მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას" - მანანა კობახიძე
გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას" - მანანა კობახიძე

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­და­ცე­მა­ზე წერს:

"გუ­შინ "რუს­თავ­ზე" გა­ბუ­ნია ისევ მონ­დო­მე­ბით ცდი­ლობ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი რე­ჟი­მის "გა­რე­ცხვას. ეტყო­ბა, იფიქ­რა ტუ­ღუ­შიც ცო­ტას შე­მეშ­ვე­ლე­ბაო, თუმ­ცა ვერც ერთს ვერ გა­მო­უ­ვი­და, ფაქ­ტია!

ამ უკა­ნას­კნე­ლის ან­გა­რი­შებ­ში რაც აი­სა­ხა, ისიც სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია იმის დას­ტუ­რად, რომ სის­ტე­მუ­რი იყო ცემა-წა­მე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი რა­ი­მეს დად­გმა­ზე. უფრო მე­ტიც, პა­ტიმ­რებს კლავ­დნენ და მერე "თვით­მკვლე­ლო­ბას" "აბ­რა­ლებ­დნენ". აი, ამ ადა­მი­ანს რომ ემოქ­მე­და, კახა თედ­ლი­აშ­ვი­ლი-ერ­თერ­თი თვალ­სა­ჩი­ნო მსხვერ­პლი წინა ხე­ლი­სიფ­ლე­ბის, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და.

პა­ტი­მა­რი თა­ვად და მისი ად­ვო­კა­ტი ხმა­მაღ­ლა, ღიად და და­უ­ფა­რა­ვად, ბოლო ხმა­ზე ყვი­როდ­ნენ რომ მოკ­ვლით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და ეს რე­ა­ლუ­რი იყო! სწო­რედ, ტუ­ღუშს პი­რა­დად მი­მარ­თავ­დნენ, რომ არა­ფე­რი ვთქვათ ადე­იშ­ვილ­ზე, კალ­მა­ხე­ლი­ძე­ზე, ლაშა თორ­დი­ა­ზე, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის მა­შინ­დელ თავ­მჯდო­მა­რე­ზე- აი, ეს იყო გა­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კა, ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იცო­და და მა­ინც მოკ­ლეს! შემ­დეგ თო­კით ჩა­მო­კი­დეს და "თვით­მკვლე­ლად" გა­მო­ა­ცხა­დეს.

ამ ახალ­გაზ­რდა კა­ცის და მისი პა­ტა­რა, და­ობ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნას ცოდ­ვაც გე­ყო­ფათ ბა­ტო­ნო ტუ­ღუ­შო! გრცხვე­ნო­დეთ, რად­გან მა­ინც ვერ ახერ­ხებთ და ბო­ლომ­დე არ ამ­ბობთ სათ­ქმელს, მა­ინც ცდი­ლობთ ნა­ცე­ბის " გა­რე­ცხვას"" - წერს კო­ბა­ხი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას" - მანანა კობახიძე

გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას" - მანანა კობახიძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე გიორგი გაბუნიას გადაცემაზე წერს:

"გუშინ "რუსთავზე" გაბუნია ისევ მონდომებით ცდილობდა დანაშაულებრივი რეჟიმის "გარეცხვას. ეტყობა, იფიქრა ტუღუშიც ცოტას შემეშველებაო, თუმცა ვერც ერთს ვერ გამოუვიდა, ფაქტია!

ამ უკანასკნელის ანგარიშებში რაც აისახა, ისიც სრულიად საკმარისია იმის დასტურად, რომ სისტემური იყო ცემა-წამება და არ შეიძლება საუბარი რაიმეს დადგმაზე. უფრო მეტიც, პატიმრებს კლავდნენ და მერე "თვითმკვლელობას" "აბრალებდნენ". აი, ამ ადამიანს რომ ემოქმედა, კახა თედლიაშვილი-ერთერთი თვალსაჩინო მსხვერპლი წინა ხელისიფლების, დღეს ცოცხალი იქნებოდა.

პატიმარი თავად და მისი ადვოკატი ხმამაღლა, ღიად და დაუფარავად, ბოლო ხმაზე ყვიროდნენ რომ მოკვლით ემუქრებოდნენ და ეს რეალური იყო! სწორედ, ტუღუშს პირადად მიმართავდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ადეიშვილზე, კალმახელიძეზე, ლაშა თორდიაზე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის მაშინდელ თავმჯდომარეზე- აი, ეს იყო გაცხადებული სიკვდილის ქრონიკა, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და მაინც მოკლეს!  შემდეგ თოკით ჩამოკიდეს და "თვითმკვლელად" გამოაცხადეს.

ამ ახალგაზრდა კაცის და მისი პატარა, დაობლებული გოგონას ცოდვაც გეყოფათ ბატონო ტუღუშო! გრცხვენოდეთ, რადგან მაინც ვერ ახერხებთ და ბოლომდე არ ამბობთ სათქმელს, მაინც ცდილობთ ნაცების " გარეცხვას"" - წერს კობახიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს