2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძიებლის კითხვაზე - "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:
"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.
რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა, "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.
"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა. ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა.
ჩიორა თაქთაქიშვილი
ის, რომ ციხის კადრები დადმული იყო, არ ნიშნავს, რომ ამ მთავრობამ, ან მომავალმა თვალი უნდა დახუჭოს ციხეებში წამების, თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. დიახაც, ივანიშვილის გაკოტრებული რეჟიმის კრახის შემდეგ ჩვენ გამოვიძიებთ ყველა დანაშაულს, არა მარტო იმას, როგორ მოაკვლევინა ციხის ადმინისტრაციამ ქურდებს ლევან კორტავა, გოგა ძველაია, გიგა ფარტენაძე, როგორ აწამეს შალვა თათუხაშვილი, როგორ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე ჩვენების გამოძალვით მამუკა მიქაუტაძე, ვინ მოკლა ბარბარე რაფალიანცი, ეროსი კიწმარიშვილი, იური ვაზაგაშვილი, არამედ იმასაც, რა ხდებოდა 2012 წლამდე!
უნდა დამთავრდეს წრეზე ტრიალი, სხვა მთავრობების დადანაშაულება და საკუთარი ხელისუფლების დროს მომხდარი დანაშაულების გამართლება, უნდა დამთავრდეს სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზება და უკონტროლობა! ამის გარეშე ჩვენ წინ ვერ წავალთ და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.
მაგრამ საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს, რომ ის მოატყუეს, ააგდეს, ფსბ-ეს მეთოდებით დროებით დაუკარგეს საღი განსჯის უნარი ამ ამაზრზენი წამების კადრების ჩვენებით არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, ბარბარე რაფალიანცის მკვლელობის ხელისფლებისთვის დაბრალებით არჩევნების წინა დღეს. უნდა იცოდეს, რომ აი, ასე მუშაობს ფსბ და ბიძინა ივანიშვილი და ამიტომ ებრძვიან კრიტიკას, დამოუკიდებელ გამოძიებას, ჟურნალისტებს, თავისუფალ სიტყვას და აზრს, რუსთავი 2-ს! არ უნდა მივცეთ უფლება ამ უბინძურეს მთავრობას, პასუხი არ აგონ ამ ამაზრზენი საქციელისთვის. ცოცხებით ციხეებში პატიმრებს არ აუპატიურებდნენ! ცოცხების სცენა დაიდგა ფსბ-ს ინსტრუქციით, ამ საზიზღრობაში ივანიშვილმა ფული გადაიხადა და ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გამოიყენა! ეს არის რეალობა!
ეს უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ აღარასოდეს მოგვატყუოს, აგვაგდოს, დაგვიბრიყვოს, წამოგვიკიდოს მრავალი ათწლეულის მანძილზე ჩამოყალიბებულმა და დახვეწილმა ლუბლიანკის და ოკუპანტის მე-5 კოლონის შეთანხმებულმა მოქმედებებმა, რომლის ერთადერთი მიზანია საქართველოს, როგორც შემდგარი, განვითარებული, მდიდარი, ევროპული და ღირსეული სახელმწიფოს არარსებობა. ისეთი სახელმწიფოსი, სადაც ჩამპალი რუსეთისგან განსხვავებით ისმის თავისუფალი სიტყვა, სადაც ხელისუფლებები მშვიდობიანად ირჩევა, სადაც ხალხი წყვეტს, ვინ, როდის და რამდენი ხნით იყოს ქვეყნის მმართველი და როდის გამოემშვიდობის ხელისუფლებას.
ნათია კობერიძე
გუშინ გავიგეთ ის, რომ რასაც წამებას ეძახიან ოცნებისგან აჟიტირებულები, ბედუკაძის დადგმა ყოფილა. სისტემის პრობლემა კი იყო კარანტინში ცემა. ასევე სისტემის პრობლემა იყო ბედუკაძისთვის ამ კადრების გადაღების ხელმისაწავდომობა. წამების ცალკეულ შემთხვევებზე საერთაშორისო მონიტორებიც წერდნენ. გაუპატურებაზე-არავინ. გადაამოწმეთ!. მასობრივი წამება და გაუპატიურება ვერსად დაიმალებოდა. სისტემის პრობლემები აღიარა წინა ხელისუფლებამ და ამის ყველანაირი ფასიც გადაიხადა. აი, ოცნების დანაშაული, ჩემი აზრით, გაცილებით მძიმეა და 2012-ში ცოცხებზე აჟიტირებულები ისევ ოცნების დანაშაულის ნიველირებას ახდენენ. სამი წელია მხოლოდ იმაში ვრწმუნედიბით, რომ ბედუკაძის და რუსული სპეცსამსახურების სპეცოპერაციით მოხდა საზოგადოების გამოყენება არაკეთილსინდისიერი გზით პოლიტიკაში მოსასვლელად.
ნიკა გვარამია
პორნოკრატიის პორნოისტერია
პს თქვენი დედა მოვ**ან, გამკეთებლის, გადამღების, შემნახავის და გამავრცელებლის. განსაკუთრებით, ყველასი.
თამარა ჩერგოლეიშვილი
ის, რომ ბედუკაძე FSB-ს რომელიღაც ბინძური დანაყოფის ნამუშევარია, ამაში ეჭვი არ შემპარვია - გუშინდელი გადაცემა არ მინახავს. ამაში დასარწმუნებლად ისიც საკმარისია, გავიხსენოთ ვინ აფინანსებდა ამ ოპერაციას მონაწილეებისვე თქმით - პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თარხან მოურავი.
მაგრამ თავისთავად ის ფაქტი, რომ ბედუკაძემ, ლომიამ და სხვებმა ამის გაკეთება შეძლეს, სისტემის რბილად რომ ვთქვა, დიდი პრობლემაა. და მგონი ასეც შეფასდა - სისტემური მარცხი.
ციხე წინა ხელისუფლების სუსტი წერტილი იყო და გამოიყენეს. რომ არ ყოფილიყო, ვერ გამოიყენებდნენ.
გიორგი მელაძე
ახლა ვუყურე კვესიტაძის გადაცემას და დასკვნები:
1. ციხეში ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდნენ ცემით (ცემის მოტივი ჩანს, ამოწმებენ პატიმარს უნდა თუ არა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობა)
2. სადისტების პატარა ჯგუფმა დადგა ფილმი და ქვეყანაში ფსიქოზი გამოიწვია
3. ინაშვილს ბედუკაძის ფული აქვს მოპარული და ახლა არჩევნებს ატარებს მაგ ფულით
4. კიწმარიშვილის საქმეზე თავები დაცვივდება - მაგის დროც მოვა
5. შემდეგ არჩევნებზე ხაინდრავას ფილმი რეიტინგში შეეჯიბრება "ჩცდ-ს" (ბედუკაძე კონსულტანტია და ალბათ რეპეტიციებსაც დაესწრება, შეიძლება პატივი დასდოს მსახიობებს და აჩვენოს როგორ უნდა ცემა, დაცინვა, ფეხებში ცოცხის გარჭობა . . . )
6. რუსთავი 2 არ უნდა დატოვოს ბიძინამ არჩევნებამდე, თორემ დაბოლების მას-კამპანია აღარ გამოუვა და სხვანაირად გამარჯვების შანსიც არ აქვს
7. ამ რეჟიმის პირობებში რომ შუაშისტობს, ისინი არიან ყველაზე მაგარი გიჟები
რუსთავის 2-ის დაცვა დღეს თავისუფლების დაცვის ტოლფასია!
ზაზა ბიბილაშვილი
ცოცხის კადრები დადგეს
9 თვის ბავშვი ქვევრში ჩაახრჩეს
მთავარი მწამებელი გმირად აქციეს, პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს და დაასაქმეს
ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც ამბობდა, ივანიშვილი ვერაფერს დააკლებს რუსთავი 2-ს სანამ მე ცოცხალი ვარო, მოკლეს
ახლა რუსთავი 2-ს მიადგნენ, რომ სიმართლე ვეღარ გავიგოთ და ივანიშვილის ავადმყოფურ, წარმოსახვით რეალობაში ვიცხოვროთ
რატომ ვითმენთ? რას ველოდებით? მეტი რაღა უნდა ქნან?