პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯერ სად ვართ, სააკაშვილის "არნახული" რეფორმების შედეგის მომკას აწი დავიწყებთ"-პრობლემა, რომელიც ერის განვითარებას აფერხებს
"ჯერ სად ვართ, სააკაშვილის "არნახული" რეფორმების შედეგის მომკას აწი დავიწყებთ"-პრობლემა, რომელიც ერის განვითარებას აფერხებს

გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში, უკვე წლე­ბის მან­ძილ­ზე მუდ­მი­ვი რე­ფორ­მე­ბი­სა და ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე მუ­შა­ობს, ჯე­რაც უამ­რა­ვი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა შო­რის ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ხელ­ფა­სი სწო­რედ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­შია და დღეს პე­და­გოგ­თა სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა 450 ლარს შე­ად­გენს.

დე­ტა­ლე­ბი სტა­ტი­ა­ში| ვის აქვს ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი და და­ბა­ლი ხელ­ფა­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში: ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­შუ­ა­ლო თვი­უ­რი სტა­ტის­ტი­კა

პე­და­გოგ­თა და მეც­ნი­ერ­თა თა­ვი­სუ­ფა­ლი პროფ­კავ­ში­რე­ბის პრე­ზი­დენ­ტის, მაია კო­ბა­ხი­ძის თქმით, გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ბოლო დროს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა. მას მა­გა­ლი­თად მო­ყავს ის ფაქ­ტი, რომ შე­მუ­შავ­და სა­ხელ­ფა­სო გეგ­მა და მას­წავ­ლებ­ლე­ბი ერთ აკა­დე­მი­ურ წელს, ორ­ჯერ მი­ი­ღე­ბენ გაზ­რდილ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

"სექ­ტემ­ბერ­ში პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სი 50 ლა­რით გა­ი­ზარ­და, აპ­რილ­შიც იგი­ვე თან­ხით მო­ი­მა­ტებს, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და სა­დამ­რი­გებ­ლო-სა­სერ­თი­ფი­კა­ციო და­ნა­მა­ტე­ბი. თუმ­ცა, რაც არ უნდა ვი­სა­უბ­როთ მო­მა­ტე­ბულ 50-ლა­რი­ან ანა­ზღა­უ­რე­ბა­სა და ახა­ლი სქე­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­ხელ­ფა­სო და­ნა­მა­ტებ­ზე, რე­ა­ლუ­რად პე­და­გოგ­თა სო­ცი­ა­ლუ­რი და ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რა­დი­კა­ლუ­რად ჯერ არ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლა. ეს პრო­ცე­სი დრო­ში გა­ი­წე­ლა. თუმ­ცა, საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მა მას­წავ­ლე­ბელ­თა მი­მართ. ჩვენ გვა­ი­მე­დებს ის, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა და­წყე­ბუ­ლია და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია პე­და­გოგ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდის გეგ­მა. ამ ეტაპ­ზე შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია სა­ხელ­ფა­სო პო­ლი­ტი­კა და შე­სუ­ლია ხელ­ფა­სე­ბი­სა და და­ნა­მა­ტე­ბის ზრდის სქე­მა მას­წავ­ლებ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის და­წყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის ახალ სქე­მა­ში.

ხელ­ფა­სე­ბის გარ­და სკო­ლე­ბის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა არის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი და მათი შეც­ვლა ჩვე­ნი ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნაა. ვი­ნა­ი­დან სკო­ლის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში არის არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი, არა­მედ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მა­ტუ­რი შეც­დო­მე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმი­სათ­ვის, რომ მას­წავ­ლე­ბელ­მა ხა­რის­ხი­ა­ნად აწარ­მო­ოს სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი, მას აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ხე­ლის შემ­შლე­ლი პი­რო­ბა და მათ შო­რის არის ეს უვარ­გი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ამავდრო­უ­ლად ვერ პა­სუ­ხო­ბენ ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­თხოვ­ნებს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს უწევთ და­მა­ტე­ბით რე­პე­ტი­ტო­რებ­თან მე­ცა­დი­ნე­ო­ბა.

დღეს სა­ხელ­მწი­ფოს უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის მიერ გა­ცხა­დე­ბუ­ლია, რომ გა­ნათ­ლე­ბა არის ქვეყ­ნის პი­ო­რი­ტე­ტი, თუმ­ცა პრი­ო­რი­ტე­ტად მიჩ­ნე­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ხელ­ფა­სე­ბის ზრდა არ უნდა გა­და­ვი­დეს მე­ო­რე და მე­სა­მე პლან­ზე. პე­და­გო­გის ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა უნდა იყოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი, სხვა­ნა­ი­რად, იმ ფაქტს, რომ გა­ნათ­ლე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტია, ნამ­დვი­ლად ვერ და­ვა­დას­ტუ­რებთ. კარ­გი, მე ვი­ტყო­დი, ადეკ­ვა­ტუ­რი შრო­მი­თი ანა­ზღა­უ­რე­ბა ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ტი­ვა­ტო­რია, მაგ­რამ აქვე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე გავ­ლე­ნას ნამ­დვი­ლად ვერ ახ­დენს.

უვარ­გი­სი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, კლა­სებ­ში მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა, და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბია. პე­და­გოგ­თა ანაზ­რა­უ­რე­ბის ზრდა უნდა იყოს უწყვე­ტი პრო­ცე­სი და ის არ უნდა ჩა­მორ­ჩე­ბო­დეს სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბულ­თა სა­შუ­ა­ლო ხელ­ფასს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან მას­წავ­ლე­ბელ­თა კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბი­სათ­ვის მუდ­მი­ვი ზრუნ­ვა, რად­გან მათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უწევთ საქ­მი­ა­ნო­ბის რე­ფორ­მის პა­რა­ლე­ლუ­რად წარ­მარ­თვა. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლია. ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფომ ვერ შეძ­ლო ჩა­მო­ე­ყა­ლი­ბე­ბი­ნა ყვე­ლა­სათ­ვის მი­სა­ღე­ბი გა­ნათ­ლე­ბის მწყობ­რი სის­ტე­მა, ამან პე­და­გო­გე­ბი მძი­მე ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­აგ­დო,"- აღ­ნიშ­ნა მაია კო­ბა­ხი­ძემ.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლია გი­გა­ურ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, რომ სწავ­ლის ხა­რის­ხის ამაღ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­მი­ნის­ტრომ მიდ­გო­მა შეც­ვა­ლა, სკო­ლის შე­ფა­სე­ბა მრა­ვა­ლი კომ­პო­ნენ­ტის მი­ხედ­ვით ხდე­ბა. შე­დე­გად, სკო­ლა გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, სრულ­ყო­ფა­ზე, მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ზეა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია, რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სი სრულ­ყო­ფი­ლი იყოს, მოს­წავ­ლე­ებ­მა აჩ­ვე­ნონ მა­ღა­ლი შე­დე­გე­ბი. სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცია, მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოს­წავ­ლე, მშო­ბე­ლი თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო გა­რე­მოს ერ­თად ქმნი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლას თა­ვი­სი წილი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია და შე­დე­გე­ბი სწო­რედ მათ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე, მათ შე­თან­ხმე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, სა­მი­ნის­ტრო უწყვე­ტად ახორ­ცი­ე­ლებს ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ და სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებს. შენ­დე­ბა ახა­ლი სკო­ლე­ბი, მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­უ­ლო­ბით სკო­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია თუ გა­ზი­ფი­ცი­რე­ბა. მოს­წავ­ლე­ე­ბი უფა­სოდ იღე­ბენ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს და სარ­გებ­ლო­ბენ სას­კო­ლო ტრან­სპორ­ტით. სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა სა­ჯა­რო სკო­ლა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია ინ­ტერ­ნე­ტით; შე­იქ­მნა ბავ­შვთა დაც­ვის, მე­დი­ა­ცი­ი­სა და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი; შე­მუ­შავ­და "პრო­ფე­სი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და კა­რი­ე­რის და­გეგ­მვის კურ­სი", ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კა­რის, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი­სა და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი, -აღ­ნიშ­ნა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ.

მი­უ­ხე­და­ვად, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცი­ი­სა, სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვე­ბი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის და­ბალ დო­ნე­ზე მი­უ­თი­თე­ბენ. წელს, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მხო­ლოდ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის გა­და­ლახ­ვით, ბევ­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცხოვ­რე­ბა და­ი­წყო. გა­უ­მარ­თლა მა­თაც, ვი­საც ე.წ. სკა­ნი­რე­ბის მე­თო­დის წყა­ლო­ბით, ზღვარ­ზე და­ბა­ლი შე­ფა­სე­ბა გამ­სვლელ ქუ­ლად ჩა­ეთ­ვა­ლათ.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი AMBEBI.GE-სთან ამ­ბობს, რომ თქმა იმი­სა, რომ წელს ბა­რი­ე­რი უფრო და­ბა­ლი იყო, არას­წო­რია. "ბა­რი­ე­რი დად­გე­ნი­ლია, მის და­წე­ვა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია. უბ­რა­ლოდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ამ ბა­რი­ე­რის დად­გე­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდეს, რომ ნაკ­ლებ ქუ­ლი­ან­საც აქვს შან­სი კონ­კურ­სში გა­აგ­რძე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ქუ­ლე­ბის გა­ი­გი­ვე­ბის პრო­ცე­დუ­რას კი ზო­გი­ერ­თე­ბი არას­წორ ინ­ტერპრე­ტა­ცი­ას უკე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა გა­ნათ­ლე­ბის დო­ნეს, წლის ბო­ლოს­თვის სუ­რა­თი მე­ტად გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, გვექ­ნე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვის პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბი, რო­მელ­საც ჩვე­ნი უწყე­ბა უძღვე­ბა. და­სა­მა­ლი არ არის, რომ დღეს სკო­ლა უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას და გა­ნათ­ლე­ბის ამ სა­ფე­ხურ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი რამ არის მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ჯერ­ჯე­რო­ბით იმის თქმა, რომ სკო­ლას შე­უძ­ლია მო­ამ­ზა­დოს ბავ­შვი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის­თვის, სამ­წუ­ხა­როდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია,"- აღ­ნიშ­ნა მაია მი­მი­ნოშ­ვილ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ლი­გის თავ­მჯდო­მა­რის, მა­ნა­ნა ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის დონე სა­გან­გა­შო ზღვარ­ზეა. "ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბამ­დე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი იყო ზღვარს ჩა­ცი­ლე­ბუ­ლი და მას შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი, რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, არა­ნა­ი­რი უკე­თე­სო­ბა არ შე­იმ­ჩნე­ვა. ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ხარ­ჯზე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ყო­ველ­წლი­უ­რად იტ­ვირ­თე­ბა და იბე­რე­ბა არაფ­რის­მომ­ცე­მი საგ­ნე­ბით. სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხი კა­ტას­ტრო­ფუ­ლა­დაა და­ვარ­დნი­ლი. დღეს რომ მე­თორ­მე­ტე კლა­სე­ლი წა­ვი­დეს სა­ზღვარ­გა­რეთ, ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნა­ში, ამე­რი­კა­ში, ინ­გლის­ში ან გერ­მა­ნი­ა­ში, გა­ცი­ლე­ბით და­ბალ სა­ფე­ხურ­ზე დას­ვა­მენ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად. ასე­ვე ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთა­ვა­რი ხე­ლის­შემ­შლე­ლი პი­რო­ბა არის ის, რომ სკო­ლი­დან მო­დი­ან ძა­ლი­ან სუს­ტად მომ­ზა­დე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი. უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში ღრმა რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ტარ­დეს. ის, რომ ზოგ ლექ­ცი­ა­ზე 300 სტუ­დენ­ტი ზის, რა თქმა უნდა, მი­უ­ღე­ბე­ლია. რაც არ უნდა კარ­გი ლექ­ტო­რი კი­თხუ­ლობ­დეს ლექ­ცი­ას, შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­დენ ადა­მი­ან­ში მან სა­სურ­ველ შე­დეგს მი­აღ­წი­ოს. გა­და­სა­ხე­დია სი­ლა­ბუ­სე­ბი, საგ­ნის არ­ჩე­ვი­სა თუ შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მე­ბი. ყვე­ლა გა­მოც­და ტეს­ტუ­რი და წე­რი­ლო­ბი­თია, სკო­ლა­ში და­ა­მუნ­ჯეს ბავ­შვე­ბი და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უა­რესს უშ­ვე­ბი­ან. რა თქმა უნდა, არი­ან ისე­თი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხა­რის­ხი­ან ლექ­ცია-სე­მი­ნა­რებს ატა­რე­ბენ, მაგ­რამ ბევ­რის დონე ვერ შე­ე­სა­ბა­მე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე მო­თხოვ­ნებს. უმე­ტე­სო­ბა მათ­გა­ნი ხა­რისხზე ვერ და­იკ­ვეხ­ნის.

ორი უკი­დუ­რე­სო­ბაა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, თუ სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი გახ­და უფა­სო, სა­მა­გი­ე­როდ სტუ­დენ­ტთა სას­წავ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რა უსაშ­ვე­ლოდ ძვი­რი ღირს, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, მათ სწავ­ლა უწევთ ძა­ლი­ან ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი, გა­უ­გე­ბარ ენა­ზე და­წე­რი­ლი, მეც­ნი­ე­რუ­ლი თუ სხვა შეც­დო­მე­ბით გა­და­ჭე­დი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბით.

მარ­თა­ლია, ერ­თი­ან­მა ეროვ­ნულ­მა გა­მოც­დებ­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აღ­მო­ფხვრა, მაგ­რამ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი მისი დიდი ნაკ­ლო­ვა­ნე­ბაა. ბა­რი­ე­რი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აი­წი­ოს. რას გავს ეს?! არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბელ შე­ფა­სე­ბას იღებს აბი­ტუ­რი­ენ­ტი და ხდე­ბა სტუ­დენ­ტი? მაგ­რამ თუ ბა­რი­ერს აწე­ვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ნა­წი­ლი დარ­ჩე­ბა სტუ­დენ­ტე­ბის გა­რე­შე. წელს 64 აკ­რე­დი­ტი­რე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აცხა­დებ­და მი­ღე­ბას, მათ შე­სავ­სებ­ლად უნდა დავ­წი­ოთ ბა­რი­ე­რი?! სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დებს რაც შე­ე­ხე­ბა, იმ ფაქ­ტმა, რომ 2013 წელს ეს გა­მოც­დე­ბი არ ჩა­ტარ­და, სე­რი­ო­ზუ­ლად და­არ­ღვია დის­ცი­ლი­ნა სკო­ლებ­ში და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­ღალკ­ლა­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი სკო­ლი­დან აორ­თქლდნენ. მე­სა­მე სა­ფე­ხურ­ზე ბავ­შვე­ბი სკო­ლებ­ში ნაკ­ლე­ბად და­დი­ან და ამავდრო­უ­ლად ხერ­ხდე­ბა გა­და­წე­რა. რა ცოდ­ნა უნდა მი­ი­ღოს მოს­წავ­ლემ?! რო­გორ შე­უძ­ლია მას 12 წლის მა­სა­ლა რამ­დე­ნი­მე თვე­ში მა­ღალ­ხა­რის­ხოვ­ნად ის­წავ­ლოს?! ისი­ნი ბოლო წლის მომ­ზა­დე­ბის იმე­დად არი­ან და მთე­ლი 11 წელი მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ფერს აკე­თებს. იმის გამო, რომ წელს 64 უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლი აცხა­დებ­და მი­ღე­ბას, ბა­რი­ე­რი უნდა დავ­წი­ოთ და 16 ქულა და­ვა­წე­სოთ?

უკან და უკან წავა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ნათ­ლე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია და ეს უკუს­ვლა შე­სამ­ჩნე­ვი და სე­რი­ო­ზუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ გან­ხორ­ცი­ელ­და, ჯერ სად ვართ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "არ­ნა­ხუ­ლი" რე­ფორ­მე­ბის შე­დე­გის მომ­კას აწი და­ვი­წყებთ", - აღ­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ლი­გის თავ­მჯდო­მა­რემ.

ქრის­ტი­ნე გამ­თე­ნა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ჯერ სად ვართ, სააკაშვილის "არნახული" რეფორმების შედეგის მომკას აწი დავიწყებთ"-პრობლემა, რომელიც ერის განვითარებას აფერხებს

"ჯერ სად ვართ, სააკაშვილის "არნახული" რეფორმების შედეგის მომკას აწი დავიწყებთ"-პრობლემა, რომელიც ერის განვითარებას აფერხებს

განათლების სისტემა, რომელიც საქართველოში, უკვე წლების მანძილზე მუდმივი რეფორმებისა და ცვლილებების ფონზე მუშაობს, ჯერაც უამრავი პრობლემის წინაშე დგას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა შორის ყველაზე დაბალი ხელფასი სწორედ განათლების სისტემაშია და დღეს პედაგოგთა საშუალო ანაზღაურება 450 ლარს შეადგენს.

დეტალები სტატიაში| ვის აქვს ყველაზე მაღალი და დაბალი ხელფასი საქართველოში: ანაზღაურების საშუალო თვიური სტატისტიკა

პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების პრეზიდენტის, მაია კობახიძის თქმით, განათლების სისტემაში ბოლო დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მას მაგალითად მოყავს ის ფაქტი, რომ შემუშავდა სახელფასო გეგმა და მასწავლებლები ერთ აკადემიურ წელს, ორჯერ მიიღებენ გაზრდილ ანაზღაურებას.

"სექტემბერში პედაგოგთა ხელფასი 50 ლარით გაიზარდა, აპრილშიც იგივე თანხით მოიმატებს, ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა სადამრიგებლო-სასერთიფიკაციო დანამატები. თუმცა, რაც არ უნდა ვისაუბროთ მომატებულ 50-ლარიან ანაზღაურებასა და ახალი სქემით გათვალისწინებულ სახელფასო დანამატებზე, რეალურად პედაგოგთა სოციალური და ფინანსური მდგომარეობა რადიკალურად ჯერ არ გაუმჯობესებულა. ეს პროცესი დროში გაიწელა. თუმცა, საგრძნობლად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომა მასწავლებელთა მიმართ. ჩვენ გვაიმედებს ის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და ჩამოყალიბებულია პედაგოგთა ხელფასების ზრდის გეგმა. ამ ეტაპზე შემუშავებულია სახელფასო პოლიტიკა და შესულია ხელფასებისა და დანამატების ზრდის სქემა მასწავლებლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში.

ხელფასების გარდა სკოლების ძირითადი პრობლემა არის სახელმძღვანელოები და მათი შეცვლა ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა. ვინაიდან სკოლის სახელმძღვანელოებში არის არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ ძალიან სერიოზული თემატური შეცდომები. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რომ მასწავლებელმა ხარისხიანად აწარმოოს საგაკვეთილო პროცესი, მას აქვს ძალიან ბევრი ხელის შემშლელი პირობა და მათ შორის არის ეს უვარგისი სახელმძღვანელოები, რომლებიც ამავდროულად ვერ პასუხობენ ეროვნული გამოცდების მოთხოვნებს და აბიტურიენტებს უწევთ დამატებით რეპეტიტორებთან მეცადინეობა.

დღეს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ გაცხადებულია, რომ განათლება არის ქვეყნის პიორიტეტი, თუმცა პრიორიტეტად მიჩნეულ განათლებაში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა არ უნდა გადავიდეს მეორე და მესამე პლანზე. პედაგოგის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა იყოს პირველი ნაბიჯი, სხვანაირად, იმ ფაქტს, რომ განათლება პრიორიტეტია, ნამდვილად ვერ დავადასტურებთ. კარგი, მე ვიტყოდი, ადეკვატური შრომითი ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოტივატორია, მაგრამ აქვე დავამატებდი, რომ სფეროში არსებული დაბალი ხელფასები სასწავლო პროცესზე გავლენას ნამდვილად ვერ ახდენს.

უვარგისი სახელმძღვანელოები, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა, დაბალი ხელფასები განათლების სისტემის ძირითადი პრობლემებია. პედაგოგთა ანაზრაურების ზრდა უნდა იყოს უწყვეტი პროცესი და ის არ უნდა ჩამორჩებოდეს საჯარო სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასს. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის მუდმივი ზრუნვა, რადგან მათ წლების განმავლობაში უწევთ საქმიანობის რეფორმის პარალელურად წარმართვა. ეს ძალიან რთულია. ბოლო 25 წლის განმავლობაში სახელმწიფომ ვერ შეძლო ჩამოეყალიბებინა ყველასათვის მისაღები განათლების მწყობრი სისტემა, ამან პედაგოგები მძიმე ვითარებაში ჩააგდო,"- აღნიშნა მაია კობახიძემ.

განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, რომ სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით, სამინისტრომ მიდგომა შეცვალა, სკოლის შეფასება მრავალი კომპონენტის მიხედვით ხდება. შედეგად, სკოლა განვითარებაზე, სრულყოფაზე, მაღალი შედეგების მიღწევაზეა ორიენტირებული. სკოლის ადმინისტრაცია, თითოეული მასწავლებელი დაინტერესებულია, რომ სასწავლო პროცესი სრულყოფილი იყოს, მოსწავლეებმა აჩვენონ მაღალი შედეგები. სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებელი, მოსწავლე, მშობელი თუ საზოგადოების წარმომადგენლები საინტერესო სასწავლო გარემოს ერთად ქმნიან. შესაბამისად, ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აკისრია და შედეგები სწორედ მათ თანამშრომლობასა და ჩართულობაზე, მათ შეთანხმებულ ქმედებებზეა დამოკიდებული.

გარდა ამისა, სამინისტრო უწყვეტად ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებს. შენდება ახალი სკოლები, მიმდინარეობს ასეულობით სკოლის რეაბილიტაცია თუ გაზიფიცირება. მოსწავლეები უფასოდ იღებენ სასკოლო სახელმძღვანელოებს და სარგებლობენ სასკოლო ტრანსპორტით. საქართველოს ყველა საჯარო სკოლა უზრუნველყოფილია ინტერნეტით; შეიქმნა ბავშვთა დაცვის, მედიაციისა და ფსიქოლოგიური სამსახური; შემუშავდა "პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კურსი", ბიბლიოთეკებისა და ბიბლიოთეკარის, სკოლის დირექტორისა და მასწავლებლის პროფესიული სტანდარტები, -აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.

მიუხედავად, განათლების სამინისტროს პოზიციისა, საერთაშორისო კვლევები წლებია საქართველოში განათლების დაბალ დონეზე მიუთითებენ. წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვით, ბევრი აბიტურიენტის საუნივერსიტეტო ცხოვრება დაიწყო. გაუმართლა მათაც, ვისაც ე.წ. სკანირების მეთოდის წყალობით, ზღვარზე დაბალი შეფასება გამსვლელ ქულად ჩაეთვალათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი AMBEBI.GE-სთან ამბობს, რომ თქმა იმისა, რომ წელს ბარიერი უფრო დაბალი იყო, არასწორია. "ბარიერი დადგენილია, მის დაწევაზე ლაპარაკიც ზედმეტია. უბრალოდ, შესაძლებელია ამ ბარიერის დადგენის შემდეგ აღმოჩნდეს, რომ ნაკლებ ქულიანსაც აქვს შანსი კონკურსში გააგრძელოს მონაწილეობა. ქულების გაიგივების პროცედურას კი ზოგიერთები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. რაც შეეხება განათლების დონეს, წლის ბოლოსთვის სურათი მეტად გამოიკვეთება, გვექნება საგანმანათლებლო კვლევის პირველადი შედეგები, რომელსაც ჩვენი უწყება უძღვება. დასამალი არ არის, რომ დღეს სკოლა უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და განათლების ამ საფეხურზე ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ჯერჯერობით იმის თქმა, რომ სკოლას შეუძლია მოამზადოს ბავშვი უმაღლესი სასწავლებლისთვის, სამწუხაროდ, შეუძლებელია,"- აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.

საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარის, მანანა ნიკოლეიშვილის თქმით, საქართველოში განათლების დონე საგანგაშო ზღვარზეა. "ხელისუფლების ცვლილებამდე განათლების ხარისხი იყო ზღვარს ჩაცილებული და მას შემდეგ სერიოზული, რადიკალური ცვლილებები არ განხორციელებულა, შესაბამისად, არანაირი უკეთესობა არ შეიმჩნევა. ფუნდამენტური მეცნიერებების ხარჯზე, ეროვნული სასწავლო გეგმა ყოველწლიურად იტვირთება და იბერება არაფრისმომცემი საგნებით. სკოლებში სწავლების ხარისხი კატასტროფულადაა დავარდნილი. დღეს რომ მეთორმეტე კლასელი წავიდეს საზღვარგარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში, ამერიკაში, ინგლისში ან გერმანიაში, გაცილებით დაბალ საფეხურზე დასვამენ სწავლის გასაგრძელებლად. ასევე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს უმაღლესი სასწავლებლების უმეტესობა. ამ შემთხვევაში, მთავარი ხელისშემშლელი პირობა არის ის, რომ სკოლიდან მოდიან ძალიან სუსტად მომზადებული აბიტურიენტები. უმაღლეს სასწავლებლებში ღრმა რეფორმები უნდა გატარდეს. ის, რომ ზოგ ლექციაზე 300 სტუდენტი ზის, რა თქმა უნდა, მიუღებელია. რაც არ უნდა კარგი ლექტორი კითხულობდეს ლექციას, შეუძლებელია ამდენ ადამიანში მან სასურველ შედეგს მიაღწიოს. გადასახედია სილაბუსები, საგნის არჩევისა თუ შეფასების სისტემები. ყველა გამოცდა ტესტური და წერილობითია, სკოლაში დაამუნჯეს ბავშვები და უნივერსიტეტში უარესს უშვებიან. რა თქმა უნდა, არიან ისეთი პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ხარისხიან ლექცია-სემინარებს ატარებენ, მაგრამ ბევრის დონე ვერ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. უმეტესობა მათგანი ხარისხზე ვერ დაიკვეხნის.

ორი უკიდურესობაა ჩვენს ქვეყანაში, თუ სასკოლო სახელმძღვანელოები გახდა უფასო, სამაგიეროდ სტუდენტთა სასწავლო ლიტერატურა უსაშველოდ ძვირი ღირს, აღსანიშნავია ისიც, რომ უმეტეს შემთხვევაში, მათ სწავლა უწევთ ძალიან ძვირადღირებული, გაუგებარ ენაზე დაწერილი, მეცნიერული თუ სხვა შეცდომებით გადაჭედილი სახელმძღვანელოებით.

მართალია, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა საგანმანათლებლო სისტემაში გამეფებული კორუფცია მნიშვნელოვნად აღმოფხვრა, მაგრამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი მისი დიდი ნაკლოვანებაა. ბარიერი აუცილებლად უნდა აიწიოს. რას გავს ეს?! არადამაკმაყოფილებელ შეფასებას იღებს აბიტურიენტი და ხდება სტუდენტი? მაგრამ თუ ბარიერს აწევენ უნივერსიტეტების ნაწილი დარჩება სტუდენტების გარეშე. წელს 64 აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებელი აცხადებდა მიღებას, მათ შესავსებლად უნდა დავწიოთ ბარიერი?! საატესტატო გამოცდებს რაც შეეხება, იმ ფაქტმა, რომ 2013 წელს ეს გამოცდები არ ჩატარდა, სერიოზულად დაარღვია დისცილინა სკოლებში და შეიძლება ითქვას, მაღალკლასელი მოსწავლეები სკოლიდან აორთქლდნენ. მესამე საფეხურზე ბავშვები სკოლებში ნაკლებად დადიან და ამავდროულად ხერხდება გადაწერა. რა ცოდნა უნდა მიიღოს მოსწავლემ?! როგორ შეუძლია მას 12 წლის მასალა რამდენიმე თვეში მაღალხარისხოვნად ისწავლოს?! ისინი ბოლო წლის მომზადების იმედად არიან და მთელი 11 წელი მათი უმრავლესობა არაფერს აკეთებს. იმის გამო, რომ წელს 64 უმაღლესი სასწავლებელი აცხადებდა მიღებას, ბარიერი უნდა დავწიოთ და 16 ქულა დავაწესოთ?

უკან და უკან წავა საქართველოში განათლების კუთხით არსებული სიტუაცია და ეს უკუსვლა შესამჩნევი და სერიოზული იქნება, თუ რადიკალური ცვლილებები არ განხორციელდა, ჯერ სად ვართ, სააკაშვილის ხელისუფლების "არნახული" რეფორმების შედეგის მომკას აწი დავიწყებთ", - აღნიშნა საქართველოს განათლების ლიგის თავმჯდომარემ.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია