მსოფლიო
სამართალი

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს
"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს

ფი­ლო­სო­ფო­სი და პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია "ფე­ის­ბუქ­ზე" ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა­ში გა­სულ კად­რებ­ზე აკე­თებს კო­მენ­ტარს:

"ჩემი ზე­და­პი­რუ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით, პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­აქ­ცია იმის და­სა­ბუ­თე­ბა­ზე, რომ წა­მე­ბის ცნო­ბი­ლი სცე­ნე­ბი დად­გმუ­ლი იყო, ასე­თია: "მერე რა, ნა­ცე­ბი ხომ მა­ინც ცუ­დე­ბი არი­ან". ეს მოწ­მობს ობ­სე­სი­ას, შე­პყრო­ბი­ლო­ბას "ნა­ცე­ბის" თე­მით: მთა­ვა­რია, და­სა­ბუთ­დეს, რომ ნა­ცე­ბი სა­ზი­ზღრე­ბი არი­ან, და­ნარ­ჩე­ნი ქვეყ­ნად არა­ფე­რია სა­ინ­ტე­რე­სო. მერე რა, რომ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცი­ნი­კუ­რად თა­მა­შობს ამ კად­რე­ბით მა­სე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის მიზ­ნით და ათა­სი წელი არ აინ­ტე­რე­სებს დამ­ნა­შა­ვე­თა დას­ჯა და მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; მერე რა, რომ დღეს მისი ერ­თა­დერ­თი მო­ტი­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე მო­ნო­პო­ლია და სა­ხი­ფა­თო კონ­კუ­რენ­ტის მო­შო­რე­ბაა, ხოლო "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე" ლა­პა­რა­კი - მხო­ლოდ ნი­ღა­ბი. ეს ყვე­ლა­ფე­რი წვრილ­მა­ნია. მთა­ვა­რია, ნა­ცე­ბი ხომ მა­ინც ცუ­დე­ბი არი­ან.

ამ შე­პყრო­ბი­ლო­ბის უკან იმა­ლე­ბა არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტულ და ნი­უ­ან­სი­რე­ბულ აზ­როვ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა, არა­მედ ფა­რუ­ლი კომ­პლექ­სი: ეს ხალ­ხი გუ­ლის სიღ­რმე­ში აღი­ა­რებს, რომ "სა­ზი­ზღა­რი ნა­ცე­ბი" მა­ინც ერთი თა­ვით მაღ­ლა დგა­ნან თა­ვის ოპო­ნენ­ტებ­ზე მთა­ვა­რი ნიშ­ნით: მათ უნ­დათ და შე­უძ­ლი­ათ ქვეყ­ნის­თვის სარ­გებ­ლო­ბის მო­ტა­ნა. "მე­ოც­ნე­ბე­ებს" კი ეს არც უნ­დათ და არც შე­უძ­ლი­ათ.

ეს არა­ნა­ი­რად არ ამარ­თლებს იმას, რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და (ნამ­დვილ სა­ზი­ზღრო­ბებს ვგუ­ლის­ხმობ და არა დად­გმულს). ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა პა­სუხს აგებს ამა­ზე, მან სა­მარ­თლი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ფა­სიც გა­და­ი­ხა­და და კვლავ იხ­დის (წა­ა­გო არ­ჩევ­ნე­ბი და იმის შემ­დეგ ძა­ლი­ან უჭირს რე­ი­ტინ­გის გა­მოს­წო­რე­ბა). მაგ­რამ რა ვუ­ყოთ, რომ ვცხოვ­რობთ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, რო­მელ­მაც არამ­ცთუ მათ­ზე უკე­თე­სი, არა­მედ მათ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი უნა­რის მქო­ნე ალ­ტერ­ნა­ტუ­ლი ძა­ლაც კი ვერ შექ­მნა", - წერს ნო­დია.

2012 წელს მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა წა­მე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის კად­რე­ბის მხო­ლოდ ნა­წი­ლი აჩ­ვე­ნეს. ეს გა­და­ცე­მა "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და­კი­თხვის ოქ­მი­დან ჩანს, სა­დაც ირმა ინაშ­ვი­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის კი­თხვა­ზე - "რა­ტომ არ გა­უშ­ვეს სრუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა" პა­სუ­ხობს: "ჩვენ ამოვკრი­ბეთ ის მა­სა­ლე­ბი, სა­დაც წა­მე­ბას და სა­დიზმს ჰქონ­და ად­გი­ლი და­ნარ­ჩე­ნი მა­სა­ლა, სა­დაც არის დი­ა­ლო­გე­ბი და სხვა კად­რე­ბი, ჩავ­თვა­ლეთ, რომ არ იყო სა­ინ­ტე­რე­სო", - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა და­კი­თხვა­ზე.

რე­ა­ლუ­რად კი კად­რე­ბი, რო­მე­ლიც ეთერ­ში მა­შინ არ მოხ­ვდა, "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის" წამ­ყვა­ნის, ეკა კვე­სი­ტა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლადო ბე­დუ­კა­ძის მხრი­დან პა­ტიმ­რებ­ზე ზე­წო­ლა­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ასა­ხავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს

"ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა" - გია ნოდია კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე საუბრობს

ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი გია ნოდია "ფეისბუქზე" ეკა კვესიტაძის გადაცემაში გასულ კადრებზე აკეთებს კომენტარს:

"ჩემი ზედაპირული დაკვირვებით, პოპულარული რეაქცია იმის დასაბუთებაზე, რომ წამების ცნობილი სცენები დადგმული იყო, ასეთია: "მერე რა, ნაცები ხომ მაინც ცუდები არიან". ეს მოწმობს ობსესიას, შეპყრობილობას "ნაცების" თემით: მთავარია, დასაბუთდეს, რომ ნაცები საზიზღრები არიან, დანარჩენი ქვეყნად არაფერია საინტერესო. მერე რა, რომ ახალი ხელისუფლება ცინიკურად თამაშობს ამ კადრებით მასებით მანიპულირების მიზნით და ათასი წელი არ აინტერესებს დამნაშავეთა დასჯა და მდგომარეობის გაუმჯობესება; მერე რა, რომ დღეს მისი ერთადერთი მოტივი ძალაუფლებაზე მონოპოლია და სახიფათო კონკურენტის მოშორებაა, ხოლო "სამართლიანობის აღდგენაზე" ლაპარაკი - მხოლოდ ნიღაბი. ეს ყველაფერი წვრილმანია. მთავარია, ნაცები ხომ მაინც ცუდები არიან.

ამ შეპყრობილობის უკან იმალება არა მხოლოდ კონკრეტულ და ნიუანსირებულ აზროვნებაზე უარის თქმა, არამედ ფარული კომპლექსი: ეს ხალხი გულის სიღრმეში აღიარებს, რომ "საზიზღარი ნაცები" მაინც ერთი თავით მაღლა დგანან თავის ოპონენტებზე მთავარი ნიშნით: მათ უნდათ და შეუძლიათ ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა. "მეოცნებეებს" კი ეს არც უნდათ და არც შეუძლიათ.

ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რაც ციხეებში ხდებოდა (ნამდვილ საზიზღრობებს ვგულისხმობ და არა დადგმულს). ნაციონალური მოძრაობა პასუხს აგებს ამაზე, მან სამართლიანი პოლიტიკური ფასიც გადაიხადა და კვლავ იხდის (წააგო არჩევნები და იმის შემდეგ ძალიან უჭირს რეიტინგის გამოსწორება). მაგრამ რა ვუყოთ, რომ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელმაც არამცთუ მათზე უკეთესი, არამედ მათთან მიახლოებული უნარის მქონე ალტერნატული ძალაც კი ვერ შექმნა", - წერს ნოდია.

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძიებლის კითხვაზე - "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს: "ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა, "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია