სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა
პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

სფე­რო, რო­მელ­საც ერთი შე­ხედ­ვით, არც დამ­საქ­მე­ბე­ლი ჰყავს და არც მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ჰყავს თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­მუ­შა­ვე­ბენ თან­ხას, თა­ვად ად­გე­ნენ სა­მუ­შაო გრა­ფიკ­სა და წე­სებს. ისი­ნი არა­ვის წი­ნა­შე არი­ან ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლი.

მათი ცნო­ბა ად­ვი­ლია - სა­ლა­თის­ფე­რი ან სტა­ფი­ლოს­ფე­რი, სი­ნათ­ლი­სამ­რეკ­ლი ზო­ლე­ბით ჟი­ლეტ­ზე, მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბელ ად­გი­ლებ­თან დგა­ნან და მძღო­ლებს პარ­კი­რე­ბის­თვის ად­გი­ლის პოვ­ნა­სა და მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბი­ან. ზოგს აღი­ზი­ა­ნებს მათი გა­მო­ჩე­ნა და მათ მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ დახ­მა­რე­ბა­ზე უარს ამ­ბობს, ზოგი კი პი­რი­ქით, დახ­მა­რე­ბას სთხოვს, როცა პარ­კი­რე­ბა გარ­კვე­ულ სირ­თუ­ლე­ებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც წესი, "სტა­ი­ან­ში­კებს" ეძა­ხი­ან. თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა, სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს მათი "პრო­ფე­სია", ვინ არის მათი დამ­საქ­მე­ბე­ლი და რამ­დე­ნია ამ ადა­მი­ა­ნე­ბის შე­მო­სა­ვა­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში?

მე­რაბ მი­ქი­აშ­ვი­ლი 58 წლი­საა. უკვე ორი წე­ლია, ამ საქ­მით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნავს ბპნ-თან სა­უბ­რი­სას, 40 წელი მძღო­ლად მუ­შა­ობ­და. ახლა სხვა შე­მო­სა­ვა­ლი არ აქვს და იძუ­ლე­ბუ­ლია "სტა­ი­ან­ში­კო­ბით" ირ­ჩი­ნოს თავი. მი­სი­ვე თქმით, მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ექ­ვსი ად­გი­ლი აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი. დი­ლის 10 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 7 სა­ა­თამ­დე პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე დგას და 50 თეთ­რის სა­ნაც­ვლოდ მძღო­ლე­ბის დახ­მა­რე­ბას ცდი­ლობს.

"ზოგი მად­ლო­ბა­საც არ ამ­ბობს, მან­ქა­ნის მი­ნა­საც არ ჩა­მო­წე­ვენ ხოლ­მე და ისე მი­დი­ან. ყვე­ლა­ზე დიდი თან­ხა, რაც გა­და­უხ­დი­ათ, 1 ლა­რია", - ამ­ბობს მე­რაბ მი­ქი­აშ­ვი­ლი. პა­სუ­ხი არ აქვს შე­კი­თხვა­ზე – ვინ გან­სა­ზღვრა პარ­კი­რე­ბის ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მელ­საც ის კუ­რი­რებს. ამ­ბობს, რომ პე­კი­ნის ქუ­ჩა­ზე მან­ქა­ნის გა­სა­ჩე­რე­ბე­ლი ექ­ვსი­ვე ად­გი­ლი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან ერგო ისე­ვე, რო­გორც 56 წლის და­ვით ბუ­ჯი­აშ­ვილს.

და­ვით ბუ­ჯი­აშ­ვი­ლი "სტა­ი­ან­ში­კო­ბით" თით­ქმის სამი წე­ლია ირ­ჩენს თავს. სა­პენ­სიო ასა­კამ­დე ჯერ შო­რია, ამი­ტომ თა­ვის გა­სა­ტა­ნად შე­მო­სა­ვა­ლი სჭირ­დე­ბა. პრო­ფე­სი­ით ისიც მძღო­ლია და რად­გან ასა­კის გამო სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა უკვე უჭირს, პარ­კი­რე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტა. დი­ლის 10-11 სა­ა­თი­დან სა­ღა­მოს 8 სა­ა­თამ­დე მუ­შა­ობს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, დღე­ში 10- 15 ლარს შო­უ­ლობს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

პროფესია "სტაიანშიკი" და პარკირებაში დამხმარეთა უკონტროლო საქმიანობა

სფერო, რომელსაც ერთი შეხედვით, არც დამსაქმებელი ჰყავს და არც მაკონტროლებელი, მაგრამ ჰყავს თვითდასაქმებულები, რომლებიც გამოიმუშავებენ თანხას, თავად ადგენენ სამუშაო გრაფიკსა და წესებს. ისინი არავის წინაშე არიან ანგარიშვალდებული.

მათი ცნობა ადვილია - სალათისფერი ან სტაფილოსფერი, სინათლისამრეკლი ზოლებით ჟილეტზე, მანქანის გასაჩერებელ ადგილებთან დგანან და მძღოლებს პარკირებისთვის ადგილის პოვნასა და მანქანის გაჩერებაში ეხმარებიან. ზოგს აღიზიანებს მათი გამოჩენა და მათ მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე უარს ამბობს, ზოგი კი პირიქით, დახმარებას სთხოვს, როცა პარკირება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამ ადამიანებს, როგორც წესი, "სტაიანშიკებს" ეძახიან. თუმცა საინტერესოა, საიდან იღებს სათავეს მათი "პროფესია", ვინ არის მათი დამსაქმებელი და რამდენია ამ ადამიანების შემოსავალი დღის განმავლობაში?

მერაბ მიქიაშვილი 58 წლისაა. უკვე ორი წელია, ამ საქმით არის დაკავებული. როგორც თავად აღნიშნავს ბპნ-თან საუბრისას, 40 წელი მძღოლად მუშაობდა. ახლა სხვა შემოსავალი არ აქვს და იძულებულია "სტაიანშიკობით" ირჩინოს თავი. მისივე თქმით, მანქანის გასაჩერებელი ექვსი ადგილი აქვს ჩაბარებული. დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე პეკინის ქუჩაზე დგას და 50 თეთრის სანაცვლოდ მძღოლების დახმარებას ცდილობს.

"ზოგი მადლობასაც არ ამბობს, მანქანის მინასაც არ ჩამოწევენ ხოლმე და ისე მიდიან. ყველაზე დიდი თანხა, რაც გადაუხდიათ, 1 ლარია", - ამბობს მერაბ მიქიაშვილი. პასუხი არ აქვს შეკითხვაზე – ვინ განსაზღვრა პარკირების ადგილების რაოდენობა, რომელსაც ის კურირებს. ამბობს, რომ პეკინის ქუჩაზე მანქანის გასაჩერებელი ექვსივე ადგილი წინამორბედისგან ერგო ისევე, როგორც 56 წლის დავით ბუჯიაშვილს.

დავით ბუჯიაშვილი "სტაიანშიკობით" თითქმის სამი წელია ირჩენს თავს. საპენსიო ასაკამდე ჯერ შორია, ამიტომ თავის გასატანად შემოსავალი სჭირდება. პროფესიით ისიც მძღოლია და რადგან ასაკის გამო სამსახურის შოვნა უკვე უჭირს, პარკირებაზე მუშაობა გადაწყვიტა. დილის 10-11 საათიდან საღამოს 8 საათამდე მუშაობს და როგორც თავად ამბობს, დღეში 10- 15 ლარს შოულობს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია