მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"
გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"

ექ­სპერ­ტი გია ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის და­ხურ­ვის საფრ­თხე არ­სე­ბობს. ამის შე­სა­ხებ ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ზეთ "ახალ თა­ო­ბას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ხალ­ვა­ში პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. ექ­სპერ­ტი მი­იჩ­ნევს, რომ მთე­ლი ამ პრო­ცე­სი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ზა­რალ­დე­ბა.

- დღეს ქი­ბარ ხალ­ვა­ში ებ­რძვის არა "რუს­თა­ვი 2"-ს, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას. ის პრო­ვო­კა­ცი­უ­ლად მოქ­მე­დებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­მართ. დღეს ეს ყვე­ლა­ფე­რი აშ­კა­რად არ ჩანს, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ამას და­ვი­ნა­ხავთ აშ­კა­რად, - აცხა­დებს გია ხუ­ხაშ­ვი­ლი.

- იმის თქმა გინ­დათ, რომ ამას ქი­ბარ ხალ­ვა­ში შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, რათა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ა­ზა­რა­ლოს?

- ხალ­ვა­ში ამას შეგ­ნე­ბუ­ლად აკე­თებს, შე­უგ­ნებ­ლად, ოქ­რუ­აშ­ვილ­თან ერ­თად, თუ, უბ­რა­ლოდ, გამ­წა­რე­ბუ­ლია და აფექ­ტუ­რად იქ­ცე­ვა, ეს ცალ­კე თე­მაა. ფაქ­ტი ისაა, რომ მთა­ვა­რი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მთე­ლი ამ პრო­ცე­სი­დან იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

ექ­სპერ­ტი ეჭვქვეშ აყე­ნებს ქი­ბარ ხალ­ვა­შის კე­თილ­სინ­დი­სი­ერ მე­პატ­რო­ნე­ო­ბას, რად­გან არ­ხის რე­ა­ლუ­რი მფლო­ბე­ლე­ბი იყ­ვნენ ერო­სი კიწ­მა­რიშ­ვი­ლი, და­ვით დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე.

- მა­შინ ხალ­ვა­ში რას და­ვობს? ან აქი­მი­ძე და დვა­ლი სად არი­ან, რა­ტომ არ და­ვო­ბენ?

- ქი­ბარ ხალ­ვა­ში იყო ამ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პირ­ვე­ლი ნო­მი­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. სხვა­თა შო­რის, ცოტა ჭკვი­ა­ნი მე­გო­ნა და მთლად ჭკვი­ა­ნი ვერ ყო­ფი­ლა.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში იძ­ლე­ვა აღი­ა­რე­ბით ჩვე­ნე­ბას.

- კერ­ძოდ?

- ის ამ­ბობს, რომ იქ იყო ვი­ღა­ცა შუ­ა­ლე­დუ­რი რგო­ლი, ვინ­მე ასა­ნი­ძე, არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნი და მან ეს იცო­და. შე­სა­ბა­მი­სად, თვი­თო­ნაც არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნი გა­მო­დის.

მთელ ამ ის­ტო­რი­ა­ში თუ ვინ­მეს ზა­რალ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან დათო დვა­ლი და ჯარ­ჯი აქი­მი­ძე. ერო­სი ცალ­კე ის­ტო­რი­აა.

ქი­ბარ ხალ­ვაშ­მა ფული გა­და­ი­ხა­და თუ არა, ის ტე­ლე­ვი­ზი­ის არა­კე­თი­ლისნ­დი­სი­ე­რი შემ­ძე­ნი იყო და ის იყო პირ­ვე­ლი მიშა. მის შემ­დეგ იყო ძა­ლი­ან ბევ­რი სხვა მიშა.

- ანუ რუს­თა­ვი 2-ს მიშა მარ­თავ­და?

- ასე იყო და, მა­ღა­ლი ალ­ბა­თო­ბით, იქ დღე­საც მი­შაა. დღეს ჩვენ ვაკ­ვირ­დე­ბით პრო­ცესს მი­შას პირ­ვე­ლი რე­ინ­კარ­ნა­ცი­ი­დან მე­ა­თე რე­ინ­კარ­ნა­ცი­ამ­დე ანუ ორი მიშა ებ­რძვის ერ­თმა­ნეთს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს პრო­ცე­სი მოკ­ლე­ბუ­ლია და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას.

ხალ­ვა­ში შემ­დეგ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში ადას­ტუ­რებს, რომ მი­შას მო­თხოვ­ნით მან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა ნიკა ტა­ბა­ტა­ძე ანუ სა­რე­დაქ­ციო პო­ლი­ტი­კას მარ­თავ­და არა თვი­თონ, არა­მედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მისი მეშ­ვე­ო­ბით.

- ფი­ნან­სებ­ზე რას იტყვით?

- ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პე­რი­ოდ­ში რა ფულ­საც აბან­დებ­და იქ. გვახ­სოვს მისი სამ­შე­ნებ­ლო ბიზ­ნე­სე­ბი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის პარტნი­ო­რო­ბით, ყა­ზარ­მე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბი და ასე შემ­დეგ.

- იმის თქმა გსურთ, რომ ის და­ზარ­ლე­ბუ­ლი არ არის?

- მე იმას ვა­დას­ტუ­რებ, რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ქი­ბარ ხალ­ვა­ში და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია. ხალ­ვაშს პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მა კი არ შე­ექ­მნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, უბ­რა­ლოდ, მას შემ­დეგ, რაც ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­გორც მისი პარტნი­ო­რი, იქნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მისი მო­შო­რე­ბაც გა­და­წყვი­ტა და თა­ვი­სი­ვე ტე­ლე­ვი­ზია ისევ თა­ვის თავ­ზე გა­და­ი­ფორ­მა.

- ანუ, ხალ­ვა­ში სხვა გვარ­მა შეც­ვა­ლა?

- დიახ. მიშა ქი­ბარ ხალ­ვა­ში კი აღარ იყო, იყო ბეჟუ­აშ­ვი­ლი ან სხვა, ვი­საც ენ­დო­ბოდ­ნენ. დვა­ლი­სა და აქი­მი­ძის შემ­დეგ რუს­თა­ვი 2-ის რე­ა­ლუ­რი და ერ­თა­დერ­თი მფლო­ბე­ლი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა! დღემ­დე ასეა, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა!

ექ­სპერ­ტის გან­ცხა­დე­ბით, ვი­ნა­ი­დან ხალ­ვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის ყვე­ლა სურ­ვილს უსი­ტყვოდ ას­რუ­ლებ­და, ძნე­ლია მისი მო­თხოვ­ნის და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი.

- რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, მი­შას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი დღეს მოგ­ვევ­ლი­ნოს სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის გა­რან­ტად? - კი­თხუ­ლობს ხუ­ხაშ­ვი­ლი და იქვე პა­სუ­ხობს: - თუკი ხალ­ვაშს მო­ნა­ნი­ე­ბის გრძნო­ბა აქვს, თუკი მას უნდა, ამ ქვეყ­ნის­თვის რა­ღა­ცა გა­ა­კე­თოს, მას უნდა მი­ე­ცა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა, თუ რო­გორ მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რუს­თა­ვი 2-ის წარ­თმე­ვის სპე­ცო­პე­რა­ცი­ა­ში და მისი ჩვე­ნე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დათო დვალ­სა და ჯარ­ჯი აქი­მი­ძეს დაჰბ­რუ­ნე­ბო­დათ თა­ვი­ან­თი ქო­ნე­ბა.

ექ­სპერტს მი­აჩ­ნია, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ერ­თა­დერ­თი ჯან­სა­ღი და სწო­რი გზა. ხალ­ვაშს არა­ვინ და­ი­ჭერ­და, ხოლო მისი ჩვე­ნე­ბე­ბი მთელ ამ პრო­ცეს­ში იქ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და, შე­საძ­ლოა, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეტა­პიც გამ­ხდა­რი­ყო.

- თქვენ­ვე აცხა­დებთ, რომ რუს­თა­ვი-2 დღემ­დე სა­ა­კაშ­ვი­ლი­საა. რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, ასე­თი ტე­ლე­ვი­ზია იყოს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი და თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის დამ­ცვე­ლი?

- ოპო­ზი­ცი­ის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­ლე­ვი­ზია სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად სა­ხი­ფა­თო არ არის. მე­დი­აპ­რო­პა­გან­და სა­ხი­ფა­თო და მი­უ­ღე­ბე­ლი ხდე­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც მას აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- სა­სა­მარ­თლო­სა და მო­სა­მარ­თლის თე­მა­ზე რას იტყვით?

- ეს ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი სა­კი­თხია. მო­სა­მარ­თლე ურ­თმე­ლი­ძე დღეს ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რკი­ნის ნერ­ვე­ბი აღ­მო­აჩ­ნდა ამ ადა­მი­ანს. მისი მხრი­დან ამ საქ­მის აცი­ლე­ბა ყვე­ლას­თვის კარ­გი იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა მან ეს ნა­ბი­ჯი არ გა­დად­გა და ამით ცე­ცხლზე ნავ­თი და­ას­ხა. იმ არა­სე­რი­ო­ზულ კო­მენ­ტა­რებ­ზე არა­ფერს ვი­ტყვი, რომ თურ­მე დედა ოჯა­ხის წევ­რი არ ყო­ფი­ლა.

- მან ეს სა­მარ­თლებ­რი­ვად ახ­სნა.

- როცა ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, რო­გო­რიც სა­ქარ­თვე­ლოა, სა­დაც დედა ფე­ნო­მე­ნია, სა­მარ­თლებ­რი­ვი კა­ზუ­ის­ტი­კით შე­ეც­დე­ბი შენი უც­ნა­უ­რი საქ­ცი­ე­ლის გა­მარ­თლე­ბას, ეს კი­დევ უფრო ამ­ძი­მებს მდგო­მა­რე­ო­ბას. დე­დით შვი­ლის და­შან­ტა­ჟე­ბა არ შე­იძ­ლე­ბაო, ეს არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლი და არა­ჯან­სა­ღია.

- ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­ზა­რალ­დე­ბა?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია! დღეს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ინ­ტე­რე­სებ­შია რუს­თა­ვი 2-ის და­ხურ­ვა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გა­და­ვი­და იმ მო­ე­დან­ზე, სა­დაც ნაც­მოძ­რა­ო­ბას აქვს აშ­კა­რა უპი­რა­ტე­სო­ბა.

ექ­სპერტთა აზ­რით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­დეგ­ზე არ ფიქ­რობს.

- არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი წე­ლია დარ­ჩე­ნი­ლი. გა­დაჯ­გუ­ფე­ბის მი­ლი­ო­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს ნაც­მოძ­რა­ო­ბას, ასე­ვე - ახა­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კე­რე­ბის გა­ჩე­ნის. ამა­ზე უფიქ­რია ვინ­მეს? - კი­თხუ­ლობს ხუ­ხაშ­ვი­ლი და თა­ვად­ვე პა­სუ­ხობს: - მე მგო­ნი, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზე ფიქ­რო­ბენ. პო­ლი­ტი­კა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ანს ეს­მის. ეტყო­ბა, არ უცხოვ­რი­ათ ამ ქვე­ყა­ნა­ში.

ნონა ცა­ბა­ძე

გა­ზე­თი "ახა­ლი თა­ო­ბა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"

გია ხუხაშვილი: "ხალვაში არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის"

ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ "რუსთავი 2"-ის დახურვის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ ხუხაშვილმა გაზეთ "ახალ თაობასთან" ინტერვიუში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხალვაში პროვოკაციულად მოქმედებს ხელისუფლების მიმართ. ექსპერტი მიიჩნევს, რომ მთელი ამ პროცესიდან საქართველოს ხელისუფლება დაზარალდება.

- დღეს ქიბარ ხალვაში ებრძვის არა "რუსთავი 2"-ს, არამედ ხელისუფლებას. ის პროვოკაციულად მოქმედებს ხელისუფლების მიმართ. დღეს ეს ყველაფერი აშკარად არ ჩანს, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას დავინახავთ აშკარად, - აცხადებს გია ხუხაშვილი.

- იმის თქმა გინდათ, რომ ამას ქიბარ ხალვაში შეგნებულად აკეთებს, რათა ხელისუფლება დააზარალოს?

- ხალვაში ამას შეგნებულად აკეთებს, შეუგნებლად, ოქრუაშვილთან ერთად, თუ, უბრალოდ, გამწარებულია და აფექტურად იქცევა, ეს ცალკე თემაა. ფაქტი ისაა, რომ მთავარი დაზარალებული მთელი ამ პროცესიდან იქნება საქართველოს ხელისუფლება.

ექსპერტი ეჭვქვეშ აყენებს ქიბარ ხალვაშის კეთილსინდისიერ მეპატრონეობას, რადგან არხის რეალური მფლობელები იყვნენ ეროსი კიწმარიშვილი, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე.

- მაშინ ხალვაში რას დავობს? ან აქიმიძე და დვალი სად არიან, რატომ არ დავობენ?

- ქიბარ ხალვაში იყო ამ ტელევიზიაში ხელისუფლების პირველი ნომინალური წარმომადგენელი. სხვათა შორის, ცოტა ჭკვიანი მეგონა და მთლად ჭკვიანი ვერ ყოფილა.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ინტერვიუებში იძლევა აღიარებით ჩვენებას.

- კერძოდ?

- ის ამბობს, რომ იქ იყო ვიღაცა შუალედური რგოლი, ვინმე ასანიძე, არაკეთილსინდისიერი შემძენი და მან ეს იცოდა. შესაბამისად, თვითონაც არაკეთილსინდისიერი შემძენი გამოდის.

მთელ ამ ისტორიაში თუ ვინმეს ზარალზე ვილაპარაკებთ, დაზარალებულები არიან დათო დვალი და ჯარჯი აქიმიძე. ეროსი ცალკე ისტორიაა.

ქიბარ ხალვაშმა ფული გადაიხადა თუ არა, ის ტელევიზიის არაკეთილისნდისიერი შემძენი იყო და ის იყო პირველი მიშა. მის შემდეგ იყო ძალიან ბევრი სხვა მიშა.

- ანუ რუსთავი 2-ს მიშა მართავდა?

- ასე იყო და, მაღალი ალბათობით, იქ დღესაც მიშაა. დღეს ჩვენ ვაკვირდებით პროცესს მიშას პირველი რეინკარნაციიდან მეათე რეინკარნაციამდე ანუ ორი მიშა ებრძვის ერთმანეთს. აქედან გამომდინარე, ეს პროცესი მოკლებულია დამაჯერებლობას.

ხალვაში შემდეგ ინტერვიუებში ადასტურებს, რომ მიშას მოთხოვნით მან გაათავისუფლა ნიკა ტაბატაძე ანუ სარედაქციო პოლიტიკას მართავდა არა თვითონ, არამედ ხელისუფლება მისი მეშვეობით.

- ფინანსებზე რას იტყვით?

- ყველას კარგად გვახსოვს, ოქრუაშვილის პერიოდში რა ფულსაც აბანდებდა იქ. გვახსოვს მისი სამშენებლო ბიზნესები ოქრუაშვილის პარტნიორობით, ყაზარმების მშენებლობები და ასე შემდეგ.

- იმის თქმა გსურთ, რომ ის დაზარლებული არ არის?

- მე იმას ვადასტურებ, რომ, საბოლოო ჯამში, ქიბარ ხალვაში დაზარალებულია. ხალვაშს პოლიტიკური პრობლემა კი არ შეექმნა ხელისუფლებასთან, უბრალოდ, მას შემდეგ, რაც ოქრუაშვილი, როგორც მისი პარტნიორი, იქნა ხელისუფლებიდან ჩამოშორებული, ხელისუფლებამ მისი მოშორებაც გადაწყვიტა და თავისივე ტელევიზია ისევ თავის თავზე გადაიფორმა.

- ანუ, ხალვაში სხვა გვარმა შეცვალა?

- დიახ. მიშა ქიბარ ხალვაში კი აღარ იყო, იყო ბეჟუაშვილი ან სხვა, ვისაც ენდობოდნენ. დვალისა და აქიმიძის შემდეგ რუსთავი 2-ის რეალური და ერთადერთი მფლობელი არის მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა! დღემდე ასეა, არაფერი შეცვლილა!

ექსპერტის განცხადებით, ვინაიდან ხალვაში სააკაშვილის ყველა სურვილს უსიტყვოდ ასრულებდა, ძნელია მისი მოთხოვნის დამაჯერებლობაზე საუბარი.

- როგორ შეიძლება, მიშას ხელისუფლების ბრძანებების შემსრულებელი დღეს მოგვევლინოს სიტყვის თავისუფლების გარანტად? - კითხულობს ხუხაშვილი და იქვე პასუხობს: - თუკი ხალვაშს მონანიების გრძნობა აქვს, თუკი მას უნდა, ამ ქვეყნისთვის რაღაცა გააკეთოს, მას უნდა მიეცა აღიარებითი ჩვენება, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა რუსთავი 2-ის წართმევის სპეცოპერაციაში და მისი ჩვენებების საფუძველზე დათო დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს დაჰბრუნებოდათ თავიანთი ქონება.

ექსპერტს მიაჩნია, რომ ეს იქნებოდა ერთადერთი ჯანსაღი და სწორი გზა. ხალვაშს არავინ დაიჭერდა, ხოლო მისი ჩვენებები მთელ ამ პროცესში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, სამართლიანობის აღდგენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპიც გამხდარიყო.

- თქვენვე აცხადებთ, რომ რუსთავი-2 დღემდე სააკაშვილისაა. რამდენად შეიძლება, ასეთი ტელევიზია იყოს მიუკერძოებელი და თავისუფალი სიტყვის დამცველი?

- ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი ტელევიზია სახელმწიფოებრივად სახიფათო არ არის. მედიაპროპაგანდა სახიფათო და მიუღებელი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მას აკონტროლებს ხელისუფლება.

- სასამართლოსა და მოსამართლის თემაზე რას იტყვით?

- ეს ძალიან სენსიტიური საკითხია. მოსამართლე ურთმელიძე დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. რკინის ნერვები აღმოაჩნდა ამ ადამიანს. მისი მხრიდან ამ საქმის აცილება ყველასთვის კარგი იქნებოდა. თუმცა მან ეს ნაბიჯი არ გადადგა და ამით ცეცხლზე ნავთი დაასხა. იმ არასერიოზულ კომენტარებზე არაფერს ვიტყვი, რომ თურმე დედა ოჯახის წევრი არ ყოფილა.

- მან ეს სამართლებრივად ახსნა.

- როცა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც დედა ფენომენია, სამართლებრივი კაზუისტიკით შეეცდები შენი უცნაური საქციელის გამართლებას, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. დედით შვილის დაშანტაჟება არ შეიძლებაო, ეს არადამაჯერებელი და არაჯანსაღია.

- ამ სიტუაციაში ხელისუფლება დაზარალდება?

- რასაკვირველია! დღეს ნაციონალური მოძრაობის ინტერესებშია რუსთავი 2-ის დახურვა. ხელისუფლება გადავიდა იმ მოედანზე, სადაც ნაცმოძრაობას აქვს აშკარა უპირატესობა.

ექსპერტთა აზრით, ხელისუფლება შედეგზე არ ფიქრობს.

- არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი. გადაჯგუფების მილიონი საშუალება აქვს ნაცმოძრაობას, ასევე - ახალი პროპაგანდისტული კერების გაჩენის. ამაზე უფიქრია ვინმეს? - კითხულობს ხუხაშვილი და თავადვე პასუხობს: - მე მგონი, ხელისუფლებაში საერთოდ არაფერზე ფიქრობენ. პოლიტიკა ხელისუფლებაში ძალიან ცოტა ადამიანს ესმის. ეტყობა, არ უცხოვრიათ ამ ქვეყანაში.

ნონა ცაბაძე

გაზეთი "ახალი თაობა"

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?