"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

"ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორ ვურტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს" - ბედუკაძის ცინიკური პასუხი კვესიტაძეს

2012 წელს მედიასაშუალებებმა წამებისა და სექსუალური ძალადობის კადრების მხოლოდ ნაწილი აჩვენეს. ეს გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" მიერ მოპოვებული დაკითხვის ოქმიდან ჩანს, სადაც ირმა ინაშვილი გამომძებლის კითხვაზე - "რატომ არ გაუშვეს სრული ვიდეომასალა" პასუხობს:

"ჩვენ ამოვკრიბეთ ის მასალები, სადაც წამებას და სადიზმს ჰქონდა ადგილი დანარჩენი მასალა, სადაც არის დიალოგები და სხვა კადრები, ჩავთვალეთ, რომ არ იყო საინტერესო", - განაცხადა ირმა ინაშვილმა დაკითხვაზე.

რეალურად კი კადრები, რომელიც ეთერში მაშინ არ მოხვდა, "განსხვავებული აქცენტების" წამყვანის, ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ლადო ბედუკაძის მხრიდან პატიმრებზე ზეწოლასა და სექსუალური ძალადობის განხორციელებას ასახავს.

"რუსთავი 2"-ის მიერ მოპოვებულ კადრებში ისმის ხმები, როგორ დასცინის ბედუკაძე პატიმრებს, როგორ ითხოვს, ის ხელკეტს. ასევე ვიდეოფირში გამომძიებელთან საუბრისას ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მან იცის, რომ ბედუკაძემ ერთ-ერთი პატიმარი გააუპატიურა.

ინტერნეტ გამოცემა ITV-სთან საუბრის დროს კი ერთი პირი ამბობს, რომ ბედუკაძე ერთ-ერთი "ჯალათი" იყო, რომელმაც ბევრი ადამიანი გააუპატიურა და გაიქცა.

ბედუკაძე წლების წინ ამბობდა, რომ მას არ უძალადია პატიმრებზე და თუ დადგინდებოდა მისი კავშირი ამ საქმესთან მზად იყო ეგო პასუხი მომხდარზე, თუმცა ბედუკაძე არ დაუპატიმრებიათ.

გარდა ამისა, "რუსთავი 2"-მა სკანდალური facebook-მიმოწერა მოიპოვა. ერთმანეთს ყოფილი ობიექტივის ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა, რომელიც ახლა ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსია და ვლადიმერ ბედუკაძე ესაუბრებიან.

"განსხვავებულ აქცენტებში" გასული მასალიდან ირკვევა, რომ საუბარი მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც ბედუკაძემ საქართველო დატოვა და მისი ოჯახიც თურქეთში გადავიდა. მიმოწერაში საუბარია ფულზე, რომელსაც ბედუკაძე ითხოვდა და უკმაყოფილო იყო იმით, რომ მისი პირობები არ შესრულდა და ირმა ინაშვილთან საუბარს ითხოვდა.

ბედუკაძეც და ნინო ჯღარკავაც რამდენჯერმე ახსენებენ ბიძინა ივანიშვილს და ფულს, რომელიც ახლა უკვე ყოფილ პრემიერს კადრების სანაცვლოდ უნდა გადაეხადა. ჯღარკავა წერს, რომ ბიძინა ივანიშვილი კადრებით უკმაყოფილო იყო და ის ამას არ ელოდა, რაზეც ბედუკაძე ბრაზდება და წერს, რომ რაზეც შეთანხმდენენ ის იყო.

"განსხვავებულ აქცენტებში" გამოთქმულ ბრალდებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე თავად ლადო ბედუკაძე ეხმაურება:

"ძალიან, ძალიან უნიჭოები ხართ!

საცოდავები!

უნიჭო პროვოკატორები, გამყალბებლები..

საზიზღარი ბედუკაძე - ცემს, აწამებს, დასცინის, ხმა ისმის... ერთი კადრი მაინც დაგედოთ ცემის, გაგიჭირდათ?

გგონიათ სასამართლოს მივმართავ ამ სიყალბისთვის?

ამ სამი წლის მანძილზე ათასნაირ პროვოკატორ, ე.წ. ჟურნალისტს და მათ მსგავს არსებას გადავაწყდი...

მოდით, დეტალურად განვიხილოთ ეს "აქამდე უცნობი" ვიდეომასალა...

დავიწოთ, იმით, თუ როგორ სპეციალურად ვაწამებდი, ვცემდი, ვაუპატიურებდი და ვდგამდი ასეთ მასალებს..

ცოტა არ იყოს, მეწყინა, რომ კადრებში არსად ვჩანვარ, როგორც წამყვანი ამბობს, როგორ ვუტყამ, ვაწამებ და ვაუპატიურებ პატიმრებს... ისმის მხოლოდ ჩემი ხმა, ან შეიძლება არც ჩემი.. წესია, მაინც მრავლაფეროვნებისთვის კადრში რამედენიმე, განსხვავებული ხმის შემოყავანა ...

თურმე, ნუ იტყვი, "ნაციონალური მოძრაობის" ანკარა წყაროსთვის ჩემი და ქალბატონ ჯღარკავას "მიმოწერა" კარდინალურად განსხვავდება უკრაინული "ვიკილქსისგან" და უკიდურესად (!) სარწმუნოდ გამოიყურება.

მერაბიშვილის მარჯვენა ხელის მეუღლის, კვესიტაძის დასკვნით, თურმე ლადო ბედუკაძე, გახლდათ ყველა ამ დადგმის ორგანიზატორი და შემსრულებელი. ეს საზიზღარი ბედუკაძე მონაწილობდა პატიმრების ცემაში, წამებაში და უტეხდა სახელს უმანკო "ნაციონალურ ერთობას"!

აქ ახალი არაფერი გითქვამთ, ეს იგივეა რაც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის 2012 წლის "დასკვნა" ე.წ. "ციხის კადრების" შესახებ - ბედუკაძე თვითონაა რეჟისორი, დამდგმელი ოპერატორი და შემსრულებელიც და თუმრე,თავად მე-9 არხიც კი, ბედუკაძის ბინძური ფილმის გასაშვებად შექმნილა..

ქალბატონმა კვესიტაძემ მრავალ სხვათა და სხვათა, ჟურნალისტიკას მიტმასნილ ბიომასებთან ერთად, ბევრი იშრომა, იწვალა, ჭრა, კერა და აწება ფირები ერთმანეთს, თუმცა, ამაოდ...

პროკურატურამ რვა თვიანი გამოძიების შედეგად დაამუშავა მთელი ის მასალა, რაც შეეხებოდა ე.წ. ციხის თემატიკას, სრული მასალა, რაც შეეწხებოდა ე.წ. ციხის კადრების საქმეს.

მინდა გაგაწბილოთ, ჩემო კარგებო, ტყუილად გაისარჯეთ და სიხარულით ახორხოზდით.. თუმცა, თქვენ, დარმუნებული არ ხართ, პროკურატურის მიუკერძოებლობაში, მაგრამ მთავარი ხომ ბრალდებაა, ეს წმინდა წყლის კომუნისტური მეთოდი - შენ დააბრალე და მერე იმან თავი იმართლოს...

ბიძინაზე არ მითქვამს, მართლა, მსგავსი უწმაწური რამ, მაგარმ აი, თქვენს ტელევიზიაზე კი ვიტყვი - თქვენ მართლა შიგ ხომ არ გაქვთ?

მეგობრებო გაფრთხილებთ - ერთმანეთს არ გადაუზიაროთ ეს ამბავი, რომ გასკდეს, ნაცხროვა ციხეებიდან თავს არ გამოგვაყოფინებს...

ერთს ვიტყვი მხოლოდ დამატებით, რაც არ უნდა სიბინძურე წეროთ, რაც არ უნდა ჭრათ და კეროთ, ვერაფერს ვერ დამაკლებთ :) ამით გინოდათ ხვალ ხალხის გაყვანა? საცოდავებო!!", - წერს ბედუკაძე.

"მერე ძაღლი მე შემომახტა, დამკაწრა... პატრონი - ვიღაც ქალი, უტიფარი მეუბნება, ნუ ყვირიხართ ყურები მეტკინაო" - რა შეემთხვა ჟურნალისტ ეკა კვესიტაძეს?

დღეს გიორგი შაქარაშვილის სახელობის სტადიონი გაიხსნა - ღონისძიებას გარდაცვლილი ფეხბურთელის ოჯახიც დაესწრო

ია ფარულავას კაბა მოპარეს? - "გვიან აღმოვაჩინე, რომ შეკვრას აკლია ქვედა ბოლო...მოიპარეს დაცვის ბუტიკიდან"