უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

უკრაინული ვიკილიქსი - სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავს

უკრაინული ვებგვერდი "wikileaks.center" საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უშიშროების ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას სტამბულის ათა-თურქის აეროპორტში 22 ოქტომბერს, დილის 06:18 საათზე საუბრის სტენოგრამას ავრცელებს, სათაურით "სააკაშვილი საქართველოში სახელმწიფო გადატრიალებას ამზადებს".

გიგა ბოკერია: გავიმეორებ, ის ბიჭები სტარტზე არიან. ისინი რეალურად ყველაფერს გადაუვლიან, მაგრამ ერთია, რომ შეიძლება იყოს მსხვერპლი.

მიხეილ სააკაშვილი: მერე რა, იყოს, ეს ხომ უკეთესია! ნიკა რომ მაგრად არ დაზარალდეს, იყოს დასისხლიანებული, უფრო ეფექტურად გამოიყურება.. თუკი ქალს სცემენ, ქალს ბავშვთან ერთად, ზუსტად ის არის, რაც საჭიროა. ვინმე შეარჩიე კოლექტივიდან. ამ თემას ბომბივით ავაფეთქებთ. პინგვინის ამ ბანდის თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, მთელ მსოფლიოს შეძრავს. საჭიროა, ყველაფერი კამერაზე დაფიქსირდეს. გვარამიასგან გმირს შევქმნით, ახალგაზრდა დედის მკვლელობა კი მთელ საქართველოს ფეხზე დააყენებს. შენი ნიღბიანი ბიჭები შეუმჩნევლად უნდა გაქრნენ.

ამავე მასალის თანახმად, გიგა ბოკერია მიხეილ სააკაშვილს პასუხობს, რომ ამის შესახებ არავინ უნდა იცოდეს და არც ნიკა გვარამიას ეტყვის. მისი თქმით, თუ ეს გამჟღავნდება, ყველაფერი ჩამოიშლება. ბოკერიას თქმით, ის ბიჭებთან პირდაპირ არ კონტაქტობს, არამედ "გაგუშა" მუშაობს მათთან და თავად ამ საქმეში არ გამოჩნდებიან. "სცენარი დამუშავებულია, ოპერატორი იქნება რუსთავი 2-დან, ის ყველაფერს დააფიქსირებს. ბიჭებს ეცოდინებათ და მას ხელს არ ახლებენ. ამის შემდეგ ყველა თურქეთში შეუმჩნევლად გადავა. ამ ყველაფრისთვის 160 უნდა გამოიყოს".

მიხეილ სააკაშვილი: მე ხომ ვთქვი, ბეჟო ყველაფერს გადაწყვეტს, ის ახლა თბილისში არ არის. ზურამ გააფრთხილა და თავის თანხას შენ მოგიტანს. მთავარია ყველაფერი სწორად წარმოვაჩინოთ. რუსთავზე თავდასხმისა და მსხვერპლის ფონზე ამ ნაბიჭვრებს გადავაგდებთ! ვინ არის მოძალადე ყველა ნახავს. გიგა! შეხვდი გიორგის (მარგველაშვილს). ჩემგან მადლობა გადაუხადე და სთხოვე გამოვიდეს და გააკეთოს განცხადება მოიწვიოს ელჩები, იქ სიტყვის თავისუფლება, კონსტიტუცია და ა.შ. მან იცის, რომ არ დავტოვებთ უყურადღებოდ.

გიგა ბოკერია: მარგველას დილითვე შევხვდები, როგორც კი ჩავფრინდები. გამოვა, აბა სად წავა. ჩვენმა გეგმამ რეალურად შეიძლება გადაარჩინოს ტელევიზია და ჩვენი მოძრაობა. როგორც კი ფულს მივიღებ, დავიწყებთ.

საიტზე გამოქვეყნებული სტენოგრამის თანახმად, საუბრის ბოლოს მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიას სთხოვს, შეეცადოს, სასამართლო სხდომამდე გააკეთოს, მერე კი სასამართლო საჭირო აღარ იქნება.

ამავე ტექსტის თანახმად, გიგა ბოკერია პირობას აძლევს, რომ მოასწრებს. მისი თქმით, მოსამართლე ურთმელიძე ადეიშვილზე ყოფილა განაწყენებული და ამიტომ დათანხმდა საქმის განხილვას. "სასამართლოში ჩვენი ხალხია დარჩენილი და ვიცი როგორც დავაშინებთ. ზაზა მეიშვილი და შავლიაშვილი უზენაესი სასამართლოდან აქტიურად არიან ჩართულები. ეს თემა ზურას მიყავს. მთავარია დაგეგმილი ზუსტად გავაკეთოთ და როგორც შენ თქვი, სასამართლო აზრს დაკარგავს".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."