პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სამართალი
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"
სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"

"გუ­შინ­დე­ლი დღე მრა­ვალ­მხრი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბი­თა და ბრალ­დე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და: პრე­მი­ე­რი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და, პრე­ზი­დენ­ტი პრე­მი­ერს - და­უ­მორ­ჩი­ლე­ბის­კენ ხალ­ხის წა­ქე­ზე­ბა­ში, მი­ნის­ტრე­ბი და პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი პრე­ზი­დენტს - სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლა­ში, ოპო­ზი­ცია "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­საც" და "ნაც­მოძ­რა­ო­ბა­საც" - ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის შეგ­ნე­ბუ­ლად არე­ვა­ში და ა.შ. თუ ყვე­ლა­ფე­რი ასე გაგ­რძელ­და, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია - ასე ხე­და­ვენ და აფა­სე­ბენ პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და დას­ძე­ნენ, რომ აქამ­დე უკვე თით­ქმის მი­ვე­დით. ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე, პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ შიშს, რომ თუკი სი­ტუ­ა­ცია არ და­ლაგ­და, ევ­რო­პა ცოტა ხან­ში ჩვენ­თან სა­უ­ბარ­საც კი შე­წყვეტს. მათ შიშს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში არ იზი­ა­რე­ბენ და მი­იჩ­ნე­ვენ, რომ რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად ქვე­ყა­ნა­ში არც რე­სურ­სი არ­სე­ბობს და არც შე­სა­ბა­მი­სი საპ­რო­ტეს­ტო მუხ­ტი", - წერს გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" სტა­ტი­ა­ში სა­თა­უ­რით "სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის ზღვარ­ზე / ეს სი­ტუ­ა­ცია ლინ­ჩის წე­სის წი­ნა­პი­რო­ბაა".

"პრე­ზი­დენ­ტსა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის მო­რი­გი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია გახ­და, სა­დაც მან "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე ისა­უბ­რა და პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბე­ბი გა­აკ­რი­ტი­კა. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი2"-ის საქ­მე­ზე, სკან­და­ლუ­რი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ქმე­დე­ბებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და გა­მოთ­ქვა ეჭვი, რომ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა­ში თა­ვად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბის ხელი ურე­ვია. მი­სი­ვე თქმით, ამ პარ­ტი­ას პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩე­ნის მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა არ აქვს და მათი სიმ­ბო­ლო სწო­რედ ის ნიღ­ბი­ა­ნი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში მო­ქა­ლა­ქეს აუ­პა­ტი­უ­რებს. აქვე ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ისიც დას­ძი­ნა, რომ "ეს­მის სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წი­ლის რე­აქ­ცია, რო­მე­ლიც თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებ­ზე აგ­რე­სი­ას ახორ­ცი­ე­ლებს", მაგ­რამ მათი "ბუ­ნებ­რი­ვი რე­აქ­ცი­ის" მი­უ­ხე­და­ვად, წეს­რი­გის დაც­ვა აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მთავ­რო­ბის სხდო­მი­დან ცოტა ხან­ში კი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია პრე­ზი­დენ­ტმა გა­მარ­თა და ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ისე­დაც რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბის შე­ტა­ნა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა", აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა.

"ქვეყ­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ის დაც­ვა ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის მო­ვა­ლე­ო­ბაა, პირ­ველ რიგ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. სამ­წუ­ხა­როდ, მთავ­რო­ბის მე­თა­უ­რის დღე­ვან­დელ­მა გა­მოს­ვლამ სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტვის ნაც­ვლად მეტი და­ძა­ბუ­ლო­ბა შე­ი­ტა­ნა ისე­დაც რთულ ვი­თა­რე­ბა­ში. მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლას, თავი შე­ი­კა­ონ მძაფ­რი ნა­ბი­ჯე­ბის­გან და მო­თო­კონ ემო­ცი­ე­ბი, გა­ვუფრ­თხილ­დეთ სა­მო­ქა­ლა­ქო მშვი­დო­ბას. "მო­ვუ­წო­დებ მო­სა­მარ­თლეს, არ მი­ი­ღოს ნაჩ­ქა­რე­ვი და ხის­ტი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რაც სი­ტუ­ა­ცი­ას კი­დევ უფრო და­ძა­ბავს. არ­სე­ბუ­ლი ვით­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ახლა ვი­წყებ კონ­სულ­ტა­ცი­ებს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუს­თან, რათა შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სა­მო­ქა­ლა­ქო სტა­ბი­ლუ­რო­ბა მშვი­დო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში", - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა. გუ­შინ მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი კონ­სულ­ტა­ცი­ებს სა­პარ­ლა­მენ­ტო და არა­სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ებ­სა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან მარ­თავ­და. ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში კი­დევ ერთხელ გა­ეხ­ვია", - გა­ნაგ­რძობს გა­მო­ცე­მა.

"სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრის შე­ფა­სე­ბით, მისი ნათ­ქვა­მი სი­ტუ­ა­ცი­ის ეს­კა­ლა­ცი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა თინა ხი­და­შელ­მა პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას უპა­სუ­ხის­მგებ­ლო უწო­და, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა - "ემო­ცი­უ­რი და და­უ­ფიქ­რე­ბე­ლი", ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა კახა კა­ლა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის ნათ­ქვა­მი მო­სა­მარ­თლე­ზე "პირ­და­პირ ზე­წო­ლად" აღიქ­ვა, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ კი პო­ლი­ტი­კო­სებს ძა­ლა­დო­ბი­სა­კენ არა­პირ­და­პი­რი მო­წო­დე­ბე­ბი­სა­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბი­სა­კენ მო­უ­წო­და. პრე­ზი­დენ­ტი არაა ერ­თა­დერ­თი, ვინც სტა­ბი­ლუ­რი გა­რე­მოს შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა­სა და მისი დარ­ღვე­ვის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე სა­უბ­რობს. ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, "რუს­თა­ვი 2"-ის გარ­შე­მო შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო არა­ერ­თო მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი, არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ თუკი სა­ჭი­რო გახ­დე­ბა, "რუს­თა­ვი 2"-ს ფი­ზი­კუ­რა­დაც და­ი­ცა­ვენ. შე­სა­ბა­მი­სად, ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა იმის შეგ­რძნე­ბა, რომ შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­ე­ბის საფრ­თხის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდეთ. ამ ეჭვს ამ­ძაფ­რებს იმ მოვ­ლე­ნე­ბიც, რაც თბი­ლის­სა თუ რე­გი­ო­ნებ­ში კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გამო ხდე­ბა - თავ­დას­ხმე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებ­ზე, ხმა­უ­რი­ა­ნი აქ­ცი­ე­ბი და შეხ­ლა-შე­მოხ­ლა, სა­ა­კაშ­ვი­ლის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კის დარ­ბე­ვა და ა.შ." - დას­ძენს გა­მო­ცე­მა.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­რი­ცხა­ვენ და ამ­ბო­ბენ, რომ ამას არც და­უშ­ვე­ბენ და არც ნი­ა­და­გია სა­ა­მი­სოდ მომ­წი­ფე­ბუ­ლი. სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ თუკი ვინ­მეს რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის სურ­ვი­ლი აქვს, ისიც უნდა იცო­დეს, რომ ამას სხვა რე­სურ­სი და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა გან­წყო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა, რაც მისი აზ­რით, დღეს არ არის. "სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის რე­სურ­სი არაა და ეს არც სა­სურ­ვე­ლია. ვის რა ელან­დე­ბა და ვინ რითი აპი­რებს ხე­ლისფლე­ბის დამ­ხო­ბას, არ ვიცი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი ემო­ცი­უ­რია და სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა­ზეა გათ­ვლი­ლი. არ არის საფრ­თხე იმი­სა, რომ ხალ­ხი კა­ნონს აღარ და­ი­ცავს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რო­ბას გა­მო­ა­ცხა­დებს და ნამ­დვი­ლი პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბა. ხე­ლოვ­ნუ­რად კი ამას ვე­რა­ვინ მი­აღ­წევს - ვერც "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და ვერც აღელ­ვე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი", - აცხა­დებს პარ­ლა­მენ­ტა­რი და პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბებ­საც აფა­სებს", - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ზო­მი­ე­რე­ბის ფარ­გლებს სცდე­ბა, როცა იგი მო­სა­მარ­თლებს მო­უ­წო­დებს თუ რო­გო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უნდა მი­ი­ღოს. ეს, ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის აზ­რით, სა­სა­მარ­თლო­ზე ზე­წო­ლის კლა­სი­კურ ნი­მუ­შად შე­იძ­ლე­ბა იყოს აღ­ქმუ­ლი. ამის უფ­ლე­ბა კი, მისი თქმით, არა­ვის აქვს, მათ შო­რის არც პრე­ზი­დენტს - "მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში იგი ადეკ­ვა­ტუ­რად არაა გარ­კვე­უ­ლი. არა­ვი­თა­რი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბი­სა და პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან რამე სა­გან­გე­ბო ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ყო­ველ­თვის იყო და იქ­ნე­ბა. ხალ­ხი ქო­ნე­ბის გამო და­ვობს და პრე­ზი­დენ­ტმა ხაზ­გას­მით და­ი­კა­ვა ერთ-ერთი მხა­რის პო­ზი­ცია, რაც მის მო­ვა­ლე­ო­ბა­სა და ავ­ტო­რი­ტეტს ნამ­დვი­ლად არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა",- ამ­ბობს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი, რომ­ლის აზ­რით, "მო­მა­ვალ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ამ გან­ცხა­დე­ბით არ ია­მა­ყებს, ეს ნაჩ­ქა­რე­ვი, გა­უ­აზ­რე­ბე­ლი და გა­უ­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო", - გა­ნაგ­რძობს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"სი­ტუ­ა­ცი­ას გა­ცი­ლე­ბით მუქ ფე­რებ­ში ხე­და­ვენ ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" აზ­რით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა­ცა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც" ქვე­ყა­ნა­ში ვი­თა­რე­ბის უკი­დუ­რე­სად და­ძაბ­ვას ცდი­ლო­ბენ. პარ­ტი­ის წევ­რის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის თქმით, სწო­რედ ამა­ზე ისა­უბ­რეს პრე­ზი­დენ­ტთან გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე. მი­იჩ­ნევს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცი­ის არე­ვა ორი­ვე პარ­ტი­ას აწყობს. მი­სი­ვე თქმით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თე­ბენ იმის­თვის, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ნორ­მა­ლუ­რად მი­ვი­დეთ და ერთ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­საც და მე­ო­რე­საც "სა­კუ­თა­რი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ვუ­ტა­ნოთ". ჩი­ქო­ვა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ფონი, რო­მე­ლიც გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს ახ­ლავს, უმ­ძი­მე­სია და "სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ არა და­პი­რის­პი­რე­ბის, ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის ფონ­ზე მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, არა­მედ ადეკ­ვა­ტუ­რი, ნორ­მა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის შე­დე­გად და რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თლის ჩარ­ჩო­ებ­ში უნდა ჩაჯ­დეს. სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბის დრა­მა­ტულ სცე­ნარს არ ელის პო­ლი­ტო­ლო­გი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი, თუმ­ცა მი­იჩ­ნევს, რომ ტენ­დენ­ცია ძა­ლი­ან შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნავს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირი­ბად წა­ა­ხა­ლი­სა ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" ოფი­სებს თავს ეს­ხმი­ან. ამ­ბობს, რომ პრე­მი­ერ­საც აქვს ემო­ცი­ე­ბის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ასე აშ­კა­რად არ უნდა გა­მო­ა­ჩი­ნოს, რად­გან ეს აშ­კა­რა წა­ხა­ლი­სე­ბა იყო. ამას, ხუ­ხაშ­ვი­ლის აზ­რით, სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბა მარ­თლაც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს. შე­იძ­ლე­ბა ამ ადა­მი­ა­ნებ­მა პრე­მი­ე­რის ნათ­ქვა­მი მო­წო­ნე­ბად აღიქ­ვან და უფრო მეტი შე­მარ­თე­ბით გა­აგ­რძე­ლონ ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­იძ­ლე­ბა დიდ უბე­დუ­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­დოს და ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გე­ბიც კი მოჰ­ყვეს. მი­სი­ვე თქმით, და­პი­რის­პი­რე­ბა რომ მოხ­დე­ბა, ეს უკვე ფაქ­ტია. შე­იძ­ლე­ბა ეს დიდი მას­შტა­ბის არ იყოს, მაგ­რამ ექ­სპერ­ტის აზ­რით, მთა­ვა­რი ისაა, რომ ასე­თი ტი­პის ეს­კა­ლა­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი იქ­მნე­ბა და იმის ნაც­ვლად, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რა დაბ­ლა და­ი­წი­ოს, კი­დევ უფრო მაღ­ლა ადის", დას­ძენს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი.

"ვფიქ­რობ მხო­ლოდ ამას გა­უს­ვა პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი და თქვა, რომ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­მა უფრო ფრთხი­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი უნდა აკე­თონ. კა­ნო­ნის დაც­ვა მათ კა­ტე­გო­რი­უ­ლად უნდა მო­ი­თხო­ვონ და ასე­თი ფორ­მე­ბით "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა" უნდა დაგ­მონ. ეს ხომ ფაქ­ტობ­რი­ვად ლინ­ჩის წე­სის წი­ნა­პი­რო­ბაა. პრე­მი­ე­რი ამა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იღებს? სა­მარ­თლებ­რივ ქვე­ყა­ნა­ში ეს არ უნდა ხდე­ბო­დეს. სწო­რედ ამას გა­უს­ვა პრე­ზი­დენ­ტმა ხაზი და არ მეს­მის რაზე აღ­შფოთ­და ზო­გი­ერ­თი მი­ნის­ტრი. დღე­ვან­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია უკვე მა­ღა­ლი რის­კის შემ­ცვე­ლია. დღეს ჩვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა ძა­ლი­ან ახ­ლო­საა იმ წი­თელ ხაზ­თან, რომ­ლის იქი­თაც ჩვენ ევ­რო­პა­ში შე­იძ­ლე­ბა აღარც დაგ­ვე­ლა­პა­რა­კონ", - აცხა­დებს გა­მო­ცე­მის კო­რეს­პონ­დენ­ტთან სა­უბ­რი­სას გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"

სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე - "ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა"

"გუშინდელი დღე მრავალმხრივი დაპირისპირებითა და ბრალდებით გამოირჩეოდა: პრემიერი "ნაციონალურ მოძრაობას" სკანდალური კადრების გავრცელებაში ადანაშაულებდა, პრეზიდენტი პრემიერს - დაუმორჩილებისკენ ხალხის წაქეზებაში, მინისტრები და პარლამენტარები პრეზიდენტს - სასამართლოზე ზეწოლაში, ოპოზიცია "ქართულ ოცნებასაც" და "ნაცმოძრაობასაც" - ქვეყანაში სიტუაციის შეგნებულად არევაში და ა.შ. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, სამოქალაქო დაპირისპირება გარდაუვალია - ასე ხედავენ და აფასებენ პოლიტოლოგები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას და დასძენენ, რომ აქამდე უკვე თითქმის მივედით. ამ ყველაფრის ფონზე, პოლიტოლოგები გამოთქვამენ შიშს, რომ თუკი სიტუაცია არ დალაგდა, ევროპა ცოტა ხანში ჩვენთან საუბარსაც კი შეწყვეტს. მათ შიშს ხელისუფლებაში არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ რევოლუციის მოსაწყობად ქვეყანაში არც რესურსი არსებობს და არც შესაბამისი საპროტესტო მუხტი", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით "სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე / ეს სიტუაცია ლინჩის წესის წინაპირობაა".

"პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის მორიგი დაპირისპირების მიზეზი გიორგი მარგველაშვილის გუშინდელი პრესკონფერენცია გახდა, სადაც მან "რუსთავი 2"-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და პრემიერის განცხადებები გააკრიტიკა. მარგველაშვილის პრესკონფერენციამდე ცოტა ხნით ადრე, მთავრობის სხდომაზე, ირაკლი ღარიბაშვილმა "რუსთავი2"-ის საქმეზე, სკანდალური კადრების გავრცელება და "ნაცმოძრაობის" ქმედებებზე გაამახვილა ყურადღება და გამოთქვა ეჭვი, რომ კადრების გავრცელებაში თავად "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ხელი ურევია. მისივე თქმით, ამ პარტიას პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება არ აქვს და მათი სიმბოლო სწორედ ის ნიღბიანი მამაკაცია, რომელიც აღნიშნულ ვიდეომასალაში მოქალაქეს აუპატიურებს. აქვე ღარიბაშვილმა ისიც დასძინა, რომ "ესმის საზოგადოების იმ ნაწილის რეაქცია, რომელიც თითქმის ყოველდღიურად "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე აგრესიას ახორციელებს", მაგრამ მათი "ბუნებრივი რეაქციის" მიუხედავად, წესრიგის დაცვა აუცილებელია. მთავრობის სხდომიდან ცოტა ხანში კი პრესკონფერენცია პრეზიდენტმა გამართა და ღარიბაშვილი ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობის შეტანაში დაადანაშაულა", აღნიშნავს გამოცემა.

"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში - საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკაონ მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკონ ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. "მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც სიტუაციას კიდევ უფრო დაძაბავს. არსებული ვითრებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გუშინ მთელი დღის განმავლობაში იგი კონსულტაციებს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებსა და ჟურნალისტებთან მართავდა. ამ განცხადებების გამო მარგველაშვილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ქარცეცხლში კიდევ ერთხელ გაეხვია", - განაგრძობს გამოცემა.

"სასჯელაღსრულების მინისტრის შეფასებით, მისი ნათქვამი სიტუაციის ესკალაციას ემსახურებოდა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრეზიდენტის განცხადებას უპასუხისმგებლო უწოდა, იუსტიციის მინისტრმა - "ემოციური და დაუფიქრებელი", ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ნათქვამი მოსამართლეზე "პირდაპირ ზეწოლად" აღიქვა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი პოლიტიკოსებს ძალადობისაკენ არაპირდაპირი მოწოდებებისაგან თავის შეკავებისაკენ მოუწოდა. პრეზიდენტი არაა ერთადერთი, ვინც სტაბილური გარემოს შენარჩუნების საჭიროებასა და მისი დარღვევის საშიშროებაზე საუბრობს. ბოლო დღეების განმავლობაში, "რუსთავი 2"-ის გარშემო შექმნილი ვითარების გამო არაერთო მოქალაქე, მათ შორის საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები საუბრობენ იმაზე, რომ თუკი საჭირო გახდება, "რუსთავი 2"-ს ფიზიკურადაც დაიცავენ. შესაბამისად, ამ ყველაფერმა საზოგადოებაში გააჩინა იმის შეგრძნება, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში სამოქალაქო დაპირისპიების საფრთხის წინაშე აღმოვჩნდეთ. ამ ეჭვს ამძაფრებს იმ მოვლენებიც, რაც თბილისსა თუ რეგიონებში კადრების გავრცელების გამო ხდება - თავდასხმები "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებზე, ხმაურიანი აქციები და შეხლა-შემოხლა, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დარბევა და ა.შ." - დასძენს გამოცემა.

"ხელისუფლებაში სამოქალაქო დაპირისპირებას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ ამას არც დაუშვებენ და არც ნიადაგია საამისოდ მომწიფებული. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ თუკი ვინმეს რევოლუციის მოწყობის სურვილი აქვს, ისიც უნდა იცოდეს, რომ ამას სხვა რესურსი და საზოგადოებაში სხვა განწყობები სჭირდება, რაც მისი აზრით, დღეს არ არის. "საქართველოში რევოლუციის რესურსი არაა და ეს არც სასურველია. ვის რა ელანდება და ვინ რითი აპირებს ხელისფლების დამხობას, არ ვიცი, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს განცხადებები ემოციურია და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენაზეა გათვლილი. არ არის საფრთხე იმისა, რომ ხალხი კანონს აღარ დაიცავს, კონსტიტუციური წესრიგის დამყარება აუცილებელი იქნება, მარგველაშვილი საგანგებო მდგომარობას გამოაცხადებს და ნამდვილი პრეზიდენტი გახდება. ხელოვნურად კი ამას ვერავინ მიაღწევს - ვერც "ნაცმოძრაობა" და ვერც აღელვებული მოქალაქეები", - აცხადებს პარლამენტარი და პრეზიდენტის განცხადებებსაც აფასებს", - წერს სტატიის ავტორი.

"ლევან ბერძენიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილი ზომიერების ფარგლებს სცდება, როცა იგი მოსამართლებს მოუწოდებს თუ როგორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ეს, ბერძენიშვილის აზრით, სასამართლოზე ზეწოლის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება იყოს აღქმული. ამის უფლება კი, მისი თქმით, არავის აქვს, მათ შორის არც პრეზიდენტს - "მეჩვენება, რომ ამ სიტუაციაში იგი ადეკვატურად არაა გარკვეული. არავითარი კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისა და პრეზიდენტის მხრიდან რამე საგანგებო ნაბიჯების გადადგმის საჭიროება არ დგას. სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რაც საქართველოში ყოველთვის იყო და იქნება. ხალხი ქონების გამო დავობს და პრეზიდენტმა ხაზგასმით დაიკავა ერთ-ერთი მხარის პოზიცია, რაც მის მოვალეობასა და ავტორიტეტს ნამდვილად არ შეესაბამება",- ამბობს ბერძენიშვილი, რომლის აზრით, "მომავალში მარგველაშვილი ამ განცხადებით არ იამაყებს, ეს ნაჩქარევი, გაუაზრებელი და გაუწონასწორებელი განცხადება იყო", - განაგრძობს სტატიის ავტორი.

"სიტუაციას გაცილებით მუქ ფერებში ხედავენ ოპოზიციის წარმომადგენლები. "თავისუფალი დემოკრატების" აზრით, "ქართული ოცნებაცა" და "ნაციონალური მოძრაობაც" ქვეყანაში ვითარების უკიდურესად დაძაბვას ცდილობენ. პარტიის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით, სწორედ ამაზე ისაუბრეს პრეზიდენტთან გუშინდელ შეხვედრაზე. მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სიტუაციის არევა ორივე პარტიას აწყობს. მისივე თქმით, "თავისუფალი დემოკრატები" ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნებამდე ნორმალურად მივიდეთ და ერთ პოლიტიკურ ძალასაც და მეორესაც "საკუთარი განაჩენი გამოვუტანოთ". ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ ფონი, რომელიც განვითარებულ მოვლენებს ახლავს, უმძიმესია და "საზოგადოებას უნდა მიეცეს საშუალება, რომ არა დაპირისპირების, ქუჩაში გამოსვლის ფონზე მიიღოს გადაწყვეტილებები, არამედ ადეკვატური, ნორმალური პოლიტიკური პროცესის შედეგად და რა თქმა უნდა, ყველაფერი სამართლის ჩარჩოებში უნდა ჩაჯდეს. სამოქალაქო დაპირისპირების დრამატულ სცენარს არ ელის პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, თუმცა მიიჩნევს, რომ ტენდენცია ძალიან შემაშფოთებელია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"ხუხაშვილის აზრით, პრემიერ-მინისტრმა ირიბად წაახალისა ადამიანები, რომლებიც "ნაცმოძრაობის" ოფისებს თავს ესხმიან. ამბობს, რომ პრემიერსაც აქვს ემოციების უფლება, მაგრამ ასე აშკარად არ უნდა გამოაჩინოს, რადგან ეს აშკარა წახალისება იყო. ამას, ხუხაშვილის აზრით, სამოქალაქო დაპირისპირება მართლაც შეიძლება მოჰყვეს. შეიძლება ამ ადამიანებმა პრემიერის ნათქვამი მოწონებად აღიქვან და უფრო მეტი შემართებით გააგრძელონ ეს ყველაფერი, რაც შეიძლება დიდ უბედურებაში გადაიზარდოს და ფატალური შედეგებიც კი მოჰყვეს. მისივე თქმით, დაპირისპირება რომ მოხდება, ეს უკვე ფაქტია. შეიძლება ეს დიდი მასშტაბის არ იყოს, მაგრამ ექსპერტის აზრით, მთავარი ისაა, რომ ასეთი ტიპის ესკალაციის საფუძველი იქმნება და იმის ნაცვლად, რომ ტემპერატურა დაბლა დაიწიოს, კიდევ უფრო მაღლა ადის", დასძენს სტატიის ავტორი.

"ვფიქრობ მხოლოდ ამას გაუსვა პრეზიდენტმა ხაზი და თქვა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებმა უფრო ფრთხილი განცხადებები უნდა აკეთონ. კანონის დაცვა მათ კატეგორიულად უნდა მოითხოვონ და ასეთი ფორმებით "სამართლიანობის აღდგენა" უნდა დაგმონ. ეს ხომ ფაქტობრივად ლინჩის წესის წინაპირობაა. პრემიერი ამაზე პასუხისმგებლობას იღებს? სამართლებრივ ქვეყანაში ეს არ უნდა ხდებოდეს. სწორედ ამას გაუსვა პრეზიდენტმა ხაზი და არ მესმის რაზე აღშფოთდა ზოგიერთი მინისტრი. დღევანდელი სიტუაცია უკვე მაღალი რისკის შემცველია. დღეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა ძალიან ახლოსაა იმ წითელ ხაზთან, რომლის იქითაც ჩვენ ევროპაში შეიძლება აღარც დაგველაპარაკონ", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?