საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე
"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

მაია ჯა­ბუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლი ლიზა ყე­ნია, ბოლო დროს აღარც თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბით აკ­ვირ­ვებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას და არც სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლა. თუმ­ცა მის მი­მართ ინ­ტე­რე­სი მა­ინც არ წყდე­ბა.

- ამ­ჟა­მად დროს სწავ­ლას ვუთ­მობ. მინ­და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ცდე და ამე­რი­კა­ში ვის­წავ­ლო. ვემ­ზა­დე­ბი რე­პე­ტი­ტო­რებ­თან, მუ­სი­კა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა­დან არა­ფე­რი ხდე­ბა. გა­მე­ხარ­დე­ბა თუ ამე­რი­კა­ში მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რებ. მე რო­მელ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­შიც მინ­და სწავ­ლა, მა­ღა­ლი დო­ნის და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბია, ვნა­ხოთ რა იქ­ნე­ბა. როცა დე­დას ვუ­თხა­რი ჩემი ამე­რი­კა­ში წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ, თა­ვი­დან არ აღიქ­ვა სე­რი­ო­ზუ­ლად, მე­უბ­ნე­ბო­და წა­დიო, მაგ­რამ ახლა უკვე მი­თხრა, ერ­თა­დერ­თი გოგო მყავ­ხარ და ამე­რი­კა­ში რო­გორ გა­გიშ­ვაო, მაგ­რამ აქვს ჩემი იმე­დი.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ამე­რი­კა­ში სწავ­ლა?

- მუ­სი­კა­ლუ­რი თე­ატ­რის ფა­კულ­ტე­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის. ში­ნა­გა­ნად მსა­ხი­ო­ბი უფრო ვარ, ვიდ­რე მომ­ღე­რა­ლი, მუ­სი­კა­ლურ თე­ატ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე თუ ჩა­ვა­ბა­რებ, ორი­ვე სფე­რო­ში გახ­სნი­ლი მექ­ნე­ბა გზა და შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბა.

- არ გე­ში­ნია ამე­რი­კა­ში მარ­ტო ცხოვ­რე­ბის?

- არ მე­ში­ნია, უბ­რა­ლოდ აქ არას­დროს შეგ­ხვდე­ბა ის სირ­თუ­ლე­ე­ბი, რაც იქ. თუნ­დაც პა­ტა­რა მარ­ტო რომ მი­დი­ხარ, უცხო ენა­ზე გი­წევს სწავ­ლა და ა.შ. მე და­მო­უ­კი­დებ­ლად გამ­ზარ­და დე­დამ და მიყ­ვარს გა­მოწ­ვე­ვე­ბი. ორი ძმა მყავს და ორი­ვე დე­და­ჩემ­ზე არის დღემ­დე მი­წე­ბე­ბუ­ლი, მე კი ცალ­კე ვარ.

- როცა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­მა­მი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნე, დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რო­გორ შეხ­ვდნენ ამას?

- არ ვი­ცო­დი ასე­თი ამ­ბა­ვი თუ მოყ­ვე­ბო­და. ამას ყვე­ლა ჩემი თა­ნა­ტო­ლი აკე­თებ­და, მაგ­რამ ჩემი გა­მო­არ­ჩი­ეს და გახ­და სკან­და­ლუ­რი. ეს მოხ­და შემ­თხვე­ვით, რა­შიც ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­უ­ძღვით დიდი წვლი­ლი. ისე­თი ხალ­ხი მლან­ძღავ­და, მათი შვი­ლე­ბიც ანა­ლო­გი­ურ ფო­ტო­ებს დებ­დნენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ჩემ­თვის სა­სა­ცი­ლო იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რად­გან სე­რი­ო­ზუ­ლად არ გა­და­მი­ღია ის ფო­ტო­ე­ბი. ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩემს აზ­რზზე იყ­ვნენ, უბ­რა­ლოდ დე­დამ მი­თხრა, შენ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხარ და ნაკ­ლე­ბად იაქ­ტი­უ­რეო. ჩემი ძმე­ბი არ ჩა­ნან, მათ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ზუს­ტად ისე იგე­ბენ ჩემს ყვე­ლა ნა­ბიჯს, რო­გორც არის.

- სიმ­ღე­რის გარ­და რითი ხარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი?

- მინ­და ვი­ცო­დე რამ­დე­ნი­მე ენა, ვხა­ტავ, ვა­კე­თებ ჩა­ნა­წე­რებს. ძა­ლი­ან ცუდ ხა­სი­ათ­ზე როცა ვარ, მა­შინ ან ვწერ, ან ვხა­ტავ. ბავ­შვო­ბა­ში უფრო ხში­რად ვხა­ტავ­დი. დე­და­ჩე­მის მე­უღ­ლე ვახო მი­ბიძ­გებ­და ხატ­ვის­კენ, რად­გან ძა­ლი­ან მოს­წონ­და, სამ ნა­ხატს რომ დავ­ხა­ტავ­დი, ერთ-ერთს აარ­ჩევ­და და ფულს მაძ­ლევ­და. მას­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, მისი გაზ­რდი­ლი ვარ.

- რო­გორ გა­და­ლა­ხა თქვენ­მა ოჯახ­მა ის პე­რი­ო­დი, როცა დედა დაბ­ლო­კი­ლი იყო, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი?

- ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი სა­კუ­თარ პრობ­ლე­მებს ბავ­შვებს არ გვა­გე­ბი­ნე­ბენ. როცა ხე­დავ, რომ დედა, რო­მელ­მაც მისი ცხოვ­რე­ბის 90% შეს­წი­რა სიმ­ღე­რას და აღარ მღე­რის, სა­წყე­ნია. რთუ­ლად გა­და­სა­ტა­ნი იყო, დე­დას რომ აღარ ვხე­დავ­დი სცე­ნა­ზე.

- სულ ცოტა ხნის წინ, ქა­ლაქ­ში გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი თით­ქოს ერეკ­ლე კო­დუ­ას უმ­ცრო­სი ვა­ჟის, ნო­და­რი­კოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ, ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც გი­დევს, რა ხდე­ბა თქვენს შო­რის?

- მე და ნო­დომ ერ­თმა­ნე­თი სა­ერ­თო მე­გო­ბარ­მა გაგ­ვაც­ნო, თა­ნა­ტო­ლე­ბი ვართ, ერ­თნა­ი­რი ხა­სი­ა­თე­ბი გვაქვს, ად­ვი­ლად გა­ვუ­გეთ ერ­თმა­ნეთს და დავ­მე­გობ­რდით. ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს და ერთ-ერთი არის ნო­და­რი­კო. ახლა ორი­ვეს ისე­თი ასა­კი გვაქვს, სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა­ზე ზრუნ­ვა გვი­წევს, თან ნო­დოც და­კა­ვე­ბუ­ლია, ის ავ­ტომრბო­ლე­ლია და მეც ჩემს კა­რი­ე­რას უნდა მივ­ხე­დო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

"ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს" - ლიზა ყენია კოდუას ვაჟთან ურთიერთობაზე, ოჯახსა და კარიერაზე

მაია ჯაბუას ქალიშვილი ლიზა ყენია, ბოლო დროს აღარც თამამი ფოტოებით აკვირვებს საზოგადოებას და არც სცენაზე გამოჩენილა. თუმცა მის მიმართ ინტერესი მაინც არ წყდება.

- ამჟამად დროს სწავლას ვუთმობ. მინდა საქართველოს გავცდე და ამერიკაში ვისწავლო. ვემზადები რეპეტიტორებთან, მუსიკალური თვალსაზრისით ვერაფერს ვაკეთებ საქართველოში, რადან არაფერი ხდება. გამეხარდება თუ ამერიკაში მუსიკალური თეატრის ფაკულტეტზე ჩავაბარებ. მე რომელ უნივერსიტეტებშიც მინდა სწავლა, მაღალი დონის და ძვირადღირებული უნივერსიტეტებია, ვნახოთ რა იქნება. როცა დედას ვუთხარი ჩემი ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილების შესახებ, თავიდან არ აღიქვა სერიოზულად, მეუბნებოდა წადიო, მაგრამ ახლა უკვე მითხრა, ერთადერთი გოგო მყავხარ და ამერიკაში როგორ გაგიშვაო, მაგრამ აქვს ჩემი იმედი.

- რატომ გადაწყვიტე ამერიკაში სწავლა?

- მუსიკალური თეატრის ფაკულტეტი საქართველოში არ არის. შინაგანად მსახიობი უფრო ვარ, ვიდრე მომღერალი, მუსიკალურ თეატრის ფაკულტეტზე თუ ჩავაბარებ, ორივე სფეროში გახსნილი მექნება გზა და შესაბამისი განათლება.

- არ გეშინია ამერიკაში მარტო ცხოვრების?

- არ მეშინია, უბრალოდ აქ არასდროს შეგხვდება ის სირთულეები, რაც იქ. თუნდაც პატარა მარტო რომ მიდიხარ, უცხო ენაზე გიწევს სწავლა და ა.შ. მე დამოუკიდებლად გამზარდა დედამ და მიყვარს გამოწვევები. ორი ძმა მყავს და ორივე დედაჩემზე არის დღემდე მიწებებული, მე კი ცალკე ვარ.

- როცა სოციალურ ქსელში თამამი ფოტოები გამოაქვეყნე, დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შენი ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ ამას?

- არ ვიცოდი ასეთი ამბავი თუ მოყვებოდა. ამას ყველა ჩემი თანატოლი აკეთებდა, მაგრამ ჩემი გამოარჩიეს და გახდა სკანდალური. ეს მოხდა შემთხვევით, რაშიც ჟურნალისტებს მიუძღვით დიდი წვლილი. ისეთი ხალხი მლანძღავდა, მათი შვილებიც ანალოგიურ ფოტოებს დებდნენ სოციალურ ქსელში. ჩემთვის სასაცილო იყო ეს ყველაფერი, რადგან სერიოზულად არ გადამიღია ის ფოტოები. ოჯახის წევრებიც ჩემს აზრზზე იყვნენ, უბრალოდ დედამ მითხრა, შენ ყურადღების ცენტრში ხარ და ნაკლებად იაქტიურეო. ჩემი ძმები არ ჩანან, მათთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს. ზუსტად ისე იგებენ ჩემს ყველა ნაბიჯს, როგორც არის.

- სიმღერის გარდა რითი ხარ გატაცებული?

- მინდა ვიცოდე რამდენიმე ენა, ვხატავ, ვაკეთებ ჩანაწერებს. ძალიან ცუდ ხასიათზე როცა ვარ, მაშინ ან ვწერ, ან ვხატავ. ბავშვობაში უფრო ხშირად ვხატავდი. დედაჩემის მეუღლე ვახო მიბიძგებდა ხატვისკენ, რადგან ძალიან მოსწონდა, სამ ნახატს რომ დავხატავდი, ერთ-ერთს აარჩევდა და ფულს მაძლევდა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მისი გაზრდილი ვარ.

- როგორ გადალახა თქვენმა ოჯახმა ის პერიოდი, როცა დედა დაბლოკილი იყო, როგორც მომღერალი?

- ჩემი ოჯახის წევრები საკუთარ პრობლემებს ბავშვებს არ გვაგებინებენ. როცა ხედავ, რომ დედა, რომელმაც მისი ცხოვრების 90% შესწირა სიმღერას და აღარ მღერის, საწყენია. რთულად გადასატანი იყო, დედას რომ აღარ ვხედავდი სცენაზე.

- სულ ცოტა ხნის წინ, ქალაქში გაჩნდა ჭორები თითქოს ერეკლე კოდუას უმცროსი ვაჟის, ნოდარიკოს შეყვარებული ხარ, ერთად გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელშიც გიდევს, რა ხდება თქვენს შორის?

- მე და ნოდომ ერთმანეთი საერთო მეგობარმა გაგვაცნო, თანატოლები ვართ, ერთნაირი ხასიათები გვაქვს, ადვილად გავუგეთ ერთმანეთს და დავმეგობრდით. ბევრი მეგობარი მყავს და ერთ-ერთი არის ნოდარიკო. ახლა ორივეს ისეთი ასაკი გვაქვს, სწავლა-განათლებაზე ზრუნვა გვიწევს, თან ნოდოც დაკავებულია, ის ავტომრბოლელია და მეც ჩემს კარიერას უნდა მივხედო.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება