პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სუს-მა "შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად" გამოძიება დაიწყო
სუს-მა "შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად" გამოძიება დაიწყო

მეტი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის| უკ­რა­ი­ნუ­ლი ვი­კი­ლიქ­სი - სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მავს

სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უკ­რა­ი­ნუ­ლი ვებგ­ვერ­დის wikileaks.center-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო.

რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­დან გვაც­ნო­ბეს, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გუ­ლის­ხმობს შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად ან ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად.

"სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 315-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით, რაც გუ­ლის­ხმობს შეთ­ქმუ­ლე­ბას სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სამ­ხო­ბად ან ხელ­ში ჩა­საგ­დე­ბად. და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ჩა­ტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი", - აცხა­დე­ბენ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში.

უკ­რა­ი­ნულ­მა ვებგ­ვერდმა wikileaks.center-მა გუ­შინ თით­ქოს­და სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის გიგა ბო­კე­რი­ას სა­უბ­რის სტე­ნოგ­რა­მა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ბო­კე­რი­ას მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის გეგ­მა­ზეა სა­უ­ბა­რი. რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, სა­ა­კაშ­ვილ­სა და ბო­კე­რი­ას შო­რის აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­უ­ბა­რი სტამ­ბუ­ლის ათა-თურ­ქის აე­რო­პორ­ტში 22 ოქ­ტომ­ბერს შედ­გა. სტა­ტი­ა­ში ნახ­სე­ნე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც.

იხი­ლეთ| უკ­რა­ი­ნუ­ლი ვი­კი­ლიქ­სი - სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მავს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სუს-მა "შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად" გამოძიება დაიწყო

სუს-მა "შეთქმულებაზე სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად" გამოძიება დაიწყო

მეტი ინფორმაციისთვის| უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინული ვებგვერდის wikileaks.center-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გვაცნობეს, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

უკრაინულმა ვებგვერდმა wikileaks.center-მა გუშინ თითქოსდა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას საუბრის სტენოგრამა გაავრცელა, რომელშიც სააკაშვილისა და ბოკერიას მიერ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადების გეგმაზეა საუბარი. როგორც ინფორმაციაშია განმარტებული, სააკაშვილსა და ბოკერიას შორის აღნიშნულთან დაკავშირებით საუბარი სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს შედგა. სტატიაში ნახსენებია საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც.

იხილეთ| უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