პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება
"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება

უკ­რა­ი­ნულ პორ­ტალ­ზე "kievnews.in.ua" გუ­შინ კი­დევ ერთი ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­ზეც ასა­ხუ­ლია მა­მა­კა­ცის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე ეპი­ზო­დი.ამ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოხ­მა­უ­რე­ბე­ბი არ წყდე­ბა:

ელე­ნე ხოშ­ტა­რია, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "გრა­სის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი:

"1. წა­მე­ბის კად­რე­ბის ნა­წი­ლი დად­გმუ­ლიც რომ იყოს, ეს არა­ნა­ი­რად არ ასუს­ტებს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის (სა­დაც მეც ვი­ყა­ვი, ანუ ჩე­მიც) პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რად­გან ბევ­რი მსსა­ლაა, რაც მი­უ­თი­თებს, რომ ეს ხდე­ბო­და.

2. უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის დად­გე­ნა (მა­თიც, ვინც იცო­და)

3. ამ მთავ­რო­ბას აწუ­ხებ­და და აწუ­ხებს არა წა­მე­ბის ფაქ­ტი, არა­მედ ამით სპე­კუ­ლი­რე­ბა. ამი­ტო­მაც ვერ კი არა, არ იძი­ებს, ამი­ტო­მაც ბე­დუ­კა­ძე გმი­რია და და­საქ­მე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც ავ­რცე­ლე­ბენ კად­რებს, როცა ჭირ­დე­ბათ

4. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და­კარ­გუ­ლი აქ მო­რა­ლუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა დე­მოკ­რა­ტი­ის სა­კი­თხებ­ზე და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკან ხე­ლის შვე­რით არ იპ­რა­ვონ უკა­ნო­ნო­ბე­ბის კას­კა­დი".

ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი:

"ის, ვინც ამ ვი­დე­ო­ე­ბის ნახ­ვის მერე ნაც­მოძ­რა­ო­ბი­სად­მი სიმ­პა­ტი­ას ინარ­ჩუ­ნებს, არის მა­ნი­ა­კი და ნა­ძი­რა­ლა! არა­ნაკ­ლე­ბი ნა­ძი­რა­ლა და ბო­ზია, დიახ, ბო­ზია ის, ვინც ამომ­რჩევ­ლის ნდო­ბას უღა­ლა­ტა, გა­მო­ი­ყე­ნა და ამ კა­ციტ***თან კო­ჰა­ბი­ტა­ცი­ობ­და!

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უნდა გა­ე­მიჯ­ნოს შე­ნო­ბე­ბის და მან­ქა­ნე­ბის ღებ­ვას და სხვა სა­არ­ჩევ­ნო პრო­პა­გან­დის­ტულ ყ**ბებს ტემ­პე­რა­ტუ­რის ასა­წე­ვად სა­კუ­თა­რი პრო­ტეჟე­ე­ბის მიერ, და მო­ახ­დი­ნოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა და სა­მა­გა­ლი­თო დას­ჯა ამ და ათა­სო­ბით სხვა ვი­დე­ო­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის. დიახ, ათა­სო­ბით! თა­ვის დრო­ზე გა­ნა­ცხა­დეს, რომ მხო­ლოდ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­დან 40,000 ვი­დე­ო­ფა­ი­ლი და­ი­კარ­გა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­და­ბა­რე­ბი­სას!

ვინც ცნო­ბილ ცი­ხის კად­რებ­ში იმას აპ­რო­ტეს­ტებთ, რომ დად­გმუ­ლია, რა­ხან ცო­ცხი ანუს­ში ვერ შე­ე­ტე­ო­და, არ აც­დეს თქვენს გუ­ლით საყ­ვარ­ლებს, ოჯა­ხებს, დი­დებს და პა­ტა­რებს, რაც კარ­გად შე­ე­ტე­ო­და, ის!

მრცხვე­ნია, რომ აქ და­ვი­ბა­დე...

განა მხო­ლოდ ამ კად­რე­ბის, ამ­დე­ნი ნა­ძი­რა­ლა გამპრა­ვებ­ლის კი­თხვის გამო..."

პა­ა­ტა ქურ­და­ძე, მწე­რა­ლი და დკუ­მენ­ტა­ლის­ტი:

"ამ "რა­ღაც­ნა­ირ სხვა­ნა­ირ აქ­ცენ­ტებ­ში" ერთი სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლია, ელი­სო კი­ლა­ძე ამ­ბობს, ამ კად­რე­ბით დას­ტურ­დე­ბა რომ ცო­ცხი მხო­ლოდ ფე­ხებს შო­რის იყო გაჩ­რი­ლი, ამ­დე­ნად წა­მე­ბას ად­გი­ლი არ ქო­ნია დად­გმუ­ლი იყოო... სა­ო­ცა­რია არა? ზრდას­რულ ადა­მი­ანს, თავ­ზე პლასტმა­სის შლემს რომ ჩა­მო­აც­მევ, შარ­ვალს ჩახ­დი, გი­სო­სებ­ზე მი­ა­ბავ, ფე­ხებ­შუა ცო­ცხს გაჩ­რი და ხმა­მაღ­ლა აყ­ვი­რებ ქურ­დი ვარო. ეს თურ­მე წა­მე­ბა არ ყო­ფი­ლა!

ცოტა ხნით ადრე რა­ღაც სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლი­დან, ასე­ვე და­ვით პა­ი­ჭა­ძე ცდი­ლობ­და მრის­ხა­ნე სა­ხი­თა და ხმით და­ე­ზუს­ტე­ბი­ნა ბე­დუ­ქა­ძეს­თან, ცო­ცხი შე­იყ­ვა­ნეს თუ არა ანუს­ში... სა­ერ­თოდ მე მგო­ნია რომ მა­სობ­რი­ვი გარ­ყვნი­ლე­ბის რა­ღაც უც­ნა­ურ ფორ­მას­თან გვაქვს საქ­მე, თუ კი მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წილს მრთლა სჯე­რა, რომ წა­მე­ბა მხო­ლოდ ანუს­ში რა­ი­მე საგ­ნის შერ­ჭო­ბაა, მისი იმი­ტა­ცია კი უბ­რა­ლოდ გარ­თო­ბა... არა მარ­თლა... აფ­რენთ არა?

ნუ ბე­დუ­კა­ძე რომ გა­რე­წა­რია და სა­ხელ­მწი­ფომ მას­თან პაქ­ტი გა­ა­ფორ­მა რო­გორც ეშ­მაკ­თან, ეს რო­გორც ჩანს რ2-ის ტე­ლე­ვარ­სკვლა­ვებ­მა და მის­მა ერ­თგულ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა მხო­ლოდ დღეს აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ლა­მის დეპ­რე­სი­ა­ში ჩა­ვად­ნენ ))

არა და მე ამ ბე­დუ­კა­ძეს რომ ვუ­ყუ­რებ სულ სკორ­ცე­ზის Goodfellas მახ­სენ­დე­ბა. მხო­ლოდ იმ გან­სხვა­ვე­ბით რომ ფილ­მის გმი­რი მას შემ­დეგ რაც ყვე­ლას ჩა­უშ­ვებს, იც­ვლის ყვე­ლა­ფერს, იდენ­ტო­ბას, შტატს, სა­ერ­თოდ შლის წარ­სულს... ეს ჩვე­ნი მა­ნი­ა­კი "ნა­ძო­რი" კი ისე­თი ვარ­სკვლა­ვი გახ­და რომ ნიკა გვა­რა­მი­ა­საც კი გა­უ­წევ­და კონ­კუ­რენ­ცი­ას. ვინ­მე კარგ იმპრე­სა­რი­ოს რომ მო­ე­კი­და მის­თვის ხელი".

გია ჯა­ფა­რი­ძე, ლექ­ტო­რი:

"თუ მტკიც­დე­ბა გუ­შინ გა­სუ­ლი მა­სა­ლე­ბის ნამ­დვი­ლო­ბა, გა­მო­დის რომ 1) გარ­და იმი­სა, რომ ად­გი­ლი ჰქონ­და სის­ტე­მურ ჩა­ვარ­დნას, რო­მელ­მაც და­საშ­ვე­ბი გა­ხა­და კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მხრი­დან ადა­მი­ა­ნის წა­მე­ბის ფაქ­ტე­ბი ან ადა­მი­ან­თა წა­მე­ბის ინ­სცე­ნი­რე­ბა თუ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ვი­დეო-გა­და­ღე­ბა. 2) გარ­და იმი­სა, რომ უნდა დად­გეს დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი და ეროვ­ნულ გმი­რე­ბად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვით სი­ა­რუ­ლის ნაც­ვლად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან უნდა იყ­ვნენ იზო­ლი­რე­ბუ­ლი. 3) ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ 2012 წელს ად­გი­ლი ჰქონ­და ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ კონ­სპი­რა­ცი­ას; მომ­ხდა­რია ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რე­ბის შეღ­წე­ვა სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­ში, მი­ნი­მუმ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რა­საც ადას­ტუ­რებს მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბის ახლო კავ­ში­რე­ბი მოს­კოვ­თან, მათი ხში­რი სტუმ­რო­ბა რუ­სეთ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ტი­პის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან და მათ მიერ რუ­სე­თის მხარ­დამ­ჭე­რი ღია პრო­პა­გან­და, რო­მე­ლიც დღე­საც წარ­მა­ტე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ შო­რის კონ­კრე­ტუ­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი რუ­სუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო არ­ხე­ბი­დან. ჰიბ­რი­დულ დე­მოკ­რა­ტი­ებ­ში მტე­რი სა­ხელ­მწი­ფოს დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ან­თა მცი­რე ჯგუ­ფის მიერ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბის მიზ­ნით სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ კონ­სპი­რა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლი პრაქ­ტი­კაა, რუ­სე­თის ჰიბ­რი­დუ­ლი ომის არ­სე­ნალ­ში ეს ია­რა­ღიც დევს, რა­საც რუ­სე­თის ახლო წარ­სუ­ლი და დღე­ვა­ნე­ლო­ბაც ადას­ტუ­რებს. ვი­ღა­ცე­ე­ბის ჰობი მარ­ტო მე­ბა­ღე­ო­ბა ან პრო­ცე­დუ­რუ­ლი დე­მოკ­რა­ტია არ ყო­ფი­ლა".

და­ვით ქა­ში­აშ­ვი­ლი, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ერის ძა­ლი­ან დიდ ნა­წილს აქვს ხა­სი­ა­თი­სა და ფსი­ქი­კის მწვა­ვე აშ­ლი­ლო­ბა, (ერთ-ერთი ვარ მე)

რამ­დე­ნი მა­გი­და­ზე დაბ­მუ­ლი კა­ცის წა­მე­ბის მა­სა­ლა გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, იმ­დენ­ჯერ იზ­რდე­ბა, ას­მაგ­დე­ბა პრო­კუ­რა­ტი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დრო­უ­ლად გა­მო­ი­ძი­ოს შემ­დე­გი;

ვინ მო­ი­პა­რა მკაც­რად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი საქ­მი­დან 2013 წელს კას­რებ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი მა­რაზ­მი? ვინ რა გზე­ბით და რა მო­ტი­ვით ატ­ვირ­თა? იყო თუ არა დამ­კვე­თი წა­მე­ბი­სა და გა­სა­ჯა­რო­ე­ბის? ვინ აწა­მებ­და? (უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა) სექ­სუ­ა­ლუ­რად ვინ ძა­ლა­დობ­და და ამ სრუ­ლი­ად უპა­ტი­ე­ბელ და­ნა­შა­უ­ლის სცე­ნებს ვინ იღებ­და ვი­დეო კა­მე­რით?!!! ვე­ლო­დე­ბი ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას! და ჩემი უმერ­ჩი­ლე­სი თხოვ­ნა - სა­დიზ­მის სა­ჯა­რო ჩვე­ნე­ბა­სა და სხვა­დას­ხვა ფორ­მით გავ­რცე­ლე­ბას ნუ "გა­აპ­რა­ვებთ"! გვახ­სოვ­დეს, რომ გვყავს 21-ე სა­უ­კუ­ნის, ტექ­ნო­ლო­გი­ის ეპო­ქა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი შვი­ლე­ბი და ინ­ტერ­ნე­ტის უსას­რუ­ლი სივ­რცეს­თან მა­თაც ჩვენ­ზე უფრო სრუ­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი წვდო­მა აქვთ".

კოკო გამ­სა­ხურ­დია:

"წა­მე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნურ კად­რებს რაც შე­ე­ხე­ბა: ეს სის­ტე­მუ­რი ბო­რო­ტე­ბა ფეს­ვგად­გმუ­ლი იყო ად­რეც, სა­ქარ­თვე­ლოს სსრ-ში. მა­შინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლი, პრო­კუ­რა­ტუ­რა, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­თი სფე­რო ჯერ კი­დევ არ იყო ერ­თმა­ნე­თის­გან სა­თა­ნა­დოდ გა­მიჯ­ნუ­ლი.

ამ თე­მა­ზე არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ჰელ­სინ­კის ჯგუ­ფის მიერ მოკ­ვლე­უ­ლი, და კერ­ძოდ მისი და­მა­არ­სებ­ლის, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მიერ 1977 წელს მის თვით­გა­მო­ცე­მა­ში ("სა­ქარ­თვე­ლოს მო­ამ­ბე") გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია "ბო­რო­ტე­ბის ფეს­ვი". იგი შე­ე­ხე­ბა შსს-ს ჯა­ლა­თე­ბის, ცი­რე­კი­ძი­სა და უსუ­პი­ა­ნის პრო­ცესს, რო­მე­ლიც 70-ია­ნებ­ში გა­ი­მარ­თა. მათ მი­ე­სა­ჯათ სას­ჯე­ლის უმაღ­ლე­სი ზომა - დახ­ვრე­ტა.

ეს ჯა­ლა­თე­ბი მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ტი­უ­ლი ხელ­მძღა­ნე­ლის, ე. შე­ვარ­დნა­ძის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­დნენ. ისი­ნი "ამუ­შა­ვებ­დნენ" მსხვერ­პლს, რამ­დე­ნა­დაც ფი­ზი­კუ­რად ორი­ვე სპორ­ტსმე­ნი და კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი იყო, აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ (თა­ნაც არა­ერ­თხელ) და ჩვე­ნე­ბებს ძა­ლავ­დნენ. მათ ათო­ბით ადა­მი­ა­ნი და­ა­მუ­შა­ვეს ამ მე­თო­დე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვრცე­ლი სტა­ტი­ის ერ­თგვა­რი და­ი­ჯეს­ტი შემ­დგომ ზ. გამ­სა­ხურ­დი­ამ ბრი­ტა­ნულ "სან­დი ტა­იმსში" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ფაქ­ტე­ბი იმ­დე­ნად შემ­ზა­რა­ვი იყო, რომ მკი­თხველს თა­ვი­დან ეს ყვე­ლა­ფე­რი ჟურ­ნა­ლის­ტის სენ­სა­ცია ეგო­ნა".

არ­ჩილ გამ­ზარ­დია, ჟურ­ნა­ლის­ტი:

"ვინც ამ­ბობს, რომ ეს სცე­ნე­ბი დად­გმუ­ლი­აო, ის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლია იმ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის, ვინც ეს სას­ტი­კი რე­ჟი­მი და რე­ა­ლო­ბა შექ­მნა და ვინც ამ სა­ში­ნე­ლე­ბას გავ­რცე­ლე­ბას უტო­ლებს და ორი­ვეს ერ­თნა­ი­რად აფა­სებს, არც ის აკ­ლებს მა­ინ­ცდა­მა­ინც. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გამ­კე­თებ­ლის და გა­მავ­რცე­ლებ­ლის შე­და­რე­ბა".

იხი­ლეთ ასე­ვე: "ვინც გა­და­ი­ღო და შე­ას­რუ­ლა, ყვე­ლა­ნი უკ­ლებ­ლივ არი­ან მა­ნი­ა­კე­ბი, გა­რეწ­რე­ბი და დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი" - ფე­ის­ბუქ-გა­მოხ­მა­უ­რე­ბა წა­მე­ბის მო­რიგ კად­რებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თბილისის საკრებულოსთან ავტომობიკებისა და ბაიკების მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება

"მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე" - "ფეისბუქში" წამების კადრებზე გამოხმაურება არ წყდება

უკრაინულ პორტალზე "kievnews.in.ua" გუშინ კიდევ ერთი ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ასახულია მამაკაცის გაუპატიურების ამსახველი რამდენიმე ეპიზოდი. ამ ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოხმაურებები არ წყდება:

ელენე ხოშტარია, არასამთავრობო ორგანიზაცია "გრასის" წარმომადგენელი:

"1. წამების კადრების ნაწილი დადგმულიც რომ იყოს, ეს არანაირად არ ასუსტებს წინა ხელისუფლების (სადაც მეც ვიყავი, ანუ ჩემიც) პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რადგან ბევრი მსსალაა, რაც მიუთითებს, რომ ეს ხდებოდა.

2. უკიდურესად მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგენა (მათიც, ვინც იცოდა)

3. ამ მთავრობას აწუხებდა და აწუხებს არა წამების ფაქტი, არამედ ამით სპეკულირება. ამიტომაც ვერ კი არა, არ იძიებს, ამიტომაც ბედუკაძე გმირია და დასაქმებული, ამიტომაც ავრცელებენ კადრებს, როცა ჭირდებათ

4. ამ ხელისუფლებას დაკარგული აქ მორალური უპირატესობა დემოკრატიის საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია უკან ხელის შვერით არ იპრავონ უკანონობების კასკადი".

ცოტნე გამსახურდია, ყოფილი პოლიტპატიმარი:

"ის, ვინც ამ ვიდეოების ნახვის მერე ნაცმოძრაობისადმი სიმპატიას ინარჩუნებს, არის მანიაკი და ნაძირალა! არანაკლები ნაძირალა და ბოზია, დიახ, ბოზია ის, ვინც ამომრჩევლის ნდობას უღალატა, გამოიყენა და ამ კაციტ***თან კოჰაბიტაციობდა!

ხელისუფლება უნდა გაემიჯნოს შენობების და მანქანების ღებვას და სხვა საარჩევნო პროპაგანდისტულ ყ**ბებს ტემპერატურის ასაწევად საკუთარი პროტეჟეების მიერ, და მოახდინოს სრულფასოვანი გამოძიება და სამაგალითო დასჯა ამ და ათასობით სხვა ვიდეოში მონაწილე პირების. დიახ, ათასობით! თავის დროზე განაცხადეს, რომ მხოლოდ სასჯელაღსრულებიდან 40,000 ვიდეოფაილი დაიკარგა ხელისუფლების გადაბარებისას!

ვინც ცნობილ ციხის კადრებში იმას აპროტესტებთ, რომ დადგმულია, რახან ცოცხი ანუსში ვერ შეეტეოდა, არ აცდეს თქვენს გულით საყვარლებს, ოჯახებს, დიდებს და პატარებს, რაც კარგად შეეტეოდა, ის!

მრცხვენია, რომ აქ დავიბადე...

განა მხოლოდ ამ კადრების, ამდენი ნაძირალა გამპრავებლის კითხვის გამო..."

პაატა ქურდაძე, მწერალი და დკუმენტალისტი:

"ამ "რაღაცნაირ სხვანაირ აქცენტებში" ერთი საინტერესო დეტალია, ელისო კილაძე ამბობს, ამ კადრებით დასტურდება რომ ცოცხი მხოლოდ ფეხებს შორის იყო გაჩრილი, ამდენად წამებას ადგილი არ ქონია დადგმული იყოო... საოცარია არა? ზრდასრულ ადამიანს, თავზე პლასტმასის შლემს რომ ჩამოაცმევ, შარვალს ჩახდი, გისოსებზე მიაბავ, ფეხებშუა ცოცხს გაჩრი და ხმამაღლა აყვირებ ქურდი ვარო. ეს თურმე წამება არ ყოფილა!

ცოტა ხნით ადრე რაღაც საარქივო მასალიდან, ასევე დავით პაიჭაძე ცდილობდა მრისხანე სახითა და ხმით დაეზუსტებინა ბედუქაძესთან, ცოცხი შეიყვანეს თუ არა ანუსში... საერთოდ მე მგონია რომ მასობრივი გარყვნილების რაღაც უცნაურ ფორმასთან გვაქვს საქმე, თუ კი მოსახლეობის ნაწილს მრთლა სჯერა, რომ წამება მხოლოდ ანუსში რაიმე საგნის შერჭობაა, მისი იმიტაცია კი უბრალოდ გართობა... არა მართლა... აფრენთ არა?

ნუ ბედუკაძე რომ გარეწარია და სახელმწიფომ მასთან პაქტი გააფორმა როგორც ეშმაკთან, ეს როგორც ჩანს რ2-ის ტელევარსკვლავებმა და მისმა ერთგულმა მაყურებელმა მხოლოდ დღეს აღმოაჩინეს და მოულოდნელობისგან ლამის დეპრესიაში ჩავადნენ ))

არა და მე ამ ბედუკაძეს რომ ვუყურებ სულ სკორცეზის Goodfellas მახსენდება. მხოლოდ იმ განსხვავებით რომ ფილმის გმირი მას შემდეგ რაც ყველას ჩაუშვებს, იცვლის ყველაფერს, იდენტობას, შტატს, საერთოდ შლის წარსულს... ეს ჩვენი მანიაკი "ნაძორი" კი ისეთი ვარსკვლავი გახდა რომ ნიკა გვარამიასაც კი გაუწევდა კონკურენციას. ვინმე კარგ იმპრესარიოს რომ მოეკიდა მისთვის ხელი".

გია ჯაფარიძე, ლექტორი:

"თუ მტკიცდება გუშინ გასული მასალების ნამდვილობა, გამოდის რომ 1) გარდა იმისა, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ ჩავარდნას, რომელმაც დასაშვები გახადა კონკრეტული ადამიანების მხრიდან ადამიანის წამების ფაქტები ან ადამიანთა წამების ინსცენირება თუ არაადამიანური მოპყრობის ვიდეო-გადაღება. 2) გარდა იმისა, რომ უნდა დადგეს დამნაშავეების პასუხისმგებლობის საკითხი და ეროვნულ გმირებად გამოცხადებული მონაწილე პირები სახელმწიფო დაცვით სიარულის ნაცვლად საზოგადოებისგან უნდა იყვნენ იზოლირებული. 3) ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ 2012 წელს ადგილი ჰქონდა ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსპირაციას; მომხდარია ოკუპანტი სახელმწიფოს სპეციალური სადაზვერვო სამსახურების შეღწევა სახელმწიფო სტრუქტურებში, მინიმუმ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რასაც ადასტურებს მონაწილე პირების ახლო კავშირები მოსკოვთან, მათი ხშირი სტუმრობა რუსეთში სპეციალური ტიპის ორგანიზაციებთან და მათ მიერ რუსეთის მხარდამჭერი ღია პროპაგანდა, რომელიც დღესაც წარმატებით მიმდინარეობს, მათ შორის კონკრეტული ქართულენოვანი რუსული სატელევიზიო არხებიდან. ჰიბრიდულ დემოკრატიებში მტერი სახელმწიფოს დახმარებით ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით სახელმწიფოს წინააღმდეგ კონსპირაცია შესაძლებელი პრაქტიკაა, რუსეთის ჰიბრიდული ომის არსენალში ეს იარაღიც დევს, რასაც რუსეთის ახლო წარსული და დღევანელობაც ადასტურებს. ვიღაცეების ჰობი მარტო მებაღეობა ან პროცედურული დემოკრატია არ ყოფილა".

დავით ქაშიაშვილი, ჟურნალისტი:

"ერის ძალიან დიდ ნაწილს აქვს ხასიათისა და ფსიქიკის მწვავე აშლილობა, (ერთ-ერთი ვარ მე)

რამდენი მაგიდაზე დაბმული კაცის წამების მასალა გასაჯაროვდება, იმდენჯერ იზრდება, ასმაგდება პროკურატირის პასუხისმგებლობა დროულად გამოიძიოს შემდეგი;

ვინ მოიპარა მკაცრად გასაიდუმლოებული საქმიდან 2013 წელს კასრებში აღმოჩენილი მარაზმი? ვინ რა გზებით და რა მოტივით ატვირთა? იყო თუ არა დამკვეთი წამებისა და გასაჯაროების? ვინ აწამებდა? (უკლებლივ ყველა) სექსუალურად ვინ ძალადობდა და ამ სრულიად უპატიებელ დანაშაულის სცენებს ვინ იღებდა ვიდეო კამერით?!!! ველოდები ობიექტურ გამოძიებას! და ჩემი უმერჩილესი თხოვნა - სადიზმის საჯარო ჩვენებასა და სხვადასხვა ფორმით გავრცელებას ნუ "გააპრავებთ"! გვახსოვდეს, რომ გვყავს 21-ე საუკუნის, ტექნოლოგიის ეპოქაში დაბადებული და გაზრდილი შვილები და ინტერნეტის უსასრული სივრცესთან მათაც ჩვენზე უფრო სრული და ხარისხიანი წვდომა აქვთ".

კოკო გამსახურდია:

"წამების არაადამიანურ კადრებს რაც შეეხება: ეს სისტემური ბოროტება ფესვგადგმული იყო ადრეც, საქართველოს სსრ-ში. მაშინ საგამოძიებო ნაწილი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სასჯელაღსრულებითი სფერო ჯერ კიდევ არ იყო ერთმანეთისგან სათანადოდ გამიჯნული.

ამ თემაზე არსებობს საქართველოს ჰელსინკის ჯგუფის მიერ მოკვლეული, და კერძოდ მისი დამაარსებლის, ზვიად გამსახურდიას მიერ 1977 წელს მის თვითგამოცემაში ("საქართველოს მოამბე") გამოქვეყნებული სტატია "ბოროტების ფესვი". იგი შეეხება შსს-ს ჯალათების, ცირეკიძისა და უსუპიანის პროცესს, რომელიც 70-იანებში გაიმართა. მათ მიესაჯათ სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა.

ეს ჯალათები მაშინდელი შს მინისტრის, მოგვიანებით კი საქართველოს პარტიული ხელმძღანელის, ე. შევარდნაძის დავალებით მოქმედებდნენ. ისინი "ამუშავებდნენ" მსხვერპლს, რამდენადაც ფიზიკურად ორივე სპორტსმენი და კარგად მომზადებული იყო, აუპატიურებდნენ (თანაც არაერთხელ) და ჩვენებებს ძალავდნენ. მათ ათობით ადამიანი დაამუშავეს ამ მეთოდებით. აღნიშნული ვრცელი სტატიის ერთგვარი დაიჯესტი შემდგომ ზ. გამსახურდიამ ბრიტანულ "სანდი ტაიმსში" გამოაქვეყნა. ფაქტები იმდენად შემზარავი იყო, რომ მკითხველს თავიდან ეს ყველაფერი ჟურნალისტის სენსაცია ეგონა".

არჩილ გამზარდია, ჟურნალისტი:

"ვინც ამბობს, რომ ეს სცენები დადგმულიაო, ის თანამზრახველია იმ ბოროტმოქმედების, ვინც ეს სასტიკი რეჟიმი და რეალობა შექმნა და ვინც ამ საშინელებას გავრცელებას უტოლებს და ორივეს ერთნაირად აფასებს, არც ის აკლებს მაინცდამაინც. როგორ შეიძლება გამკეთებლის და გამავრცელებლის შედარება".

იხილეთ ასევე: "ვინც გადაიღო და შეასრულა, ყველანი უკლებლივ არიან მანიაკები, გარეწრები და დამნაშავეები" - ფეისბუქ-გამოხმაურება წამების მორიგ კადრებზე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს