პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი
გიორგი კვირიკაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი

ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია არის ჩვე­ნი ქვეყ­ნის მტკი­ცე არ­ჩე­ვა­ნი, - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიცე პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ნატო-ს კვი­რე­უ­ლის გახ­სნა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კვი­რი­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, ამ სა­კი­თხზე თან­ხმდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი.

"ნატო-სა და ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცია არის ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბა ევ­რო­პულ ოჯახ­ში, რო­მელ­თა­ნაც უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა დე­მოკ­რა­ტი­ის, თა­ვი­სუფ­ლე­ბის, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი გვა­კავ­ში­რებს. 66-წლი­ა­ნი არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე, ნატო-მ და­ა­დას­ტუ­რა, რომ უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე უფრო მტკი­ცე და წარ­მა­ტე­ბუ­ლი ალი­ან­სია, რო­მე­ლიც ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბებს და წარ­მო­ად­გენს მისი წევ­რე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რან­ტი­ას. ალი­ან­სის წევ­რო­ბა იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის გა­რან­ტია. ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა ღო­ნეს ხმა­რობს მი­აღ­წი­ოს წინსვლას ინ­ტეგ­რა­ცი­ის რთულ გზა­ზე. ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ მრა­ვალ რე­ფორ­მას, ვაგ­რძე­ლებთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მშე­ნებ­ლო­ბას, გვაქვს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მიღ­წე­ვე­ბი უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ალი­ან­სის სამ­შვი­დო­ბო ოპე­რა­ცი­ებ­ში, ხოლო ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო არის აშშ-ის შემ­დეგ მე­ო­რე ყვე­ლა­ზე უფრო მსხვი­ლი კონ­ტრი­ბუ­ტო­რი ავ­ღა­ნეთ­ში, ნატო-ს მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის მი­სი­ა­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს უკვე ჰყავს ალი­ანსთან სრუ­ლად თავ­სე­ბა­დი ნატო-ს სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი. სწო­რედ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის, ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რა არის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფაქ­ტო­რი ქვეყ­ნის ინ­ტეგ­რა­ცი­ის რთულ გზა­ზე. ამ თვალ­საზ­რი­სით, ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრის მუ­შა­ო­ბა სა­გან­გე­ბო მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ო­ნებ­ში მცხოვ­რე­ბი ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა.

გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა ნატო-სა და ევ­რო­კავ­ში­რის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს 10 წლის იუ­ბი­ლეც მი­უ­ლო­ცა და მათ მიერ გა­წე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მად­ლო­ბაც გა­და­უ­ცხა­და. ასე­ვე მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის აპა­რატს, ასე­ვე იმ 50 ჯა­რის­კაცს, რომ­ლე­ბიც დარ­ბაზ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ყვე­ლა მათ თა­ნა­მებ­რძოლს, ვინც სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბა ავ­ღა­ნეთ­სა და სხვა სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­ში.

"სწო­რედ მათი თავ­და­დე­ბით და გმი­რო­ბით ისი­ნი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო, ისე სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

გიორგი კვირიკაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი

გიორგი კვირიკაშვილი - ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ჩვენი ქვეყნის მტკიცე არჩევანი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს კვირეულის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხზე თანხმდება საქართველოს საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების უდიდესი ნაწილი.

"ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის ჩვენი დაბრუნება ევროპულ ოჯახში, რომელთანაც უპირველეს ყოვლისა დემოკრატიის, თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. 66-წლიანი არსებობის მანძილზე, ნატო-მ დაადასტურა, რომ უახლოეს ისტორიაში ყველაზე უფრო მტკიცე და წარმატებული ალიანსია, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და წარმოადგენს მისი წევრების უსაფრთხოების გარანტიას. ალიანსის წევრობა იქნება საქართველოს უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია. ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობს მიაღწიოს წინსვლას ინტეგრაციის რთულ გზაზე. ჩვენ ვახორციელებთ მრავალ რეფორმას, ვაგრძელებთ დემოკრატიული ინსტიტუტის მშენებლობას, გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები უსაფრთხოების სფეროში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს შეიარაღებული ძალები მონაწილეობენ ალიანსის სამშვიდობო ოპერაციებში, ხოლო ამჟამად საქართველო არის აშშ-ის შემდეგ მეორე ყველაზე უფრო მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთში, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.

"საქართველოს უკვე ჰყავს ალიანსთან სრულად თავსებადი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღებული ძალები. სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ქართული საზოგადოების მხარდაჭერა არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყნის ინტეგრაციის რთულ გზაზე. ამ თვალსაზრისით, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მუშაობა საგანგებო მნიშვნელობას იძენს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ინფორმირება", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრს 10 წლის იუბილეც მიულოცა და მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობაც გადაუცხადა. ასევე მადლობა გადაუხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს, ასევე იმ 50 ჯარისკაცს, რომლებიც დარბაზში იმყოფებოდნენ და ყველა მათ თანამებრძოლს, ვინც საკუთარი სამშობლოს ინტერესებს ემსახურება ავღანეთსა და სხვა სამშვიდობო მისიებში.

"სწორედ მათი თავდადებით და გმირობით ისინი უზრუნველყოფენ როგორც საერთაშორისო, ისე საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."