პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა" - კახა ბექაური
"დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა" - კახა ბექაური

კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის წევ­რმა, ტე­ლე­კომ­პა­ნია "მე-9 არ­ხის" ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა კახა ბე­ქა­ურ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" ვრცე­ლი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მისი მსჯე­ლო­ბა ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მის პრობ­ლე­მა იქ­მნე­ბა. "დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­რე­მოა მთელს ევ­რო­პა­ში", - ამ­ბობს კახა ბე­ქა­უ­რი.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­ტა­ლებ­ში ვიცი რუს­თა­ვი 2-ის მფლო­ბე­ლო­ბის ამ­ბა­ვი 2003 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ვინ ვის წა­არ­თვა, ვინ რამ­დე­ნი და რაში გა­და­ი­ხა­და, ვინ იყო ფორ­მა­ლუ­რი მფლო­ბე­ლი და ვინ რე­ა­ლუ­რი, ვფიქ­რობ რომ კა­ნო­ნი­ე­რი მფლო­ბე­ლო­ბის დად­გე­ნას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლოს გარ­და გზა არა აქვს; არც იმ თე­მა­ზე შევ­ჩერ­დე­ბი, ვინ და რა­ტომ აკე­თებს ამ სა­კი­თხის პო­ლი­ტი­ზე­ბას, რად­გან ჩემი, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის პო­ზი­ცია, შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს სპე­კუ­ლა­ცი­ის სა­გა­ნი.

მე მხო­ლოდ ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტალ­ზე შევ­ჩერ­დე­ბი - გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო პე­რი­ოდ­ში, დიდი ძა­ლის­ხმე­ვა იხარ­ჯე­ბა იმა­ზე რომ რუს­თა­ვი 2-ის მფლო­ბე­ლო­ბის სა­კი­თხზე სა­სა­მარ­თლო დავა ტრას­ფორ­მი­რე­ბულ იქ­ნას სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი რე­ი­ტინ­გუ­ლი არ­ხის და­ხურ­ვის მცდე­ლო­ბად. ბოლო პე­რი­ოდ­ში, ზო­გი­ერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, რამ­დე­ნი­მე უცხო­უ­რი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის ზოგი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რუს­თა­ვი 2-თან და­კავ­ში­რე­ბულ და­ვას წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სურ­ვილს, და­ხუ­როს ეს ტე­ლე­ვი­ზია, ამით შე­ზღუ­დოს სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მი და ამ ვერ­სი­ას სხვა­დას­ხვა კონ­ტექ­სტში ატ­რი­ა­ლებს.

ყვე­ლას გვახ­სოვს, რა სა­კა­ნონ­მდებ­ლო და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც არა­თუ გან­ვი­თა­რე­ბის, სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევ­და მე­დი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ტე­ლე­მე­დი­ას. 2007 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ იყო გა­ცე­მუ­ლი არ­ცერ­თი ღია სა­ე­თე­რო ლი­ცენ­ზია ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის­თვის, არ­სე­ბუ­ლი ლი­ცენ­ზი­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი გა­სარ­თობ ლი­ცენ­ზი­ე­ბად მო­დი­ფი­ცირ­და. ყვე­ლას გვახ­სოვს, პი­რაკ­რუ­ლე­ბის პრო­ტეს­ტი, მა­ესტროს გა­სარ­თო­ბი ლი­ცენ­ზი­ის მო­დი­ფი­ცი­რე­ბის­თვის , რო­მე­ლიც ახა­ლი ამ­ბე­ბის პროგ­რა­მე­ბის მომ­ზა­დე­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ხდე­ბო­და. ეს მო­თხოვ­ნა, სა­ბო­ლო­ოდ, მხო­ლოდ ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ჩა­რე­ვის შემ­დეგ დაკ­მა­ყო­ფილ­და.

დღეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და მე­დი­აპ­ლუ­რა­ლიზ­მის­თვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­რე­მოა მთელს ევ­რო­პა­ში:

1. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოს­ვლის­თა­ნა­ვე და­ი­წყო მე­დი­ა­გა­რე­მოს ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და ამ ზა­ფხულს სრუ­ლად დამ­თავ­რდა ყვე­ლა სა­კო­ნონ­მდებ­ლო და ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ბა­რი­ე­რის მოხ­სნა, რო­მე­ლიც ხელს უშ­ლი­და მე­დი­ის გან­ვი­თა­რე­ბას.

2. სრუ­ლად გა­უქ­მდა ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის ლი­ცენ­ზი­რე­ბა, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მო­იხ­სნა ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­კონ­კურ­სო ბა­რი­ე­რე­ბი ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად.

3. ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ბიზ­ნე­სის და­წყე­ბა­ზე უფრო იო­ლია- ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ თუ იუ­რი­დი­ულ პირს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­ში მარ­ტი­ვი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის (რე­გის­ტრა­ცი­ის) პრო­ცე­დუ­რის გავ­ლით, შე­უძ­ლია 3 დღე­ში და­ი­წყოს ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბა.

4. სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მოხ­სნი­ლია ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ა­ზე (რე­გის­ტრა­ცი­ა­ზე) უა­რის თქმის ყვე­ლა შე­საძ­ლო სა­ფუძ­ვე­ლი. ახა­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს, ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას 3 დღე­ში ავ­ტო­მა­ტუ­რად აძ­ლევს.

5. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის არ­ცერთ შტოს არ გა­აჩ­ნია არა­ნა­ი­რი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბერ­კე­ტე­ბი და­ხუ­როს რო­მე­ლი­მე არხი. არ­ცერთ ტე­ლე­ვი­ზი­ას აღარ აქვს სიხ­ში­რე და აღარ აქვს ლი­ცენ­ზია. ბერ­კე­ტე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბო­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა ტე­ლე­ვი­ზი­ის საქ­მი­ა­ნო­ბა, კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში აღარ არ­სე­ბობს. რა აზრი აქვს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან რო­მე­ლი­მე არ­ხის და­ხურ­ვა­ზე ფიქ­რს, რო­დე­საც ნე­ბის­მი­ერ ფი­ზი­კურ, ან იუ­რი­დი­ულ პირს 3 დღე­ში შე­უძ­ლია შე­უ­ფერ­ხებ­ლად ტე­ლე­მა­უ­წყებ­ლო­ბის და­წყე­ბა.

6. ჩვენ, ბუ­ნებ­რი­ვია, მჭიდ­რო საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს ევ­რო­პის ყვე­ლა ქვეყ­ნის რე­გუ­ლა­ტორ­თან. ჩვენ ვართ ორ­გა­ნი­ზა­ცია EPRA-ს (European Platform of Regulatory Authorities) წევ­რე­ბი, რო­მე­ლიც ევ­რო­პის 52 ქვეყ­ნის მა­უ­წყებ­ლო­ბის რე­გუ­ლა­ტორს აერ­თი­ა­ნებს. სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ არ­ცერთ, ხაზს ვუს­ვამ არ­ცერთ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში არ არის სა­ქარ­თვე­ლო­ზე უფრო მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი მე­დი­ა­გა­რე­მო რო­მე­ლიც 2013 წლი­დან დღემ­დე, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი ნე­ბით და ძა­ლის­ხმე­ვით შე­იქ­მნა", - წერს ბე­ქა­უ­რი.

"დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა" - კახა ბექაური

"დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა" - კახა ბექაური

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, ტელეკომპანია "მე-9 არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა კახა ბექაურმა "ფეისბუქზე" ვრცელი სტატუსი გამოაქვეყნა. მისი მსჯელობა ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიაპლურალიზმის პრობლემა იქმნება.  "დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და მედიაპლურალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური გარემოა მთელს ევროპაში", - ამბობს კახა ბექაური.

"მიუხედავად იმისა, რომ დეტალებში ვიცი რუსთავი 2-ის მფლობელობის ამბავი 2003 წლიდან მოყოლებული, ვინ ვის წაართვა, ვინ რამდენი და რაში გადაიხადა, ვინ იყო ფორმალური მფლობელი და ვინ რეალური, ვფიქრობ რომ კანონიერი მფლობელობის დადგენას დამოუკიდებელი სასამართლოს გარდა გზა არა აქვს; არც იმ თემაზე შევჩერდები, ვინ და რატომ აკეთებს ამ საკითხის პოლიტიზებას, რადგან ჩემი, როგორც დამოუკიდებელი რეგულატორის თანამდებობის პირის პოზიცია, შეიძლება გახდეს სპეკულაციის საგანი.

მე მხოლოდ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე შევჩერდები - განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დიდი ძალისხმევა იხარჯება იმაზე რომ რუსთავი 2-ის მფლობელობის საკითხზე სასამართლო დავა ტრასფორმირებულ იქნას საქართველოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი რეიტინგული არხის დახურვის მცდელობად. ბოლო პერიოდში, ზოგიერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რამდენიმე უცხოური მედიასაშუალება და დიპლომატიური კორპუსის ზოგი წარმომადგენელი, რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დავას წარმოაჩენს, როგორც ხელისუფლების სურვილს, დახუროს ეს ტელევიზია, ამით შეზღუდოს საქართველოში სიტყვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი და ამ ვერსიას სხვადასხვა კონტექსტში ატრიალებს.

ყველას გვახსოვს, რა საკანონმდებლო და ბიუროკრატიული რეგულაციები იყო საქართველოში, რომელიც არათუ განვითარების, სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მედიას, განსაკუთრებით კი ტელემედიას. 2007 წლიდან მოყოლებული, არ იყო გაცემული არცერთი ღია საეთერო ლიცენზია ტელემაუწყებლობისთვის, არსებული ლიცენზიების უმეტესობა კი გასართობ ლიცენზიებად მოდიფიცირდა. ყველას გვახსოვს, პირაკრულების პროტესტი, მაესტროს გასართობი ლიცენზიის მოდიფიცირებისთვის , რომელიც ახალი ამბების პროგრამების მომზადების უფლების მისაღებად ხდებოდა. ეს მოთხოვნა, საბოლოოდ, მხოლოდ ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჩარევის შემდეგ დაკმაყოფილდა.

დღეს, საქართველოში სიტყვის თავისუფლებისთვის და მედიაპლურალიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური გარემოა მთელს ევროპაში:

1. ახალმა ხელისუფლებამ მოსვლისთანავე დაიწყო მედიაგარემოს ლიბერალიზაცია და ამ ზაფხულს სრულად დამთავრდა ყველა საკონონმდებლო და ბიუროკრატიული ბარიერის მოხსნა, რომელიც ხელს უშლიდა მედიის განვითარებას.

2. სრულად გაუქმდა ტელემაუწყებლობის ლიცენზირება, საკანონმდებლო დონეზე მოიხსნა ყველანაირი საკონკურსო ბარიერები ტელემაუწყებლობის დასაწყებად.

3. ტელემაუწყებლობის დაწყება საქართველოში დღეს ნებისმიერი სხვა ბიზნესის დაწყებაზე უფრო იოლია- ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მარტივი ავტორიზაციის (რეგისტრაციის) პროცედურის გავლით, შეუძლია 3 დღეში დაიწყოს ტელემაუწყებლობა.

4. საკანონმდებლო დონეზე მოხსნილია ტელემაუწყებლობის ავტორიზაციაზე (რეგისტრაციაზე) უარის თქმის ყველა შესაძლო საფუძველი. ახალი კანონმდებლობა ნებისმიერ მსურველს, ტელემაუწყებლობის დაწყების საშუალებას 3 დღეში ავტომატურად აძლევს.

5. ხელისუფლების არცერთ შტოს არ გააჩნია არანაირი საკანონმდებლო ბერკეტები დახუროს რომელიმე არხი. არცერთ ტელევიზიას აღარ აქვს სიხშირე და აღარ აქვს ლიცენზია. ბერკეტები, რომლითაც შეიძლებოდა ხელისუფლებას შეეჩერებინა ტელევიზიის საქმიანობა, კანონმდებლობაში აღარ არსებობს. რა აზრი აქვს ხელისუფლების მხრიდან რომელიმე არხის დახურვაზე ფიქრს, როდესაც ნებისმიერ ფიზიკურ, ან იურიდიულ პირს 3 დღეში შეუძლია შეუფერხებლად ტელემაუწყებლობის დაწყება.

6. ჩვენ, ბუნებრივია, მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გვაქვს ევროპის ყველა ქვეყნის რეგულატორთან. ჩვენ ვართ ორგანიზაცია EPRA-ს (European Platform of Regulatory Authorities) წევრები, რომელიც ევროპის 52 ქვეყნის მაუწყებლობის რეგულატორს აერთიანებს. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არცერთ, ხაზს ვუსვამ არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის საქართველოზე უფრო მეტად ლიბერალური მედიაგარემო რომელიც 2013 წლიდან დღემდე, ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ნებით და ძალისხმევით შეიქმნა", - წერს ბექაური.

ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - როგორი ამინდი იქნება მომდევნო 5 დღე საქართველოს რეგიონებში

"არავითარი ჩაკეტვა არ იქნება ქალაქების" - ექიმები კორონავირუსის 23 ახალ შემთხვევასა და ქვეყნის ეპიდსიტუაციაზე

რა რეგულაციები დაუწესა განათლების სამინისტრომ სკოლებს და როდის შეიძლება გახდეს სწავლის შერეული სისტემის დანერგვა საჭირო?