ა­ლუ­რად ორ-სამ­ჯერ ნაკ­ლებს ამ­ბო­ბენ, ვიდ­რე ფიქ­რო­ბენ. ვში­შობ, რომ ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი ბუ­მე­რან­გი­ვით დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა. რე­ცეპ­ტი არ მაქვს, რამე ვურ­ჩიო, მაგ­რამ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, როცა სა­ქარ­თვე­ლო­დან დე­ლე­გა­ცია მი­დის, ვინ­მემ და­ა­რი­გოს, რა უნდა თქვან და რა - არა. სი­ტყვა, რეპ­ლი­კა, ყვე­ლა­ფე­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნდა იყოს. ჩვენ­თან არც სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, არც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლა გვაქვს - ყველ­გან შემ­თხვე­ვი­თი ხალ­ხია და რამე რომ ურ­ჩიო, შე­უ­რა­ცხყო­ფად მი­ი­ღე­ბენ.

- შე­და­რე­ბა რომ მო­ვახ­დი­ნოთ, წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უკე­თე­სი დიპ­ლო­მა­ტი­ით გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ?

- არა, რო­გორ გე­კად­რე­ბათ, არც ისი­ნი... წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­დო­მე­ბი არას­დრო­საა ინ­დულ­გენ­ცია მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხდე­ბა. ყვე­ლა სა­კუ­თარ ქმე­დე­ბა­ზე აგებს პა­სუხს და არ აქვს უფ­ლე­ბა, ხელი გა­იშ­ვი­როს წი­ნა­მორ­ბე­დის­კენ. მით უმე­ტეს, სატ­რა­ბა­ხო არა­ფე­რი გაქვს, ქვე­ყა­ნა­ში პენ­სია 160 ლა­რია, რო­მე­ლიც ორი დღის სა­დი­ლის­თვი­საც კი არ არის საკ­მა­რი­სი.

დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლა

- ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი სკო­ლა არ არ­სე­ბობს, სა­ი­დან უნდა იყოს? ფრან­გულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ სკო­ლას 300 წლის ის­ტო­რია აქვს, ინ­გლი­სურს - 400 წლის. ამე­რი­კე­ლებს ეს სკო­ლა არ აქვთ და რო­გორც დიპ­ლო­მა­ტე­ბის, მათი ფასი ნუ­ლია, მაგ­რამ მათ არ სჭირ­დე­ბათ კარ­გი დიპ­ლო­მა­ტო­ბა, რად­გან

ისი­ნი მოქ­მე­დე­ბენ პრინ­ცი­პით - "ძალა მაქვს, ჭკუა არ მჭირ­დე­ბა". ჩვენ, ვი­საც სხვა არა­ნა­ი­რი ბერ­კე­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია, გარ­და პი­რა­დი კონ­ტაქ­ტე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­სა, მე­გობ­რე­ბის მომ­რავ­ლე­ბის ნაც­ვლად, ჩვე­ნი ელ­ჩე­ბი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი მათ რიგს უფრო გვიმ­ცი­რე­ბენ.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ქართველი პოლიტიკოსების საზღვარგარეთული გამოსვლები - სამი პრეზიდენტის მრჩეველი მათ კორექტულობასა და ტაქტიანობაზე

ქართველი პოლიტიკოსების საზღვარგარეთული გამოსვლები - სამი პრეზიდენტის მრჩეველი მათ კორექტულობასა და ტაქტიანობაზე

ექსპერტი, სამი პრეზიდენტის მრჩეველი - სოსო ცინცაძე ქართველი პოლიტიკოსების საზღვარგარეთული გამოსვლების შესახებ გვესაუბრება და მათი მოხსენებების კორექტულობასა და ტაქტიანობას აფასებს:

პრემიერი და პარლამენტარები

- თუ ვისაუბრებთ პრემიერის, როგორც ჩვენნაირი პატარა და ღარიბი ქვეყნის წარმომადგენლის გამოსვლაზე გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება, ეს იყო ზომიერი და უპრეტენზიო გამოსვლა. სხვა რამ პრემიერს არც მოეთხოვებოდა. ჩვენი პარლამენტარები ხშირად გამოდიან ევროსაბჭოში და იქ უკვე სერიოზული პრობლემებია. მათი განცხადებები, გარდა იმისა, რომ უტაქტო და არადიპლომატიურია, ქვეყნისათვის წამგებიანია. ევროსაბჭოს რეზოლუცია შეიძლება მოგვეწონოს, შეიძლება - არა, მაგრამ ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, რომ მისი ავტორები ევროპელი ამომრჩევლების მიერ შერჩეული პოლიტიკოსები არიან. ისინი ფორმალურად მაინც გამოხატავენ ევროპელების აზრს. გარდა ამისა, ევროკავშირსა და ნატოში ჩვენი მიღება, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, რეფერენდუმის გზით არ ხდება, ევროპელი დიასახლისები არ გამოდიან და არ აფიქსირებენ, საქართველო ევროკავშირში მიიღონ თუ არა. ამას პოლიტიკოსები წყვეტენ და მათთან ურთიერთობაში სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ერთი განცხადება - ჩვენი პირველი ვიცე-სპიკერის - ქალბატონი კობახიძისა, შეიძლება მოვიშველიოთ, რომელმაც თქვა, რომ ის ბრალს სდებს... "მე ბრალს ვდებ" ისტორიული რეპლიკა იყო, რომელიც ემილ ზოლამ თქვა სტატიაში და ბოდიში ახლა, ზოლა და კობახიძე ცოტა სხვა განზომილებებში არიან. ვის სდებს ბრალს? გასაგებია, რომ ამ დროს მხედველობაში კონკრეტული პიროვნება ჰყავდა, მაგრამ თვითონ ევროსაბჭოსთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, ეს ბრალდება უკვე ზოგადია და ყველა საკუთარ თავზე იღებს. ისინი ამ დისკუსიაში ღიად არ ჩაებმებიან, მაგრამ არ გამიკვირდება გავიგო, ვიწრო წრეში თავისთვის თქვან, მათ საპარლამენტო ეთიკაც კი არ იციანო.

არ ვიცი, რა შეფასება მივცე იმ პოლიტიკოსების ქმედებას, რომლებიც თავიანთი როყიო და უტაქტო განცხადებებით ქვეყანას ევროპას აშორებენ. ეს დიალოგის ევროპული სტილი არ არის. ისინი თავიანთ შენიშვნებშიც კი ძალზე მოზომილები არიან და ოფიციალურად ორ-სამჯერ ნაკლებს ამბობენ, ვიდრე ფიქრობენ. ვშიშობ, რომ ასეთი განცხადებები ბუმერანგივით დაგვიბრუნდება. რეცეპტი არ მაქვს, რამე ვურჩიო, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, როცა საქართველოდან დელეგაცია მიდის, ვინმემ დაარიგოს, რა უნდა თქვან და რა - არა. სიტყვა, რეპლიკა, ყველაფერი მომზადებული უნდა იყოს. ჩვენთან არც საგარეო საქმეთა სამინისტროა თავისი ფუნქციის შემსრულებელი, არც დიპლომატიური სკოლა გვაქვს - ყველგან შემთხვევითი ხალხია და რამე რომ ურჩიო, შეურაცხყოფად მიიღებენ.

- შედარება რომ მოვახდინოთ, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები უკეთესი დიპლომატიით გამოირჩეოდნენ?

- არა, როგორ გეკადრებათ, არც ისინი... წინა ხელისუფლების შეცდომები არასდროსაა ინდულგენცია მოქმედი ხელისუფლებისთვის. ეს მხოლოდ საქართველოში ხდება. ყველა საკუთარ ქმედებაზე აგებს პასუხს და არ აქვს უფლება, ხელი გაიშვიროს წინამორბედისკენ. მით უმეტეს, სატრაბახო არაფერი გაქვს, ქვეყანაში პენსია 160 ლარია, რომელიც ორი დღის სადილისთვისაც კი არ არის საკმარისი.

დიპლომატიური სკოლა

- ქართული დიპლომატიური სკოლა არ არსებობს, საიდან უნდა იყოს? ფრანგულ დიპლომატიურ სკოლას 300 წლის ისტორია აქვს, ინგლისურს - 400 წლის. ამერიკელებს ეს სკოლა არ აქვთ და როგორც დიპლომატების, მათი ფასი ნულია, მაგრამ მათ არ სჭირდებათ კარგი დიპლომატობა, რადგან

ისინი მოქმედებენ პრინციპით - "ძალა მაქვს, ჭკუა არ მჭირდება". ჩვენ, ვისაც სხვა არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია, გარდა პირადი კონტაქტებისა და ურთიერთობებისა, მეგობრების მომრავლების ნაცვლად, ჩვენი ელჩები და პარლამენტარები მათ რიგს უფრო გვიმცირებენ.

გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."