"ყველანაირად დაგიჭერთ მხარს ჩვენი სურვილია ამ ბრძოლაში გამარჯვებულები გიხილოთ", - ასე ეხმაურება "რუსთავი 2"-ის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს იულია ტიმოშენკო "პოსტსკრიპტუმთან" საუბარში.
უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი "რუსთავი 2"-ს სოლიდარობას უცხადებს და მზად არის დაეხმაროს არხს.
"ჩვენთვის "რუსთავი 2" არის თავისუფლების უკრაინის მხარდაჭერის სიმბოლო და ყველაფერი იმ საუკეთესოს სიმბოლო, რაც ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებშია. ძალიან გვიყვარხართ და მიგვაჩნია, რომ თავისუფალი ქვეყანა უნდა ამაყობდეს ისეთი არხით როგორიც "რუსთავი 2"-ია. ჩვენთვის გაუგებარია, რატომ მიდის შეტევა "რუსთავი 2"-ზე, როდესაც ასეთი ავტორიტეტი და რეიტინგი გააჩნია. ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ღიად ვაცხადებ, რომ თქვენს გვერდით ვარ და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს. ჩვენი სურვილია ამ ბრძოლაში გამარჯვებული გიხილოთ. "რუსთავი 2"-ის გამარჯვება ნიშნავს, რომ საქართველოში თავისუფლება და სიმართლე გაიმარჯვებს გამარჯვებას გისურვებთ", - აცხადებს უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო.
"რუსთავი 2"-ის შესახებ განცხადებები გააკეთეს ევროპელმა დიპლომატებმაც. მათ მიაჩნიათ, რომ თავისუფალ მედიასაშუალებასთან დაპირისპირება არასწორია და დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.