პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"
"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"

გოგი თო­ფა­ძე ახლა ასაკ­შია, 75 წელს გა­და­ა­ჭარ­ბა და ზოგ­ჯერ აქვს წა­მოც­დე­ნე­ბი. კარ­გი კა­ცია და შე­იძ­ლე­ბა ვა­პა­ტი­ოთ", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში შე­მა­ვალ პარ­ტი­ებს ერ­თნა­ი­რი იდე­ო­ლო­გია და ხედ­ვა აქვთ, მათ შო­რის - გოგი თო­ფა­ძე­საც.

"თო­ფა­ძეს აქვს წა­მოც­დე­ნე­ბი. გოგი კარ­გი კა­ცია და შე­იძ­ლე­ბა ვა­პა­ტი­ოთ. ახლა ასაკ­შია, 75-ს გა­და­ა­ჭარ­ბა და არა უშავს, ზოგ­ჯერ წა­მოც­დე­ნე­ბი აქვს, მაგ­რამ მას არა აქვს სა­პი­რის­პი­რო აზრი. თუ გნე­ბავთ ჩა­ე­კი­თხეთ, მოს­წონს თუ არა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა. ის ასე­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა გოგი თო­ფა­ძის გან­ცხა­დე­ბას იმის შე­სა­ხებ, რომ სტა­ლი­ნის სუ­რათს მალე ყვე­ლა ოჯახ­ში და­კი­დე­ბენ.

"მე არა მაქვს სტა­ლი­ნის სუ­რა­თი. გოგი თო­ფა­ძეს თუ აქვს ამის სურ­ვი­ლი, ეს მისი ნე­ბაა, პრინ­ციპ­ში ეს აკ­რძა­ლუ­ლი არაა. მე ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს არა­მარ­ტო სტა­ლინ­თან, თუ გინ­დათ, პა­ტა­რა თვი­სე­ბე­ბის სტა­ლი­ნის მსგავ­სი რომ ჰქონ­და ჩვენს ბოლო ლი­დერს, იმა­საც შე­გახ­სე­ნებთ – არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი იხვრი­ტე­ბოდ­ნენ და რა­ი­მე აქ­ცია ტარ­დე­ბო­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ იმი­სათ­ვის, რომ რა­ღაც წყო­ბას ან იდე­ო­ლო­გი­ას ჩა­ე­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი. არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლედ არ ღირს არა­ნა­ი­რი იდე­ო­ლო­გია. ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია სტა­ლი­ნი და ვი­ღა­ცე­ე­ბი ამას იხ­სე­ნე­ბენ, ამის უფ­ლე­ბა აქვთ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მძაფ­რი ის­ტო­რი­აა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ლინ­თან, მათ შო­რის ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბის და მას ის­ტო­რი­ა­ში აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მაგ­რამ ჩემ­თვის სტა­ლი­ნი არ იყო პო­ზი­ტი­ვი და ვერ­ცერ­თი მისი პო­ზი­ტი­უ­რი ნა­ბი­ჯი ვერ და­ა­ბა­ლან­სებს იმას, რო­გორც ის მო­ექ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბას. თუ გოგი თო­ფა­ძეს სტა­ლი­ნი მოს­წონს, ამა­ში და­ნა­შა­უ­ლი არა­ფე­რი არ არის. მისი ნება და მისი უფ­ლე­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა.

"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"

"გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები"

გოგი თოფაძე ახლა ასაკშია, 75 წელს გადააჭარბა და ზოგჯერ აქვს წამოცდენები. კარგი კაცია და შეიძლება ვაპატიოთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, კოალიციაში შემავალ პარტიებს ერთნაირი იდეოლოგია და ხედვა აქვთ, მათ შორის - გოგი თოფაძესაც.

"თოფაძეს აქვს წამოცდენები. გოგი კარგი კაცია და შეიძლება ვაპატიოთ. ახლა ასაკშია, 75-ს გადააჭარბა და არა უშავს, ზოგჯერ წამოცდენები აქვს, მაგრამ მას არა აქვს საპირისპირო აზრი. თუ გნებავთ ჩაეკითხეთ, მოსწონს თუ არა ევროატლანტიკური ინტეგრაცია", - განაცხადა ივანიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა გოგი თოფაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ სტალინის სურათს მალე ყველა ოჯახში დაკიდებენ.

"მე არა მაქვს სტალინის სურათი. გოგი თოფაძეს თუ აქვს ამის სურვილი, ეს მისი ნებაა, პრინციპში ეს აკრძალული არაა. მე ასეთი დამოკიდებულება მაქვს არამარტო სტალინთან, თუ გინდათ, პატარა თვისებების სტალინის მსგავსი რომ ჰქონდა ჩვენს ბოლო ლიდერს, იმასაც შეგახსენებთ – არ შეიძლება ადამიანები იხვრიტებოდნენ და რაიმე აქცია ტარდებოდეს საზოგადოების წინააღმდეგ იმისათვის, რომ რაღაც წყობას ან იდეოლოგიას ჩაეყაროს საფუძველი. არცერთი ადამიანის სიცოცხლედ არ ღირს არანაირი იდეოლოგია. ისტორიის ნაწილია სტალინი და ვიღაცეები ამას იხსენებენ, ამის უფლება აქვთ. ძალიან საინტერესო და მძაფრი ისტორიაა დაკავშირებული სტალინთან, მათ შორის ჩვენი ქვეყნის განვითარების და მას ისტორიაში აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ჩემთვის სტალინი არ იყო პოზიტივი და ვერცერთი მისი პოზიტიური ნაბიჯი ვერ დააბალანსებს იმას, როგორც ის მოექცა საზოგადოებას. თუ გოგი თოფაძეს სტალინი მოსწონს, ამაში დანაშაული არაფერი არ არის. მისი ნება და მისი უფლებაა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."