მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა
თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ისა და მისი მფლო­ბე­ლე­ბის მხრი­დან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მო­სა­მარ­თლე თა­მაზ ურ­თმე­ლი­ძემ ნა­წი­ლობ­რივ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მო­სა­მარ­თლემ მო­პა­სუ­ხე მხა­რეს წი­ლე­ბის და­ყა­და­ღე­ბის შემ­დეგ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ზი­ა­ნის ამ­სახ­ვე­ლი კალ­კუ­ლა­ცი­ის წარ­მოდ­გე­ნა 30 ოქ­ტომ­ბრის­თვის მო­ი­თხო­ვა. ამა­ვე დღეს და­ა­ფიქ­სი­რე­ბენ ქი­ბარ ხალ­ვა­შის ად­ვო­კა­ტე­ბი სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე. ამის შემ­დეგ კი, მო­სა­მარ­თლე გან­ჩი­ნე­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-მა და მისი მფლო­ბე­ლებ­მა, ძმებ­მა ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებ­მა სა­სა­მარ­თლოს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ი­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის წი­ლე­ბის და­ყა­და­ღე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის მო­თხოვ­ნით მი­მარ­თეს. შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ერთ ნა­წილ­ში, სა­დაც მო­პა­სუ­ხე მხა­რე კონ­კრე­ტუ­ლად 700 ათას და 400 ათა­სი დო­ლა­რის ანა­ზღა­უ­რე­ბას ითხოვ­და, არ დაკ­მა­ყო­ფილ­და, თუმ­ცა მო­სა­მარ­თლე ზა­რა­ლის კალ­კუ­ლა­ცი­ას და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის ამის შემ­დეგ გა­მო­ტა­ნას და­თან­ხმდა.

ყა­და­ღით გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბას ქი­ბარ ხალ­ვა­შის­გან "რუს­თა­ვი 2"-ის ად­ვო­კა­ტე­ბი იმ შემ­თხვე­ვა­ში ითხო­ვენ, თუკი დავა მათ სა­სარ­გებ­ლოდ დას­რულ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ისა და მისი მფლობელების მხრიდან ზიანის ანაზღაურების შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოსამართლემ მოპასუხე მხარეს წილების დაყადაღების შემდეგ მოსალოდნელი ზიანის ამსახველი კალკულაციის წარმოდგენა 30 ოქტომბრისთვის მოითხოვა. ამავე დღეს დააფიქსირებენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატები საკუთარ პოზიციას ზიანის ანაზღაურების შესახებ შუამდგომლობის თაობაზე. ამის შემდეგ კი, მოსამართლე განჩინებას გამოაცხადებს.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა და მისი მფლობელებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა სასამართლოს ტელეკომპანიისა და მისი პარტნიორების წილების დაყადაღებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართეს. შუამდგომლობა ერთ ნაწილში, სადაც მოპასუხე მხარე კონკრეტულად 700 ათას და 400 ათასი დოლარის ანაზღაურებას ითხოვდა, არ დაკმაყოფილდა, თუმცა მოსამართლე ზარალის კალკულაციას და გადაწყვეტილების ამის შემდეგ გამოტანას დათანხმდა.

ყადაღით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ქიბარ ხალვაშისგან "რუსთავი 2"-ის ადვოკატები იმ შემთხვევაში ითხოვენ, თუკი დავა მათ სასარგებლოდ დასრულდება.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია