პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი
გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" ნო­ემ­ბრის ნომ­რის მთა­ვა­რი თე­მე­ბი

გა­მო­ვი­და ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლის, "ის­ტო­რი­ა­ნის" ნო­ემ­ბრის ნო­მე­რი #11 (59), რო­მელ­შიც წა­ი­კი­თხავთ:

პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი წმინ­და მი­წა­ზე / საქ­რის­ტი­ა­ნო სამ­ყა­რო­ში წმინ­და ნი­ნოს მიერ ქარ­თლის მოქ­ცე­ვის ის­ტო­რია მე­ფის­წულ­მა ბა­კურ­მა პირ­ველ­მა გა­ავ­რცე­ლა ჯერ კი­დევ IV სა­უ­კუ­ნე­ში

წმინ­და მი­წას­თან სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბას მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ის­ტო­რია აქვს. ის აქ ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად აღი­ა­რე­ბამ­დე დიდი ხნით ადრე და­ი­წყო. ქარ­თუ­ლი წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი გვა­უ­წყე­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დამ­კვიდ­რე­ბულ ებ­რა­ე­ლო­ბას თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­უ­წყვე­ტია. ქრის­ტი­ა­ნო­ბის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ლი­გი­ად აღი­ა­რე­ბის შემ­დგომ, სა­ქარ­თვე­ლო­სა და წმინ­და მი­წის ურ­თი­ერ­თო­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის. იწყე­ბა ად­გი­ლობ­რივ მორ­წმუ­ნე­თა მომ­ლოც­ვე­ლო­ბა პა­ლეს­ტი­ნა­ში, იბე­რი­ის იმ­დრო­ინ­დე­ლი სა­ტახ­ტო ქა­ლა­ქის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჩნდე­ბა სა­ხა­რე­ბი­სე­უ­ლი ად­გილ-სა­ხე­ლე­ბი, რი­თაც მცხე­თა და მისი მი­და­მო მი­იჩ­ნე­ვა წმინ­და მი­წის, უფ­ლის ქა­ლა­ქის ერ­თგვარ მიკ­რო­მო­დე­ლად.

უცხო­უ­რი (ბერ­ძნულ-რო­მა­უ­ლი) წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბის ცნო­ბე­ბით, პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი, ვი­საც წმინ­და მი­წა­ზე ჩა­სულს ვხე­დავთ, არის მი­რი­ან მე­ფის შვილ­თაშ­ვი­ლი, იბე­რი­ე­ლი მე­ფის­წუ­ლი ბა­კუ­რი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კო­ლო­რი­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა არა­ერთ თა­ნად­რო­ულ და შემ­დგო­მი პე­რი­ო­დის ცნო­ბილ უცხო­ელ მწე­რალ­თა შრო­მებ­შია ნახ­სე­ნე­ბი, მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის სრუ­ლი სუ­რა­თი ჯერ­ჯე­რო­ბით მა­ინც უც­ნო­ბია...

აკა­კი ჭან­ტუ­რია - და­დი­ან­თა გან­ძის მცვე­ლი

სა­ე­რო საქ­მის­თვის თავ­და­დე­ბუ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, ერუ­დი­რე­ბუ­ლი... მის შე­სა­ხებ საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­ში არც წიგ­ნი და­წე­რი­ლა, არც სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ღა­მო­ე­ბი მო­უ­წყვი­ათ და არც კრე­ბუ­ლე­ბი გა­მო­სუ­ლა. მე­ტიც, ქარ­თულ საბ­ჭო­თა ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­შიც კი არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი. არა­და, ეს კაცი XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მოღ­ვა­წე იყო. მაგ­რამ ზედ­მე­ტად თავ­მდა­ბა­ლი გახ­ლდათ. აკა­კი ჭან­ტუ­რია - ეს სა­ხე­ლი და გვა­რი ალ­ბათ ბევ­რს არა­ფერს გე­უბ­ნე­ბათ. სა­მა­გი­ე­როდ, მისი საქ­მეა გან­თქმუ­ლი. აკა­კი ჭან­ტუ­რი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერ­თმა პირ­ველ­მა და­ა­არ­სა მუ­ზე­უ­მი. ის ამ­ჟა­მად და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლე­შია.

დღემ­დე უც­ნო­ბი წარ­წე­რა რუ­ი­სის ტაძ­რი­დან

რუ­ი­სის მი­და­მო­ებ­ში შე­მორ­ჩე­ნი­ლია ერთი ნა­სოფ­ლა­რი, ექ­ვსი ეკ­ლე­სია და ღმრთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის კომ­პლექ­სი, რო­მე­ლიც სოფ­ლის შუ­ა­გულ­ში მდე­ბა­რე­ობს. კომ­პლექსში შე­დის ღმრთის­მშობ­ლის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძა­რი, კოშ­კი-სამ­რეკ­ლო და გა­ლა­ვა­ნი.

როცა კომ­პლექსá 2014 წელს ვეწ­ვი­ეთ, ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია მრა­ვალ­მა წარ­წე­რამ ტაძ­რის ფა­სა­დებ­ზე (რო­გორც ლა­პი­და­რუ­ლი, ისე ნა­კაწ­რი). თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დგომ გა­ვე­ცა­ნით სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რას ტაძ­რის შე­სა­ხებ და აღ­მოჩ­ნდა, რომ მათი დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უც­ნო­ბია. წი­ნამ­დე­ბა­რე სტა­ტი­ა­ში წარ­მო­გიდ­გენთ გი­ორ­გი გა­ლა­ტოზ­თა ზედა დამ­დე­გის უც­ნობ წარ­წე­რას, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო მი­მოქ­ცე­ვა­ში პირ­ვე­ლად შე­მოგ­ვაქვს.

გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან - დე გო­ლის არ­მი­ამ­დე / ფრან­გულ არ­მი­ა­ში ქარ­თვე­ლი მებ­რძო­ლის ტანკს დი­მიტ­რი ამი­ლახ­ვრის მეტ­სა­ხე­ლი ეწე­რა

შოთა თარ­ხნიშ­ვი­ლი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის ერთ-ერთი მსხვერ­პლი იყო, რო­მე­ლიც გერ­მა­ნელ­თა ტყვე­ო­ბი­დან სამ­შობ­ლო­ში 25 წლის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. რომ არა შემ­თხვე­ვი­თო­ბა, ალ­ბათ, მისი თავ­გა­და­სა­ვა­ლი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ის ცხოვ­რე­ბის არა­ერ­თი დე­ტა­ლი ჩვენ­თვის უც­ნო­ბი დარ­ჩე­ბო­და. წლე­ულს შოთა თარ­ხნიშ­ვილს და­ბა­დე­ბი­დან 100 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და...

მოგ­ზა­უ­რი ეთ­ნო­ლო­გის ჩა­ნა­წე­რე­ბი (გაგ­რძე­ლე­ბა). ლა­მა­ზი სოფ­ლე­ბი ძველ­ქარ­თუ­ლი სა­ხე­ლე­ბით

ქარ­თვე­ლი ეთ­ნო­ლო­გე­ბის, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი­სა და ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ექ­სპე­დი­ცია ტაო-კლარ­ჯეთ­ში გრძელ­დე­ბა. ეს კომ­პლექ­სუ­რი ექ­სპე­დი­ცია, რო­მე­ლიც რუს­თა­ვე­ლის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ფონ­დი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს წმინ­და თა­მარ მე­ფის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხელ­შე­წყო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და, მიზ­ნად ისა­ხავ­და თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ ის­ტო­რი­უ­ლი სამ­ხრეთ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი ქარ­თვე­ლე­ბის, ასე­ვე თურ­ქე­თის სხვა­დას­ხვა რე­გი­ონ­ში კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ ქარ­თველ მუ­ჰა­ჯირ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბის ყო­ფი­სა და კულ­ტუ­რის გაც­ნო­ბას და სა­ერ­თოდ, თურ­ქე­თელ ქარ­თველ­თა (რო­გორც მათ სა­მეც­ნი­ე­რო წრე­ებ­ში მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ) ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლოს­თან და­ახ­ლო­ე­ბას.

წმინ­და მი­წის "ქარ­თუ­ლი გზე­ბი" - ის­რა­ე­ლე­ლი გიდი ელე­ო­ნო­რა გორი ტუ­რის­ტებს ყო­ფილ ქარ­თულ სა­ვა­ნე­ებს აც­ნობს

და­ი­ბა­და ყირ­გი­ზეთ­ში. ცხოვ­რობ­და თურ­ქმე­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ლატ­ვი­ა­სა და ლიტ­ვა­ში. ელე­ო­ნო­რა გორი (გო­რო­ხოვ­სკა­ია) სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლად წმინ­და მი­წა­ზე შეხ­ვდა, როცა ქარ­თვე­ლი პი­ლიგ­რი­მე­ბის­თვის მარ­შრუტს ამ­ზა­დებ­და და ის­რა­ელ­ში ქარ­თუ­ლი კვა­ლით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მა­შინ და­ინ­ტე­რეს­და. პე­და­გო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს ამ დრო­ის­თვის გი­დო­ბის უკვე 11-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და.

"ის­რა­ელ­ში ტუ­რიზ­მი არ წარ­მო­ად­გენს სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თად წყა­როს, თუმ­ცა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სფე­როა - არა მხო­ლოდ ეკო­ნო­მი­კუ­რი, არა­მედ იდე­ო­ლო­გი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც. ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი გი­დე­ბი (აგ­რეთ­ვე ლი­ცენ­ზი­ის არმ­ქო­ნე­ნი) სა­ფუძ­ვლი­ან მომ­ზა­დე­ბას გა­დი­ან. კურ­სე­ბი, გა­მოც­დე­ბი, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა - ამა­ზე ტუ­რიზ­მის სა­მი­ნის­ტრო ზრუ­ნავს. ტრე­ნე­რებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­დან იწ­ვე­ვენ. სწავ­ლა ორ წე­ლი­წადს გრძელ­დე­ბა. ჩემს კო­ლე­გებს შო­რის ბევ­რია ისე­თი, ვი­საც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა და ხში­რად, პა­რა­ლე­ლუ­რი და იმავდრო­უ­ლად, ტუ­რიზ­მის გი­დო­ბის შე­სა­ფე­რი­სი სამ­სა­ხუ­რიც აქვს - ის­ტო­რი­კო­სი, მოქ­მე­დი არ­ქე­ო­ლო­გი, გე­ოგ­რა­ფი, ბი­ო­ლო­გი და სხვ.

ჩემი ექ­სკურ­სია ძველ ქა­ლაქ­სა და ზე­თის­ხი­ლის მთა­ზე 19 ობი­ექტს მო­ი­ცავს (იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მა­ცხოვ­რის საფ­ლა­ვის ტაძ­რის ყვე­ლა სამ­ლოც­ვე­ლოს ერთ ობი­ექ­ტად ჩავ­თვლით). ეს მო­ნას­ტრე­ბი და ად­გი­ლე­ბი, მა­გა­ლი­თად, გეთ­სი­მა­ნი­ის მო­ნას­ტრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ერთ დროს ქარ­თვე­ლებს ეკუთ­ვნო­დათ. ცნო­ბე­ბი ამის შე­სა­ხებ სხვა­დას­ხვა წყა­რო­შია გაბ­ნე­უ­ლი... დამ­ყავს სა­ექ­სკურ­სიო ჯგუ­ფე­ბი ბირ ელ-ქუ­ტის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბის უბან­ზე. ბი­ზან­ტი­უ­რი პე­რი­ო­დის ამ ქარ­თულ მო­ნას­ტერ­ში უძ­ვე­ლე­სი ასომ­თავ­რუ­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი წარ­წე­რე­ბია აღ­მო­ჩე­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც სპე­ცი­ა­ლის­ტთა დიდ ინ­ტე­რესს იწ­ვევს..."

ფო­ტო­ალ­ბო­მი "გა­ი­ცა­ნი სა­ქარ­თვე­ლო" - გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბოლო დროს, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის მი­მართ დიდი ინ­ტე­რე­სი წარ­მო­იშ­ვა. არა­ერ­თხელ შევ­სწრე­ბი­ვარ, რო­გორ ემო­ცი­უ­რად უზი­ა­რებ­დნენ ახალ­გაზ­რდე­ბი ერ­თმა­ნეთს ამა თუ იმ კუ­თხე­ში ყოფ­ნი­სას მი­ღე­ბულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს მათ მი­ერ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბით, ად­გილ­ზე მოს­მე­ნი­ლი ამ­ბე­ბით, მი­თე­ბი­თა და ლე­გენ­დე­ბით. და მა­ინც, ბევ­რმა, სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზის გამო, ჯე­რაც არ იცის ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ... მათ­თვის, ვი­საც ჯერ არ უნა­ხავს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლი და უამ­რა­ვი რამ აქვს და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი, 23 ნო­ემ­ბრი­დან, "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად გა­მო­ვა 12-ტო­მი­ა­ნი ფო­ტო­ალ­ბო­მის პირ­ვე­ლი ტომი, რო­მე­ლიც სრუ­ლად მი­ე­ძღვნე­ბა აჭა­რას. სე­რი­ის პირ­ველ გა­მო­ცე­მა­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი ამ უმ­შვე­ნი­ე­რეს რე­გი­ონ­ზე დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­გაწ­ვდით.

გარ­და ამი­სა, ნო­მერ­ში წა­ი­კი­თხავთ:

სა­სი­ხა­რუ­ლო ამ­ბა­ვი არ­თვი­ნი­დან - მურ­ღუ­ლე­ლი ბავ­შვე­ბი მშობ­ლი­ურ ქარ­თულს ის­წავ­ლი­ან

უკა­ნას­კნე­ლი ვი­კინ­გის მა­გი­უ­რი ხმა­ლი

ვის­კი 121-წლი­ა­ნი "დაძ­ვე­ლე­ბით"

გრი­გოლ გი­ორ­გა­ძე - სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი სამ­ხედ­რო მი­ნის­ტრი

ქარ­თვე­ლე­ბი ბერ­ძნულ ტრა­დი­ცი­ულ (ან­ტი­კურ) ას­პა­რე­ზო­ბებ­ზე

სა­ი­დუმ­ლო ოთა­ხი - ნე­ფერ­ტი­ტის გან­სას­ვე­ნე­ბე­ლი?

და ვინ­ჩის ტი­რი­ფე­ბი

ლე­ნინ­ზე თავ­დას­ხმის სა­ი­დუმ­ლო

სამ­თა­ვი­სი - ეპო­ქის და­სა­წყი­სი

და კი­დევ მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტი­ა­სა და მოკ­ლე ახალ ამ­ბავს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომრის მთავარი თემები

გამოვიდა ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალის, "ისტორიანის" ნოემბრის ნომერი #11 (59), რომელშიც წაიკითხავთ:

პირველი ქართველები წმინდა მიწაზე / საქრისტიანო სამყაროში წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის ისტორია მეფისწულმა ბაკურმა პირველმა გაავრცელა ჯერ კიდევ IV საუკუნეში

წმინდა მიწასთან საქართველოს ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ის აქ ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო. ქართული წერილობითი წყაროები გვაუწყებენ, რომ საქართველოში დამკვიდრებულ ებრაელობას თავის ისტორიულ სამშობლოსთან ურთიერთობა არ გაუწყვეტია. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად აღიარების შემდგომ, საქართველოსა და წმინდა მიწის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. იწყება ადგილობრივ მორწმუნეთა მომლოცველობა პალესტინაში, იბერიის იმდროინდელი სატახტო ქალაქის ტერიტორიაზე ჩნდება სახარებისეული ადგილ-სახელები, რითაც მცხეთა და მისი მიდამო მიიჩნევა წმინდა მიწის, უფლის ქალაქის ერთგვარ მიკრომოდელად.

უცხოური (ბერძნულ-რომაული) წერილობითი წყაროების ცნობებით, პირველი ქართველი, ვისაც წმინდა მიწაზე ჩასულს ვხედავთ, არის მირიან მეფის შვილთაშვილი, იბერიელი მეფისწული ბაკური. მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლორიტული პიროვნება არაერთ თანადროულ და შემდგომი პერიოდის ცნობილ უცხოელ მწერალთა შრომებშია ნახსენები, მისი ბიოგრაფიის სრული სურათი ჯერჯერობით მაინც უცნობია...

