პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს, ფერმკრთალდება - თინა ხიდაშელი
მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს, ფერმკრთალდება - თინა ხიდაშელი

მო­ლო­დი­ნი, რო­მე­ლიც ნატო-სთან მი­მარ­თე­ბა­ში აქვს ქარ­თველ ხალ­ხს ფერ­მკრთალ­დე­ბა, რად­გან რე­ა­ლო­ბა უხე­შია - ამის შე­სა­ხებ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა თავ­დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის კო­ნეფ­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სას­ტუმ­რო "ჰო­ლი­დეი ინნ"-ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში თინა ხი­და­შელ­მა ხაზი გა­უს­ვა, რომ იმ ზო­გა­დი გზავ­ნი­ლე­ბის გარ­და, რო­მე­ლიც ჟღერ­დე­ბა, სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლო ყო­ველ­დღი­უ­რად მუ­შა­ობს მძი­მე გა­რე­მო­ში, რო­მე­ლიც გან­სხვავ­დე­ბა სხვა ას­პი­რან­ტი ქვეყ­ნე­ბის­გან, რაც უნდა გვახ­სოვ­დეს როცა სა­ქარ­თვე­ლოს ვა­და­რებთ ლიტ­ვას და ეს­ტო­ნეთს. როცა შენს მო­სახ­ლე­ო­ბას ფუ­ლის გა­მო­ძალ­ვის მიზ­ნით იტა­ცე­ბენ, როცა სა­ზღვრე­ბი თით­ქოს ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა, როცა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო ვერ­ტმფრე­ნე­ბი შე­მო­დი­ან და არ­ღვე­ვენ შენს სივ­რცეს, ეს ყო­ველ­დღი­ურ გეგ­მას ცვლის. ეს არის ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კონ­ტექ­სტი, რაც ზოგ­ჯერ მრჩე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რომ გვა­ვი­წყდე­ბა, ამ დროს ეს არის რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ხი­და­შელ­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ქარ­თველ ხალ­ხს აინ­ტე­რე­სებს რა შეგ­ვიძ­ლია ჩვენ მი­ვი­ღოთ ვარ­შა­ვის სა­მი­ტი­დან.

"ხალ­ხის იმე­დი და მო­ლო­დი­ნი იც­ვლე­ბა, ჩვენ გვეს­მის გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო იმა­ზე მეტს აკე­თებს ნა­ტოს­თვის, ვიდ­რე წევ­რი ქვე­ყა­ნა. მაგ­რამ ეს არ კეთ­დე­ბა იმის­თვის, რომ ვინ­მემ მად­ლო­ბა მო­ი­ხა­დოს, ეს არის ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი – გვინ­და, რომ მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი ვი­ყოთ. მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­თა­ვი­სოთ სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლო­ბა, რომ ჩვე­ნი უსაფრ­თხო­ე­ბა უფრო მწვა­ვედ დგას სხვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც გამ­ჟღავ­ნდა, ჩვენ ასე­ვე ვლა­პა­რა­კობთ პო­ლი­ტი­კურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე. მო­ლო­დი­ნი რო­მე­ლიც აქვს ქარ­თველ ხალ­ხს მკრთალ­დე­ბა, რად­გან რე­ა­ლო­ბა უხე­შია. სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ჩვენ ოქ­ტომ­ბრამ­დე, სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს აუ­ცი­ლებ­ლად გვკი­თხავს, რა შეგ­ვიძ­ლია რე­ა­ლუ­რად მი­ვი­ღოთ ვარ­შა­ვი­დან", - აღ­ნიშ­ნა თინა ხი­და­შელ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს, ფერმკრთალდება - თინა ხიდაშელი

მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს, ფერმკრთალდება - თინა ხიდაშელი

მოლოდინი, რომელიც ნატო-სთან მიმართებაში აქვს ქართველ ხალხს ფერმკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა თავდაცვისა და უსაფრთხოების კონეფრენციაზე განაცხადა, რომელიც სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში მიმდინარეობს. აღნიშნულ კონტექსტში თინა ხიდაშელმა ხაზი გაუსვა, რომ იმ ზოგადი გზავნილების გარდა, რომელიც ჟღერდება, საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება.

"საქართველო ყოველდღიურად მუშაობს მძიმე გარემოში, რომელიც განსხვავდება სხვა ასპირანტი ქვეყნებისგან, რაც უნდა გვახსოვდეს როცა საქართველოს ვადარებთ ლიტვას და ესტონეთს. როცა შენს მოსახლეობას ფულის გამოძალვის მიზნით იტაცებენ, როცა საზღვრები თითქოს ყოველდღიურად იცვლება, როცა რუსეთის სამხედრო ვერტმფრენები შემოდიან და არღვევენ შენს სივრცეს, ეს ყოველდღიურ გეგმას ცვლის. ეს არის ძალიან განსხვავებული კონტექსტი, რაც ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება რომ გვავიწყდება, ამ დროს ეს არის რეალური ვითარება", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი განმარტებით, ქართველ ხალხს აინტერესებს რა შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ ვარშავის სამიტიდან.

"ხალხის იმედი და მოლოდინი იცვლება, ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ საქართველო იმაზე მეტს აკეთებს ნატოსთვის, ვიდრე წევრი ქვეყანა. მაგრამ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ვინმემ მადლობა მოიხადოს, ეს არის ჩვენი არჩევანი – გვინდა, რომ მსოფლიო საზოგადოების წევრი ვიყოთ. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითავისოთ საქართველოს რეალობა, რომ ჩვენი უსაფრთხოება უფრო მწვავედ დგას სხვებთან მიმართებაში. ზოგადი განცხადებებთან ერთად, რომელიც გამჟღავნდა, ჩვენ ასევე ვლაპარაკობთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მოლოდინი რომელიც აქვს ქართველ ხალხს მკრთალდება, რადგან რეალობა უხეშია. საზოგადოება, ჩვენ ოქტომბრამდე, საარჩევნო კამპანიის დროს აუცილებლად გვკითხავს, რა შეგვიძლია რეალურად მივიღოთ ვარშავიდან", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."