მომღერალი ინდირა ჯგერნაია "ფეისბუქის" პირად გვერდზე "რუსთავი 2"-ის მხარდასაჭერ პოსტს აქვეყნებს.
"ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ და სიგიჟემდე მიყვარს, ღმერთმა დაგიცვას ამ განსაცდელში და დაგვიფაროს სუყველა ერთად რო შევძლოთ ჩვენი სიტყვის თავისუფლების დაცვა, წარმოდგენა არ მინდა დღეს იმ განაჩენის, რაც შეიძლება მოსამართლემ გამოიტანოს...... ჩვენ კიდე დიდხანს და დიდხანს ვიქნებით ერთად და კიდევ ვისწავლით თქვენს გვერდით უამრავ რამეს. "რუსთავი 2", მიყვარხართ! თქვენ ის გუნდი ხართ, რომელიც ამ ქვეყანას ჭირდება და გაუნათლებელ მთავრობას არა, ვიცი ამ პოსტის მერე ყველას მოგვდგებიან და გვაიძულებენ პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენ ეგ თაობა არ ვართ! მე პირადად აღარ მომინდება ამ ქვეყანაში ცხოვრება (რა აზრი აქ). სადაც მაინც დამბლოკავენ....", - წერს ინდირა და ნიკა გვარამიას ფოტოს აქვეყნებს.