აკაკი ჭანტურია - დადიანთა განძის მცველი

საერო საქმისთვის თავდადებული, განათლებული, ერუდირებული... მის შესახებ საბჭოთა საქართველოში არც წიგნი დაწერილა, არც საიუბილეო საღამოები მოუწყვიათ და არც კრებულები გამოსულა. მეტიც, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაშიც კი არ არის მითითებული. არადა, ეს კაცი XX საუკუნის ქართველი საზოგადოებისა და ინტელიგენციის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო. მაგრამ ზედმეტად თავმდაბალი გახლდათ. აკაკი ჭანტურია - ეს სახელი და გვარი ალბათ ბევრს არაფერს გეუბნებათ. სამაგიეროდ, მისი საქმეა განთქმული. აკაკი ჭანტურიამ საქართველოში ერთ-ერთმა პირველმა დააარსა მუზეუმი. ის ამჟამად დადიანების სასახლეშია.

დღემდე უცნობი წარწერა რუისის ტაძრიდან

რუისის მიდამოებში შემორჩენილია ერთი ნასოფლარი, ექვსი ეკლესია და ღმრთისმშობლის სახელობის ტაძრის კომპლექსი, რომელიც სოფლის შუაგულში მდებარეობს. კომპლექსში შედის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, კოშკი-სამრეკლო და გალავანი.

როცა კომპლექსá 2014 წელს ვეწვიეთ, ყურადღება მიიქცია მრავალმა წარწერამ ტაძრის ფასადებზე (როგორც ლაპიდარული, ისე ნაკაწრი). თბილისში დაბრუნების შემდგომ გავეცანით სამეცნიერო ლიტერატურას ტაძრის შესახებ და აღმოჩნდა, რომ მათი დიდი უმრავლესობა სამეცნიერო საზოგადოებისთვის უცნობია. წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ გიორგი გალატოზთა ზედა დამდეგის უცნობ წარწერას, რომელიც სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოგვაქვს.

გერმანელთა ტყვეობიდან - დე გოლის არმიამდე / ფრანგულ არმიაში ქართველი მებრძოლის ტანკს დიმიტრი ამილახვრის მეტსახელი ეწერა

შოთა თარხნიშვილი მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო, რომელიც გერმანელთა ტყვეობიდან სამშობლოში 25 წლის შემდეგ დაბრუნდა. რომ არა შემთხვევითობა, ალბათ, მისი თავგადასავალი და აქედან გამომდინარე, ქართული ემიგრაციის ცხოვრების არაერთი დეტალი ჩვენთვის უცნობი დარჩებოდა. წლეულს შოთა თარხნიშვილს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა...

მოგზაური ეთნოლოგის ჩანაწერები (გაგრძელება). ლამაზი სოფლები ძველქართული სახელებით

ქართველი ეთნოლოგების, ხელოვნებათმცოდნეებისა და ენათმეცნიერების ექსპედიცია ტაო-კლარჯეთში გრძელდება. ეს კომპლექსური ექსპედიცია, რომელიც რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის ხელშეწყობით განხორციელდა, მიზნად ისახავდა თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების, ასევე თურქეთის სხვადასხვა რეგიონში კომპაქტურად დასახლებულ ქართველ მუჰაჯირთა შთამომავლების ყოფისა და კულტურის გაცნობას და საერთოდ, თურქეთელ ქართველთა (როგორც მათ სამეცნიერო წრეებში მოიხსენიებენ) ისტორიულ სამშობლოსთან დაახლოებას.

წმინდა მიწის "ქართული გზები" - ისრაელელი გიდი ელეონორა გორი ტურისტებს ყოფილ ქართულ სავანეებს აცნობს

დაიბადა ყირგიზეთში. ცხოვრობდა თურქმენეთში, რუსეთში, ლატვიასა და ლიტვაში. ელეონორა გორი (გოროხოვსკაია) საქართველოს პირველად წმინდა მიწაზე შეხვდა, როცა ქართველი პილიგრიმებისთვის მარშრუტს ამზადებდა და ისრაელში ქართული კვალით განსაკუთრებულად მაშინ დაინტერესდა. პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორს ამ დროისთვის გიდობის უკვე 11-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

"ისრაელში ტურიზმი არ წარმოადგენს სახელმწიფოს შემოსავლის ძირითად წყაროს, თუმცა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა - არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ იდეოლოგიური თვალსაზრისითაც. ლიცენზირებული გიდები (აგრეთვე ლიცენზიის არმქონენი) საფუძვლიან მომზადებას გადიან. კურსები, გამოცდები, კვალიფიკაციის ამაღლება - ამაზე ტურიზმის სამინისტრო ზრუნავს. ტრენერებს უმაღლესი სასწავლებლებიდან იწვევენ. სწავლა ორ წელიწადს გრძელდება. ჩემს კოლეგებს შორის ბევრია ისეთი, ვისაც საფუძვლიანი განათლება და ხშირად, პარალელური და იმავდროულად, ტურიზმის გიდობის შესაფერისი სამსახურიც აქვს - ისტორიკოსი, მოქმედი არქეოლოგი, გეოგრაფი, ბიოლოგი და სხვ.

ჩემი ექსკურსია ძველ ქალაქსა და ზეთისხილის მთაზე 19 ობიექტს მოიცავს (იმ შემთხვევაში, თუ მაცხოვრის საფლავის ტაძრის ყველა სამლოცველოს ერთ ობიექტად ჩავთვლით). ეს მონასტრები და ადგილები, მაგალითად, გეთსიმანიის მონასტრის ტერიტორიაზე, ერთ დროს ქართველებს ეკუთვნოდათ. ცნობები ამის შესახებ სხვადასხვა წყაროშია გაბნეული... დამყავს საექსკურსიო ჯგუფები ბირ ელ-ქუტის არქეოლოგიური გათხრების უბანზე. ბიზანტიური პერიოდის ამ ქართულ მონასტერში უძველესი ასომთავრულით შესრულებული წარწერებია აღმოჩენილი, რომლებიც სპეციალისტთა დიდ ინტერესს იწვევს..."

ფოტოალბომი "გაიცანი საქართველო" - გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად

საბედნიეროდ, ბოლო დროს, საქართველოს სხვადასხვა კუთხის მიმართ დიდი ინტერესი წარმოიშვა. არაერთხელ შევსწრებივარ, როგორ ემოციურად უზიარებდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს ამა თუ იმ კუთხეში ყოფნისას მიღებულ შთაბეჭდილებებს მათ მიერვე გადაღებული ფოტოებით, ადგილზე მოსმენილი ამბებით, მითებითა და ლეგენდებით. და მაინც, ბევრმა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ჯერაც არ იცის ბევრი რამ საკუთარი ქვეყნის შესახებ... მათთვის, ვისაც ჯერ არ უნახავს საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული და უამრავი რამ აქვს დასათვალიერებელი, 23 ნოემბრიდან, "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა 12-ტომიანი ფოტოალბომის პირველი ტომი, რომელიც სრულად მიეძღვნება აჭარას. სერიის პირველ გამოცემაში განთავსებული ფოტოები ამ უმშვენიერეს რეგიონზე დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით.

გარდა ამისა, ნომერში წაიკითხავთ:

სასიხარულო ამბავი ართვინიდან - მურღულელი ბავშვები მშობლიურ ქართულს ისწავლიან

უკანასკნელი ვიკინგის მაგიური ხმალი

ვისკი 121-წლიანი "დაძველებით"

გრიგოლ გიორგაძე - საქართველოს პირველი სამხედრო მინისტრი

ქართველები ბერძნულ ტრადიციულ (ანტიკურ) ასპარეზობებზე

საიდუმლო ოთახი - ნეფერტიტის განსასვენებელი?

და ვინჩის ტირიფები

ლენინზე თავდასხმის საიდუმლო

სამთავისი - ეპოქის დასაწყისი

და კიდევ მრავალ საინტერესო სტატიასა და მოკლე ახალ ამბავს.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები