Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს
თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს

მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს ქვეყ­ნე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მეტი ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა. პირ­ველ ად­გილ­ზე ამ მხრივ ჩი­ნე­თია, სა­დაც 2 940 უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის სას­ტუმ­რო აქვთ, მე­ო­რე ად­გილ­ზე მო­დის თურ­ქე­თი, სა­დაც 800-მდე ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა, ხოლო მე­სა­მე­ზე - მექ­სი­კა - 670 სას­ტუმ­რო­თი. რო­გორც ჩანს, თა­ნა­მედ­რო­ვე სას­ტუმ­რო­ე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად 5 ვარ­სკვლა­ვი საკ­მა­რი­სი სუ­ლაც არ არის და ამის მა­გა­ლი­თად დუ­ბა­ი­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "ბურჯ-ალ-არა­ბი" კმა­რა, რო­მელ­საც 7 ვარ­სკვლა­ვი აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის სას­ტუმ­რო­ე­ბის სიმ­ცი­რეს არც ჩვენ ვუ­ჩი­ვით, მათი რი­ცხვი საკ­მა­რი­სია რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე რე­გი­ო­ნებ­ში.

რე­ა­ლუ­რად, რამ­დე­ნი 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­როა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში? - რო­გორც სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის ფე­დე­რა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, შალ­ვა ალა­ვერ­დაშ­ვილ­მა გვი­თხრა, ამის დად­გე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სტან­დარ­ტი, თუ რა მო­თხოვ­ნებს უნდა აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს უმაღ­ლე­სი კა­ტე­გო­რი­ის - 4 ან 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო. პირ­ვე­ლი 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, რო­მე­ლიც ქარ­თვე­ლებ­მა აა­შე­ნეს, არის "ჯორ­ჯი­ან პა­ლა­სი" ქო­ბუ­ლეთ­ში. ვა­მა­ყობ, რომ მეც დიდი წვლი­ლი მაქვს შე­ტა­ნი­ლი მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში. ამ სას­ტუმ­როს 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნის სტა­ტუ­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნი­ებ­მა მი­ა­ნი­ჭეს, კერ­ძოდ, იტა­ლი­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით შე­ა­ფა­სეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დებს სხვა 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო­ე­ბიც, რომ­ლე­ბიც ძი­რი­თა­დად უცხო­ე­ლე­ბის აშე­ნე­ბუ­ლია, მა­გა­ლი­თად, "რე­დი­სო­ნი" ან ბა­თუ­მის "ჰილ­ტო­ნი". ეს წო­დე­ბა სხვებ­საც აქვთ, მაგ­რამ სას­ტუმ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი პი­რო­ბი­თად აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი: და­ვუშ­ვათ, მე მინ­და მქონ­დეს 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო, ჩა­მოვ­კი­დებ შე­სა­ბა­მის აბ­რას და ვე­რა­ვინ შე­მე­და­ვე­ბა, რომ ის 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი არ არის, რად­გან ქვე­ყა­ნა­ში სა­ა­მი­სო სტან­დარ­ტი არ არ­სე­ბობს.

- და­ვუშ­ვათ, თურ­ქებ­მა აა­შე­ნეს 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო სა­ქარ­თვე­ლოს რო­მე­ლი­მე ქა­ლაქ­ში, მა­შინ?

- ეს იქ­ნე­ბა თურ­ქუ­ლი 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო ანუ მათი სტან­დარ­ტე­ბით აგე­ბუ­ლი. 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო ბრი­ტა­ნეთ­ში სულ სხვაა და თურ­ქეთ­ში - სხვა. ეს იმი­ტომ, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნას თა­ვი­სი სტან­დარ­ტი აქვს და­წე­სე­ბუ­ლი. არ­სე­ბობს ასე­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია "ჰოტ­რე­კი", რო­მელ­შიც 14 ქვე­ყა­ნაა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი. ამ ქვეყ­ნებ­ში აგე­ბულ სას­ტუმ­რო­ებს შე­სა­ბა­მის კა­ტე­გო­რი­ას სწო­რედ ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია ანი­ჭებს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს

თავისებურება, რომელიც ქართულ სასტუმროებს სხვებისგან გამოარჩევს

მსოფლიოში არსებობს ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა. პირველ ადგილზე ამ მხრივ ჩინეთია, სადაც 2 940 უმაღლესი კატეგორიის სასტუმრო აქვთ, მეორე ადგილზე მოდის თურქეთი, სადაც 800-მდე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა, ხოლო მესამეზე - მექსიკა - 670 სასტუმროთი. როგორც ჩანს, თანამედროვე სასტუმროების შესაფასებლად 5 ვარსკვლავი საკმარისი სულაც არ არის და ამის მაგალითად დუბაიში მდებარე სასტუმრო "ბურჯ-ალ-არაბი” კმარა, რომელსაც 7 ვარსკვლავი აქვს მინიჭებული. უმაღლესი კატეგორიის სასტუმროების სიმცირეს არც ჩვენ ვუჩივით, მათი რიცხვი საკმარისია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

რეალურად, რამდენი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროა დღეს საქართველოში? - როგორც სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა გვითხრა, ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია.

- შეიძლება ითქვას, რომ ეს ვირტუალური რეალობაა, რადგან საქართველოში არ არსებობს სტანდარტი, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს უმაღლესი კატეგორიის - 4 ან 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო. პირველი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ქართველებმა ააშენეს, არის "ჯორჯიან პალასი" ქობულეთში. ვამაყობ, რომ მეც დიდი წვლილი მაქვს შეტანილი მის მშენებლობაში. ამ სასტუმროს 5-ვარსკვლავიანის სტატუსი საერთაშორისო კომპანიებმა მიანიჭეს, კერძოდ, იტალიელები ჩამოვიდნენ და უმაღლესი სტანდარტების მიხედვით შეაფასეს. საქართველოში მოქმედებს სხვა 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებიც, რომლებიც ძირითადად უცხოელების აშენებულია, მაგალითად, "რედისონი" ან ბათუმის "ჰილტონი". ეს წოდება სხვებსაც აქვთ, მაგრამ სასტუმროების უმრავლესობას 5-ვარსკვლავიანი პირობითად აქვს მინიჭებული: დავუშვათ, მე მინდა მქონდეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, ჩამოვკიდებ შესაბამის აბრას და ვერავინ შემედავება, რომ ის 5-ვარსკვლავიანი არ არის, რადგან ქვეყანაში საამისო სტანდარტი არ არსებობს.

- დავუშვათ, თურქებმა ააშენეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო საქართველოს რომელიმე ქალაქში, მაშინ?

- ეს იქნება თურქული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ანუ მათი სტანდარტებით აგებული. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრიტანეთში სულ სხვაა და თურქეთში - სხვა. ეს იმიტომ, რომ ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტი აქვს დაწესებული. არსებობს ასეთი ორგანიზაცია "ჰოტრეკი", რომელშიც 14 ქვეყანაა გაერთიანებული. ამ ქვეყნებში აგებულ სასტუმროებს შესაბამის კატეგორიას სწორედ ეს ორგანიზაცია ანიჭებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია