კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?
უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?

თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა რომ მავ­ნე­ბე­ლია არა მარ­ტო აქ­ტი­უ­რი, არა­მედ პა­სი­უ­რი მწე­ვე­ლის­თვი­საც, ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ გა­მე­ო­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ჭი­როა - იმი­სათ­ვის, რომ არა­ვის და­ა­ვი­წყდეს. მწე­ველს მო­წე­ვას ვერ აუკ­რძა­ლავ მა­ნამ­დე, სა­ნამ სხვას არ აყე­ნებს ზი­ანს. მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ არამ­წე­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი იყოს, ევ­რო­პა­ში დიდი ხა­ნია აღარ შე­იძ­ლე­ბა სი­გა­რე­ტის გა­ბო­ლე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს და ნე­ბის­მი­ერ ად­გილ­ზე.

სამ­სა­ხუ­რებ­ში, რეს­ტორ­ნებ­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის გარ­კვე­ულ ად­გი­ლებ­ში მო­წე­ვა იქ დიდი ხა­ნია, აიკ­რძა­ლა. ახლა კი ევ­რო­პე­ლე­ბი უკვე ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ში მო­წე­ვა­ზეც აწე­სე­ბენ შე­ზღუდ­ვებს.

მა­გა­ლი­თად, ახ­ლა­ხან დიდი ბრი­ტა­ნეთ­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ვინც პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან მსუ­ბუქ ავ­ტო­მო­ბილ­ში (კაბ­რი­ო­ლე­ტე­ბის გარ­და) სი­გა­რეტს მო­წევს, თუკი მან­ქა­ნა­ში მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვიც იქ­ნე­ბა, მწე­ვე­ლი და­ჯა­რიმ­დე­ბა. სა­წყი­სი ჯა­რი­მა 50 ფუნ­ტია (და­ახ­ლო­ე­ბით 70 ევრო).

კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლებ­მა მხო­ლოდ ახ­ლა­ხან მი­ი­ღეს, სა­ბერ­ძნეთ­ში 2010 წლი­დან მოქ­მე­დებს: იქ 12 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვი­ან მან­ქა­ნა­ში მო­წე­ვა­ზე ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ჯა­რი­მე­ბია - 1500 ევრო. ახლა კი იდენ­ტუ­რი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა­ზე ფრან­გი და იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ფიქ­რო­ბენ.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ხდე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში? მარ­თა­ლია, ავ­ტო­მო­ბილ­ში თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა გერ­მა­ნელ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მაც მო­ი­თხო­ვეს და ამ სა­კითხს აქ­ტი­უ­რა­დაც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერ­ზე შე­თან­ხმდნენ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?

უნდა აიკრძალოს თუ არა მოწევა მანქანაში?

თამბაქოს მოწევა რომ მავნებელია არა მარტო აქტიური, არამედ პასიური მწეველისთვისაც, ეს ყველამ იცის, მაგრამ გამეორება ყოველთვის საჭიროა - იმისათვის, რომ არავის დაავიწყდეს. მწეველს მოწევას ვერ აუკრძალავ მანამდე, სანამ სხვას არ აყენებს ზიანს. მაგრამ იმისათვის, რომ არამწეველთა უფლებები დაცული იყოს, ევროპაში დიდი ხანია აღარ შეიძლება სიგარეტის გაბოლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილზე.

სამსახურებში, რესტორნებში და საზოგადოების თავშეყრის გარკვეულ ადგილებში მოწევა იქ დიდი ხანია, აიკრძალა. ახლა კი ევროპელები უკვე ავტომობილებში მოწევაზეც აწესებენ შეზღუდვებს.

მაგალითად, ახლახან დიდი ბრიტანეთში მიიღეს კანონი, რომლის მიხედვითაც, ვინც პირველი ოქტომბრიდან მსუბუქ ავტომობილში (კაბრიოლეტების გარდა) სიგარეტს მოწევს, თუკი მანქანაში მცირეწლოვანი ბავშვიც იქნება, მწეველი დაჯარიმდება. საწყისი ჯარიმა 50 ფუნტია (დაახლოებით 70 ევრო).

კანონი, რომელიც ბრიტანელებმა მხოლოდ ახლახან მიიღეს, საბერძნეთში 2010 წლიდან მოქმედებს: იქ 12 წლამდე ასაკის ბავშვიან მანქანაში მოწევაზე ძალიან სერიოზული ჯარიმებია - 1500 ევრო. ახლა კი იდენტური კანონის მიღებაზე ფრანგი და იტალიელი პოლიტიკოსებიც ფიქრობენ.

საინტერესოა, რა ხდება გერმანიაში? მართალია, ავტომობილში თამბაქოს მოწევაზე შეზღუდვების დაწესება გერმანელმა პოლიტიკოსებმაც მოითხოვეს და ამ საკითხს აქტიურადაც განიხილავდნენ, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერზე შეთანხმდნენ.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს