საქართველოში კიდევ ერთი კონკურსი "მის და მისტერ გოლდენ ბრენდი" ტარდება. სილამაზის კონკურსს საქართველოში სკანდალები არ აკლია, თუმცა ამჯერად სკანდალის მიზეზი ის გახდა, რომ ერთ-ერთი მონაწილე ტრანსგენდერია. დეტალების გასარკვევად ჟიურის თავმჯდომარეს სოსო კავკავაშვილს დავუკავშირდით:
- სოსო, სილამაზის კონკურსებში ჟიურის წევრობის გამოცდილება გაქვს?
- რა თქმა უნდა, მაქვს ჟიურის წევრობის გამოცდილება. გახლდით და გახლავართ მსოფლიო სილამაზის კონკურსების ჟიურის წევრი. "მის პლანეტა საქართველოს" და "მსოფლიო თინეიჯერი მოდელის" ჟიურის წევრი, აღარაფერს ვამბობ ადგილობრივ კონკურსებზე. ასევე ვარ რამდენიმე წარმატებული პროექტის ავტორი. რაც შეეხება კონკურსის ჟიურიში ჟურნალისტების ჩართვა განაპირობა კონკურსის წინაპირობამ, რომელიც დაკავშირებული იყო თამო ვაშალომიძესთან, ინგა სიორიძესთან და გიორგი მასხულიასთან. გიორგი მასხულია გახლავთ ამ კონკურსის დამფუძნებელი, რომლის წართმევა მოინდომეს ხსენებულმა პირებმა და გიორგის როგორც ცნობილია, ცილიც კი დასწამეს. ამ თემაზე გიორგი მასხულიამ სარჩელი შეიტანა საქართველოს პროკურატურაში და ამ წუთებში იგი ჩვენებას აძლევს გამომძიებელს. ახლა დამირეკა კონკურსის პროდიუსერმა.
- როგორც ვიცი კონკურსში ტრანსგენდერი მონაწილეობს და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან?
- "მის და მისტერ გოლდენ ბრენდის" შესარჩევი კასტინგი იყო ღია და კონკურსზე დარეგისტრირება ყველას შეეძლო. მათ შორის ტრანსგენდერ ადამიანებსაც. პირველად საქართველოში მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ტრანსგენდერი დარეგისტრირდა ამ კონკურსში და პირველ ტურში მიიღო მონაწილეობა. კონკურსის დებულება არ კრძალავს არც ერთი იდენტობის მქონე ადამიანის მონაწილეობას. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას ბუნებით არ ვარ ჰომოფობი ადამიანი, თუმც მე, როგორც ამ კონკურსის ჟიურის თავჯდომარე, არ მინდა, ეს კონკურსი გახდეს სექსუალური უმცირესობების პროპაგანდის წყარო.
გაგრძელება