ქალაქში ლაშა კალანდაძის და მარიამ ხორგუაშვილის დაშორების შესახებ ალაპარაკდნენ. ფეხბურთელის და მოდელის ქორწინების ფოტოებმა გასულ ზაფხულს მთელი საქართველო აალაპარაკა. ულამაზესი წყვილი რამდენიმე თვის წინ პატარა დემეტრეს მშობლები გახდნენ (იხილეთ წყვილის ვიდეო)
ლაშამ და მარიამმა ერთმანეთი რამდენიმე წლის წინ გაიცნეს. ამბობენ, რომ ჯერ მარიამს შეუყვარდა ლაშა და ბოლოს დაქორწინდნენ კიდეც. წყვილმა ჯვარი სიონში დაიწერა. ლაშა ქობულეთის "შუქურას" ფეხბურთელი გახლდათ, მარიამი - "იმიჯ ცენტრის" მოდელი. მარიამმა სამოდელო კარიერაზე უარი ოჯახის შექმნის შემდეგ თქვა. ბავშვის დაბადებიდან ცოტა ხანში წყვილმა "ფეისბუქის" გვერდი გააუქმა და წყვილი საერთო პროფილით სარგებლობდა.
დაშორების შემდეგ ლაშამ სოციალურ ქსელში ახალი ანგარიში შექმნა, სადაც მხოლოდ პატარა დემეტრეს რამდენიმე ფოტო უდევს.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლაშა კალანდაძე გუნდიდანაც გაუშვეს და მას ძველ გუნდელებთან კონტაქტი აღარ აქვს, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია.
სოციალურ ქსელში მისი მეგობარი მას შემდეგი შინაარსის პოსტს უწერს: "როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ცუდი პალასა, იცით ვინმემ?" სავარაუდოდ, ცუდად ყოფნის მიზეზი კლუბის გარეშე დარჩენა და დანგრეული ოჯახია.
თუმცა რამდენიმე თვის წინ, ლაშა თბილისის ერთ-ერთ პრესტიჟულ ბარში უცხო გოგონასთან ერთად შენიშნეს და კლუბის ფოტოგრაფის ობიექტივში სწორედ ამ გოგონასთან ერთად მოხვდა. ამბობენ, რომ ის ყველგან ამ გოგონასთან ერთად დადიოდა, თუმცა ბოლო დროს კლუბებისგანაც თავს იკავებს.
AMBEBI.GE ლაშა კალანდაძესთან დაკავშირებას დიდი ხანი ცდილობდა, მაგრამ მას ტელეფონიც აღარ აქვს, სოციალურ ქსელში კი არ გვპასუხობს. რაც შეეხება მარიამს, ის პატარა დემეტრეს აღზრდით არის დაკავებული და ერთ-ერთ რეკლამაში გადასაღებად ემზადება.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE