მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"
"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

გელა ჩარ­კვი­ანს ეკ­რა­ნი­დან ვიც­ნობ­დი. ვი­ცო­დი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი და დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებს ემო­ცი­ებს. რო­დე­საც პი­რა­დად შევ­ხვდი, სულ სხვა გელა ჩარ­კვი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნი. ის ამ­ჟა­მად მარ­ტო ცხოვ­რობს. მი­სა­ღებ ოთახ­ში, სა­დაც შე­მი­ძღვა, კე­დელ­ზე 15 ფოტო და­ვით­ვა­ლე. ეს მისი მე­უღ­ლის, ნანა თო­ი­ძის პორ­ტრე­ტე­ბია.

გელა ჩარ­კვი­ა­ნი: - მე რომ 1958 წლის 20 მა­ისს ზე­მელ­ზე არ გა­მევ­ლო, არ შემ­ხვდე­ბო­და ჩემი ნაც­ნო­ბი ნან­და­ ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი და მისი მე­გო­ბა­რი­ ნანა... კონ­ცერ­ტის ბი­ლე­თე­ბის სა­ყიდ­ლად მი­დი­ოდ­ნენ­. მკი­თხეს, ხომ არ წა­მოხ­ვა­ლო?­ სი­ა­მოვ­ნე­ბით, მაგ­რამ ფული არა მაქვს, დე­და­ჩე­მი არ მაძ­ლევს, მი­აჩ­ნია, რომ ფული ბავ­შვებს რყვნის-მეთ­ქი, ვუ­პა­სუ­ხე. ჩვენ რომ გი­ყიდ­ოთო? სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­მო­ვალ-მეთ­ქი. ამან ცოტა უც­ნა­უ­რად იმოქ­მე­და მათ­ზე,­ ეს არათ­ბილ­ისუ­რი ქცე­ვა იყო. მე ახა­ლი­ ჩა­მო­სუ­ლი­ ვი­ყა­ვი მოს­კო­ვი­დან, სკო­ლა იქ და­ვამ­თავ­რე, ჩემ­თვის კი ეს ნორ­მა­ლუ­რი იყო.

- რამ­დე­ნი წლის ხართ ამ დროს?

- მე - 19 წლის, ნა­ნა­საც სა­ბუ­თებ­ში­ 19 ეწე­რა, თუმ­ცა ჩემ­ზე ერთი წლით უფ­რო­სი იყო. მას ცოტა რთუ­ლი ის­ტო­რია­ ჰქონ­და, მა­მა­მი­სი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი იყო, დახ­ვრე­ტი­ლი... მა­შინ მა­მა­ჩე­მი აღარ იყო ცე­კას პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი, მაგ­რამ მა­ინც პარ­ტი­უ­ლი ელი­ტის წრი­დან ვი­ყა­ვი... მოს­კოვ­ში გო­გოს რომ გა­ვიც­ნობ­დი, პირ­ველ თუ არა, მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ზე მა­ინც უნდა მე­კოც­ნა. ნა­ნას მხო­ლოდ 5 თვის შემ­დეგ ვა­კო­ცე და ეს ერთ-ერთ მა­შინ­დელ ლექსში მაქვს კი­დეც:

"შო­რე­ულ ზა­ფხულ­ზე სტი­როდ­ნენ ხე­ე­ბი,/ მე კი ყვე­ლას­და გა­საკ­ვირ­ვე­ლად/ მცხე­ლო­და ოქ­ტომ­ბრის სუს­ხი­ან/ დღე­ებ­ში./ გახ­სოვს, ოქ­ტომ­ბრის ქა­რი­ან დღე­ებ­ში გა­კო­ცე პირ­ვე­ლად".

2 წლის შემ­დეგ ვი­ქორ­წი­ნეთ.

- ქორ­წი­ლი გქონ­დათ?

- შე­იძ­ლე­ბა ნა­ნას კი­დეც უნ­დო­და­, მაგ­რამ ჩემ­თვის არას­დროს უთ­ქვამს. ჩვენს, ორ­თო­დოქ­სი კო­მუ­ნის­ტე­ბის ოჯახ­ში სხვა წარ­მოდ­გე­ნე­ბი იყო. ხელი მო­ვა­წე­რეთ "ზაგსში"­. ქორ­წი­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­ სა­მო­ქა­ლაქო აქტი იყო. ნა­ნას ხელი­ს­მომ­კი­დე ბი­ძა­მი­სი, ირაკ­ლი თო­ი­ძე იყო. ჩემი... ვერც კი ვიხ­სე­ნებ... სუ­რა­თიც კი არ გა­დაგ­ვი­ღია (მერე, 2010 წელს გა­და­ვი­ხა­დეთ ქორ­წი­ნე­ბი­დან 50-ე წლის­თა­ვი. ეს იყო კარ­გი და ლა­მა­ზი დღე­სას­წა­უ­ლი).

ხე­ლის მო­ვა­წე­რეთ და თავი მო­ვი­ყა­რეთ­ სა­დილ­ზე.­ ორ სა­ათ­ში სტუმ­რე­ბი წა­ვიდ­ნენ, ჩვენ კი დავ­რჩით მა­მა­ჩემ­თან სახ­ლში.

თაფ­ლო­ბის თვის გა­სა­ტა­რებ­ლად 50 მა­ნე­თი მოგ­ვცეს და წა­ვე­დით სო­ფელ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მე პო­ლი­ტექ­ნი­კუ­რის სტუ­დენ­ტი ვარ, ნანა მუ­სი­კა­ლურ ტექ­ნი­კუმს ამ­თავ­რებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

"ირაკლიმ სიკვდილი გამიადვილა, ნანამ კიდევ, სიკვდილი მომანდომა"

გელა ჩარკვიანს ეკრანიდან ვიცნობდი. ვიცოდი, რომ პოლიტიკური ფიგურა, გაწონასწორებული და დახვეწილი ადამიანი იყო, რომელიც აკონტროლებს ემოციებს. როდესაც პირადად შევხვდი, სულ სხვა გელა ჩარკვიანი გავიცანი. ის ამჟამად მარტო ცხოვრობს. მისაღებ ოთახში, სადაც შემიძღვა, კედელზე 15 ფოტო დავითვალე. ეს მისი მეუღლის, ნანა თოიძის პორტრეტებია.

გელა ჩარკვიანი: - მე რომ 1958 წლის 20 მაისს ზემელზე არ გამევლო, არ შემხვდებოდა ჩემი ნაცნობი ნანდა­ ნიკოლა­იშვილი და მისი მეგობარი­ ნანა... კონცერტის ბილეთების საყიდლად მიდიოდნენ­. მკითხეს, ხომ არ წამოხვალო?­ სიამოვნებით, მაგრამ ფული არა მაქვს, დედაჩემი არ მაძლევს, მიაჩნია, რომ ფული ბავშვებს რყვნის-მეთქი, ვუპასუხე. ჩვენ რომ გიყიდ­ოთო? სიამოვნებით წამოვალ-მეთქი. ამან ცოტა უცნაურად იმოქმედა მათზე,­ ეს არათბილ­ისური ქცევა იყო. მე ახალი­ ჩამოსული­ ვიყავი მოსკოვიდან, სკოლა იქ დავამთავრე, ჩემთვის კი ეს ნორმალური იყო.

- რამდენი წლის ხართ ამ დროს?

- მე - 19 წლის, ნანასაც საბუთებში­ 19 ეწერა, თუმცა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო. მას ცოტა რთული ისტორია­ ჰქონდა, მამამისი რეპრესირებული იყო, დახვრეტილი... მაშინ მამაჩემი აღარ იყო ცეკას პირველი მდივანი, მაგრამ მაინც პარტიული ელიტის წრიდან ვიყავი... მოსკოვში გოგოს რომ გავიცნობდი, პირველ თუ არა, მეორე შეხვედრაზე მაინც უნდა მეკოცნა. ნანას მხოლოდ 5 თვის შემდეგ ვაკოცე და ეს ერთ-ერთ მაშინდელ ლექსში მაქვს კიდეც:

"შორეულ ზაფხულზე სტიროდნენ ხეები,/ მე კი ყველასდა გასაკვირველად/ მცხელოდა ოქტომბრის სუსხიან/ დღეებში./ გახსოვს, ოქტომბრის ქარიან დღეებში გაკოცე პირველად".

2 წლის შემდეგ ვიქორწინეთ.

- ქორწილი გქონდათ?

- შეიძლება ნანას კიდეც უნდოდა­, მაგ­რამ ჩემთვის არასდროს უთქვამს. ჩვენს, ორთოდოქსი კომუნისტების ოჯახში სხვა წარმოდგენები იყო. ხელი მოვაწერეთ "ზაგსში"­. ქორწილი ჩვეულებ­რი­ვი­ სამოქა­ლაქო აქტი იყო. ნანას ხელი­ს­მომკიდე ბიძამისი, ირაკლი თოიძე იყო. ჩემი... ვერც კი ვიხსენებ... სურათიც კი არ გადაგვიღია (მერე, 2010 წელს გადავიხადეთ ქორწინებიდან 50-ე წლისთავი. ეს იყო კარგი და ლამაზი დღესასწაული).

ხელის მოვაწერეთ და თავი მოვიყარეთ­ სადილზე.­ ორ საათში სტუმრები წავიდნენ, ჩვენ კი დავრჩით მამაჩემთან სახლში.

თაფლობის თვის გასატარებლად 50 მანეთი მოგვცეს და წავედით სოფელში. ამ პერიოდში მე პოლიტექნიკურის სტუდენტი ვარ, ნანა მუსიკალურ ტექნიკუმს ამთავრებს.

იხილეთ გაგრძელება

როგორ აღმოჩნდა უკრაინაში სააკაშვილთან შეხვედრაზე გუბაზ სანიკიძის 20 წლის ვაჟი და რას ყვება ცნობილ ოჯახზე

"ეს ის უგულავაა, აჭარიდან ჩამოსული სამი უმანკო ბიჭი რომ დახვრიტეს მის თვალწინ" - ია მეტრეველი ყოფილი მერის დაკავებას ეხმაურება

სად და როგორ დასაქმდებით გერმანიაში ლეგალურად - საიტები, სადაც ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცნობით