პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? - ის, რაც ბევრმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს
რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? - ის, რაც ბევრმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს

რამ­დე­ნად ფას­დე­ბა ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე სა­ქარ­თვე­ლო­ში? და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვან ას­პექ­ტად მი­აჩ­ნი­ათ ქარ­თვე­ლებს სა­კუ­თა­რი და სხვი­სი უსაფრ­თხო­ე­ბა გზა­ზე? ჩვენ გვაქვს უსაფრ­თხო­ე­ბის მთა­ვა­რი პოს­ტუ­ლა­ტი: "მე არ და­მე­მარ­თე­ბა". არ გვსურს ვი­ფიქ­როთ წი­ნას­წარ. რა­ი­მე ქმე­დე­ბას რომ ჩავ­დი­ვართ, გვე­ზა­რე­ბა, ან არ გვინ­და ფიქ­რი, თუ რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ამას უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით...

სტოპ-შუ­ქის ფე­ნო­მე­ნი

ავი­ღოთ თუნ­დაც მან­ქა­ნებ­ზე მუხ­რუ­ჭის მა­ნიშ­ნე­ბე­ლი ნა­თუ­რე­ბის დე­ფექ­ტი, ან, სა­ერ­თოდ არა­ქო­ნა, რის შე­სა­ხე­ბაც საგ­ზაო წე­სებ­ში გარ­კვე­ვით წე­რია. და რა კო­მენ­ტა­რებს ვი­ღებთ ჩვენს მიერ გან­თავ­სე­ბულ სუ­რა­თებ­ზე, სა­დაც ჩანს, რომ მან­ქა­ნას 3 "სტოპ-შუ­ქი­დან" მხო­ლოდ ერთი უმუ­შა­ვებს და ისიც უკა­ნა სა­ქა­რე მი­ნა­ზე და მას­ზეც მხო­ლოდ ერთი პა­ტა­რა ნა­თუ­რა? გა­მარ­თლე­ბე­ბი, ან ჩვენ რო­გორც ვუ­წო­დებთ "გაპ­რა­ვე­ბე­ბი" მოგ­ვდის ისევ იმათ­გან, ვინც თა­ვად ანა­ლო­გი­უ­რად იქ­ცე­ვა: "რა იყო, საკ­მა­რი­სი არ არის შენ­თვის ერთი შუქი? ვერ ხე­დავ?!" ან ყვე­ლა­ფე­რი ისევ სუ­რა­თის ავ­ტო­რის ტა­რე­ბის უნარ­ზე გა­და­დის, თუ რო­გო­რი უნი­ჭოა, თუკი ვერ გრძნობს, მის წინ მი­მა­ვა­ლი მან­ქა­ნა ამუხ­რუ­ჭებს თუ არა.

თუ თა­ვად მო­უ­წევთ უე­ცა­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბა მხო­ლოდ იმის გამო, რომ წინ მი­მა­ვალ მან­ქა­ნას არც ერთი სტო­პი არ უმუ­შა­ვებს, რე­აქ­ცია ალ­ბათ სხვა­ნა­ი­რი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ ჩვენ, ქარ­თვე­ლებს ხომ გვიყ­ვარს ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ღვე­ვის­თვის გა­სა­მარ­თლე­ბე­ლი და ლე­გი­ტი­მუ­რი მი­ზე­ზის მო­ძი­ე­ბა. თუნ­დაც ის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი არ­გუ­მენ­ტი, რომ ამ "სა­წყალს, რო­მელ­საც მაგ­რად უჭირს" ისე­თი ძვე­ლი მან­ქა­ნა ჰყავს, რო­მე­ლიც მე­ნი­უ­ში არ უნ­თებს და არ ანიშ­ნებს იმას, რომ რო­მე­ლი­მე ნა­თუ­რა გა­დამ­წვა­რი აქვს და ამა­ვე დროს, ყვე­ლას ჯა­დოს­ნუ­რი გზით "ავი­წყდე­ბა" ის მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც ტა­რე­ბის თე­ო­რი­ა­ში არის აღ­ნიშ­ნუ­ლი: ყვე­ლამ სა­კუ­თარ მან­ქა­ნას რე­გუ­ლა­რუ­ლად, გას­ვლის წინ უნდა შე­მო­უ­ა­როს და გა­სინ­ჯოს მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რე (დაშ­ვე­ბუ­ლია თუ არა სა­ბუ­რა­ვი, მუ­შა­ობს თუ არა შუ­ქე­ბი). რა თქმა უნდა, არ არის ძნე­ლი, რომ მან­ქა­ნა უკა­ნა მხრით კე­დელ­თან ახ­ლოს მი­ა­ყე­ნო და მუხ­რუ­ჭს და­ა­ჭი­რო, რათა ნახო, მუ­შა­ობს თუ არა "სტო­პე­ბი", ან, ვინ­მეს სთხო­ვო, რომ უკან დად­გეს და გი­თხრას.

რა­ტომ ხდე­ბა ასე? ისევ იმ მი­ზე­ზის გამო, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის გარ­და არა­ვინ არ გვა­დარ­დებს და თავს არ ვი­წუ­ხებთ ასე­თი რა­ღა­ცე­ბის გამო - იმი­ტომ, რომ "უმ­ნიშ­ვნე­ლო" დარ­ღვე­ვად მიგ­ვაჩ­ნია და გვიყ­ვარს ჩვე­ნი ქვეყ­ნის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე ყუ­რა­დღე­ბის გა­და­ტა­ნა და, მა­გა­ლი­თად, მთავ­რო­ბი­სათ­ვის გა­დაბ­რა­ლე­ბა.

ბავ­შვთა უსაფრ­თხო­ე­ბა

ახლა კი მე­ო­რე, უფრო მწვა­ვე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი: მძღო­ლე­ბის მიერ თა­ვი­სი და მგზავ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, აგ­რეთ­ვე ქვე­ი­თე­ბის მიერ უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დაც­ვა.

ალ­ბათ გეც­ნო­ბათ სცე­ნა: თქვენს გვერ­დით, შუქ­ნი­შან­ზე აჩე­რებს მან­ქა­ნა და წინა მგზავ­რის სკამ­თან, მან­ქა­ნის სა­ლო­ნის წინა პა­ნელ­ზე, "ტორ­პე­დო­ზე" თავ­და­დე­ბუ­ლი პა­ტა­რა ბავ­შვი დგას. თავი ზუს­ტად იქ უდევს სა­დაც უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­შია!

ნაც­ნო­ბი მო­მენ­ტია, არა? ნუთუ ბავ­შვის მშო­ბე­ლი ვერ უნდა მიხ­ვდეს, რომ შე­ჯა­ხე­ბის დროს უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლი­ში 200-300 კმ/სთ სის­წრა­ფით იხ­სნე­ბა და ბავ­შვს ლე­ტა­ლურ ზი­ანს მი­ა­ყე­ნებს? ზედ­მე­ტია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ 12 წლამ­დე ბავ­შვე­ბი უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე, სპე­ცი­ა­ლურ სკა­მებ­ზე ან და­სა­დებ­ზე უნდა ის­ხდნენ, თა­ნაც, დაბ­მუ­ლე­ბი. ბევ­რმა ან არ იცის, ან უბ­რა­ლოდ არც კი ინ­ტე­რეს­დე­ბა იმ ფაქ­ტით, რომ უსაფრ­თხო­ე­ბის ღვე­დი ჩვენ შე­ჯა­ხე­ბის დროს ინერ­ცი­ით წინ წას­ვლი­სა და ამა­ვე დროს, გახ­სნი­ლი ბა­ლი­შის მიერ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის­გან გვი­ცავს. რა­ღაც მო­მენ­ტში ჩვენ კი თა­ვით ვე­ხე­ბით ბა­ლიშს, მაგ­რამ ღვე­დის გა­რე­შე გახ­სნილ უსაფრ­თხო­ე­ბის ბა­ლიშ­ზე თა­ვის მირ­ტყმა შე­იძ­ლე­ბა საკ­მა­ოდ სა­ში­ში, ზოგ­ჯერ ფა­ტა­ლუ­რიც კი აღ­მოჩ­ნდეს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? - ის, რაც ბევრმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს

რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? - ის, რაც ბევრმა არ იცის ან არ უნდა, რომ იცოდეს

რამდენად ფასდება ადამიანის სიცოცხლე საქართველოში? და რამდენად მნიშვნელოვან ასპექტად მიაჩნიათ ქართველებს საკუთარი და სხვისი უსაფრთხოება გზაზე? ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების მთავარი პოსტულატი: "მე არ დამემართება". არ გვსურს ვიფიქროთ წინასწარ. რაიმე ქმედებას რომ ჩავდივართ, გვეზარება, ან არ გვინდა ფიქრი, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ამას უსაფრთხოების თვალსაზრისით...

სტოპ-შუქის ფენომენი

ავიღოთ თუნდაც მანქანებზე მუხრუჭის მანიშნებელი ნათურების დეფექტი, ან, საერთოდ არაქონა, რის შესახებაც საგზაო წესებში გარკვევით წერია. და რა კომენტარებს ვიღებთ ჩვენს მიერ განთავსებულ სურათებზე, სადაც ჩანს, რომ მანქანას 3 "სტოპ-შუქიდან" მხოლოდ ერთი უმუშავებს და ისიც უკანა საქარე მინაზე და მასზეც მხოლოდ ერთი პატარა ნათურა? გამართლებები, ან ჩვენ როგორც ვუწოდებთ "გაპრავებები" მოგვდის ისევ იმათგან, ვინც თავად ანალოგიურად იქცევა: "რა იყო, საკმარისი არ არის შენთვის ერთი შუქი? ვერ ხედავ?!" ან ყველაფერი ისევ სურათის ავტორის ტარების უნარზე გადადის, თუ როგორი უნიჭოა, თუკი ვერ გრძნობს, მის წინ მიმავალი მანქანა ამუხრუჭებს თუ არა.

თუ თავად მოუწევთ უეცარი დამუხრუჭება მხოლოდ იმის გამო, რომ წინ მიმავალ მანქანას არც ერთი სტოპი არ უმუშავებს, რეაქცია ალბათ სხვანაირი იქნება, მაგრამ ჩვენ, ქართველებს ხომ გვიყვარს ნებისმიერი დარღვევისთვის გასამართლებელი და ლეგიტიმური მიზეზის მოძიება. თუნდაც ის გავრცელებული არგუმენტი, რომ ამ "საწყალს, რომელსაც მაგრად უჭირს" ისეთი ძველი მანქანა ჰყავს, რომელიც მენიუში არ უნთებს და არ ანიშნებს იმას, რომ რომელიმე ნათურა გადამწვარი აქვს და ამავე დროს, ყველას ჯადოსნური გზით "ავიწყდება" ის მოთხოვნა, რომელიც ტარების თეორიაში არის აღნიშნული: ყველამ საკუთარ მანქანას რეგულარულად, გასვლის წინ უნდა შემოუაროს და გასინჯოს მისი ვიზუალური მხარე (დაშვებულია თუ არა საბურავი, მუშაობს თუ არა შუქები). რა თქმა უნდა, არ არის ძნელი, რომ მანქანა უკანა მხრით კედელთან ახლოს მიაყენო და მუხრუჭს დააჭირო, რათა ნახო, მუშაობს თუ არა "სტოპები", ან, ვინმეს სთხოვო, რომ უკან დადგეს და გითხრას.

რატომ ხდება ასე? ისევ იმ მიზეზის გამო, რომ საკუთარი თავის გარდა არავინ არ გვადარდებს და თავს არ ვიწუხებთ ასეთი რაღაცების გამო - იმიტომ, რომ "უმნიშვნელო" დარღვევად მიგვაჩნია და გვიყვარს ჩვენი ქვეყნის გაჭირვებაზე ყურადღების გადატანა და, მაგალითად, მთავრობისათვის გადაბრალება.

ბავშვთა უსაფრთხოება

ახლა კი მეორე, უფრო მწვავე და მნიშვნელოვანი საკითხი: მძღოლების მიერ თავისი და მგზავრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე ქვეითების მიერ უსაფრთხოების წესების დაცვა.

ალბათ გეცნობათ სცენა: თქვენს გვერდით, შუქნიშანზე აჩერებს მანქანა და წინა მგზავრის სკამთან, მანქანის სალონის წინა პანელზე, "ტორპედოზე" თავდადებული პატარა ბავშვი დგას. თავი ზუსტად იქ უდევს სადაც უსაფრთხოების ბალიშია!

ნაცნობი მომენტია, არა? ნუთუ ბავშვის მშობელი ვერ უნდა მიხვდეს, რომ შეჯახების დროს უსაფრთხოების ბალიში 200-300 კმ/სთ სისწრაფით იხსნება და ბავშვს ლეტალურ ზიანს მიაყენებს? ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ 12 წლამდე ბავშვები უკანა სავარძელზე, სპეციალურ სკამებზე ან დასადებზე უნდა ისხდნენ, თანაც, დაბმულები. ბევრმა ან არ იცის, ან უბრალოდ არც კი ინტერესდება იმ ფაქტით, რომ უსაფრთხოების ღვედი ჩვენ შეჯახების დროს ინერციით წინ წასვლისა და ამავე დროს, გახსნილი ბალიშის მიერ მიყენებული ზიანისგან გვიცავს. რაღაც მომენტში ჩვენ კი თავით ვეხებით ბალიშს, მაგრამ ღვედის გარეშე გახსნილ უსაფრთხოების ბალიშზე თავის მირტყმა შეიძლება საკმაოდ საშიში, ზოგჯერ ფატალურიც კი აღმოჩნდეს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს