საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!
კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!

ბრძო­ლა "რუს­თა­ვი 2"-ის­თვის სულ უფრო მძაფ­რდე­ბა. სხვა­დას­ხვა დროს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის რე­ა­ლუ­რი თუ ფორ­მა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბის ის­ტო­რია რთუ­ლი და ჩახ­ლარ­თუ­ლია. აქი­მი­ძე, დვა­ლი, კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, ტა­ბა­ტა­ძე, ხალ­ვა­ში - ეს იმ გვა­რე­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, ვინც სხვა­დას­ხვა დროს ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ის წი­ლებს­ ფლობ­და. დღეს კი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წი­ლობ­რი­ვი განშლა ასე­თია: ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი - 22%, გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი - 18%, შპს ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლო" - 51%, ნინო ნი­ჟა­რა­ძე - 9%. ამა­ვე დროს, ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი ტე­ლე­კომ­პა­ნია "სა­ქარ­თვე­ლოს" 100%-ს ფლო­ბენ და გა­მო­დის, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის 91% ეკუთ­ვნით. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე კი, სულ ცოტა, უც­ნა­უ­რია კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბის დუ­მი­ლი, მა­შინ როცა წე­სით, ყვე­ლა­ზე მეტი და­სა­კარ­გი მათ აქვთ. და მა­ინც, ვინ არი­ან ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი და რო­გო­რია მათი რე­ა­ლუ­რი თუ ნო­მი­ნა­ლუ­რი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში?

ოფ­შო­რუ­ლი "სა­მო­თხე"

ლე­ვან და გი­ორ­გი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის სა­ხე­ლე­ბი ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნი­ა­ში გვხვდე­ბა, რომ­ლებ­საც თა­ვის მხრივ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სხვა­დას­ხვა მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­ში აქვთ წი­ლე­ბი.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჟურ­ნა­ლის­ტთა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უ­მის სა­ინ­ფორ­მა­ციო ბა­ზა­ში, რო­მელ­მაც ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მფლო­ბელ­თა ვი­ნა­ო­ბა გა­შიფ­რა, ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი მოხ­ვდა, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ ორი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის - Delgado Resources-ისა და Watertrial Industries-ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლია (ამა­ვე კომ­პა­ნი­ა­ში წი­ლე­ბი აქვთ რე­ვაზ ელი­ა­ვას, თე­ი­მუ­რაზ არო­ნი­ას და ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ას). სა­ჯა­რო რე­ესტრის 2014 წლის 9 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­დი­დით მე­სა­მე ფი­ჭუ­რი ოპე­რა­ტო­რის, "ბი­ლა­ი­ნის" (იგი­ვე "მო­ბი­ტე­ლი") 51%-ის მფლო­ბე­ლი ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი Watertrial Industries-ია, ხოლო მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო­ში, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს­თან ერ­თად, იმა­ვე ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­ფლო­ბე­ლე­ბი - ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რია და თე­ი­მუ­რაზ არო­ნი­აც არი­ან. ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლი უკავ­შირ­დე­ბა ასე­ვე "ბი­ლა­ი­ნის" კი­დევ ერთ აქ­ცი­ო­ნერ კომ­პა­ნი­ას, Investico Aliance-ს, რო­მე­ლიც მო­ბი­ლუ­რი ოპე­რა­ტო­რის 29%-ს ფლობს.

ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს" გა­სუ­ლი წლით და­თა­რი­ღე­ბულ კვლე­ვა­შიც მოხ­ვდა, სა­დაც ნათ­ქვა­მია, რომ Eleganza Group-ი, რო­მელ­შიც ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი 25%-ს ფლობს, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი Holden Intersales Corp-ის აქ­ცი­ო­ნე­რია. ეს კომ­პა­ნია, ამა­ვე დროს, ვირ­ჯი­ნი­ის კუნ­ძუ­ლებ­ზე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი Newcom Association Limited-ის სა­შუ­ა­ლე­ბით, რეს­ტო­რან­თა ქსელ GMC ჰოლ­დინგს ფლობს.­ სხვა აქ­ტი­ვებ­თან ერ­თად, GMC ჰოლ­დინ­გის სა­კუთ­რე­ბა­შია ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი სარ­კი­ნიგ­ზო სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რედ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი "თბი­ლი­სი ცენ­ტრა­ლი".

ამა­ვე კვლე­ვის თა­ნახ­მად, GMC ჯგუ­ფი თბი­ლი­სის სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზე­ბის ტენ­დერებ­თა­ნაც არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 2011 წელს აღ­ნიშ­ნულ ტენ­დერებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ ოთხ კომ­პა­ნი­ას სხვა­დას­ხვა სა­მარ­შრუ­ტო ხაზი გა­და­ე­ცა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში. ოთხი­ვე კომ­პა­ნია ერ­თსა და იმა­ვე მი­სა­მარ­თზე იყო და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი - GMC ჯგუ­ფის კუთ­ვნილ რეს­ტორ­ნებ­ში "ძვე­ლი სახ­ლი" და "ქა­ლა­ქუ­რი". სა­მარ­შრუ­ტო მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ოთხი­ვე კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ერთი და იგი­ვე პი­როვ­ნე­ბა - GMC

ჯგუ­ფის იუ­რის­ტი იყო.

ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი იკ­ვე­თე­ბა "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­შიც". კომ­პა­ნი­ას, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, სამი ოფ­შო­რუ­ლი კომ­პა­ნია Growth Master Holdings-ი­ (44%), Nelgado Limited-ი (19,8%) და International Online Networks-ი (36,2%) ფლობს. Nelgado Limited-ი, რო­მე­ლიც, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, International Online Networks-ის აქ­ცი­ა­თა 30%-საც ფლობს, რე­ვაზ ელი­ა­ვას (50%), ხვი­ჩა მა­ქა­ცა­რი­ა­სა (40%) და Lexus Group Limited-ს (10%) ეკუთ­ვნით. რო­გორც ელი­ა­ვა, ისე მა­ქა­ცა­რია, ყა­რა­მა­ნიშ­ვილ­თან ერ­თად, "მო­ბი­ტე­ლის" ("ბი­ლა­ი­ნი") აქ­ცი­ო­ნე­რი Delgardo Resources-ის მე­წი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ.

"დიდი ფული შეს­დის სა­ა­კაშ­ვილს სა­ქარ­თვე­ლო­დან"

ცოტა ხნის წინ გავ­რცელ­და ცნო­ბა, რომ "სილ­ქნე­ტი­სა" და "მაგ­თი­კო­მის" შემ­დეგ, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" შე­ძე­ნით ახლა უკვე "ვიმ­პელ­კო­მის" ჯგუ­ფის წევ­რი, კომ­პა­ნია "ბი­ლა­ი­ნიც" და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც კომ­პა­ნი­ა­ში ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გვი­თხრეს, აქ­ცი­ო­ნე­რე­ბი გა­ნი­ხი­ლა­ვენ ყვე­ლა იმ შე­თა­ვა­ზე­ბას, რო­მე­ლიც ბიზ­ნე­სი­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. რაც შე­ე­ხე­ბა ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებს "ბი­ლა­ინ­ში", ამ­ბო­ბენ, რომ ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი უკვე სამი წე­ლია მათ აქ­ცი­ო­ნე­რებს შო­რის აღარ არი­ან.

მა­მია სა­ნა­დი­რა­ძე, "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნის" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა მსხვილ ბიზ­ნეს­ში, მათ შო­რის "რუს­თა­ვი 2"-შიც, ძმე­ბი ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბი ნო­მი­ნა­ლუ­რი მე­პატ­რო­ნე­ე­ბი არი­ან და სი­ნამ­დვი­ლე­ში მათ ზურგს უკან სა­ა­კაშ­ვი­ლი დგას. "კავ­კა­სუს­ში" წი­ლებს ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი "ნელ­გა­დოს" სა­შუ­ა­ლე­ბით ფლობ­და, ხოლო "ბი­ლა­ინ­ში" - "დელ­გა­დოს" სა­შუ­ა­ლე­ბით. ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით გა­მომ­ძა­ლა სა­ა­კაშ­ვილ­მა "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი". ოფ­შორ­ში და­ა­რე­გის­ტრი­რეს კომ­პა­ნია "ნელ­გა­დო", რომ­ლის დი­რექ­ტო­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ლე­ვან ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი იყო და რო­მე­ლიც კომ­პა­ნია "კავ­კა­სუს ონ­ლა­ი­ნი­სა" და ზღვა­ში ჩა­დე­ბუ­ლი კა­ბე­ლის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი გახ­და.

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია მას შემ­დეგ, რაც ვი­ჩივ­ლე სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო­ში, ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლი გა­დად­გა ამ კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რო­ბი­დან. გა­მომ­დი­ნა­რე ამ ყვე­ლაფ­რი­დან, ეს ერთი და იგი­ვე ხალ­ხია, რომ­ლე­ბიც წი­ლებს ფლო­ბენ "ბი­ლა­ინ­შიც" და "კავ­კა­სუს ონ­ლა­ინ­შიც". ახლა ცდი­ლო­ბენ, რომ უკვე კრე­დი­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი კომ­პა­ნია გა­ყი­დონ და ამით და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი კვა­ლი და­ფა­რონ.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!

კიდევ რა ბიზნესებში არიან ძმები ყარამანიშვილები და აქვთ თუ არა მათ "მონოპოლისტური ფულსასრუტი"?!

ბრძოლა "რუსთავი 2"-ისთვის სულ უფრო მძაფრდება. სხვა­დასხვა დროს ტელეკომპანიის რეალური თუ ფორმალური მფლობელების ისტორია რთული და ჩახლართულია. აქიმიძე, დვალი, კიწმარიშვილი, ტაბატაძე, ხალვაში - ეს იმ გვარების არასრული ჩამონათვალია, ვინც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის წილებს­ ფლობდა. დღეს კი ტელეკომპანიის წილობრივი განშლა ასეთია: ლევან ყარამანიშვილი - 22%, გიორგი ყარამანიშვილი - 18%, შპს ტელეკომპანია "საქართველო" - 51%, ნინო ნიჟარაძე - 9%. ამავე დროს, ძმები ყარამანიშვილები ტელეკომპანია "საქართველოს" 100%-ს ფლობენ და გამოდის, რომ "რუსთავი 2"-ის 91% ეკუთვნით. მიმდინარე მოვლენების ფონზე კი, სულ ცოტა, უცნაურია კომპანიის მფლობელების დუმილი, მაშინ როცა წესით, ყველაზე მეტი დასაკარგი მათ აქვთ. და მაინც, ვინ არიან ძმები ყარამანიშვილები და როგორია მათი რეალური თუ ნომინალური ბიზნესინტერესები საქართველოში?

ოფშორული "სამოთხე"

ლევან და გიორგი ყარამანიშვილების სახელები ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ რამდენიმე კომპანიაში გვხვდება, რომლებსაც თავის მხრივ საქართველოში, სხვადასხვა მსხვილ კომპანიებში აქვთ წილები.

საგამოძიებო ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის საინფორმაციო ბაზაში, რომელმაც ოფშორული კომპანიების მფლობელთა ვინაობა გაშიფრა, ლევან ყარამანიშვილის სახელი მოხვდა, რომელიც თავის მხრივ ორი ოფშორული კომპანიის - Delgado Resources-ისა და Watertrial Industries-ის თანამფლობელია (ამავე კომპანიაში წილები აქვთ რევაზ ელიავას, თეიმურაზ არონიას და ხვიჩა მაქაცარიას). საჯარო რეესტრის 2014 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში სიდიდით მესამე ფიჭური ოპერატორის, "ბილაინის" (იგივე "მობიტელი") 51%-ის მფლობელი ზემოხსენებული ოფშორში რეგისტრირებული და ლევან ყარამანიშვილთან დაკავშირებული Watertrial Industries-ია, ხოლო მობილური ოპერატორის სამეთვალყურეო საბჭოში, რუსეთის ფედერაციის რამდენიმე მოქალაქესთან ერთად, იმავე ოფშორული კომპანიის თანამფლობელები - ხვიჩა მაქაცარია და თეიმურაზ არონიაც არიან. ლევან ყარამანიშვილის სახელი უკავშირდება ასევე "ბილაინის" კიდევ ერთ აქციონერ კომპანიას, Investico Aliance-ს, რომელიც მობილური ოპერატორის 29%-ს ფლობს.

ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გასული წლით დათარიღებულ კვლევაშიც მოხვდა, სადაც ნათქვამია, რომ Eleganza Group-ი, რომელშიც ლევან ყარამანიშვილი 25%-ს ფლობს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Holden Intersales Corp-ის აქციონერია. ეს კომპანია, ამავე დროს, ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Newcom Association Limited-ის საშუალებით, რესტორანთა ქსელ GMC ჰოლდინგს ფლობს.­ სხვა აქტივებთან ერთად, GMC ჰოლდინგის საკუთრებაშია ქალაქის მთავარი სარკინიგზო სადგურის მიმდებარედ სავაჭრო ცენტრი "თბილისი ცენტრალი".

ამავე კვლევის თანახმად, GMC ჯგუფი თბილისის სამარშრუტო ხაზების ტენდერებთანაც არის დაკავშირებული. 2011 წელს აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ ოთხ კომპანიას სხვადასხვა სამარშრუტო ხაზი გადაეცა ექსპლუატაციაში. ოთხივე კომპანია ერთსა და იმავე მისამართზე იყო დარეგისტრირებული - GMC ჯგუფის კუთვნილ რესტორნებში "ძველი სახლი" და "ქალაქური". სამარშრუტო მიკროავტობუსების ოთხივე კომპანიის წარმომადგენელი ერთი და იგივე პიროვნება - GMC

ჯგუფის იურისტი იყო.

ყარამანიშვილების ბიზნესინტერესები იკვეთება "კავკასუს ონლაინშიც". კომპანიას, ბოლო მონაცემებით, სამი ოფშორული კომპანია Growth Master Holdings-ი­ (44%), Nelgado Limited-ი (19,8%) და International Online Networks-ი (36,2%) ფლობს. Nelgado Limited-ი, რომელიც, არსებული მონაცემებით, International Online Networks-ის აქციათა 30%-საც ფლობს, რევაზ ელიავას (50%), ხვიჩა მაქაცარიასა (40%) და Lexus Group Limited-ს (10%) ეკუთვნით. როგორც ელიავა, ისე მაქაცარია, ყარამანიშვილთან ერთად, "მობიტელის" ("ბილაინი") აქციონერი Delgardo Resources-ის მეწილეები იყვნენ.

"დიდი ფული შესდის სააკაშვილს საქართველოდან"

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ "სილქნეტისა" და "მაგთიკომის" შემდეგ, "კავკასუს ონლაინის" შეძენით ახლა უკვე "ვიმპელკომის" ჯგუფის წევრი, კომპანია "ბილაინიც" დაინტერესდა. როგორც კომპანიაში ამ ინფორმაციის კომენტირებისას გვითხრეს, აქციონერები განიხილავენ ყველა იმ შეთავაზებას, რომელიც ბიზნესისა და მომხმარებელთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ყარამანიშვილების ბიზნესინტერესებს "ბილაინში", ამბობენ, რომ ძმები ყარამანიშვილები უკვე სამი წელია მათ აქციონერებს შორის აღარ არიან.

მამია სანადირაძე, "კავკასუს ონლაინის" ყოფილი მფლობელი:

"საქართველოში არსებულ ყველა მსხვილ ბიზნესში, მათ შორის "რუსთავი 2"-შიც, ძმები ყარამანიშვილები ნომინალური მეპატრონეები არიან და სინამდვილეში მათ ზურგს უკან სააკაშვილი დგას. "კავკასუსში" წილებს ოფშორში რეგისტრირებული "ნელგადოს" საშუალებით ფლობდა, ხოლო "ბილაინში" - "დელგადოს" საშუალებით. ამ ადამიანების დახმარებით გამომძალა სააკაშვილმა "კავკასუს ონლაინი". ოფშორში დაარეგისტრირეს კომპანია "ნელგადო", რომლის დირექტორი წლების განმავლობაში ლევან ყარამანიშვილი იყო და რომელიც კომპანია "კავკასუს ონლაინისა" და ზღვაში ჩადებული კაბელის თანამფლობელი გახდა.

დაახლოებით ორი წელია მას შემდეგ, რაც ვიჩივლე საქართველოს სასამართლოში, ყარამანიშვილი გადადგა ამ კომპანიის დირექტორობიდან. გამომდინარე ამ ყველაფრიდან, ეს ერთი და იგივე ხალხია, რომლებიც წილებს ფლობენ "ბილაინშიც" და "კავკასუს ონლაინშიც". ახლა ცდილობენ, რომ უკვე კრედიტებით დატვირთული კომპანია გაყიდონ და ამით დანაშაულებრივი კვალი დაფარონ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია