საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე
რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე

"სი­სუ­ლე­ლეა, რომ თით­ქოს ბე­დუ­კა­ძე პი­რა­დად ჩემ­თან ითხოვ­და სა­უ­ბარს, ჩემი ნახ­ვა ვინ­მეს თუ უნ­დო­და, მნა­ხავ­და" - რას პა­სუ­ხობს ირმა ინაშ­ვი­ლი "გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­სულ ბრალ­დე­ბებს

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში "ეკა კვე­სი­ტა­ძის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბი" მა­ყუ­რე­ბელს წა­რუდ­გი­ნეს დი­ა­ლო­გი, რო­მელ­შიც, გა­და­ცე­მის მტკი­ცე­ბით, ვლა­დი­მერ ბე­დუ­კა­ძე­სა და "ობი­ექ­ტი­ვის" ყო­ფილ ჟურ­ნა­ლისტ და ამ­ჟა­მად ნავ­თო­ბი­სა და გა­ზის კორ­პო­რა­ცი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს ნინო ჯღარ­კა­ვას შო­რის სა­უ­ბა­რია წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მას მა­ყუ­რებ­ლის­თვის არ წა­რუდ­გე­ნია ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა, რო­მე­ლიც მი­მო­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბას ადას­ტუ­რებს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­ცე­მუ­ლი დი­ა­ლო­გის სან­დო­ო­ბა ეჭვქვეშ დგას.

გა­და­ცე­მა­ში რამ­დენ­ჯერ­მე ახ­სე­ნეს "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ირმა ინაშ­ვი­ლი. მის­მა სა­ხელ­მა გა­იჟ­ღე­რა ჯღარ­კა­ვა-ბე­დუ­კა­ძის მი­მო­წე­რა­შიც, რომ თით­ქოს, ინაშ­ვილ­მა ბე­დუ­კა­ძეს გა­უგ­ზავ­ნა თან­ხა, ბე­დუ­კა­ძე კი ინაშ­ვილ­თან პირ­და­პირ სა­უ­ბარს ითხოვ­და.

AMBEBI.GE-სთან სა­უბ­რი­სას გა­და­ცე­მა­ში ხსე­ნე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი ირმა ინაშ­ვილ­მა უარ­ყო. მისი თქმით, მას შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია არც ლადო ბე­დუ­კა­ძეს­თან და არც თან­ხა გა­უგ­ზავ­ნია მის­თვის.

"გუ­შინ გა­სუ­ლი გა­და­ცე­მი­დან ორი მო­მენ­ტია, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტუ­ლად მე მე­ხე­ბა. პირ­ვე­ლი ის, რომ თით­ქოს სრუ­ლად არ გა­ვავ­რცე­ლე მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მქონ­და. ეს არის მტკნა­რი სიც­რუე, ვი­ნა­ი­დან მა­სა­ლა სრუ­ლად იყო ატ­ვირ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ­ში, უბ­რა­ლოდ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ძი­რი­თა­დად აშუ­ქებ­დნენ და ვაწ­ვდი­დით იმ ფრაგ­მენ­ტებს, სა­დაც ასა­ხუ­ლი იყო წა­მე­ბა და პა­ტიმ­რე­ბი­სად­მი არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა. იქ არის შავი მა­სა­ლა, რომ­ლის გავ­რცე­ლე­ბაც არ იყო აუ­ცი­ლე­ბე­ლი, და ჩემი ჩვე­ნე­ბე­ბი­დან ეს ფრაგ­მენ­ტი ამას გუ­ლის­ხმობ­და, თუმ­ცა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა­ში ეს ფრა­ზა კონ­ტექ­სტი­დან იყო ამო­ღე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ირმა ინაშ­ვი­ლი.

ინაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მან მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რას, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში სრუ­ლად გა­დას­ცა ფა­რუ­ლი კა­მე­რე­ბი, "რო­მე­ლიც დათა აკო­ბი­ამ გა­და­ი­ღო, ასე­ვე ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის მთე­ლი შავი მა­სა­ლა არის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში".

"ყვე­ლა ვინც იმ პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­და, "მე­ცხრე არხზე", "მა­ესტრო­ზე" თუ სხვა­გან, და­მე­თან­ხმე­ბა იმა­ში, რომ გუ­შინ­დელ ეკა კვე­სი­ტა­ძის გა­და­ცე­მა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი კად­რე­ბი გავ­რცე­ლე­ბუ­ლია 2012 წლის სექ­ტემ­ბერ­ში. რა­ზეც კვე­სი­ტა­ძე ამ­ბობს, რომ თით­ქოს ეს კად­რე­ბი პირ­ვე­ლად მან აჩ­ვე­ნა და თით­ქოს მე არ გა­მივ­რცე­ლე­ბია".

ინაშ­ვი­ლი თქმით, გა­და­ცე­მა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი ჯღარ­კა­ვა-ბე­დუ­კა­ძის ფა­რუ­ლი მი­მო­წე­რა არის ტყუ­ი­ლი და ობი­ექ­ტურ რე­ა­ლო­ბას არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა არც მი­მო­წე­რის კონ­ტექ­სტი და არც ში­ნა­არ­სი.

"იქ ნახ­სე­ნე­ბი თან­ხა, არა­ნა­ი­რი 27 000 არ არ­სე­ბობს, ეს არის სი­სუ­ლე­ლე. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ნინო ჯღარ­კა­ვამ მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას, რომ ამ მი­მო­წე­რის ავ­თენ­ტუ­რო­ბა და­დას­ტურ­დეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს ყალ­ბი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

სი­სუ­ლე­ლეა, რომ თით­ქოს ბე­დუ­კა­ძე პი­რა­დად ჩემ­თან ითხოვ­და სა­უ­ბარს, ჩემი ნახ­ვა ვინ­მეს თუ უნ­დო­და, მნა­ხავ­და, არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ არის, მაგ­რამ რა შუ­ა­შია ის დი­ა­ლო­გი და ში­ნა­არ­სი რაც ჩა­ნა­წე­რებ­შია - 27 000, ივა­ნიშ­ვი­ლი, ინაშ­ვი­ლი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს. ეს არის სა­მარ­ცხვი­ნო, უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლო ტყუ­ი­ლი", - ამ­ბობს ირმა ინაშ­ვი­ლი.

ინაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლისტ ეკა კვე­სი­ტა­ძეს კი­თხვით მი­მარ­თავს, თუ რა­ტომ არ აკე­თებს გა­და­ცე­მას ბოლო დღე­ებ­ში უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­ი­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ წა­მე­ბის კად­რებ­ზე.

"იმა­ზე ხომ არ გვე­ლა­პა­რა­კა, თუ ვინ აწა­მებ­და ამ ხალ­ხს, რო­მე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ხდე­ბო­და, და უნდა დი­ა­სა­ჯონ თუ არა ის დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი, ვინც ამას ჩა­დი­ო­და. რა არის ამ კად­რებ­ში დად­გმუ­ლი? კაცს რომ მა­გი­და­ზე აუ­პა­ტი­უ­რე­ბენ, ეს არის დად­გმუ­ლი თუ სხვა ფრამ­გენ­ტე­ბი - რაც უკ­რა­ი­ნულ სა­იტ­ზე გავ­რცელ­და და რა­მაც მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შოკ­ში ჩა­აგ­დო?!. ეკა კვე­სი­ტა­ძეს ვურ­ჩევ, გა­და­ცე­მე­ბი ამა­ზე გა­ა­კე­თოს და კარ­გად გა­იხ­სე­ნოს, ვინ იყ­ვნენ ამ კად­რე­ბის დამ­დგმე­ლე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი. ვწუხ­ვარ, რომ "რუს­თა­ვი 2" ტყუ­ი­ლის ტი­რა­ჟი­რე­ბას თავს არ ანე­ბებს და ისევ ბო­რო­ტე­ბის სამ­სა­ხურ­შია. ალ­ბათ არა­ვის უკ­ვირს, რა­ტომ არ ვუ­ცხა­დებ ამ არხს სო­ლი­და­რო­ბას", - ამ­ბობს ირმა ინაშ­ვი­ლი.

"გან­სხვა­ვე­ბულ აქ­ცენ­ტებ­ში" გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თა­ვად ლადო ბე­დუ­კა­ძეც გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

ნა­ხეთ| "ცოტა არ იყოს, მე­წყი­ნა, რომ კად­რებ­ში არ­სად ვჩან­ვარ, რო­გორ ვურ­ტყამ, ვა­წა­მებ და ვა­უ­პა­ტი­უ­რებ პა­ტიმ­რებს" - ბე­დუ­კა­ძის ცი­ნი­კუ­რი პა­სუ­ხი კვე­სი­ტა­ძეს

რაც შე­ე­ხე­ბა ნინო ჯღარ­კა­ვას, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ვიდ­რე აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­ცე­მა ეთერ­ში გა­ვი­დო­და, ნინო ჯღარ­კა­ვამ პრეს­კონ­ცე­რენ­ცია გა­მარ­თა, სა­დაც გა­ნა­ცხა­და, რომ გა­და­ცე­მა­ში მო­ცე­მუ­ლი "სქ­რი­ნე­ბი" ფო­ტო­შო­ფია და სიც­რუ­ეა. ამას­თან, ნინო ჯღარ­კა­ვა აცხა­დებს, რომ ის არ იც­ნობ­და ლადო ბე­დუ­კა­ძეს და შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო მას­თან მი­მო­წე­რა ჰქო­ნო­და. ჯღარ­კა­ვა "რუს­თა­ვი2"-ის გა­და­ცე­მა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტე­ბის ჟურ­ნა­ლისტს ეკა კვე­სი­ტა­ძეს პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლო­ში უჩი­ვის. ნინო ჯღარ­კა­ვა ეკა კვე­სი­ტა­ძის­გან ასი ათას დო­ლარს ითხოვს.

ნა­ხეთ მეტი| გა­სუ­ლი ღა­მის სკან­და­ლის გმი­რის რე­აქ­ცი­ე­ბი მას შემ­დეგ, რაც ეთერ­ში ბე­დუ­კა­ძეს­თან მი­მო­წე­რა გავ­რცელ­და

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე

რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებული აქცენტების" ბრალდებებს სკანდალური კადრების ფაბრიკაციასა და ვაჭრობაზე

"სისულელეა, რომ თითქოს ბედუკაძე პირადად ჩემთან ითხოვდა საუბარს, ჩემი ნახვა ვინმეს თუ უნდოდა, მნახავდა" - რას პასუხობს ირმა ინაშვილი "განსხვავებულ აქცენტებში" გასულ ბრალდებებს

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი.

ეკა კვესიტაძის გადაცემას მაყურებლისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, შესაბამისად, მოცემული დიალოგის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.

გადაცემაში რამდენჯერმე ახსენეს "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. მისმა სახელმა გაიჟღერა ჯღარკავა-ბედუკაძის მიმოწერაშიც, რომ თითქოს, ინაშვილმა ბედუკაძეს გაუგზავნა თანხა, ბედუკაძე კი ინაშვილთან პირდაპირ საუბარს ითხოვდა.

AMBEBI.GE-სთან საუბრისას გადაცემაში ხსენებული ბრალდებები ირმა ინაშვილმა უარყო. მისი თქმით, მას შეხება არ ჰქონია არც ლადო ბედუკაძესთან და არც თანხა გაუგზავნია მისთვის.

"გუშინ გასული გადაცემიდან ორი მომენტია, რომელიც კონკრეტულად მე მეხება. პირველი ის, რომ თითქოს სრულად არ გავავრცელე მასალა, რომელიც მქონდა. ეს არის მტკნარი სიცრუე, ვინაიდან მასალა სრულად იყო ატვირთული ინტერნეტში, უბრალოდ ტელევიზიები ძირითადად აშუქებდნენ და ვაწვდიდით იმ ფრაგმენტებს, სადაც ასახული იყო წამება და პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა. იქ არის შავი მასალა, რომლის გავრცელებაც არ იყო აუცილებელი, და ჩემი ჩვენებებიდან ეს ფრაგმენტი ამას გულისხმობდა, თუმცა კვესიტაძის გადაცემაში ეს ფრაზა კონტექსტიდან იყო ამოღებული", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ინაშვილის განცხადებით, მან მთავარ პროკურატურას, არჩილ კბილაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში სრულად გადასცა ფარული კამერები, "რომელიც დათა აკობიამ გადაიღო, ასევე ვიდეოკამერების მთელი შავი მასალა არის პროკურატურაში".

"ყველა ვინც იმ პერიოდში მუშაობდა, "მეცხრე არხზე", "მაესტროზე" თუ სხვაგან, დამეთანხმება იმაში, რომ გუშინდელ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ნაჩვენები კადრები გავრცელებულია 2012 წლის სექტემბერში. რაზეც კვესიტაძე ამბობს, რომ თითქოს ეს კადრები პირველად მან აჩვენა და თითქოს მე არ გამივრცელებია".

ინაშვილი თქმით, გადაცემაში ნაჩვენები ჯღარკავა-ბედუკაძის ფარული მიმოწერა არის ტყუილი და ობიექტურ რეალობას არ შეესაბამება არც მიმოწერის კონტექსტი და არც შინაარსი.

"იქ ნახსენები თანხა, არანაირი 27 000 არ არსებობს, ეს არის სისულელე. რამდენადაც ვიცი, ნინო ჯღარკავამ მიმართა პროკურატურას, რომ ამ მიმოწერის ავთენტურობა დადასტურდეს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყალბი აღმოჩნდება.

სისულელეა, რომ თითქოს ბედუკაძე პირადად ჩემთან ითხოვდა საუბარს, ჩემი ნახვა ვინმეს თუ უნდოდა, მნახავდა, არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ რა შუაშია ის დიალოგი და შინაარსი რაც ჩანაწერებშია - 27 000, ივანიშვილი, ინაშვილი, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. ეს არის სამარცხვინო, უბრალოდ სასაცილო ტყუილი", - ამბობს ირმა ინაშვილი.

ინაშვილი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს კითხვით მიმართავს, თუ რატომ არ აკეთებს გადაცემას ბოლო დღეებში უკრაინული საიტის მიერ გავრცელებულ წამების კადრებზე.

"იმაზე ხომ არ გველაპარაკა, თუ ვინ აწამებდა ამ ხალხს, რომელი ხელისუფლების პერიოდში ხდებოდა, და უნდა დიასაჯონ თუ არა ის დამნაშავეები, ვინც ამას ჩადიოდა. რა არის ამ კადრებში დადგმული? კაცს რომ მაგიდაზე აუპატიურებენ, ეს არის დადგმული თუ სხვა ფრამგენტები - რაც უკრაინულ საიტზე გავრცელდა და რამაც მთელი საქართველო შოკში ჩააგდო?!. ეკა კვესიტაძეს ვურჩევ, გადაცემები ამაზე გააკეთოს და კარგად გაიხსენოს, ვინ იყვნენ ამ კადრების დამდგმელები და ორგანიზატორები. ვწუხვარ, რომ "რუსთავი 2" ტყუილის ტირაჟირებას თავს არ ანებებს და ისევ ბოროტების სამსახურშია. ალბათ არავის უკვირს, რატომ არ ვუცხადებ ამ არხს სოლიდარობას", - ამბობს ირმა ინაშვილი.

"განსხვავებულ აქცენტებში" გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ლადო ბედუკაძეც გამოეხმაურა.

ნახეთ| "ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

რაც შეეხება ნინო ჯღარკავას, აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღნიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ნინო ჯღარკავამ პრესკონცერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადაცემაში მოცემული "სქრინები" ფოტოშოფია და სიცრუეა. ამასთან, ნინო ჯღარკავა აცხადებს, რომ ის არ იცნობდა ლადო ბედუკაძეს და შეუძლებელი იყო მასთან მიმოწერა ჰქონოდა. ჯღარკავა "რუსთავი2"-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების ჟურნალისტს ეკა კვესიტაძეს პროკურატურასა და სასამართლოში უჩივის. ნინო ჯღარკავა ეკა კვესიტაძისგან ასი ათას დოლარს ითხოვს.

ნახეთ მეტი| გასული ღამის სკანდალის გმირის რეაქციები მას შემდეგ, რაც ეთერში ბედუკაძესთან მიმოწერა გავრცელდა

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

LIVE: 360 გრადუსი - ირაკლი ნადარეიშვილი, გიორგი ბარამიძე, სერგი კაპანაძე

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" - დღის მნიშვნელოვანი ამბები, ინტერპრეტაციის გარეშე

"დასავლეთის ექსპერიმენტი №2" - როგორ ეხმაურებიან რუსი ინტერნეტმომხმარებლები და მედია მიხეილ სააკაშვილის უკრაინულ კარიერას