მომღერალმა ვერა ბრეჟნევამ და პროდიუსერმა კონსტანტინ მელაძემ, საიდუმლოდ იქორწინეს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქორწილი ტოსკანას სანაპიროზე, ფორტე-დეი-მარმიში შედგა.
ახალდაქორწინებულებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. თუმცა, ინფორმაცია ბრეჟნევას პრეს-ატაშე, ანასტასია დრაპენკომ დაადასტურა:
"დიახ, ეს აბსოლუტური სიმართლეა, ვერამ და კონსტანტინემ იტალიაში ოფიციალურად იქორწინეს. ისინი ძალიან ბედნიერები არიან, მაგრამ ჯერ არ არიან მზად მომხდართან დაკავშირებით დამატებითი დეტალების გასავრცელებლად. ცოტა უნდა მოვიცადოთ".
როგორც მოსალოდნელია, ვერა და კონსტანტინე თაფლობის თვეს ტოსკანას სანაპიროზე გაატარებენ. შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ვერა იტალიური ქვედა საცვლების მწარმოებელი ბრენდის სახე გახდა. აქედან გამომდინარე, მომღერალს იტალიასთან ბიზნესიც აკავშირებს.