Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის
"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის

1962 წელს ლატ­ვი­ის დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვებს­ კოს­მოს­ში გა­საშ­ვე­ბად ამ­ზა­დებ­დნენ. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის ორი ქარ­თვე­ლი­ სამ­ხე­დრო მფრი­ნა­ვი: ლერი სურ­მა­ვა და ავთო გო­გუ­ა­ძეც­ იყ­ვნენ. სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბი­სა და ორ­წლი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც ჯერი კოს­მოს­ში გაფ­რე­ნა­ზე მიდ­გა, ხრუშ­ჩოვ­მა კან­დი­დატ­თა სია მო­ი­თხო­ვა­ და ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ორი­ვე ქარ­თვე­ლი სი­ი­დან ამო­ი­ღო, მი­ზე­ზად კი კოს­მოს­ში გაფ­რე­ნის მსურ­ველ­თა დიდი რა­ო­დე­ნო­ბა და­სა­ხელ­და. კუ­ლუ­არ­ებში ამ­ბობ­დნენ, რომ ორი "ზედ­მე­ტი" კოს­მო­ნავ­ტი­ სწო­რედ ქარ­თვე­ლო­ბის გამო და­ი­წუ­ნეს.­ უკვე 5 წე­ლია პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი არ­შემ­დგა­რი კოს­მო­ნავ­ტი, ლერი სურ­მა­ვა­ მშრალ ხიდ­ზე­ ძველ­მა­ნე­ბით ვაჭ­რობს.

"გა­გა­რი­ნი მკაც­რი კაცი იყო"

გალ­ში ვცხოვ­რობ­დით, როცა 1941 წელს ომი და­ი­წყო... მშობ­ლებს ერთი კლა­სის გა­ნათ­ლე­ბაც­ არ ჰქონ­დათ, მაგ­რამ დე­დას ყო­ველ­თვის უნ­დო­და, მეც და ჩემს და­საც­ გვეს­წავ­ლა. სკო­ლა რომ და­ვამ­თავ­რე, სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად რი­გა­ში წა­ვე­დი. ინსტ­იტუ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სა­მუ­შა­ოდ ტუ­ლის ოლ­ქში­ გამ­გზავ­ნეს. მა­შინ 25 წლის ვი­ყა­ვი და ოჯა­ხიც ახა­ლი შექ­მნი­ლი მქონ­და. ჩემი მე­უღ­ლე ტაშ­კენ­ტში გა­ვი­ცა­ნი. ორი შვი­ლი გვე­ყო­ლა. ახლა უკვე შვილ­თაშ­ვი­ლე­ბი­ მყავს. ჩემი გოგო უკ­რა­ი­ნა­შია გა­თხო­ვი­ლი. ბიჭს ცოლი არ ჰყავს­ და მხო­ლოდ ეს მაქვს სა­დარ­დე­ბე­ლი. 1962 წელს შე­მომ­თა­ვა­ზეს, ვი­საც კოს­მოს­ში გაფ­რე­ნის სურ­ვი­ლი გაქვთ, კო­მი­სია გა­ი­ა­რე­თო. იური გა­გა­რი­ნი კოს­მოს­ში უკვე ნამ­ყო­ფი იყო. მე, ავთო გო­გუ­ა­ძე და ვიაჩ­ეს­ლავ ზუ­დო­ვი წა­ვე­დით. მოს­კოვ­ში გა­ვი­ა­რეთ კო­მი­სია და ჩა­ვი­რი­ცხეთ. გა­გა­რი­ნი მკაც­რი კაცი იყო. ერ­თად ვჭამ­დით და ვსვამ­დით, თუმ­ცა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ საქ­მე­ზე სა­უბ­რით შე­მო­ი­ფარგ­ლე­ბო­და. მო­მა­ვა­ლი კოს­მო­ნავ­ტე­ბის ჯგუ­ფი 160 კა­ცის­გან შედ­გე­ბო­და. 1962 წლის მი­წუ­რულს სას­წავ­ლო ბა­ზას ხრუშ­ჩო­ვი ეს­ტუმ­რა და მე და გო­გუ­ა­ძე ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე ჯგუ­ფი­დან გაგ­ვრი­ცხეს. მას შემ­დეგ ზუ­დო­ვი სამ­ჯერ გაფ­რინ­და კოს­მოს­ში.

- მი­ზე­ზი რა იყო?

- არ უყ­ვარ­და ხრუშ­ჩოვს ქარ­თვე­ლე­ბი. გო­გუ­ა­ძე ქუ­თა­ის­ში წა­ვი­და, მე ტუ­ლა­ში დავ­ბრუნ­დი... სამ­ხედ­რო მფრი­ნა­ვად და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა ვი­ნი­ცა­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად მო­მა­ვალ პი­ლო­ტებს ვამ­ზა­დებ­დი. რა შეგ­რძნე­ბაა,­ როცა პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი კოს­მო­ნავ­ტი ხარ? მარ­თა­ლია, არ­შემ­დგა­რი, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, ერ­თდრო­უ­ლად სი­ა­მა­ყის შეგ­რძნე­ბაც გაქვს და იმედ­გაც­რუ­ე­ბი­საც.

სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩე­ნი­ლი

ლერი სურ­მა­ვა მო­ნა­წი­ლე­ობ­და ვი­ეტ­ნა­მის, ავ­ღა­ნე­თის ომებ­ში; ჩე­ხე­თის ამ­ბო­ხე­ბის ჩახ­შო­ბის სამ­ხედ­რო კამ­პა­ნი­ა­ში.

- ჰა­ერ­ში ყვე­ლა მფრი­ნავს ჰქო­ნია სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტე­ბი. ერთ დღეს მი­თხრეს, ტაშ­კენ­ტი­დან ახა­ლი თვითმფრი­ნა­ვი უნდა წა­მო­იყ­ვა­ნოო. ეკი­პაჟ­თან ერ­თად გა­ვემ­გზავ­რე. დაგ­ვახ­ვედ­რეს ახა­ლი თვითმფრი­ნა­ვი და ტვირ­თი გა­მოგ­ვა­ტა­ნეს. ახალ თვითმფრი­ნავს­ რომ უფრო დიდ­ხანს ეფ­რი­ნა,­ ნუ­ლო­ვა­ნი­ ჯგუ­ფის საწ­ვა­ვის სა­ტუმ­ბე­ბი და­უ­ყე­ნეს. დაბ­ალი მოქ­მე­დე­ბის მო­ტო­რი რომ ჰქონ­და, სა­ტუმბმა მო­ტორს საწ­ვა­ვი ვერ მი­ა­წო­და­ და ეს გახ­და ოთხი­ვე ძრა­ვის გა­თიშ­ვის მი­ზე­ზი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის

"ხრუშჩოვმა ქართველობის გამო დამიწუნა" - პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი დღეს მშრალ ხიდზე ძველმანებს ყიდის

1962 წელს ლატვიის დედაქალაქში სამხედრო მფრინავებს­ კოსმოსში გასაშვებად ამზადებდნენ. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის ორი ქართველი­ სამხე­დრო მფრინავი: ლერი სურმავა და ავთო გოგუაძეც­ იყვნენ. სამედიცინო შემოწმებისა და ორწლიანი მომზადების შემდეგ, როდესაც ჯერი კოსმოსში გაფრენაზე მიდგა, ხრუშჩოვმა კანდიდატთა სია მოითხოვა­ და ახსნა-განმარტების გარეშე ორივე ქართველი სიიდან ამოიღო, მიზეზად კი კოსმოსში გაფრენის მსურველთა დიდი რაოდენობა დასახელდა. კულუარ­ებში ამბობდნენ, რომ ორი "ზედმეტი" კოსმონავტი­ სწორედ ქართველობის გამო დაიწუნეს.­ უკვე 5 წელია პირველი ქართველი არშემდგარი კოსმონავტი, ლერი სურმავა­ მშრალ ხიდზე­ ძველმანებით ვაჭრობს.

"გაგარინი მკაცრი კაცი იყო"

გალში ვცხოვრობდით, როცა 1941 წელს ომი დაიწყო... მშობ­ლებს ერთი კლასის განათლებაც­ არ ჰქონდათ, მაგრამ დედას ყოველთვის უნდოდა, მეც და ჩემს დასაც­ გვესწავლა. სკოლა რომ დავამთავრე, სწავ­ლის გასაგრძელებლად რიგაში წავედი. ინსტ­იტუტის დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ ტულის ოლქში­ გამგზავნეს. მაშინ 25 წლის ვიყავი და ოჯახიც ახალი შექმნილი მქონდა. ჩემი მეუღლე ტაშკენტში გავიცანი. ორი შვილი გვეყოლა. ახლა უკვე შვილთაშვილები­ მყავს. ჩემი გოგო უკრაინაშია გათხოვილი. ბიჭს ცოლი არ ჰყავს­ და მხოლოდ ეს მაქვს სადარდებელი. 1962 წელს შემომთავაზეს, ვისაც კოსმოსში გაფრენის სურვილი გაქვთ, კომისია გაიარეთო. იური გაგარინი კოსმოსში უკვე ნამყოფი იყო. მე, ავთო გოგუაძე და ვიაჩ­ესლავ ზუდოვი წავედით. მოსკოვში გავიარეთ კომისია და ჩავირიცხეთ. გაგარინი მკაცრი კაცი იყო. ერთად ვჭამდით და ვსვამდით, თუმცა მასთან ურთიერთობა მხოლოდ საქმეზე საუბრით შემოიფარგ­ლებოდა. მომავალი კოსმონავტების ჯგუფი 160 კაცისგან შედგებოდა. 1962 წლის მიწურულს სასწავლო ბაზას ხრუშჩოვი ესტუმრა და მე და გოგუაძე ახსნა-განმარტების გარეშე ჯგუფიდან გაგვრიცხეს. მას შემდეგ ზუდოვი სამჯერ გაფრინდა კოსმოსში.

- მიზეზი რა იყო?

- არ უყვარდა ხრუშჩოვს ქართველები. გოგუაძე ქუთაისში წავიდა, მე ტულაში დავბრუნდი... სამხედრო მფრინავად დავიწყე მუშაობა ვინიცაში, პარალელურად მომავალ პილოტებს ვამზადებდი. რა შეგრძნებაა,­ როცა პირველი ქართველი კოსმონავტი ხარ? მართალია, არშემდგარი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერთდროულად სიამაყის შეგრძნებაც გაქვს და იმედგაცრუებისაც.

სასწაულებრივად გადარჩენილი

ლერი სურმავა მონაწილეობდა ვიეტნამის, ავღანეთის ომებში; ჩეხეთის ამბოხების ჩახშობის სამხედრო კამპანიაში.

- ჰაერში ყველა მფრინავს ჰქონია სახიფათო მომენტები. ერთ დღეს მითხრეს, ტაშკენტიდან ახალი თვითმფრინავი უნდა წამოიყვანოო. ეკიპაჟთან ერთად გავემგზავრე. დაგვახვედრეს ახალი თვითმფრინავი და ტვირთი გამოგვატანეს. ახალ თვითმფრინავს­ რომ უფრო დიდხანს ეფრინა,­ ნულოვანი­ ჯგუფის საწვავის სატუმბები დაუყენეს. დაბ­ალი მოქმედების მოტორი რომ ჰქონდა, სატუმბმა მოტორს საწვავი ვერ მიაწოდა­ და ეს გახდა ოთხივე ძრავის გათიშვის მიზეზი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია